Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი დავით დიონისელი (1890- 5/2/1983) [II ნაწილი] | PEMPTOUSIA

ბერი დავით დიონისელი (1890- 5/2/1983) [II ნაწილი]

4 March 2014

ვაგრძელებთ დაწყებულ თემას (www.pemptousia.ge/2014/02/19/ბერი-დავით-დიონისელი).
და არა მხოლოდ ეს, რადგან პირველი წლების განმავლობაში, მამა დავითმა თითქმის ყველგან მიაწვდინა თავისი ხელი, თავისმა მოძღვარმა იგი  არა მხოლოდ მონოქსილიტის მეტოქში წარგზავნა, არამედ ასევე – წმინდა ონოფრესთან, მილოსში, არსანაში, ყველგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ზედმიწევნითი მორჩილებითა და განუწყვეტელი ლოცვით მამა დავითი ყველგან მიდიოდა. ასევე დიდი სიზუსტით ასრულებდა თავის მონაზვნურ კანონს. არასდროს გამოუტოვებია უმცირესიც კი, ხოლო ვრცელ მსახურებებსა და ღამისთევებზე პირველი მიდიოდა და ბოლო გამოდიოდა. თუმცა, როდესაც 80 წელი შეუსრულდა, იღუმენმა იგი მორჩილებებისაგან გაათავისუფლა. მას შემდეგ კი, მან მთლიანად მიუძღვნა თავისი თავი ასკეტურ ცხოვრებასა და განუწყვეტელ ლოცვას. მის საკვებს ძალიან მცირე რამ შეადგენდა, მხოლოდ იმდენს ჭამდა, რომ ცხოვრების ძალა ჰქონოდა. გარდა ამისა, მან სხვა სახის ასკეტური წრთვნაც შეიმუშავა: „რადგან ახლა არსად ვმსახურობ, არც სადმე წასვლის საჭიროება მაქვს, გარდა ეკლესიისა და ჩემი კელიისა“. და ეს პირობა მან სიცოცხლის ბოლომდე შეასრულა. მხოლოდ ერთადერთხელ დაარღვია, როდესაც მისი წმინდა ნეშტი ეკლესიიდან გამოასვენეს და საბოლოო განსასვენებლისკენ წაასვენეს.

I.M.Dionisiou 01

რაც შეეხება განათლებას, მამა დავითი თითქმის წერა-კითხვის უცოდინარი იყო. მიუხედავად ამისა, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ერთად ვცხოვრობდით,  ბერი დავითის კელიაში გავრბოდით, რათა მისი ბრძნული რჩევებისთვის დაგვეგდო ყური. და ამას – არა თუ მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა მონასტრებიდანაც ესწრაფოდნენ. მასთან მონასტრის წინამძღვრებიც მოდიოდნენ, როგორც მაგალითად ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ცოდნის მოსიარულე ბიბლიოთეკაა, მისი ცოდნა უბრალო და გაუნათლებელი ბერის მიერ იქნა დამცრობილი, ბერისა, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, სული წმიდის სიბრძნის მასწავლებელი იყო.

იმდენად დიდი თვითუარყოფის შეგრძნება ჰქონდა, რომ სრულებითაც არ ზრუნავდა თავის თავზე, რაც ზოგიერთებს შეეძლოთ არასწორადაც კი გაეგოთ. მისი კელია მოუვლელი, დაულაგებელი იყო, მას არც ის სურდა, რომ სხვას დაელაგებინა, არც ის სურდა, რომ ტანსაცმელი გაერეცხათ მისთვის. ყოველივე ამის გარდა, მის კელიაში, რა თქმა უნდა, ბევრი ბაღლინჯოც იყო. ერთხელ, ზოგიერთებმა ბერის მონახულება მოისურვეს, მაგრამ ადამიანურობიდან გამომდინარე ეშინოდათ, რომ ბაღლინჯოებით არ ავსებულიყვნენ. და სწორედ მაშინ, საკუთარი თვალით ვიხილე ასეთი სასწაული: ჩვენ მას ვუთხარით  „ბერო დავით, გვეშინია ბაღლინჯოების“. ხოლო მან გვიპასუხა: „არა, არა, ნუ გეშინიათ. ღმრთისმშობელს შევევედრე და მან ისინი ყველა ერთად კუთხეში მოაგროვა“. მართლაც ვუყურებთ და რას ვხედავთ? ზუსტად ისევე, როგორც ფუტკრის ნაყარი ასე შეგროვილან ბაღლინჯოებიც ერთი მეორეზე ერთ ადგილას. „ნუ გეშინიათ“, ამბობდა, „აქ აღარ არიან“. თუმცა, როდესაც მარტო რჩებოდა, ბაღლინჯოები იფანტებოდნენ და რა თქმა უნდა, მას ტანზეც ესეოდნენ. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში მას ბაღლინჯო არასდროს მოუტანია.

1982 წლისათვის ბერი დავითის მდგომარეობა დამძიმდა და ბერი პაპა-ხარალამბის კურთხევით, იგი მოხუცთა თავშესაფარში გადავიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეტად მძიმედ იყო და ადგომაც კი არ შეეძლო, მაინც ტკბილი სიტყვებით ამხნევებდა მის მოსანახულებლად მისულ ძმებს.

საკუთარ კანონს ისე იყო მიჩვეული, რომ უკანასკნელ წამამდე ასრულებდა მას. როგორ ახერხებდა ამას? საწოლზე მიჯაჭვული 2-3 საათის განმავლობაში ხმას არავის სცემდა, ერთ ხელში თავისი სკვნილი ეჭირა, მეორეში კი – ჯვარი და ასე ლოცულობდა მწოლიარე და მანამ სანამ არ დაასრულებდა, და ასე  სკვნილზე ასრულებდა კანონს.

ერთხელ, მის მოსანახულებლად ბურაზერიდან წავედით ახალი სინოდია (საძმო) ნეტარხსენებული ჩემი სულიერი მოძღვრის პაპა-ხარალამბის თანხლებით, ძალიან გახარებული იყო, უპირველეს ყოვლისა იმით, რომ ახალი იღუმენი ხშირი ზიარების ნებას გვრთავდა. თავისი უბრალოებით ხშირად გვეუბნებოდა, რომ „მონაზონს, რომელიც მორჩილებას ასრულებს და ხშირად ეზიარება, ეშმაკის არ ეშინია. წადილითა და ხშირი ღმრთაებრივი ზიარებისადმი არათავაზიანი მოპყრობით იმ დაწყევლილმა მრავალი  ხორციელად დასცა“.

თავისი უბრალო, თუმცა მეტად ბრძნული რჩევა-დარიგებებით, რასაც ჩვენ გვაძლევდა, დადგა ჟამი მისი უფალთან გამგზავრებისა. ძალიან მკაცრი ზამთარი იდგა 1983 წელს. კინოვიაში თუკი ვირუსი რომელიმე ჩვენგანს შეხვდა, მაშინ ის ყველაზე ვრცელდება. მრავალი მოხუცებული მინახავს, ვისაც ვირუსის გადატანის ძალა არ შესწევდა. ამგვარად მონასტერში ვირუსის ერთი ასეთი საერთო ეპიდემიის შემდეგ, იგი იმ მოხუცთა თავშესაფარშიც გავრცელდა, სადაც ბერი დავითი იმყოფებოდა და სწორედ ამის შედეგად მან მშვიდად, საკმაოდ ხანდაზმულმა მიაბარა თავისი სული უფალს, 1983 წლის 5 თებერვალს.

დაე, მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვკლებოდეს!

 

შინაარსი
სანიშნეები