Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ქრისტეს დროებითი აღიარება | PEMPTOUSIA

ქრისტეს დროებითი აღიარება

16 April 2014

ლაზარეს აღდგინება იყო მოვლენა, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მთელი 4 დღის მიცვალებულის მკვდრეთით აღდგომამ იერუსალიმსა და მის შემოგარენში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მრავალმა იწამა იესო და მისი ხილვა ახლოდან სურდა. სწორედ ამის გამო, როგორც კი ეუწყათ, რომ იგი იერუსალიმში შემოდიოდა, უდიდესი აღტაცებით გაეშურნენ მის დასახვედრად.

ასე რომ, ხალხი ენთუზიაზმით ელოდება იესოს გავლას და მას თავის მეფედ აღიარებს. ისეთივე აღტაცებით ესალმება იესოს, როგორც ესალმებოდნენ უწინ გამარჯვებულებს – და მართლაც, შეიძლება მაშინ ვერ კი აცნობიერებდნენ, მაგრამ მათ წინ ჰყავდათ ის, ვინც ცოტა ხანში დაამარცხებდა სიკვდილს.  ქრისტეს ეს საზეიმო შესვლა იერუსალიმში, ისრაელის ჭეშმარიტი მეფის ეს აღიარება, იყო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ იგი, ჯერ კიდევ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მიერ იყო ნაწინასწარმეტყველები. ისრაელის მბრძანებელი, სამყაროს მეუფე, თავის ქალაქში შევიდა იმისათვის, რომ გამეფებულიყო. თუმცა, მისი ტახტი და დიდება სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც  ადამიანები ელოდნენ: ეს არ იყო მორჩილების და სამეუფეო ტახტი, არამედ იყო წამება, ვნება  და მოკვდინება, იმ ეპოქისათვის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმით: ჯვარზე.

H Vaioforos, IMM Vatopaidiou

თუმცა, თუკი კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით ქრისტეს იერუსალიმში საზეიმო შესვლის სურათს, დავინახავთ, რომ მისი გამოძახილი იმდენად ძლიერია, რომ იმ ეპოქის ძალაუფლების მფლობელთაც კი ააღელვებს. მღვდელმთავრებმა, მწიგნობრებმა, ფარისევლებმა, და ყველამ, ვინც კი იგრძნო, რომ იესოს მოსვლა ემუქრებოდა მათ ადგილებსა და ავტორიტეტს, აცნობიერებდნენ, რომ მასთან დაპირისპირება საბოლოო სტადიაში შედიოდა. სწორედ ამიტომაც, ისინი არ კარგავენ დროს. მაშინვე იწყებენ თავიანთი უკანონო ზრახვების განხორციელებას. და როგორც ჩანს, თავიანთ საქმეს კარგად ასრულებენ: რამდენიმე დღეში კვირის ოსანას ამგვარი ძახილით შეცვლიან „აღიღე, აღიღე და ჯუარს-აცუ ეგე“  …

და იესო? როგორ ხვდება ყოველივე ამას? უპირველეს ყოვლისა, მისი შემოსვლის ფორმა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მის თავმდაბლობას და თავისი ამ საქციელით, კვლავ და კვლავ, ასწავლის ყოველი ეპოქის  მორწმუნეებს. ის, ვისაც თავის ტახტად მთლიანი ზეცა აქვს, უბრალო ვირზეა ამხედრებული და მოდის, რათა ნებაყოფლობით ჩაბარდეს თავის მდევნელებს. თუმცა, იცოდა, რომ მისი გზავნილი არ დააკმაყოფილებდა ხალხის მოლოდინს, რომელიც ელოდა ამქვეყნიურ მესიას, მას, ვინც გაბატონდებოდა პოლიტიკურად და ეთნიკურად. როგორც ყოვლისმხილველმა ღმერთმა წინასწარ უწყოდა, რომ ხალხის სიმრავლე, რომელიც ახლა აღმერთებდა, იმედგაცრუებული იქნებოდა. მიუხედავად ამისა, მდუმარედ აგრძელებდა სვლას…

ჩემო ძმებო, მოდით ვისწავლოთ ამ მაგალითზე, როდესაც ვხედავთ, ხალხის შეხედულებების მერყეობას, თუ, როგორ ადვილად იცვლება მისი აზრი და გადაწყვეტილებანი. დაე, დავრჩეთ ერთგულნი იესოს, როგორც ჩვენი გულის მბრძანებლის აღიარებაში, მოდით, ყურადღებით დავუგდოთ ყური მის გზავნილს და ნუ გაგვიტაცებს ჩვენი მარტივი და ყოველდღიური სწრაფვანი. დაე, გავაცნობიეროთ, რომ გზა აღდგომისკენ და მარადიულობისაკენ გადის ვნებას, გოლგოთასა და ჯვარცმას. და ის, რაც ჩვენ მოგვეთხოვება არ არის დროებითი ეფემერული „ოსანა“, არამედ ხანგრძლივი „მოვედინ სუფევაი შენი“.

წყარო: გაზეთი „დემოკრატია“, 27-4-2013 წელი

შინაარსი
სანიშნეები