Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი იოსებ ისიქასტი: პასუხი „ლოცვის“ შესახებ ახალ კითხვაზე | PEMPTOUSIA

ბერი იოსებ ისიქასტი: პასუხი „ლოცვის“ შესახებ ახალ კითხვაზე

3 April 2014

ბერი იოსებ ისიქასტი

პასუხი „ლოცვის“ შესახებ ახალ კითხვაზე

ქრისტეს მიერ საყვარელო ჩემო ძმაო, კარგად ყოფნას გისურვებ. დღეს გავეცანი შენს წერილს და პასუხს გაძლევ იმაზე, რაზეც მწერ. ინფორმაცია, რომელსაც შენ ითხოვ, დროსა და ძალისხმევას არ საჭიროებს, რათა მასზე ვიფიქრო და პასუხი გაგცე.

გულში ნათქვამი ლოცვა ჩემთვის იგივეა, რაც ვინმესთვის ხელოვნება, რადგან სწორედ ამისთვის ვიღწვი, აი, უკვე ოცდათექვსმეტ წელიწადზე მეტია.

Osios Georondas Iosif Isixastis 002

„როდესაც მე ათონის წმიდა მთაზე მოვედი, მაშინვე განდეგილებზე ვიკითხე, რომლებიც ლოცვაში მუშაკობდნენ. მაშინ, ორმოცი წლის წინათ, ძალიან ბევრი ამგვარი მამა იღწვოდა აქ, მათ თავიანთ თავში სიცოცხლე ჰქონდათ. ისინი ზნეობის ადამიანები, ძველი ბერები იყვნენ. სწორედ ეს ბერები გახლდნენ ჩვენი სულიერი მოძღვრები და ისინი გვყვავდნენ წინამძღვრებადაც.

მაშასადამე, გულში ნათქვამი ლოცვა არის იმგვარი ლოცვა, როდესაც შენს თავს აიძულებ, რომ შენმა ბაგეებმა გამუდმებით და განუწყვეტლივ იმეორონ ლოცვა. თავდაპირველად სწრაფად, რათა გონებამ ვერ მოასწროს გამხრწნელი ფიქრების წარმოშობა. ილოცე მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვებით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. დროთა განმავლობაში, შენი გონება ამის წარმოთქმას შეეჩვევა. და ისე დატკბები, თითქოსდა თაფლი ეცხოს შენს ბაგეებს. და უფრო და უფრო მეტად გწადია მისი წარმოთქმა. ხოლო თუკი, ამ ლოცვის თქმას შეწყვეტ, მაშინ ძალიან ხარ დამწუხრებული.

„როდესაც გონება ეჩვევა ლოცვას და კარგად ნაყრდება მისით, ანუ მას კარგად სწავლობს, მაშინ, მას გულისკენ აგზავნის. რამდენადაც გონება სულის მკვებავია, სწორედ მისი საქმეა, რომ რასაც კი კარგს ან ცუდს ნახავს ან გაიგონებს, გულს გადასცეს, გულს, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ძალების ცენტრსა და გონების ტახტს წარმოადგენს. მაშასადამე, როდესაც მლოცველი თავის გონებას აიძულებს, რომ მან არაფერი წარმოიდგინოს, მაგრამ ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ლოცვის სიტყვებზე ჰქონდეს გამახვილებული, მაშინ იგი რაღაც ძალის დახმარებით თავისუფლად სუნთქავს და თავისივე ნებით მას უშვებს გულში, მას  თავისივე ჩახშულ სივრცეში მოაქცევს და ლოცვას რიტმულად იმეორებს:

-უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!

თავდაპირველად რამდენჯერმე ამბობ ლოცვას და სუნთქავ. დროთა განმავლობაში კი, როდესაც გონება გულზე დაყრდნობას მიეჩვევა, ყოველი ამოსუნთქვისას ამბობ ლოცვას.

„უფალო იესო ქრისტე“, – ამოისუნთქავ, „შემიწყალე მე“ – ჩაისუნთქავ, და კვლავ ყოველი შესუნთქვისას.

და ასე ხდება მანამდე, სანამ არ ჩამობინდდება და მადლი შენს სულში ამოქმედებას არ დაიწყებს, ამის შემდეგ კი იგი უკვე თეორიაა.

მაშ, ყველგან უნდა ვთქვათ ლოცვა. მაშინაც, როდესაც ვზივართ, საწოლში ვწევართ, დავდივართ თუ ფეხზე ვდგავართ. „განუწყვეტლივ ილოცეთ და ჰმადლობდეთ ღმერთსა“, ამბობს მოციქული. განა მხოლოდ მაშინ უნდა ლოცულობდე, როდესაც მოსვენებული ხარ, არა, ლოცვას ბრძოლა სჭირდება, ილოცე „დგახარ თუ ზიხარ“. ილოცე, როდესაც დაღლილი ხარ ან უბრალოდ ზიხარ.

და მაშინაც კი, როდესაც ფეხზე დგახარ. ნუ მოგერევა ძილი. სწორედ ამას ქვია „ღვაწლი“… უფალი არის დასაწყისი და დასასრული. მისი მადლი ყოველივეს ამოქმედებს. ის მამოძრავებელი ძალაა.

რათა იხილო, თუ როგორ ხდება ეს, როგორ მოქმედებს სიყვარული, ამისათვის მცნება უნდა დაიცვა. „როდესაც ღამით იღვიძებ და ლოცულობ. როდესაც ხედავ ავადმყოფს და ის გიყვარს, ხედავ ქვრივს, ობლებს და მოხუცებს და გულმოწყალე ხარ მათ მიმართ, მაშინ ღმერთს შენ უყვარხარ. მაშინ შენც გიყვარს უფალი. პირველად მას უყვარხარ და თავის მადლს გფენს… და ჩვენც მსგავს მსგავსად „სიცოცხლე სიცოცხლეს წილ“ ვპასუხობთ.

და თუკი, მის პოვნას მხოლოდ და მხოლოდ „ლოცვით“ ითხოვ, მაშინ ნუ ამოისუნთქავ ლოცვის გარეშე. თუმცა, ყურადღებით იყავი, რომ ფანტაზიებმა არ შეგიტყუონ. რადგან უფალი ხომ უხილავი, წარმოუდგენელი, უფერული და სრულყოფილია. ნუ დაიწყებ მსჯელობას. იგი ჩვენს ცნობიერებაზე სუსტი ქარივით მოქმედებს.

ღმრთისმოსაობა მაშინ ჩნდება, როდესაც ფიქრობ, თუ რაოდენ დაამწუხრე შენ ღმერთი. „მაშინ როდესაც იგი ასეთი კეთილია, ასე ტკბილია, ასეთი მოწყალეა, სათნოა და სიყვარულით აღსავსეა. ის ჯვარს ეცვა და ყოველივე ეს ჩვენ გამო დაითმინა. ყოველივე ამაზე და იმაზე ფიქრისას, თუ რა დაითმინა უფალმა, შენ გეუფლება ღმრთისმოსაობა.

ასე რომ, თუკი შეძლებ და გამუდმებით წარმოთქვავ ლოცვას ბაგეებით, მაშინ მას ორ-სამ თვეში შეეჩვევი. მაშინ შენ ღმრთის მადლი დაგიჩრდილავს და გაგაგრილებს. თუმცა, ამისათვის ლოცვა მუდამ უნდა წარმოთქვა, გაწყვეტის გარეშე. და როდესაც მას მიიღებს გონება, მაშინ დაისვენებ, რადგან ენით აღარ წარმოთქვამ მას. და კვლავ, როდესაც მას მიატოვებს გონება, დაიწყებს ენა მის წარმოთქმას. „დიდი ძალისხმევა სჭირდება ენას, ვიდრე დასაწყისში როგორღაც მიაჩვევ ამას, ხოლო შემდეგ კი გონება, მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე, ყოველგვარი გარჯის გარეშე წარმოთქვამს ამ ლოცვას.

როდესაც ათონის წმიდა მთაზე მოხვალ, როგორც ამას თავადვე ამბობ, ჩვენც მოგვინახულე. მაშინ უკვე სხვა საკითხებზედაც ვისაუბრებთ. აღარ დაგრჩება დრო ლოცვისთვის. სხვა მონასტრებში შენი გონება გაიფანტება იმ ყოველივეს მიერ, რასაც გაიგებ ან ნახავ. ამ ლოცვას კი იქ იპოვნი, სადაც შენი გონება დაწყნარებულია – როდესაც აქ დაბრუნდები,

მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ იპოვნი შენს „ლოცვას“. ნუ შეგეპარება ეჭვი ამაში. მხოლოდ გულწრფელად დააკაკუნე მწყალობელი უფლის კარზე და იესო ქრისტე ყოველთვის გაგიღებს მას. სხვაგვარად შეუძლებელია. ძალიან შეიყვარე იგი, რათა მეტი მიიღო მისგან. მის სიყვარულზე, დიდზე ან მცირეზე, დამოკიდებულია წყალობა, მეტი ან ნაკლები.

შინაარსი
სანიშნეები