Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი დავით დიონისელი (1890- 5/2/1983) [I ნაწილი] | PEMPTOUSIA

ბერი დავით დიონისელი (1890- 5/2/1983) [I ნაწილი]

19 February 2014

პროლოგი

თითქმის ჩემი ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, სინანულისა და ლოცვის თავშესაფარს, ჩვენი დედოფლის – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მშვენიერ ბაღს, რომელიც თავად მფარველობს და მეთვალყურეობს ამ მშვენიერ მიწიერ სამოთხეს, რომელსაც ათონის წმიდა მთა ეწოდება, არ შეუწყვეტია, რომ ყოფილიყო წმიდანების წარმომშობი ადგილი და არც არასდროს შეწყვეტს, ვიდრე სამყაროს დასასრული არ დადგება. ამის დადასტურება ჩვენი ეპოქის წმიდანების მოხმობითაა შესაძლებელი: სილუან ათონელი, საბა, რომელსაც შემდგომ კალიმნოსელს უხმობდნენ, იოსებ ისიქასტი, პაისი მთაწმინდელი და მრავალი ნაცნობი თუ უცნობი წმიდანი, რომელთა რიგს ცოტა ხნის წინ ასევე ოფიციალურად შეემატა წმიდა პორფირი კავსოკალივიელი.

Gerondas David Dionisiatis 01

ჩემი თავმდაბლობისდა მიუხედავად, წილად მხვდა ვრცლად აღმეწერა თანამედროვე სამი დიდი მოღვაწის, ჩვენი ნეტარი სულიერი მამების – პაპა-ხარალამბე დიონისელის, არსენ მღვიმელისა და როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ჩემი ერთი ნაცნობი სერბი მეუდაბნოის, მამა გიორგი ბიტკოვიჩის (რომელიც ცნობილია, როგორც ბრანკო) ცხოვრებები. გარდა ამისა, მოკლედ აღვწერე, როგორც დიდი მოღვაწეების – ბერების გაბრიელისა და თეოკლიტე დიონისელების, ასევე – დიდი ბერის და ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის ახალი აღმდგენის – ბერი იოსების ცხოვრებები. ამასთან დაკავშირებით, ქრისტეს მიერ საყარელი ძმა ნ. ბ. მარწმუნებს, რომ ცოტაოდენი რამ დავწერო ასევე მაღალი ზნეობის მქონე დიონისელ მამებზე, რომელთან ერთადაც მე ვცხოვრობდი და ასკეტურად ვმოღვაწეობდით. სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ვფლობდით ამ განძს, აზრადაც არ მომსვლია მათ შესახებ რაიმე სახის ჩანაწერები გამეკეთებინა. ხოლო ახლა კი, როდესაც ვალდებული ვარ მკითხველთა მოლოდინი დავაკმაყოფილო, ვცდილობ, გადავამუშაო ის მცირეოდენი, რაც კი ჩემს მეხსიერებას შემორჩა. უპირველეს ყოვლისა, რიგისდა მიხედვით, შევეცდები წარმოგიდგინოთ დაუვიწყარი მონაზონი – მამა დავით დიონისელი.

მონაზონი დავით დიონისელი (1890-1983)

მონაზონი დავითი, ერისკაცობაში დიმოს ფლოროსი, ახალგაზრდა ასაკიდან არ გამხდარა მონაზონი, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის დიდი სურვილი გააჩნდა. თუმცაღა, სამწუხაროდ, მშობლების მხრიდან მისი ამ სურვილის უგულებელყოფის გამო, იგი იძულებული გამხდარა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ერთ თავმდაბალ თანასოფლელ გოგონაზე დაქორწინებულიყო. აი, ამგვარად საკუთარი ნების გარეშე, შეუდგა იგი ქორწინებაში ცხოვრებას და ორი შვილიც შეეძინა.

მიუხედავად იმისა რომ დიმოსის მშობლები უგულებელყოფდნენ მონაზვნურ ცხოვრებას, ისინი ძალიან მორწმუნე ქრისტიანები ყოფილან. სწორედ ეს გამხდარა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დიმოსი არ შეწინაღმდეგებია თავის მშობლებს. თავად ბერი დავითი აღნიშნავდა, რომ ყოველივე იმისათვის, რაც კი მას კარგი გააჩნდა, იგი თავის მშობლებს უნდა უმადლოდეს: ისინი პატიოსანი და ღმრთისმოშიში ადამიანები იყვნენ, ყოველ მიზეზ გარეშე ასრულებდნენ უფლის ყველა მცნებას, მუდამ დადიოდნენ ეკლესიაში, აღსარებას აბარებდნენ, ეზიარებოდნენ, მარხულობდნენ, მოწყალებას გასცემდნენ და როგორც თავად ბერი მეუბნებოდა, ვერცხლის ფულს ვახშად არავის არასოდეს აძლევდნენ. და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მათ გააჩნდათ ქრისტესმიერი სიყვარული, რაც ასევე იოლად გადასცეს თავიანთ შვილებს. პატარა დიმოსმა გამუდმებული ლოცვა ისწავლა, და უკვე ძალიან მცირე ასაკიდან ღირს იქმნა ანგელოზთა დასის ზეციური ხილვისა, რომლებიც ადიან და ჩადიან და ქებას ასხამენ ყოვლად ძლიერს.

მისი ლოცვის დიდი სიმხურვალის გამო, მონაზონმა დავითმა ვერ მოახერხა, რომ ბოროტ ძალთაგან შეუმჩნეველი დარჩენილიყო, რადგან მათ ლოცვის ცეცხლი სწვავს, ამიტომაც ხშირად ეცხადებოდნენ იმისათვის, რომ შეეშინებინათ იგი რათა მას შეეწყვიტა მათი წვა. თუმცა, ნაცვლად ამისა, დავითმა მათგან თავისი ბუნებრივი უბრალოებით, უფრო მეტად კი იესო ქრისტესა და ჩვენი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელზე წარმოთქმული ლოცვით, ასევე ჯვრის ძალით თავის დაცვა მოახერხა, თავად ბერი ამგვარად ამბობდა: „უნდა ნახო როგორ კანკალებენ და მტვრად იქცევიან ის წყეულები, როგორც კი ჯვარს დაადებ და როგორც კი გაიგონებენ ღმრთისმშობლის სახელს“.

მისი მეუღლე, ღმრთის შემწეობით, მეტად პატიოსანი და თავმდაბალი გოგონა აღმოჩნდა. მაშინ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა დიმოსს (მისი ერისკაცობის სახელი) ხელიდან არ გაუშვია შემთხვევა და ცოლისთვის კარგად აუხსნია, რომ იგი იძულებითი გზით დაქორწინდა და რომ მისი სურვილი ყოველთვის იყო მონაზონი გამხდარიყო, თუნდაც ეს გვიან მომხდარიყო. საბედნიეროდ, გოგონა მას დასთანხმებია. მაშასადამე, როგორც კი მისი შვილები დაქორწინდნენ, მან თავის ცოლს დანაპირები გაახსენა. ქალმაც, როგორც კეთილმა მიწამ, პატივი სცა ქმრის სურვილს და სიამოვნებით მიანიჭა მას თავისუფლება.

ამგვარად, მებრძოლი არ კარგავს დროს. მაშინვე მიემართება მოწოდებისამებრ დიონისეს წმიდა მონასტერში, თუმცა თავიდან ცოტა ხნით, დანამდვილებით არ ვიცი რატომ, ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტერში ჩერდება. ამის შემდეგ, იგი მიზანსწრაფულად გადადის სახელოვან და გამოცდილ იღუმენ გაბრიელთან, რომელსაც უმხელს თავის ცოდვებს. მაშინ, მეტად ბრძენი იღუმენი მას ცოტა ხნით დააკვირდება იმისათვის რომ ენახა შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ იგი ესოდენ დიდ ასაკში, ქორწინებაში ცხოვრების შემდეგ, შეჰგუებოდა მკაცრ მონაზვნურ ცხოვრებას და მით უფრო, ათონის წმინდა მთის ყველაზე მკაცრ კინოვიას. მაშინ კი როდესაც დარწმუნდა, რომ როგორც მეორე წმიდა პავლე უბრალო მან მთელი თავისი თავი ამ საქმისთვის გაიღო, ასე უთხრა: „დიმოსთენე, შვილოვ ჩემო, ვხედავ რომ შენ შეძლებ მონაზვნობას, თუმცა, კიდევ ერთი წინაპირობაა ამისათვის აუცილებელი. წახვალ შენს სოფელში და წერილობითი სახით შენი მეუღლის თანხმობას მოიტან“.

„მაგრამ მოძღვარო, ჩვენ შეთანხმებულები ვართ. არ მინდა, რომ ოდესმე ისევ გარეთ აღმოვჩნდე“. „თუკი გინდა, რომ აქ დარჩე, მაშინ ყოველ მიზეზ გარეშე მოიტან წერილობით თანხმობას“. და საჭიროებისამებრ, იგი დროს არ კარგავს. მხოლოდ ერთი დღით მიდის თავის სოფელში, იღებს თავისი მეუღლის წერილობით თანხმობას და როგორც მწყურვალე ირემი, უკან ბრუნდება იმ გადაწყვეტილებით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არასდროს აღარ დაბრუნდება ერში.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები