Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება (ნაწილი III) [ათონის წმიდა მთიდან რუსეთში] | PEMPTOUSIA

წმიდა მაქსიმე ბერძნის ცხოვრება (ნაწილი III) [ათონის წმიდა მთიდან რუსეთში]

3 February 2014

წმიდა მაქსიმეს ჰიმნოგრაფიული შემოქმედება

წმიდა მაქსიმეს გადმოცემის თანახმად, ათონის წმიდა მთაზე მას „სულიერ და ხორციელ ღვაწლში“ ათი წელი უცხოვრია – 1506 წლიდან 1516 წლამდე. მისი ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი პოეტური შემოქმედებაა [1]. ფაქტია, რომ მიუხედავად მისი მშვენიერი პოეზიისა [2], ბერძნულ ენაზე მას ძალზე ცოტა ნაშრომი აქვს შექმნილი.

Ag.-Maximos-Vatopaidinos-Graikos-100

ა) ეპიგრამები

წმიდა მაქსიმეს შვიდი ეპიგრამა დაუწერია. მათგან ხუთი ეპიტაფია ან მემორიალური წარწერაა. პირველი ეპიგრამა მას იტალიაში სწავლის დროს დაუწერია, რომელიც იანოს ლასკარის აგრონომიული შინაარსის ნაშრომს ერთვის ბოლოს. დანარჩენი ექვსი მას ვატოპედის სავანეში დაუწერია. მათგან სამი კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიფონ II-ს ეძღვნება, მეოთხე კონსტანტინეპოლის პატრიარქ იოაკიმ I-ს († 1506), მეხუთე კი დიდ რიტორ მანუელს (1481-1531), რომლებსაც იგი პირადად იცნობდა და მათთან სულიერი ურთიერთობები აკავშირებდა. მეექვსე ეპიგრამა ქალაქ თესალონიკის მფარველ წმიდა დიმიტრი მირონმდინარეს ეძღვნება.

ბ) წმიდა იოანე ნათლისმცემლის პარაკლისი

წმიდა მაქსიმეს პოეტურ შემოქმედებას ეკუთვნის პარაკლისი წმიდა იოანე ნათლისმცემლის მიმართ. „ეს არის წმიდა მაქსიმე ბერძნის ერთ-ერთი უმშვენიერესი სასულიერო ჰიმნი, რომლიც ერთადერთია თავისი პროსოდიული ჰიმნით“ [3]. მის ეპოქამდე ბერ-მონოზონთა მფარველისადმი, რომელიც არის „„უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა“ (ლუკა 7,28), სრული სავედრებელი კანონი არ არსებობდა [4]. იოსებ ჰიმნოგრაფის მიერ დაწერილი წმიდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი სავედრებელი კანონი საეკლესიო მსახურების დროს არ გამოიყენებოდა, ვინაიდან იგი არ იყო სრული. წმიდა მაქსიმე მისი დროის მთაწმიდელი მამების თხოვნას ემორჩილება და ამ ნაკლულოვანებას ავსებს.

პროფესორი იოანის ფუნდულისი წერს, რომ თავისი ახალგაზრდული შემოქმედებითა და ჰიმნოგრაფიით „მაქსიმე შეეცადა არსებული სიცარიელე საჭიროებისამებრ შეევსო და მორწმუნეთათვის წმიდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი გამოსადეგი სავედრებელი კანონი დაეწერა, რომელსაც ყოველ სამშაბათს, საეკლესიო ლიტურგიკული ტრადიციის თანახმად იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილ დღეს, ასევე სხვა შემთხვევებსა თუ სულიერი საჭიროებების დროს იგალობებდნენ,“ [5].

მას შემდეგ „ერთი წმიდანის მიერ, წმიდა იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი, მადლითა და დიდი ღმრთისმოსაობით შედგენილი სავედრებელი კანონი (პარაკლისი) უკვე საუკუნეებია იგალობება ათონის მთის მონასტრებსა თუ კელიებში“ [6].

წმიდა მაქსიმე მის წინამორმედ ჰიმნოგრაფთა კანონის წერის მანერას იცავს. იგი საეკლესიო ჰიმნების ბიზანტიურ ენას იყენებს. ბ. პაპამიხაილი აღნიშნავს, რომ „იოანე ნათლისმცემლის სავედრებელი კანონის მთელ ფრაზეოლოგიას ჭეშმარიტი ქრისტიანული სული ახასიათებს…“ [7]. ეს სავედრებელი კანონი ხელნაწერის სახით ვატოპედის სავანეში ინახება კოდით 1061. იგი ათონის წმიდა მთის სხვა მონასტრების არქივებშიც არის დაცული [8]. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალ მწერალს გამოუქვეყნებია, ყველაზე სრულყოფილი და უშეცდომო გამოცემა ძველ ხელნაწერებზე დაყრდნობით ტექსტის სრული აღდგენით კონსტანტინოს ცილიანისმა შეძლო 2001 წელს [9].

გ) კანონი წმიდა ერაზმისადმი

გაბრიელ პროტოსის* შეკვეთით, 1509 წელს, წმიდა მაქსიმემ დაწერა კანონი წმიდა მღვდელმოწამე ერაზმის, ლიქნიდას (დღევანდელი ოქრიდას) ეპისკოპოსისადმი, რომელსაც ეკლესია 2 ივნისს იხსენებს. კანონის ხელნაწერი ტექსტი დოქიარის მონასტრის ხელნაწერთა განყოფილებაში ინახება, რომლის მფარველობაშიც მე-16-ე საუკუნეში კოფუს კელია გადავიდა. ხელნაწერის ბოლოს შემდეგი მინაწერია: „გამოიცა ჩემს მიერ ვატოპედის სავანის ცოდვილი მონაზონის მაქსიმეს მიერ, თებერვლის თვის კე-ს წელსა (7017-5508=1509)“ [10].

[*პროტოსი (ბერძნ. πρώτος = პირველი) – პირველი მმართველი, ათონის წმიდა მთის დროებითი სულიერი მმართველი, რომელსაც რიგრიგობით, წელიწადში ერთხელ, 5 მონასტრის წარმომადგენლებიდან ნიშნავენ].

დ) საგმირო-ელეგიური ეპოსი

წმიდა მაქსიმეს პოეტურ შემოქმედებას ასევე ორი დიდი საგმირო-ელეგიური ეპოსი ეკუთვნის: სინანულის აღმძვრელი ეპოსი (122 სტრიქონი) და ბერძნული ცდომილების განმკიცხველი ეპოსი (380 სტრიქონი), რომლებიც მან რუსეთში დაწერა [11]. ისინი დაწერილია ბიზანტიური და პოსტბიზანტიური პერიოდის საგმირო ელეგიის სტილში, ჰომეროსის ენაზე [12]. ეს ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ-სლავურ ენაზე. მკვლევართა გამოთვლით ეს ბერძნულენოვანი ჰიმნები 1537-1539 წლებში უნდა დაწერილიყო. წმიდა მაქსიმეს კიდევ ორი საგმირო-ელეგიური ჰიმნი დაუწერია ბერძნულ ენაზე, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება. ისინი რუსულ-სლავურ ენაზეა შემორჩენილი [13]. სავარაუდოდ, წმიდა მაქსიმე ბერძნის მიერ დაწერილი ბერძნულენოვანი ჰიმნები მრავალი ბიბლიოთეკისათვის უცნობი რჩება, ვინაიდან ისინი აქამდე არ იდენტიფიცირებულა და არ ჩაწერილა [14].

ეპიგრამების, ლიტურგიკული კანონების და საგმირო-ელეგიური ეპოსის ფონზე ადვილად გავიაზრებთ, თუ რა დიდი განათლება, პოეტური ნიჭი, სულიერი სიბრძნე და ბუნებრივი ინტელექტი ჰქონდა წმიდა მაქსიმეს.

ათონის წმიდა მთიდან რუსეთში

1516 წლის 31 მარტს ათონის წმიდა მთას ბოიარინი ვასილი კოპილოვი ეწვია, როგორც მოსკოვის დიდი მთავრის ვასილი ივანეს ძის (რომელიც ივანეს (იოანეს) და სოფია პალეოლოგის შვილი იყო) წარგზავნილი. კოპილოვი ვაჭარ ივან ვარავინთან ერთად ჯერ კონსტანტინეპოლში ჩადის, რათა მსოფლიო პატრიარქის, თეოლიპტოს I-სგან (1513-1522), ერთი სახელგანთქმული მთარგმნელის რუსეთში წასაყვანად კურთხევა მიიღოს, ასევე ორიგინალურ ბერძნულ ხელნაწერებზე დაყრდნობით ლიტურგიკული წიგნების რუსული თარგმანების ხელახალი განხილვისთვის აიღოს თანხმობა [15].

კარიესში ჩასვლისას ისინი ათონის წმიდა მთის პროტოსს სვიმეონს და წმიდა კინოტის წევრებს ხვდებიან და მათ ეპისტოლეს გადასცემენ, რომლითაც დიდი მთავარი მათგან ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ მოსკოვში „დროის გარკვეული პერიოდით“ ვატოპედის მონასტრიდან წიგნების მთარგმნელის, მონაზონ საბას გაგზავნას ითხოვს. როგორც ჩანს, მონაზონ ნიფონ ვატოპედელს, რომელიც ადრე მცირე ხნით იმყოფებოდა მოსკოვში, მიუნიშნებია მონაზონ საბას შესახებ [16]. ეპისტოლეში არ იყო აღნიშნული მთარგმნელის მოწვევის მიზანი და არც ის წიგნები, რომლებიც მას უნდა ეთარგმნა. იმის მიხედვით, რასაც წმიდა მაქსიმე ერთ თავის სიტყვაში ამბობს, ვგებულობთ, რომ სასწრაფოდ იყო საჭირო ბერძნული ენიდან სლავურ ენაზე ჰერმინევტიკული ნაშრომების თარგმნა, რომლებიც რუსეთში ცნობილი იყო როგორც „ფსალმუნთა განმარტებანი“, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაში იყო გავრცელებული, განზრახ დამახინჯებული და შერყვნილი “ჰურიათა“ ერესის მიერ [17]. რუსეთის დიდი მთავრის წერილს თან ახლდა სოლიდური რაოდენობის თანხა (4,000 რუბლი) მისი მშობლების მოსახსენებლად და თხოვნა მისი მეუღლის, სოლომონიას, შვილიერებისათვის ლოცვის აღსავლენად. როგორც კი მონაზონი საბა დაასრულებდა თავის საქმიანობას, იგი თავის მონასტერს დაუბრუნდებოდა.

მონაზონმა საბამ თავისი ხანდაზმული ასაკი და ავადმყოფობა მოიმიზეზა. მას არ შეეძლო ასეთი დიდი და რთული მოგზაურობა განეხორციელებინა შორეულ ჩრდილოეთში.

რუსეთის მთავრის ვასილი მესამის მოწვევა შესაძლოა განუხორციელებელი დარჩენილიყო. ათონის მთის პროტოსმა, გაითვალისწინა რა დიდი მთავრისგან მთაწმიდისადმი გაღებული მრავალი შემოწირულობანი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის საძმოსთან შეთანხმებით ერთობლივად გადაწყვიტეს ასაკოვანი მონაზონი საბა მონაზონ მაქსიმეთი ჩაენაცვლებინათ.

ვატოპედის სავანის იღუმენმა ანთიმოზმა წმიდა მაქსიმეს მოსკოვის მიტროპოლიტ ვარლაამთან ეპისტოლე გაატანა, რომელშიც კონკრეტულად ხსნის, თუ რამოტ აირჩიეს მაქსიმე: „ვინაიდან სულიერ მამას [საბას], რომელიც მოხუცებულია და ავადმყოფი ფეხები აქვს, არ შეუძლია მისი უდიდებულესობის, დიდი მთავრისა და თქვენი, მღვდელმთავრის განკარგულება შეასრულოს, თქვენს წინაშე შენდობას ითხოვს. ჩვენი წმიდა პროტოსის მიერ არჩეულ იქნა ჩვენი ძმა, ღირსი მაქსიმე ვატოპედის მონასტრიდან, რათა დიდი მთავრის თხოვნა შეუსრულებელი არ დარჩენილიყო. ღირსი მაქსიმე გამოცდილია წმიდა წერილში და ყველა საეკლესიო წიგნის განმარტება შეუძლია. რაც შეეხება ბერძნულს (იგულისხმება ფილოსოფიური ენა) მან იგი ახალგაზრდობიდანვე ემპირიულად შეისწავლა და მასზე აღიზარდა, არა ისე როგორც სხვა ვინმე, ვინც ამ დონეს ბევრი კითხვით მიაღწია. პროტოსი მას ჩვენი თანხმობით აგზავნის და მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის რუსული ენა, არამედ იცის ბერძნული და ლათინური, გვჯერა, რომ იგი სწრაფად შეისწავლის რუსულ ენასაც [18]. მასთან ერთად მიიღეთ სულიერი მამა მღვდელმონაზონი ნეოფიტე და მესამე ძმა ლავრენტი“ [19].

წმიდა მაქსიმე, დიდი მთავრის მიერ წარმოგზავნილ პირებთან ერთად 1516 წლის ივნისში ან ივლისში ტოვებს ათონის წმიდა მთას და ჩრდილოეთის ერთ უცნობ ქვეყანაში მიემგზავრება, სულიერი მამების ლოცვა-კურთხევის თანხლებით. შემოწირულობების შეგროვების მიზნით მათ თან მთაწმიდის სხვადასხვა მონასტრების წარმომადგენლებიც გაყვნენ, ისევე როგორც ადრე დადიოდნენ მამა საბა და მონაზვნები პახომი და მათე პანტელეიმონის მონასტრიდან. წმიდა მაქსიმე ჯერ კონსტანტინეპოლში ჩავიდა, რათა მსოფლიო პატრიარქისგან კურთხევა აეღო. პატრიარქმა მას მოსკოვის მიტროპოლიტ ვარლაამთან წერილი გაატანა და დედაეკლესიისათვის მატერიალური საჭიროებების მოძიების მიზნით თანმხლებ პირებად ზიქნეს მიტროპოლიტი გრიგოლი და დიაკვანი დიონისე გააყოლა [20]. კონსტანტინეპოლში მისიონერები საკმაო ხნით შეყოვნდნენ. მათი შეყოვნების მიზეზი შესაძლოა სულთანი სელიმ პირველი ყოფილიყო, რომელიც დაინტერესებული იყო მსოფლიო პატრიარქის რუსეთთან ურთიერთობით.

მოგზაურობა დიდ ხანს გაგრძელდა და ზამთრის დადგომის გამო ძალზე დამღლელი აღმოჩნდა. როგორც წმიდა მაქსიმე აღნიშნავს, მგზავრობამ ძალზე დააშვრო. რუსი ელჩები ყირიმში უნდა გაჩერებულიყვნენ, რათა დიდი მთავრის მიერ დაბარებული საქმეები მოეგვარებინათ [21]. მოგზაურობის დროს წმიდა მაქსიმე სავარაუდოდ სლავურ ენაზე მოლაპარაკე მთაწმიდელი თანმხლები პირების დახმარებით იღრმავებდა ცოდნას სლავურ ენაში.

მისი ნაშრომებიდან ვგებულობთ, რომ მას თან წაუღია დიდი რაოდენობით წიგნები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალა იმ საქმიანობისათვის, რომლისთვისაც ხელი უნდა მოეკიდა რუსეთში. იგი ძალიან ხშირად ახსენებს გრიგოლ ღმრთისმეტყველს, იოანე ოქროპირს, დიონისე არეოპაგელს, იოანე დამასკელს, ისიდორე პელუსიოტის, ფოტი კონსტანტინეპოლელს და მის ბიბლიოთეკას, ათანასე დიდსა და ბასილი დიდს, კირილე ალექსანდრიელს, თეოდორიტე კვირელს, სვიმეონ მეტაფრასტს, ბალსამონს, ნიკიფორე კალისტოსს, მათე ვლასტარის „სინტაგმას“, სუიდას (ან სუდას) [ან სვიდას] ლექსიკონს და ბერძენთა თუ ლათინთა, ქრისტიანთა და არა ქრისტიანთა, განსაკუთრებით კი ძველი ისტორიკოსების (რომელთაგან მრავალ ისტორიებს მოიხმობს ხოლმე) სხვა მრავალ ნაწარმოებებს [22].

საბოლოოდ, 1518 წლის 4 მარტს, ხუთშაბათ დღეს, 17 პირისგან შემდგარი დელეგაცია მოსკოვში ჩადის [23].

დიდმა მთავარმა ვასილ მესამემ და მოსკოვის მიტროპოლიტმა ვარლაამმა მონაზონი მაქსიმე დიდი პატივითა და განსაკუთრებული სიხარულით მიიღეს. რუსეთის მთავარი, როგორც ჩანს, ძალზე კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ათონელმა მამებმა მას სურვილი შეუსრულეს და იმითაც, რომ მაქსიმე ასეთ შორეულ და რთულ მოგზაურობას დათანხმდა. წმიდა მაქსიმე თავისი თანმხლები პირებით მოსკოვში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ჩუდოვის მონასტერში დამკვიდრდება [24]. დიდი მთავარი ბრძანებას გასცემს, რომ ისინი სამეფო ტრაპეზიდან ეკვებათ და ასევე ყველა სხვა საჭიროებებით დაეკმაყოფილებინათ.

ვასილ მესამემ წმიდა მაქსიმე ჩასვლისთანავე თავის მდიდარ ბიბლიოთეკაში შეიყვანა, რომელიც ას წელზე მეტი ხანი იყო დაკეტილი. მაქსიმემ, ნახა რა ბერძნულ წიგნთა სიმრავლე, თქვა: „მართლმადიდებელო გამგებელო, ბერძნულ მიწაზეც კი არ მინახავს ბერძნული წიგნები ასეთი დიდი რაოდენობით“ [25]. ბიბლიოთეკაში დიდი რაოდენობით ინახებოდა ებრაულენოვანი, ბერძნულენოვანი და ლათინურენოვანი ძველი ხელნაწერი წიგნები, რომლებიც მოსკოვში ან ვასილის დედის, პრინცესა სოფიას ან ბიზანტიელი ლტოლვილების მიერ კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ იყო ჩატანილი. ზოგიერთი მათგანი კი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის საჩუქარს წარმოადგენდა. ეს ძვირფასი საგანძური თაღოვან ორ მიწისქვეშა საცავში იყო ჩაკეტილი. ეს იყო დიდი, მაგრამ მიტოვებული ბიბლიოთეკა.

წმიდა მაქსიმეს მთარგმნელობითი, კორექტირებისა და ერმინევტიკული საქმიანობა

წმიდა მაქსიმე დიდი მოშურნოებით შეუდგა წიგნების გადახარისხებას, მაგრამ ამავდროულად არ ივიწყებდა თავისი მისიის მიზანს, რომელსაც ფსალმუნთა განმარტების თარგმანის შესრულება წარმოადგენდა. როგორც თავად წერს ეს წიგნი „მრავალი წლის მანძილზე ინახებოდა ბიბლიოთეკებში ადამიანთათვის ყოველგვარი სარგებლის მოტანის გარეშე“ [26]. სამეფო ბიბლიოთეკის ფსალმუნთა წიგნის განსაკუთრებული ღირსება ის იყო, რომ მას თან ერთვოდა მეორე საუკუნიდან მოყოლებული მეშვიდე საუკუნის ჩათვლით მოღვაწე მამათა და საეკლესიო მწერალთა საუკეთესო განმარტებები.

წმიდა მაქსიმეს უნდა ეთარგმნა და იმავდროულად გაესწორებინა გაუგებარი ადგილები. ამ საქმეს იგი მარტო ვერ გაართმევდა თავს, ვინაიდან მას არ ჰქონდა საკმირისი ცოდნა საეკლესიო სლავური ენისა. მის დამხმარეებად რუსი ეროვნების დიპლომატი ბოიარინი დიმიტრი გერასიმოვი და მონაზონი ვლასი დაინიშნენ. ისინი გამოცდილი მთარგმნელები იყვნენ, ენას მაღალ დონეზე ფლობდნენ და იცოდნენ ლათინური ენა. მწერლებად და გადამწერებად დაინიშნენ შემდგომში წმიდა მაქსიმეს მოწაფე და მაქსიმეს შემდეგ მისივე ბედის გამზიარებელი მონაზონი სილუანე წმიდა სერგის ლავრიდან და მიქაელ მედოვარჩევი [27] .

თარგმანი თავიდან არაპირდაპირი გზით ხორციელდებოდა. წმიდა მაქსიმე ლათინურ ენაზე თარგმნიდა, მისი დამხმარეებიდან ხან ერთი და ხან მეორე, სლავურ ენაზე თარგმნიდნენ. ეს საქმე მათ შეძლებისდაგვარად სწრაფად, წელიწადსა და ხუთ თვეში დაასრულეს [28]. სამუშაო შრომატევადი იყო, ყურადღების განსაკუთრებულ კონცეტრირებას მოითხოვდა, რაც ძალზე დამღლელი იყო. ამ საქმის დასრულებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. წმიდა მაქსიმეს პირველ რიგში ბერძნული ტექსტი კეთილსინდისიერად და ზუსტად უნდა ეთარგმნა ლათინურ ენაზე. შემდეგ უნდა შემოწმებულიყო განხორციელდა თუ არა სწორი თარგმანი სლავურ ენაზე. ეს იყო უაღრესად რთული საქმე, ვინაიდან სლავური ენა არ იყო სრულყოფილად განვითარებული და ამ ენაზე ორიგინალური ტექსტის სხვადასხვა ნატიფი აზრების ზუსტად გადმოცემა არ იყო შესაძლებელი.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო ბიბლიოთეკის ეს ხელნაწერი ბერძნულენოვანი ფსალმუნების ტექსტის არასრულყოფილ სლავურ ენაზე შესრულებულ არასრულყოფილი და მცდარი თარგმანიდან მომდინარეობდა და სავსე იყო შეცდომებით, რომლებიც დიდი ყურადღებით უნდა გასწორებულიყო ორიგინალ ტექსტთან შედარებისა და შეჯერების საფუძველზე.

ამ საქმის დასასრულებლად, რომელსაც წმიდა მაქსიმემ ხელი მოკიდა, თავისი მდიდარი ფილოლოგიური ცოდნა გამოიყენა და განსაკუთრებით კი მთარგმნელობითი და შესწორებითი სამუშაოების დროს ფილოლოგიური კრიტიკის მეთოდი დანერგა [29], რომელიც პირველად შემოიტანა რუსულ სამეცნიერო სამყაროში [30]. წმიდა მაქსიმესთვის ზოგადად სულიერი და საეკლესიო ცხოვრების განვითარების ახალი პერსპექტივა მართლმადიდებლური ტრადიციის წყაროების ავთენტურ შინაარსს უკავშირდებოდა. ამ პერსპექტივის საფუძველი პატერიკულ სწავლებებზე დაყრდნობით წყაროთა შეცდომებისგან გასუფთავება და წყაროთა სწორი გააზრება იყო [31]. პირველმა მან დაამტკიცა, რომ ხელნაწერთა შეცდომები მხოლოდ მათ გადამწერებს კი არ ეკუთვნოდა, რომლებსაც არ ჰქონდათ გრამატიკული ცოდნა, არამედ ძველ მთარგმნელებს, რომლებიც სრულყოფილ დონეზე არ ფლობდნენ ბერძნულ ორიგინალურ ტექსტებს [32]. ზოგჯერ თავადაც კი აწყდებოდა სირთულეებს თარგმნისას. ასეთ შემთხვევებში იგი აღიარებდა, რომ მისი თარგმანი არ იყო სრულყოფილი.

იგი წერს: „ბერძნული ენა სიტყვათა მნიშვნელობების სიმდიდრით და აზრის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც ძველი დროის ცნობილ ორატორებს ეკუთვნის, თარგმნისას და მათი სრული გააზრების დროს მრავალ სირთულეს ქმნის. მაგრამ, რამდენადაც ღმერთი შეგვეწია მაღლით, თვისი მადლით, და რამდენადაც შევძელით ჩვენით გაგვეაზრებინა სათარგმნი ტექსტი, არ გამოგვიტოვებია არაფერი იმ კარგ და მართალ სიტყვათაგან, რათა გვქონოდა სწორი და ნათელი განმარტება. ამას გარდა, სადაც შევძელით, შესწორებულ წიგნებზე დაყრდნობით თუ განმარტებების გაკეთების ჩვენი უნარით, მთელი ჩვენი ძალებით და უმთავრესად კი უფლის დიდი შემწეობით შევეცადეთ, შეგვევსო გამოტოვებული ტექსტები და სწორი ვერსიებით ჩაგვენაცვლებინა შერყვნილი ადგილები. სადაც ვერ შევძელით, რომ წიგნების დახმარებით შედეგისთვის მიგვეღწია და ჩვენი მცდელობები უშედეგო დარჩა, ასეთი ადგილები ხელუხლებლად დავტოვეთ“ [33].

როდესაც მთარგმნელობითი საქმიანობა და კორექტირება დაამთავრა, წმიდა მაქსიმემ ფსალმუნთა განმარტებების თარგმანთან დაკავშირებით „მისი უკეთილშობილესობისა და უდიდებულესობის, მეფის, ღმრთივდაცული ბატონისა და ყოველთა რუსთა სამეფოს დიდი მთავრის“ სახელზე შესავლის სახით კომენტარები დაწერა.

Ag.-Maximos-Vatopaidinos-Graikos-01

„საჭიროდ მივიჩნევ შესავალი გავუკეთო წინამდებარე წიგნს“, – წერს წმიდა მაქსიმე, „რამდენიმე სიტყვით უნდა გადმოვცე მისი დადებითი მხარეები და მისი მნიშვნელობა. პირველ რიგში მსურს, იმ დიდ მასწავლებელთა შესახებ ვისაუბრო, რომლებმაც იგი შეადგინეს, რათა გავიგოთ თუ ვინ იყვნენ და რამდენი იყვნენ ისინი, როგორია მათი განმარტებების კლასიფიკაცია. მიზანი შემდეგია: პირველ რიგში, ღმრთიდაცულმა ერმა შენმა და შემდგომ კი ყველა მართლმადიდებელმა ხალხმა, უნდა იცოდეს რასთან აქვს საქმე, რა საკითხს შეეხება და გადმოცემის რა ხერხებს. საგნებისა და ნივთების შესაცნობად, რომელთა დანახვაც შესაძლებელია მხედველობით, საჭიროა გამოცდილი ადამიანების განმარტება. ამ შემთხევევაში კი სიამოვნებით მოვუსმენთ მათ განმარტებებს. ანალოგიურად უნდა მივუდგეთ ღმრთიურ ქმედებებს, რომლებსაც გონებით უნდა ჩავწვდეთ, რაც განსაკუთრებულად საჭიროა, ვინაიდან ეს ქმედებები ადამიანურ ქმედებებზე მაღლა დგას, გონებრივი მაღლა დგას გრძნობადზე. ამ განმარტებით მსურდა იმათ მაგალითს მივყოლოდი, ვინც ხმელეთსა და ზღვაზე შორეული მოგზაურობა დაასრულა, შინ დაბრუნდა და მათ, ვინც მას კითხვებს უსვამს, უყვება იმის შესახებ, რაოდენი რამ ღირშესანიშნავიც კი ნახა თუ გაიგო“ [34].

ამის შემდეგ, იგი ხაზს უსვამს ფსალმუნთა განმარტებების ღირებულებას:

„ეს წმიდა წიგნი ყოველგვარი სიბრძნით აღვსილი და დიდი გონებრივი შესაძლებლობების მქონე მრავალი ადამიანის მიერ არის შედგენილი. იგი მთლიანად სავსეა ღმრთივშთაგონებული სიბრძნითა და უმაღლესი სააზროვნო ცნებებით, რაც აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. თუკი გამოჩნდებოდა ვინმე სხვა მთარგმნელი ჩემზე მეტად მცოდნე, იგი დიდი მცდელობისა და ჯაფის შედეგად მიაღწევდა სასურველ შედეგს. ეს არ ეხება მამათა ნაშრომების დიდი მოცულობის ტექსტებს – არა! – ვინაიდან არა მარტო რაოდენობა ხდის ხსენებულ მცდელობას მარტივსა თუ რთულს, არამედ ძალზე ხშირად რაიმე მატერიის ხარისხი! ასე რომ, სხვადასხვა განმმარტებელთა ღრმა ფილოსოფიური აზრების განმარტება არ მიმაჩნია ძალზე ადვილ საქმედ, იმათთვისაც კი ვინც თავიანთი ღრმა ცოდნით იკვეხნიან, და მით უმეტეს, რომ ჩემთვის, მცირედის მცოდნესთვის! ეს წიგნი მკითხველისათვის ძლიერი იარაღი იქნება ერეტიკოსების წინააღმდეგ. მისი მეშვეობით მკითხველები მათი სატანური სარეველა ბალახის ამოძირკვას და საუკუნო ცეცხლისათვის მიცემას შეძლებენ. იგი გზას გაუნათებს მათ, ვინც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით არიან დაკავებულნი. იგია იარაღი დისკუსიისას, თავშესაფარია განმარტოებით მცხოვრებ ადამიანთათვის, დამხმარე სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც გონების ალღოს ავითარებს, ნუგეშია მწუხარეთათვის, კურნებაა სულიერად დამაშვრალთათვის. ორიოდ სიტყვით რომ ვთქვათ, ვინც მას წაიკითხავს ყოველგვარ ჭეშმარიტ სიკეთეს შეიძენს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ბაღს, სადაც მრავალი ნაყოფი ხარობს, იგია ქილა სავსე თაფლითა და სულიერი სიტკბოებით, რომელიც მის მიმღებს ახარებს“ [35].

შემდგომ წმიდა მაქსიმე დეტალურად განმარტავს ერთსა და იმავე ფსალმუნთა სხვადასხვა განმმარტებელთა ერმინევტიკულ მეთოდებს შორი განსხვავებებს. მათ სამ კატეგორიად ჰყოფს. ისინი, ვინც ალეგორიული ხერხებით განმარტავენ, ისინი, ვინც აზრის გამარტივებას ან სულიერ განმარტებას ახდენენ, და ისინი, ვინც სიტყვასიტყვით განმარტებას ახდენენ. წმიდა მამებს ამა თუ მახასიათებლების საფუძველზე აჯგუფებს იმ ერმინევტიკული მეთოდების ანალოგიურად, რომლებსაც ისინი იყენებდნენ.

როდესაც რუსეთის მთავარმა წმიდა მაქსიმეს მიერ დასრულებული საქმე ჩაიბარა, იგი მოსკოვის მიტროპოლიტ ვარლაამს გადასცა შესაფასებლად. ამ საქმის ჭეშმარიტი სულიერი ღირებულების შეცნობა არავის შეეძლო რუსეთში. ის დიდი რეპუტაცია, რომლითაც წმიდა მაქსიმეს პიროვნება სარგებლობდა საზოგადოებაში, მისი სიბრძნისა და სათნოებების პატივისცემა მოსკოვის უზენაესი საეკლესიო და საზოგადოებრივი ფენების მიერ, საკამრის გარანტიას წარმოადგენდა ამ საქმის დადებითად შესაფასებლად. რუსეთის ეკლესიის ოფიციალური შეფასება „არ იყო მთლიანად ბრმად გამოტანილი, არამედ პასუხისმგებლობის აღებას საკმარისი საფუძველი გააჩნდა“ [36].

რამდენიმე დღეში მოსკოვის მიტროპოლიტი და სინოდის ყველა წევრი სასახლეში გაემართებიან, სადაც რუსეთის მთავარს საზეიმო ვითარებაში გადასცემენ ფსალმუნთა განმარტებანს, დაახასიათებენ რა მას როგორც „ღმრთის მოშიშების წყაროს“ [37].

წმიდა მაქსიმე გახარებულია იმით, რომ საქმე დაასრულა. იგი თავის სათაყვანებელ მონასტერში დაბრუნების ნებართვას მოელის. მაგრამ, რატომღაც მისი მოთხოვნის შესაძლო არ დაკმაყოფილების შიში მოსვენებას არ აძლევს. ეს შიში უსაფუძვლო არ გამოდგება, რადგან მიტროპოლიტი ვარლაამი ცხადად გამოხატავდა სურვილს, მაქსიმეს იქ ყოფნით ესარგებლათ სხვა ნაშრომების კორექტირებისა თუ თარგმანის განსახორციელებლად. ფსალმუნთა განმარტების პარალელურად მას სთხოვეს მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტებების შევსებაზეც ეზრუნა, რომელიც დაუმთავრებელი იყო.

კომენტარების ბოლოს, რომელიც მაქსიმემ ფსალმუნთა განმარტებების წიგნს დაურთო თან და რომელიც დიდ მთავარს წარუდგინა, ჩანს, თუ როგორ გულმხურვალედ და დაჟინებით ითხოვს იგი ათონის წმიდა მთაზე დაბრუნებას. „მე და ჩემს თანმხლებ ძმებს მოგვეცი უფლება ათონის წმიდა მთაზე დაბრუნებისა, რათა ამ საშუალებით ხანგრძლივი განშორების სევდისგან განვთავისუფლდეთ. მოგვეცი ნება, რათა უვნებელნი დავუბრუნდეთ ვატოპედის პატიოსან სავანეს, რომელშიც უკვე კარგა ხანია ჩვენს დაბრუნებას მოუთმენლად ელიან. ჩვენ, როგორც ახალნერგნი, რომლებიც იქ გავიზარდეთ იმ იმედით, რომ ჩვენს ცხოვრებას იქ გავლევდით და უფალს სულს იქვე მივაბარებდით, კვლავ გვაქვს იმედი, რომ არ მოვაკლდებით ჩვენს მრავალსაუკუნოვან საქმიანობას. თქვენო უდიდებულესობავ, მოწყალეო იმპერატორო, მოგვეცი უფლება, რათა უფლის წინაშე ჩვენი აღკვეცის დღეს დადებული მონაზვნობის აღთქმა შევასრულოთ იქ, სადაც ის დავდეთ, ქრისტეს და საშინელ ანგელოზთა წინაშე“ [38].

მას თავისი მონასტრის ფინანსური სიდუხჭირეც ადარდებდა, ამიტომ ამ საკითხზე ფიქრით ასრულებს თავის სიტყვას: „გაიხსენე ასევე ვატოპედის სავანის სიღარიბე, რის გამოც ჩვენ აქ გამოგვგზავნეს, რათა მუყაითად გვეშრომა და ოფლი დაგვეღვარა, არა ჩვენთვის, ვინაიდან აქ ჩვენით არ მოვსულვართ – ნუ გავიფიქრებთ ამ ეშმაკისეულ აზრს, – მონასტრის ძმებმა ჩვენ ქრისტეს გულისათვის გამოგვგზავნეს და გვთხოვეს მის გამო მოვსულიყავით აქ და ამის გამო შევეჭიდეთ ამ საქმეს“ [39].

მან გაიხსენა ასევე თურქთაგან დაპყრობილი თავისი სამშობლო და რუსეთის დიდ მთავარს მოუწოდა, ეღონა რამე მისი განთავისუფლებისათვის. „რა კარგი იქნება, რომ ჩვენ შენი წყალობით ურჯულოთა მონობის უღლიდან განვთავისუფლდებოდეთ და დავიბრუნებდეთ ჩვენს სამეფოს… ნეტავ, ახალი რომი, რომელიც ახლა უღმერთო აგარინელთა ხელში იტანჯება, უფლმა იესო ქრისტემ შენი ღმრთის მოშიში სამეფოს მეშვეობით გათავისუფლების ღირსი გახადოს“ [40].

რუსეთის დიდმა მთავარმა სიხარულით ჩაიბარა ხსნებული წიგნი და პატივი მიაგო ამ საქმისთვის გარჯილთ არა მხოლოდ დიდი ქება-დიდებით, არამედ განსაკუთრებული მატერიალური საზღაურების მიცემით. 1519 წლის 11 სექტემბერს, ნიკონის ქრონიკის თანახმად, ფულადი ჯილდოთი, ხატებითა და პატრიარქისთვის და ათონის წმიდა მთისთვის სხვა საჭირო ნივთებით დახუნძლულნი ათონის წმიდა მთისკენ წმიდა მაქსიმეს თანმხლები პირები გაემგზავრნენ [41]. ვატოპედის სავანის ხატსაცავში დედა ღმრთისმშობლის ერთი ხატი ინახება, რომელიც მონასტრისადმი რუსეთის დიდი მთავრის საჩუქარია.

მაქსიმე უნდა დარჩენილიყო. ვასილი მესამემ ჩათვალა, რომ იგი მას თავისი ამბიციური გეგმების განხორცილებაში შეუწყობდა ხელს. იგი ძალზე ხშირად მიმართავდა მას აზრის საკითხავად. ფსალმუნთა განმარტებებზე მუშაობამ გამოაჩინა, რომ ამ მრავლისმცოდნე ბერძნის დახმარებით მრავალი რამის გაკეთება შეეძლოთ. წმიდა მაქსიმეს უკვე საკმაოდ კარგად შეესწავლა სალაპარაკო რუსული ენა და საეკლესიო სლავური ენა. მონაზონ სილუანეს თქმით, რომელიც გადამწერი და წმიდა მაქსიმეს მოწაფე იყო, მაქსიმე სამ ენაზე იყო განბრძნობილი – ბერძნულში, ლათინურსა და რუსულში. იგი გაწაფული იყო საგმირო შინაარსის მქონე ელეგიური ჰიმნების შექმნაში. მისივე თქმით მაქსიმე თავისი დროის საზოგადოებისგან სიბრძნით, ღირსებით, ინტელექტითა და გამჭრიახობით გამოირჩეოდა [42]. წმიდა სერგის ლავრის მონაზონი ნილოს კურლიატევი, რომელიც წმიდა მაქსიმეს თანამედროვე და მისი მოწაფე იყო, წერს, რომ მაქსიმემ რუსული ენა და სლავური ენის გრამატიკა სრულყოფილად შეისწავლა [43]. მაქსიმეს მთარგმნელობითი საქმიანობიდან ჩანს, რომ მას დიდი სურვილი ჰქონდა სუფთა რუსულ ენაზე ეწერა, აზრის გადმოსაცემად შესაბამისი სინონიმები მოეძებნა და აზრს სიღრმისეულად ჩასწვდომოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბერძენი იყო, იგი ღრმად სწვდებოდა რუსულ ენას [44].

მაქსიმემ მოსკოვის საზოგადოებრივ ფენებში შესაშური ადგილი დაიკავა თავისი დიდი განათლებულობისა და კეთილგონიერების წყალობით. ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანს შურდა მისი. რუსეთის მონარქი მისი პიროვნებისადმი კეთილგანწყობას გამოხატავდა. მოსკოვის ეპისკოპოსი, რომელიც საშუალო განათლების მქონე იყო, მაგრამ ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობდა, მას პატივს მიაგებდა, აფასებდა მას და მის საჭიროებას გრძნობდა სხვადასხვა ვითარების დროს მისგან რჩევის მისაღებად. საზოგადოებრივ ცნობიერებაში წმიდა მაქსიმე უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდა, რომელსაც ერისა თუ ბერისათვის შეეძლო მიეთითებინა მართებული და სწორი გზა. იგი მიჩნეულ იქნა რეფორმატორად ძალიან ცუდ ვითარებაში, რომელშიც მაშინ რუსული საზოგადოება იმყოფებოდა [45].

წმიდა მაქსიმე, მას შემდეგ რაც მან დიდი მთავრისაგან ვატოპედის სავანეში დაბრუნების შესახებ უარი მიიღო, მოსკოვში რჩება და იძულებული ხდება ახალ საქმეებს მოჰკიდოს ხელი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მოციქულთა საქმეების წიგნის განმარტებების თარგმანის შევსებას შეუდგება. ეს იყო სხვადასხვა განმმარტებლის მიერ დაწერილი განმარტებანი, მათ შორის წმიდა იოანე ოქროპირისაც. განმარტებების თარგმანი მე-13-ე თავზე წყდებოდა. წმიდა მაქსიმე, თარგმანის შემოწმების შემდეგ, დარჩენილ ნაწილს შეავსებს თეოფილაქტე ოქრიდელის განმარტებების გათვალისწინებით. ამ საქმეს იგი ვლასის დახმარებით 1521 წლის 17 მარტს დაასრულებს.

1521 წელს მაქსიმე თარგმნისა და კორექტირების ახალ საქმეს შეუდგება. იგი ვლასტარის „სინტაგმიდან“ სლავურ ენაზე იწყებს მოციქულთა კანონებისა და მსოფლიო და ადგილობრივი სინოდების კანონების თარგმნას. მიტროპოლიტ ვარლაამის მემკვიდრის, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით იგი 1524 წელს სილუანესთან თანამშრომლობით მათესა და იოანეს სახარების შესახებ იოანე ოქროპირის ქადაგებების თარგმნას ამთავრებს.

წმიდა მაქსიმეს კალამს უფრო მცირე მოცულობის თარგმანებიც ეკუთვნის, ისეთი როგორებიცაა: სვიმეონ მეტაფრასის ღმრთისმშობლის ცხოვრება, სიტყვა მიქაელ მთავარანგელოზის სასწაულის შესახებ, მოციქულ თომას შესახებ, დიონისე არეოპაგელის ცხოვრება, ბასილი დიდის ქადაგება მოწამე ვარლაამის შესახებ, ძველი აღთქმის სხვადასხვა წინასწარმეტყველებების ნაწყვეტები თავისი განმარტებებით, მეორე ეზრას III და IV თავები, დანიელის ხილვები III და VIII თავები, სოსანასა და ესთერის შესახებ და სხვა. წმიდა წერილის სხვადასხვა ტექსტებისა და საეკლესიო რიტუალების შესახებ თავად წმიდა მაქსიმესაც დაუწერია საკუთარი განმარტებანი [46]. როგორ თავად აღნიშნავს, რუსეთის დიდი მთავრის დავალებით, იესო ქრისტეს მადლითა და სულიწმიდის შემწეობით მას ის სხვა წმიდა წიგნებიც შეუსწორებია, რომლებიც გადამწერთა მიერ დაშვებულ შეცდომებს შეიცავდა. იგი მუდმივად ასრულებდა რუსეთის დიდი მთავრის დავალებებს, რომელიც მას სწორედ ამ მიზნით აკავებდა რუსეთში.

როგორც განმმარტებელი, წმიდა მაქსიმე უპირატესობას განმარტების ალეგორიულ მეთოდს ანიჭებდა. ერთი რომელიმე ტექსტის განმარტებისას იგი ზოგჯერ ერთზე მეტ განმარტებას იყენებდა. იგი ტექსტის მართებულ გააზრებას გვთავაზობს, გრამატიკულ და სინტაქსურ შეცდომებს ასწორებს და შენიშვნებს ურთავს მათ, განმარტავს ბერძნულ სიტყვებსა და ტერმინებს, გვაწვდის მრავალი ისტორიული, გეოგრაფიული და მითოლოგიური შინაარსის მქონე ინფორმაციას, იძლევა განმარტებებს, უარყოფს ზოგიერთ განმარტებებს, სარწმუნოდ მიაჩნია მხოლოდ ძველი აღთქმის ტექსტის სეპტუაგინტას თარგმანი [47].

წმიდა მაქსიმეს მთარგმნელობითი საქმიანობა იყო „ნაყოფი საქმისადმი სრული ერთგულების, დაუღალავი შრომისმოყვარეობისა და თავად წმიდა მაქსიმეს დიდი გამოცდილების შედეგი“. სამწუხაროდ მისი თარგმანები არ გამოცემულა [48].

დასაწყისში, წმიდა მაქსიმე მასზე დაკისრებული მთარგმნელობითი და კორექტირების საქმეების დამთავრებას ჩქარობდა, რათა სწრაფად დაბრუნებულიყო ათონის წმიდა მთაზე. სამუშაოს მოცულობა, რომელიც დღითი დღე მატულობდა, იძულებულს გახდის მას მალევე შეეგუოს განუსაზღვრელი ვადით უცხოობაში თავის არანებაყოფლობით დარჩენას. იგი იძულებული ხდება საერთო სასაუბრო რუსული ენა ისწავლოს. შეძენილი მეგობრებისა და ნაცნობების საშუალებით იგი ადგილობრივი საეკლესიო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების დეტალებში იწყებს გარკვევას. როგორც ამას გრიგორიოს პაპამიხაილი აღწერს: „რუსული ცხოვრება მთელი მისი გამოვლინებებითა და მთელი სიგრძე-სიგანით თავისით შევიდა მის ზომიერებით აღსავსე კელიაში“ [49].

ათონელ ბერს საზოგადოების თვალში დიდი წონა ჰქონდა. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი წმიდა მაქსიმეს შესახებ წერს, რომ იგი იყო პირველი, რომელიც საზოგადოებრივ ასპარეზზე მეცნიერული განათლებითა და დიდი ცოდნით გამოვიდა, არა მხოლოდ თეოლოგიურ, არამედ საერო მეცნიერებებშიც, რომლებიც მაშინ არსებობდა. და იგი აგრძელებს: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაქსიმეს პიროვნებიდან პირველად შემოვიდა ჩვენში ევროპული განათლება… უცოდინრობისა და ცრურწმენების უკუნ სიბნელეში, რომელიც სუფევდა რუსეთში“ [50]. პოდსკალსკი წერს: „მაქსიმე აღემატებოდა მოსკოვის საზოგადოებას თავისი განათლებითა და აზროვნებით“ [51]. იგი ხახლს იმ ერთადერთ ადამიანად მიაჩნდა, რომელსაც ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში რჩევის მიცემა შეეძლო. ერუდირებული ხალხი მასთან ერთად განიხილავდა აქტუალურ ფილოლოგიურ საკითხებს, მას მიმართავდნენ ყოველგვარი გაუგებრობის განსამარტავად, მისგან ითხოვდნენ რჩევა-დარიგებებს რთულ სიტუაციებში ყოფნისას და წინამძღოლობას სთავაზობდნენ პრობლემატურ საკითხებში გამოსარკვევად. ხალხს სურდა, მისი მიუკერძოებელი და ობიექტური აზრი და განსჯა მოესმინა სხვადასხვა ახალი წიგნის შინაარსის შესახებ, რომლებსაც მას წარუდგენდნენ ხოლმე.

მისი მრავალმხრივი ცოდნა და კრიტიკული აზროვნების უნარი, მისი გულწრფელობა, პირდაპირობა, უანგარობა, მხურვალე და ჭეშმარიტი ინტერესი სულიერი და ზნეობრივი საკითხებისადმი, მისი უბრალოება და სიმდაბლე, ძალზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი სრულყოფილი და წმიდა პიროვნება მრავალს ხიბლავს და იგი მიზიდულობის პოლუსი ხდება რუსეთის შემდგომი ისტორიული პიროვნებებისათვის. წმიდა მაქსიმეს თანამედროვე, რომელიც მასთან თანამშრომლობდა, ბერდიაკვანი ისაია კამეჩანინი თავის სარწმუნო მოთხრობაში, წმიდა მაქსიმეს შესახებ წერს, რომ იგი არ ჩამოუვარდებოდა მსოფლიო მასწავლებლებლებს – სამ დიდ იერარქს [52]. იგი აღიარებს, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა სხვა ასეთივე სიმაღლეზე მყოფი ადამიანი [53]. სერგი სელონინი, რომელიც წმიდა მაქსიმეს რუს ღირს მამათა შესახებ საქებარ სიტყვაში იხსენიებს, მას „ახალ ღმრთისმეტყველს“ უწოდებს“ [54].

მის ნაშრომებში მრავალი ისეთი საკითხი ჰპოვებს ასახვას, რომლებიც რუსეთის დედაქალაქის საეკლესიო და საზოგადოებრივი წრეებისათვის საფიქრალი და პრობლემატური იყო. ამ ნაშრომებში სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენებისა და წრეების ფიქრები, მიმდინარეობები, ტენდენციები და პრობლემებია გადმოცემული. წმიდა მაქსიმეს მიერ დაწერილი მრავალი ნაშრომი მოწმობს მის ცხოველ ინტერესს ყოველივე იმისადმი, რაც იმ ეპოქაში მოსკოვში მცხოვრებ ადამიანთა გონებას აღელვებდა [55]. მის ნაშრომებში წარმოდგენილი მასალა რუსი ისტორიკოსების მიერ უძვირფასეს ისტორიულ ძეგლად არის მიჩნეული.

წმიდა მაქსიმეს ნაშრომების კვლევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ შეუქმნია თეოლოგიური სისტემა, სადაც კომპლექსურად გამოჩნდებოდა მისი სწავლება. ეს პატერიკული თეოლოგიის ზოგადი მახასიათებელი ნიშანია, სადაც ასევე არ გვაქვს თეოლოგიური სისტემა, ისე როგორც ეს რომაულ-კათოლიკურ თეოლოგიაში ხდება სქოლასტიკის სახით. წმიდა მაქსიმე, რომელიც მამათა ტრადიციების ხაზით მიდის, პასუხს აძლევდა მისი ეპოქის მორწმუნეებს მათ პრობლემებსა და საჭიროებებზე. მისი სწავლება იყო პატერიკული, ემპირიული და თანხმობაში იყო მრევლის საჭიროებებთან. ზოგიერთების თანახმად ამას კორელაციური თეოლოგია ეწოდება. წმიდა მაქსიმეს შეთვისებული ჰქონდა წმიდა მამათა სულისკვეთება.

იგი უფალთან ცხოვრობდა, უფლის მადლი შეეთვისებინა მთელი თავისი არსებით. იყო შემთხვევები, რომ იგი მის მსმენელებთან ახლოს ჩადიოდა, რათა მისი უკეთ გაეგოთ. რა თქმა უნდა, მას ქრისტეში ძალზე დიდი სულიერი გამოცდილება ჰქონდა და საუკეთესოდ შეეძლო უმაღლესი თეოლოგიური საუბრების განვითარება. ვინ იყო მისი გამგები? ვინ იყო სარგებლის მიმღები? როგორც ჭეშმარიტ მთაწმიდელ მამას მას შეეძლო დამალვა, „ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი“ [56] (მათე 6:3). იგი მკაცრად განსჯიდა საკუთარ თავს, მაშინ როცა თვისუფლად შეეძლო ექადნა თავისი ცოდნით, სულიერი მდგომარეობით, იმ მოთმინებით, რაც მწუხარებისა და ტანჯვის ჟამს გამოიჩინა. იგი სიმდაბლით ამბობდა, რომ ყოველივეს საკუთარი ცოდვების გამო ითმენდა.

წყარო: წმინდა მაქსიმე ბერძნის ნაშრომთა სრული კრებული, წმინდა მაქსიმე ბერძნის სიტყვები, ტომი I, თარგმანი: მაქსიმ ციმბენკო – ტიმოთეოს გიმონი, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამომცემლობა, მთაწმიდა, 2011 წ.

——————————————————————————————-

[1]. Τό ποιητικό έργο τού αγίου Μαξίμου εξέδωσε σέ πέντε τόμους ο Κωνσταντίνος Τσιλιγιάννης, πού έλαβε γι’ αυτόν τόν λόγο βραβείο τής Ακαδημίας Αθηνών.

[2]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Παρακλητικός Κανών εις τόν Τίμιον Πρόδρομον, Άγιον Όρος 2001, σ. 12.

[3]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Παρακλητικός Κανών εις τόν Τίμιον Πρόδρομον, Άγιον Όρος 2001, σ. 21.

[4]. Λουκ. 7,28.

[5]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Παρακλητικός Κανών εις τόν Τίμιον Πρόδρομον, Άγιον Όρος 2001, σ. 7.

[6]. Προδρομάριον, έκδ. Καλύβης Τιμίου Προδρόμου Ιεράς Σκήτης Αγίας Αννης, Άγιον Όρος 1996, σ. 23.

[7]. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π. σ. 413.

[8]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Παρακλητικός Κανών εις τόν Τίμιον Πρόδρομον, Άγιον Όρος 2001, σ. 31.

[9]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Παρακλητικός Κανών εις τόν Τίμιον Πρόδρομον, Άγιον Όρος 2001.

[10]. Γιά περισσότερα βλ. Κ. Τσιλιγιάννη, Ιερά Ακολουθία Αγίου Εράσμου, ποιηθείσα από τόν Άγιο Μάξιμο τόν Γραικό, Άγιον Όρος 2006.

[11]. Βλ. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Τά ηρωελεγειακά έπη τού Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Άγιον Όρος 1997.

[12]. Αθανασιου Κομινη, Τό βυζαντινόν ιερόν επίγραμμα καί οι επιγραμματοποιοί, Αθήναι 1955, σ. 72.

[13]. Πρόκειται γιά τά έργα Πώς δεί εισέρχεσθαι εις τούς ιερούς ναούς τού Θεού καί Κατά Ιουδαίων.

[14]. Βλ. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Τά ηρωελεγειακά έπη τού Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Άγιον Όρος 1997, σ. 19. «Γιά εμάς τούς Έλληνες, ο Μάξιμος ο Γραικός είναι ο μεγαλύτερος Έλληνας ποιητής τής διασποράς τού 16ου αιώνα».

[15]. Βλ. Jack Haney, From Italy to Muscovy, The life and works of Maxim the Greek, Μόναχο 1973, σ. 32. Πρβλ. Κ. Τσιλιγιάννη, Τό μεταφραστικόν, διορθωτικόν καί ερμηνευτικόν έργον τού Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Αρτα 1989, σσ. 5-6, καί Βλασίου Φειδά, ό.π., σ. 211.

[16]. Βλ. Jack Haney, ό.π., σ. 32.

[17]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σσ. 403-422.

[18]. Βέβαια ο άγιος Μάξιμος είχε κάποια γνώση τής διαλέκτου τών Σλάβων τών Βαλκανίων, όπως αναφέραμε. Γιά νά τόν καλύψει ο ηγούμενος Ανθιμος καί γιά νά μήν αισθάνεται ο άγιος υποχρεωμένος ότι θά πρέπει νά δείξει στούς άλλους ότι γνωρίζει τήν εκκλησιαστική σλαβονική, έγραψε ότι δέν γνώριζε τά ρωσικά, πού ήταν, βέβαια, αλήθεια αλλά μερική.

[19]. Andrej Muravjev, Snoshenija Rossii s vostokom po delam cerkovnym, Αγία Πετρούπολη 1858, σ. 27.

[20]. Βλ. Prepodobnyj Maksim Grek, Sochinenija, εκδ. Indrik, Μόσχα 2008, σ. 28.

[21]. Βλ. επιστολή τού βογιάρου Βασιλείου Σαντρίν πού μιλά γιά τήν συνοδεία τού αγίου Μαξίμου καί γιά τούς βογιάρους Κοπιλόφ καί Βάραβιν κατά τήν παραμονή τους στήν Κριμαία, Sbornik imperatorskago russkago istoricheskago obschestva, τόμ. 95, Αγία Πετρούπολη 1895, σσ. 495-496.

[22]. Βλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 48.

[23]. Βλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π.

[24]. Η Μονή Τσούντοφ τιμώταν μάλλον καί στόν Ευαγγελισμό τής Θεοτόκου. Βλ. Skazanie v korpuse sochinenij (Αφήγηση στήν συλλογή τών έργων του) στό Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 79. Υποθέτουμε ότι η χαρά τού Μαξίμου ήταν μεγάλη γιατί από τόν Ευαγγελισμό (τού Βατοπαιδίου) πήγαινε σέ Ευαγγελισμό. Ο Μάξιμος έμεινε καί ένα διάστημα στήν Ιερά Μονή τού Σίμωνος μαζί μέ τόν μοναχό Βασσιανό Πατρικέγεφ, πρώην πρίγκιπα καί στρατηγό. Βλ. Nina Sinicyna, Maksim Grek v Rossii, Μόσχα 1977, σ. 61.

[25]. Βλ. Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 80.

[26]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 405.

[27]. Βλ. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 420.

[28]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 406. «Μάξιμος, ελάχιστος μοναχός, …ήλθε εδώ, έλαβε από τό κράτος σου αυτό τό βιβλίο μέ τήν ευλογία τού αγιωτάτου Βαρλαάμ καί τήν βοήθεια τού Θεού, αξιώθηκε στήν διάρκεια ενός έτους καί πέντε μηνών νά τελειώσει τήν μετάφραση τών ερμηνειών από τήν ελληνική στήν ρωσική».

[29]. Βλ. Vladimir Ikonnikov, ό.π., σ. 187. «Τό χάρισμα, τό οποίο υπερείχε όλων τών άλλων, ήταν τό χάρισμα τής κριτικής. Παντού καί σέ όλα είναι κριτικός. Είτε εκθέτει τό δόγμα, είτε γράφει τήν νουθεσία, είτε εξηγεί τήν Γραφή, είτε αφηγείται, όλα τά εξετάζει κριτικά».

[30]. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 433.

[31]. Βλ. Βλασίου Φειδά, ό.π., σ. 215.

[32]. Βλ. Vladimir Ikonnikov, ό.π., σ. 19. «Τά χειρόγραφα διαστρεβλώνονται κατά τρείς τρόπους: είτε λόγω συμπληρώσεως, είτε λόγω αλλαγής, είτε λόγω εκτυπώσεως».

[33]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 422.

[34]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 410.

[35]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 411-413.

[36]. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 437.

[37]. Βλ. Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σσ. 82 καί 88.

[38]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σσ. 420-421.

[39]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 421.

[40]. Αγιου Μαξιμου Γραικου, Λόγοι, τόμ. Α΄, Λόγος 25, έκδ. Ι.Μ.Μ. Βατοπαιδίου, Άγιον Όρος 2011, σ. 422.

[41]. Βλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σσ. 58-59.

[42]. Βλ. Εισαγωγή τού μοναχού Σιλβανού στόν κώδ. 1953 (σλαβικό 9) τού έτους 1524 τής Μονής Βατοπαιδίου.

[43]. Βλ. Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 76.

[44]. Βλ. Nina Sinicyna, Maksim Grek v Rossii, Μόσχα 1977, σ. 72.

[45]. Βλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 59.

[46]. Βλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 61. Πρβλ. Βλασίου Φειδά, ό.π., σ. 215.

[47]. Κωνσταντίνου Τσιλιγιάννη, Τό μεταφραστικόν, διορθωτικόν καί ερμηνευτικόν έργον τού Αγίου Μαξίμου τού Γραικού, Αρτα 1989, σ. 13-14.

[48]. Βλασίου Φειδά, ό.π., σ. 215. Πρβλ. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 435.

[49]. Γρηγορίου Παπαμιχαήλ, ό.π., σ. 62.

[50]. Βλ. Vladimir Ikonnikov, ό.π., σ. 188.

[51]. Gerhard Podskalsky, Η ελληνική θεολογία επί Τουρκοκρατίας (1453-1821), μετάφραση π. Γ. Μεταλληνός, Αθήνα 2005, σ. 143.

[52]. Βλ. Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 97.

[53]. Βλ. Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 96.

[54]. Βλ. Sergej Shelonin, Khvalebnoe slovo russkim prepodobnym (Εγκωμιαστικός λόγος περί τών οσίων Ρώσων), χφ. έτους 1645/47, στό Nina Sinicyna, Skazanija o prepodobnom Maksime Greke, Μόσχα 2006, σ. 72.

[55]. Βλ. Άγιος Μάξιμος ο Γραικός, ο Φωτιστής τών Ρώσων, μετάφραση-επιμέλεια Ι. Μ. Οσίου Γρηγορίου, εκδ. Αρμός, Αθήνα 1991, σ. 58.

[56]. Βλ. Ματθ. 6,3.

 

Σχετικά άρθρα პემპტუსიას სვინაქსარი
ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულთა Αλέξανδρος Χριστοδούλου 10 June 2018 სულთმოფენობიდან მეორე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა ათონის წმიდა მთაზე გაბრწყინებულ მამათა ხსენების დღეს. ...
მართალი ლაზარეს აღდგინება Αλέξανδρος Χριστοδούλου 31 March 2018 მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის მეექვსე კვირის შაბათს ზეიმობს მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას. ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა...
ღირსი იოანე კლემაქსი Αλέξανδρος Χριστοδούλου 18 March 2018 მართლმადიდებელი ეკლკესია დიდი მარხვის მეოთხე კვირის კვირა დღეს აღნიშნავს ღირსი იოანე კიბისაღმწერელის - კლემაქსისი ხსენების დღეს. უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად და სასწაულთა მოქმედთა გამოჩნდი, ღმერთშემოსილო წმიდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მო...
წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624) Αλέξανδρος Χριστοδούλου 26 September 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 სექტემბერს აღნიშნავს წმიდა დიდმოწამე საქართველოს მნათობის კახეთის დედოფალი ქეთევანის ხსენების დღეს. მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა...
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა Αλέξανδρος Χριστοδούλου 28 July 2017 მართლმადიდებელი ეკლესია 15/28 ივლისს აღნიშნავს წმიდა მოწამეთა კვირიკეს და მისი დედის ივლიტას ხსენების დღეს. მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. წმიდაო მოწამენო კვირიკე და ივლიტა ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის! ამინ!...
შინაარსი
სანიშნეები