აღდგომის ხატის მოკლე მიმოხილვა

20 April 2014

ამ სტატიაში მართლმადიდებლური ხატის „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის“ უმთავრესი სახასაითო ნიშნების განხილვას შევეცდებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ხატი სრულიად განსხვავდება დასავლეთის ეკლესიაში დამკვიდრებული აღდგომის ხატისაგან, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავიდან ტრიუმფალური, დროშით ხელში ამოსვლა გამოისახება. საფლავის ირგვლივ კი შეშფოთებულ, მიწაზე დავარდნილ თავზარდაცემულ გუშაგებს გამოსახავენ.

Anastasis tou Kyriou, Adelfotis Ananaion, Skitia Agia Annis, Agion Oros 14

დასავლეთის ეკლესიის ეს ხატი ისეთ სცენას ასახავს, რომელიც არავის თვალით არ უნახავს. აღდგომის წამი დაფარული საიდუმლოა.

H eis Adou Kathodos, Toihografia Katholikou, 18os aionas, Moni Osiou Gregoriou, Agion Oros

მართლმადიდებლური მიდგომა ამ მოვლენისადმი სრულიად განსხვავებულია. იგი აღდგომის მოვლენის შედეგებს წარმოაჩენს ადამიანისა და სრულიად სამყაროსათვის.

იესო ქრისტე გამოისახება ცენტრში, შემოსილია ნათელი ფერის სამოსით და გარშემორტყმულია დიდების შარავანდედით, ხელი ჩაუჭიდავს ადამისა და ევასათვის და ისინი ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს, სადაც ისინი სამოთხეში ყოფნის დროს მცდარი არჩევნის გაკეთების გამო მოხვდნენ. ამ მოქმედებით, რომელიც საკმაოდ ენერგიულია და შეგვიძლია ფეთქებადიც ვუწოდოთ, ჩვენს ყურადღებას ამ კომპოზიციის ცენტრალური აზრი იპყრობს, რომლის არსიც მაცხოვრის მიერ ადამის ჯოჯოხეთიდან „თან ამოყვანაში“, ადამიანთა ხსნაში მდგომარეობს. საყურადღებოა, რომ ორივენი საფლავებიდან გამოდიან.

იესო ქრისტე მტკიცედ დგას ჯოჯოხეთის ბჭეთა ჯვარედინად გადაჭდობილ ორ ფიცარზე. ჯოჯოხეთის ბჭენი (კარები) იესო ქრისტემ ჯვრის ძალით შემუსრა… ირგვლივ მიმოფანტულია შელეწილი ბჭეების  გამოუსადეგარი კლიტეები და ჯაჭვები, რომლითაც მანამდე დაკეტილი იყო ჯოჯოხეთიდან გამოსასვლელი კარები. ქრისტეს ფეხქვეშ ჯოჯოხეთის შავი ფერის სკნელი მოჩანს, რომელიც უფლის აღდგომამდე ადამიანის საბოლოო სამყოფელი იყო.

იესო ქრისტეს მარჯვნივ და მარცხნივ ერთმანეთის მიჯრით ის ადამიანები არიან გამოსახულნი, რომლებიც ქრისტემდე ცხოვრობდნენ. ყველა მათგანი უფლისგან ხსნას მოელის და ამიტომაც ყველანი მისკენ არიან მიმართულნი. მათ შორის უპირველესად წმიდა იოანე ნათლისმცემელს, ასევე ძველი აღთქმის მართალთა და წინასწარმეტყველთ გამოვარჩევთ, როგორიც არის მეფე დავით წინასწარმეტყველი.

H eis Adou Kathodos, Emmnouil Tzane 17os ai., Theotokos Antivouniotissa

აღგდომის ხატის ამ კომპოზიციის უკანა ფონზე მოსჩანს ბორცვები, ზოგიერთ შემთხვევაში კი კომპოზიციის ზემოთა ნაწილში ხელში საკუთარი წინასწარმეტყველებების გრაგნილით იმ წინასწარმეტყველებს (მაგ.: დავითსა და იონას) გამოსახავენ, რომლებმაც აღდგომის უდიდესი მოვლენა იწინასწარმეტყველეს.

დასასრულს, გვსურს უფალ იესო ქრისტეს თეთრ სამოსს შევეხოთ. თეთრი სამოსი აღდგომის სიხარულის სიმბოლოა და წინასწარი განსახიერებაა ჩვენი აღდგომისაც, რომელსაც მოველით.

ათანასიოს მუსტაკისი

Anastasis tou Kyriou 11

შინაარსი
სანიშნეები