Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი ეფრემ ასური, ღმრთისმოშიშების მასწავლებელი & ღმრთაებრივი მადლის მფლობელი – (III ნაწილი) | PEMPTOUSIA

ღირსი ეფრემ ასური, ღმრთისმოშიშების მასწავლებელი & ღმრთაებრივი მადლის მფლობელი – (III ნაწილი)

18 February 2014

მიუხედავად იმისა, რომ ღირსი ეფრემი არ იცნობდა თავისი ეპოქის ბერძენ მამათა დოგმატიკურ სწავლებას, სულიერებით აღსავსე მოღვაწე აკონტროლებდა სხვადასხვა კერპთაყვანისმცემელთა ცდომილებას და წმიდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ყოველ ერეტიკულ არგუმენტაციას: „აღმოვაჩინე, წერდა თავის ერთ-ერთ ჰიმნში, ვარდისანის ერთი წიგნი და მცირე ხნის განმავლობაში ჩემში მწუხარებამ დაისადგურა. რადგან ამ წიგნმა ჩემი სმენა და ჩემი გული დააბინძურა ღმრთის გმობის სიმყრალით… იმისათვის რომ ცდომილებების წყვდიადი განმეფანტა წმიდა წერილს მივაშურე“.

Osios efraim o siros 03

წმიდანი წუხდა ერესის მიმდევართა კადნიერებისა და უპატივცემულობის გამო, განიცდიდა, როდესაც ხედავდა თუ როგორ ამახინჯებდნენ ისინი ჭეშმარიტ რწმენას. მათი გაკრიტიკების მიზნით ხშირად ცდილობდა, რომ ხალხისთვის იმ დროს განხორციელებული უფლის საშინელი სასჯელი ეჩვენებინა, რაც, როგორც ღმრთაებრივი სასჯელი, სპარსელების მიერ ქალაქების გაუკაცრიელებით იყო გამოხატული. „სრულიად ნათელია, წერდა იგი, თქვენ თავადაც ხედავთ, თუ როგორ გვსჯის უფალი ბიწიერთა გამო. ნაცვლად იმისა, რომ ვყოფილიყავით ხორბალი, ჩვენ მტვრად ვიქეცით, და აი! აღმოსავლეთიდან მონაბერმა უეცარმა ქარიშხალმა ჩვენ გაგვფანტა. ჩვენ არ ვითხოვეთ თავშესაფარი ხსნის ერთადერთ თავშესაფარში, და სწორედ ამის გამო, ვერ გადავარჩინეთ ჩვენი კარგად გამაგრებული ქალაქები. ჩვენი მოძღვრები პატივმოყვარეობის გამო უმაღლესი ადგილებისკენ მიილტვოდნენ, და აი! ისინი მკვდრები წვანან მიწაზე ან მოგვთა ქვეყანაში არიან ტყვედ წაყვანილნი“.

ღირსი ეფრემის მიერ ჭეშმარიტებისათვის გაჩაღებულ ბრძოლებზე მეტყველებს ედესელთა გასაოცარი სიმტკიცე „მართლმადიდებლობაში მისი სიკვდილის შემდეგაც კი. სწორედ ამ ბრძოლებისათვის წმინდანმა მრავალი ღვაწლი და ტანჯვა დაითმინა.

პალადიოსი თავის „ლავსაიკონში“ ღირს ეფრემს მოიხსენიებს, როგორც „ედესელთა ეკლესიის დიაკონს“, აქებს როგორც თავად მის პიროვნებას, ასევე მისი ცხოვრების წესს. პალადიოსი გვაუწყებს, რომ ღირსი ეფრემი „ღირსი მის მიერ განვლილი სულიერი გზითა და მისი სისწორის ღირს იქმნა, რომ მიეღო ბუნებრივი ცოდნის მადლი, რომელიც თან სდევს როგორც მის თეოლოგიას, ასევე – მის საბოლოო ნეტარებას. ყურადღების გამახვილება გვმართებს პალადიოსის ცნობაზე იმის შესახებ, რომ წმიდანი ტოვებს წყნარსა და ასკეტურ ცხოვრებას იმისათვის რომ მივიდეს და თავის თანამემამულეებს ემსახუროს. ამის მიზეზი გახდა საშინელი შიმშილი, რომელიც ქალაქ ედესას დაატყდა თავს (372 წელს). ღირსი ეფრემი ღრმა მწუხარებამ მოიცვა, როდესაც იხილა რომ ქალაქის შემოგარენი განადგურების პირას იყო მისული, ხოლო მის მცხოვრებთ კი დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდათ.

ამ დროს ღირსი ეფრემი მდიდრების წინაშე წარდგება და მათ შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „რატომ არ გებრალებათ ის ადამიანები, რომლებიც იღუპებიან, მაშინ როდესაც თქვენს სიმდიდრეს ალპობთ და ამ გზით თქვენი სულების დაღუპვას იწვევთ?“. ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს წმიდანის კრიტიკის უგულებელყოფა და პალადიოსის მიხედვით, წმინდანს ასეთი პასუხი გასცეს, რომ არ ჰყავდათ ისეთი ადამიანი, ვისაც ანდობდნენ იმ შესაწირს, რასაც მშიერთა დასახმარებლად გაიღებდნენ და რომ ყველა თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა ამ მდგომარეობას. მაშინ, ღირსმა ეფრემმა მათ ასეთი კითხვა დაუსვა: „რა აზრის ხართ ჩემზე?“. მდიდრებმა ამ შეკითხვაზე ერთხმად დაადასტურეს: „შენ ისე გიყურებთ, როგორც ღმრთის კაცს“. ამ საყოველთაო აღიარებამ და ნდობამ წმიდანს სწორედ იმის საშუალება მისცა, რისი იმედიც მას ჰქონდა. „რადგან თქვენ მე მენდობით, მაშინ მე ჩემს თავზე ავიღებ თავშესაფარის ხელმძღვანელობას“. ყველაფერში წუნდაუდებელი „ღმრთის კაცი“ იღებს იმ შემოწირულობებს, რომლებსაც მას ანდობენ და ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილ ხალხს.

როდესაც შიმშილობის ძნელბედითმა წელიწადმა გაიარა (372), ღირსი ეფრემი ისევ თავის კელიაში განმარტოვდა, ხოლო მომდევნო წელს კი (373 წლის 9 ივნისს) სამოცდაშვიდი წლის ასაკში უფალთან გაემგზავრა, როგორც პალადიოსი იუწყება, ღმერთმა ხომ მას იმქვეყნიურ ცხოვრებაში მისცა იმის საშუალება, რომ „გვირგვინოსანი ყოფილიყო“. რა თქმა უნდა, მან იგრძნო რომ ახლოვდებოდა მისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული, თავი მოუყარა თავის მოწაფეებსა და ქალაქ ედესის მრავალ მაცხოვრებელს, რათა მათთვის თავისი უკანასკნელი დარიგებანი განეცხადებინა, რომელთა შესახებ ცნობებს მისი ანდერძი გვაწვდის.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ წმინდანის გარდაცვალება 379 წელს წმინდა ბასილი დიდის გარდაცვალებიდან ერთ თვეში მოხდა, რა თქმა უნდა, ეფუძნება ვარაუდს, რომ ლოგოსი ბასილი დიდში კესარიის მღვდელმთავრის მიძინების შემდეგ გამოცხადდა, თუმცა ახალი კვლევების თანახმად არ არის აღიარებული.

მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი მამის – ეფრემ ასურის ხსოვნას პატივს 28 იანვარს/10 თებერვალს მიაგებს.

(ღირსი ეფრემ ასური, შრომები, ტ. პირველი, გამომცემლობა „ღმრთისმშობლის ბაღი, გვ. 16-23).

შინაარსი
სანიშნეები