Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ნეტარი ბერი ამბროსი მთაწმიდელი (21/12/1912 – 02/12/2006) | PEMPTOUSIA

ნეტარი ბერი ამბროსი მთაწმიდელი (21/12/1912 – 02/12/2006)

24 January 2014

ათონის წმიდა მთის ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი.

 Geron-amvrosios-071

ბერი ამბროსი: მღვიძარე და მლოცველი

მღვდელნაზონმა ამბროსიმ (ერისკაცობაში მას სპირიდონ ლაზარისი ერქვა) 2006 წლის 2 დეკემბერს (ახალი სტილით), 92 წლის ასაკში მიიძინა. იგი იყო დადის „ღავრიოტისსას“ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა მონასტრისა და საბერძნეთის სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ათასობით ქრისტიანის სულიერი მამა. ბერი ამბროსი ამქვეყანაზე ქრისტეს მთაწმიდური სურნელების წყარო იყო და თანამედროვეობის ერთ-ერთი წმიდა სახებას წარმოადგენდა, რომელნიც ამკობენ ეკლესიას. იგი ასევე ქრისტეს განკაცების ნაყოფი იყო. საუკუნეების მანძილზე ეკლესია წარმოადგენდა იმ საწარმოს, რომლის პროდუქცია წმიდანები იყვნენ და დღევანდელობამდე აგრძელებს თავისი პროდუქციის წარმოშობას.

ყოვლად ნეტარი მამა ამბროსი კუნძულ ლევკადაზე, სოფელ ლაზარატაში დაიბადა. მისი მშობლები ღმრთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მამა მასწავლებელი გახლდათ, პანაიოტი ლაზარისი, ხოლო დედას კი ლუიზა ერქვა. პატარა სპირიდონი მრავალშვილიან ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. ჩვილობის ასაკიდან იგი მშვიდი ხასიათითა და ეკლესიის სიყვარულით გამოირჩეოდა. ბავშვის ხასიათის ეს თვისება მისმა ღმრთისმოშიშმა დედამ გაამყარა, რომელსაც მეუღლის გამუდმებით ომში ყოფნის გამო, შვილების აღზრდის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე ეტვირთა. სპირიდონმა საშუალო სკოლის მხოლოდ ორი კლასი დაამთავრა, რადგან იმავდროულად იგი იძულებული იყო დედას სამიწათმოქმედო საქმიანობაში დახმარებოდა. როდესაც მოვიდა დრო, რომ სპირიდონი სამხედრო რიგებში ჩარიცხულიყო, იგი სამი წლის განმავლობაში სამეფო სასახლეებში, როგორც „ევზონი“ (ბერძენი გვარდიელი) ისე მსახურობდა, რადგანაც ძალიან მაღალი, მოხდენილი და მშვენიერი ჭაბუკი გახლდათ.

ერთხელ, ყოვლად ნეტარ ბერთან საუბრისას, მან მიამბო, რომ სამხედრო სამსახურის შემდეგ (იგი სამეფო გვარდიის ჯარისკაცი იყო), ათონის წმიდა მთაზე სურდა წასვლა. თუმცა, არ იცოდა, თუ საითკენ ან როგორ წასულიყო. მაშინ მას გამოეცხადა ვინმე 25 წლის ახალგაზრდა და უთხრა: „მე ვიცი გზები, ჩემთან ერთად წამოდი“. ასეც მოხდა.

ისინი ერთად გაუდგნენ გზას, მივიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ გემზე. „რა თქმა უნდა, მან მომცა“, ასე ამბობდა ნეტარი ბერი, „პურიც და მთელი იმ დღეების განმავლობაში, რაც ჩემთან ერთად იყო, ერთად ვჭამდით. მაგრამ, მას ჩემთვის არ უთქვამს, თუ რა ერქვა, თუმცა, სახელი არც მე მიკითხავს მისთვის. ასე მივაღწიეთ დაფნის და იქიდან ფეხით გავუყევით წმინდა მთისკენ მიმავალ გზას.

მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც უცნობი ახალგაზრდა ჩემთან ერთად იყო, თავს იმედიანად ვგრძნობდი. გზად მან ქსიროპოტამოსის მონასტერი მაჩვენა, სადაც 40 წამებულ წმინდანს მიაგებენ პატივს. მკითხა, მინდოდა თუ არა, რომ მათთვის თაყვანი გვეცა. მე თანხმობა ვუთხარი. როდესაც კათოლიკონში შევედით (მონასტრის მთავარი, საკრებულო ტაძარში) და ხატს ვემთხვიე, ჩვენ გარს 40 ახალგაზრდა მამაკაცი შემოგვერტყა. მაშინ ჩემმა თანამგზავრმა ასე მითხრა: „ისინი 40 წმიდა მოწამენი არიან და ხარობენ, რადგან შენ მონაზონი გახდები“!

იქიდან გზა განვაგრძეთ და კარიესში მივედით, ხოლო შემდგომ კი – კუტლუმუსის წმიდა მონასტერში. სწორედ იქ, ჩემი თანამგზავრი ახალგაზრდა შეჩერდა, წმიდა მონასტერი მიჩვენა და ასე დამარიგა: „სპირიდონ, შენ, აქ დარჩები, მონაზონი გახდები, ბერის (გერონდა – სულიერი მოძღვარი) მიმართ მომთმენი და მორჩილი იქნები“… და გაუჩინარდა“.

ჩანს, რომ იგი უფლის ანგელოზი, მისი მფარველი ანგელოზი იყო. ამ მონასტერში მკვიდრდება მორჩილი სპირიდონი და 25 წლის ასაკში ხარიტონის სახელით მონაზვნად აღიკვეცება.

ერთ საღამოს, მონასტრის იღუმენმა უთხრა მონაზონ ხარიტონს, რომ მას სტოაში მე-9 ფსალმუნი წაეკითხა. იგი შეეცადა მის წაკითხვას, მაგრამ იმის გამო, რომ გაუნათლებელი იყო, ძალიან გაუჭირდა. იღუმენი აღშფოთდა და მას შეურაცხმყოფელად უთხრა, რომ თავის კელიაში წასულიყო. იმავე საღამოს, როდესაც ბერი ლოცულობდა, მას ღმრთისმშობელი გამოეცხადა და მისი მადლით მხოლოდ ერთი ღამის განმავლობაში ზეპირად შეისწავლა დავითნი. ეს იყო ღმრთის გაკვეთილი, რაც ასევე ყველას გვახსენებს წმიდა გრიგოლ პალამას, რომელსაც ბავშვობაში დიდი სიძნელეები ჰქონდა სწავლასთან დაკავშირებით. მისმა მშობლებმა იგი ერთ-ერთ მონასტერში წაიყვანეს, სადაც თაყვანი სცეს ღმრთისმშობელს, ხოლო ბავშვს კი დააკისრეს, რომ ყოველ საღამოს სამი მეტანია გაეკეთებინა ღმრთისმშობლისთვის და მას შევედრებოდა, რომ კარგ მოსწავლედ ექცია იგი. სწორედ ამ გზით წმიდა გრიგოლი პირველ მოსწავლედ იქცა. თუმცა, როდესაც მეტანიების გაკეთება ავიწყდებოდა, მაშინ კარგ ნიშნებს არ იღებდა.

გიამბობთ მონაზონი ხარიტონის, ღმრთის კაცის, ათონის წმიდა მთაზე ცხოვრების დროს მომხდარ კიდევ ერთ სხვა შემთხვევაზე. ზაფხული იყო, მამა ხარიტონი ბაღში იმყოფებოდა და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. ხედავს ლეღვის ხეს და რადგანაც წყურვილი აწუხებდა, ხეზე ავიდა, რათა ლეღვი შეეჭამა. ათონის წმიდა მთაზე მონაზვნებს ეკრძალებათ ტრაპეზის გარდა სხვა რაიმეს ჭამა, რადგან მათ ამგვარი საქციელი ნაყროვანებაში, ანუ სერიოზულ ცოდვაში ეთვლებათ. შეჭამა რამდენიმე ლეღვი, მაგრამ ფეხი დაუცდა და ხიდან ძირს ჩამოვარდა. იწვა მიწაზე წაქცეული და ტკივილებისაგან კვნესოდა, რადგან ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მიუხედავად იმისა, რომ იგი დილით ჩამოვარდა ხიდან, დანარჩენმა მონაზვნებმა, რომლებიც მას ეძებდნენ, მხოლოდ საღამოს იპოვეს ბაღში ძირს მწოლიარე და საშინელი ტკივილებისგან გატანჯული.

ნეტარი ერთ-ერთ კარზე დააწვინეს. იმის გამო, რომ მეტად ტანადი იყო, ოთხმა კაცმა ერთად ასწია და ასე გადაიყვანა თავის კელიაში. თავად ბერი ამბროსი ამგვარად ყვებოდა ამ ამბავზე: „როდესაც საწოლში ვიწექი და ტკივილისგან ვიტანჯებოდი, თვალწინ წმიდა უვერცხლოთა სამლოცველო მედგა და მათ დახმარებას ვევედრებოდი. მაშინ, ჩემ წინაშე თეთრი პერანგებით შემოსილი ორი ექიმი გაჩნდა, რომლებიც ცდილობდნენ ჩემი ფეხი თავის ადგილზე ჩაესვათ. „გამოქაჩე კოზმა“, ამბობდა ერთი. „აქედან დაიჭირე, დამიანე“, ამბობდა მეორე. ხუთ წუთში ტკივილებმა დამტოვა და ისევ კარგად გავხდი“. როდესაც თანამაცხოვრებელმა მონაზვნებმა იგი სრულიად ჯანმრთელი იხილეს, ღმრთისა და წმიდა უვერცხლოთა დიდება დაიწყეს.

კუტლუმუსის წმიდა მონასტერში ხუთი ახალგაზრდა მონაზონი და ერთი ასაკოვანი ბერი (გერონდა – სულიერი მოძღვარი, წინამძღოლი) იმყოფებოდა. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევდა, რომ კარგი იქნებოდა თუკი ბერს შეცვლიდნენ. ამ ამბავმა ბერის ყურამდე მიაღწია და გადაწყვიტა ეს ხუთი მონაზონი თავიდან მოეცილებინა. პოლიციის პროცესიამ მონაზონი ამბროსი, მაშინ ხარიტონად წოდებული, ხილანდარის წმიდა მონასტერში გადაასახლა. იქ, მას ძალიან ბევრი სიძნელე შეხვდა და სხვადასხვა ავადმყოფობა გადაიტანა, რამაც იძულებული გახადა, რომ ერში დაბრუნებულიყო. ამგვარად, იგი წავიდა ბერ პორფირისთან (წმიდა პორფირი კავსოკალივიელი), რომელმაც ურჩია, რომ ფიოტიდაში გაუკაცრიელებულ დადის მონასტერში წასულიყო. ამ უკაცრიელ მონასტერში მაშინ მხოლოდ ვირთხები, გველები და გარეული ცხოველები ბინადრობდნენ. ბერმა პორფირიმ მას ასეთი რჩევა მისცა: „დარჩი იქ, მოთმინება და მორჩილება იქონიე და უფალი დაგეხმარება“.

Gerondas-amvrosios-kai-ger-porfyrios-oi-agioreites-kai-alloi

წმიდა ბერი პორფირი კავსოკალიველი (+ 02/12/1991) და ნეტატი ამბროსი მთაწმიდელი (+ 02/12/2006) რომელიღაც სამოქალაქო მომლოცველებთან ერთად

ნეტარმა მამამ აღადგინა გაუკაცრიელებული წმიდა მონასტერი, რომელიც შემდგომში დედათა მონასტრად იქცა. მაშინდელმა ფიოტიდას მიტროპოლიტმა ამბროსიმ პატივი დასდო ბერს და იგი მღვდელმონაზონად აკურთხა. და, რა თქმა უნდა, მას თავისი სახელი – ამბროსი უწოდა.

ერთხელ მამა ამბროსიმ ფეხი მოიტეხა და საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც მას ბარძაყში პლატინა ჩაუდგეს. თუმცა, მაინც საშინელი ტკივილები ჰქონდა. მაშინდელმა შვეიცარიის მიტროპოლიტმა დამასკინოსმა იგი შვეიცარიაში წაიყვანა, რათა იქაურ ექიმებსაც გაესინჯათ იგი. მამა ამბროსი საავადმყოფოში მიიყვანეს. იქ დაადგინეს, რომ პირველი ოპერაციის დროს მისთვის მენჯში 1 სანტიმეტრით უფრო დიდი პლატინა ჩაედგათ, რის გამოც, საჭირო იყო ხელახალი ოპერაცია, რათა შეემცირებინათ პლატინის მოცულობა. როდესაც მამა ამბროსის ყოველივე ის ჩაუტარდა, რაც კი საჭირო იყო და მას უკვე საავადმყოფოდან გამოსაწერად ამზადებდნენ, ახლა სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება მოსთხოვეს, რომლებიც გაიკეთა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მას მარცხენა თირკმელში დაახლოებით ფორთოხლის ზომის უზარმაზარი ქვა ჰქონდა და ამგვარად მამა ისევ საავადმყოფოში დატოვეს ახალი ოპერაციის ჩასატარებლად.

ნეტარი ბერი ყვებოდა: „ოთახში მარტო ვიყავი, მაგრამ უცებ იქ ერთი მონაზონი აღმოჩნდა. ჩვენ ერთად გავედით აივანზე და სალაპარაკოდ დავსხედით. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვსაუბრობდით. მას მოვუყევი ოპერაციებისა და თირკმელში არსებული ქვის შესახებ. მაშინ მონაზონმა ასე მითხრა: „მე წმიდა ნექტარიოსი ვარ და აქ შენ სანახავად მოვედი. მეც ძალიან ავადმყოფი ვიყავი და ჩემი სული საავადმყოფო „არეტეიოს“ გადავეცი, მოთმინების საშუალებით გავუძელი ცილისწამებასა და ავადმყოფოფებს. უფალმა დიდი წყალობა მიბოძა იმ მოთმინების გამო, რომელსაც ვიჩენდი“. ამის შემდეგ ხელით შემეხო და წავიდა. როდესაც წმიდა ნექტარიოსი წავიდა მოშარდვის უცაბედი სურვილი დამეუფლა, ერთ პატარა ჯამში მოვშარდე და შარდს თან პატარა ფორთოხლის ზომის ქვა გამოჰყვა. მაშინ ეს ქვა ხელსახოცით ავიღე ხელში და კარადის უჯრაში შევინახე. ამ ამბის შემდეგ ოპერაცია უნდა ყოფილიყო. შემოვიდა ჩემთან შვეიცარიელი ექიმი და მეუბნება: „მოემზადე ოპერაციისათვის“. მე მას მივუგე, რომ ოპერაცია აღარ მჭირდებოდა. გამოვაღე კარადის უჯრა და ქვა ვაჩვენე. როდესაც ექიმმა ეს დაინახა, ასე მითხრა: „თქვენ მართლმადიდებლებს ცოცხალი რწმენა გაქვთ, ჩვენ კი – ყალბი“. ოპერაცია აღარ ჩატარებულა, ხოლო ქვა კი შვეიცარელი ექიმის კაბინეტში ინახებოდა მრავალი წლის განმავლობაში“.

ის, რაც მე ვიხილე ბერში, გარდა იმ წმიდანთა გამოცხადებისა, რაც მას ჰქონდა, რაც მეტად ინტენსიური იყო და ძნელად თუ შეხვდება მინმე ადამიანებში დღეს, არის ის, რომ იგი იყო ადამიანი, რომელიც იქ, დადიში მეტად მივიწყებულად ცხოვრობდა. მას არ მოსწონდა, რომ ყოფილიყო ყველასთვის შესამჩნევი, არ მოსწონდა თავისი თავის წინ წამოწევა, არ მოსწონდა თავისი თავის წარმოჩენა. შესაძლოა, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მან ვერ მოიპოვა დიდი სინოდია (მონასტრული საძმო). ერთხელ მასთან საუბრისას ასეთი რამ მითხრა: „მე აქ დავრჩი, შეუმჩნევლად ვცხოვრობდი და ლოცვით, ლიტურგიითა და ა.შ. ვიყავი დაკავებული“. მას თავისი თავის გამოჩენა არ სურდა.

თუმცა, არც თავად სოფელ დადიში არ იცნობდნენ მას ძალიან კარგად. იქ, იგი იშვიათად თუ ჩადიოდა. მონასტერში იყო, პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებდა, მონასტრის მრევლის მღვდელი იყო და როგორც მან მითხრა, უფრო მეტად ლოცვა-კურთხევით იყო დაკავებული. მეც ვხედავდი, რომ როგორც კი მას რაიმეს ვეუბნებოდი, მაშინვე თავის თავში ღრმავდებოდა და ლოცულობდა. და ძალიან კარგ რჩევებს იძლეოდა. რა თქმა უნდა, მითხრა, რომ ამაში მას საღმრთო მადლი ეხმარებოდა: „მე ერთი გაუნათლებელი კაცი ვარ. აქ კი ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი მოდის, ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტის პროფესორია, ჩემი გონება იხსნება და მათ ისეთ რაღაცეებს ვეუბნები, რომ თავადაც მიკვირს, თუ როგორ“?!

ერთხელ ერთი ახალგაზრდა მისულა მოძღვართან და მისთვის უკითხავს: „რას გავაკეთებ მომავალში?“. სულიერ მოძღვარს კი ასე უთქვამს მისთვის: „შენ მონაზონი გახდები“. და ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე არც უფიქრია, შინაგანად უგრძვნია ცეცხლი და მართლაც მონაზონი გამხდარა. მაშ, იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ამ ადამიანს მიუახლოვდებოდი ათენში მონასტრულ მეტოქში, ხედავდი, რომ იგი არ იყო ამქვეყნიური. იგი ერთი განდეგილი იყო. როგორც მონაზონი თავის პროგრამას იცავდა. ღამით დგებოდა და ლოცულობდა …

panagia-paramythia-antigrafo-dadiou

მანუგეშებელი ღმრთისმშობლის ხატი. ასლი სასწაულთმოქმედი ხატისა, რომელიც, როგორც მეტად პატივსაცემი რელიკვია, ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში ინახება. ეს ხატი ჰქონდა ნეტარ ბერს თავის კელიაში და იგი მისი საყვარელი ხატი გახლდათ.

ბერს განსაკუთრებულად უყვარდა ღმრთისმშობელი. ერთხელ, ძალიან გვთხოვა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წმიდა სარტყელი წავაბრძანეთ მასთან. ძალიან გახარებული იყო იმის გამო, რომ დადიში წმიდა სარტყელი ჰქონდა. მას დიდი მოწიწებითა და აღელვებით შეხვდა.

როდესაც მე მას პირველად შევხვდი წმინდა ნექტარიოსთან მისი შეხვედრის ამბავზე მომიყვა, ანუ ის, რომ იგი წმიდანმა ჟენევაში მოინახულა და ასე უთხრა: „მოდი, გარეთ გავიდეთ, სადაც სიგრილეა“ და ა.შ. განა, უცნაური არ არის, რომ კენჭი, რომელიც თირკმელში ჰქონდა, გარეთ გამოვიდა? ეს უბადლო შემთხვევაა, არ არის დრამა. ეს უბრალო რამ არაა, ეს დიდი ნიშანია.

ბერმა ამბროსიმ იმავე დღეს მიიძინა, ზუსტად თხუთმეტი წლის შემდეგ, რომელ დღესაც გარდაიცვალა ბერი პორფირი. იგი ღმრთის კაცი იყო. ეკლესია ქრისტეს საიდუმლო სხეულია.

ჩვენ ყოველთვის, როცა კი ათენში ჩავდიოდით, მის მოსანახულებლად მივდიოდით.

მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს. მისი მიძინების შემდეგ, მის მოსაგონებლად ბერად აღვკვეცე მონაზონი სახელად ამბროსი.

მისი სიცოცხლე, ქრისტეს განკაცება და ჯვარცმაა, მისი სიცოცხლე ჩვენს რწმენას აძლიერებს.

დაე, მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს!

Gerondas amvrosios-kai-ger-efraim-vatopaidinos-02

ბერი ამბროსი მთაწმიდელი ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის წინამძღვართან ბერ ეფრემთან ერთად

შინაარსი
სანიშნეები