Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ინოკენტი, ალასკის მისიონერი | PEMPTOUSIA

წმიდა ინოკენტი, ალასკის მისიონერი

23 April 2014

მოსკოვის მიტროპოლიტისა და ალასკის მისიონერის, ჩვენი წმინდა მამის ინოკენტის ხსენების დღეა 31 მარტი († 1879)

წმიდა ინოკენტი 1797 წლის 26 აგვისტოს ციმბირის სოფელ ანზისკოიეში, ირკუტსკის ეპარქიაში, ღარიბი და ღმრთისმოსავი მშობლების – ევსევი და თეკლა პოპლოვების ოჯახში დაიბადა. ერისკაცობაში მას იოანე ერქვა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის წმიდა იოანე მმარხველის (2 სექტემბერი) პატივსაცემად.

მოგვიანებით, იგი ირკუტსკის საეკლესიო სემინარიაში სწავლობდა. სწავლის დასრულებამდე ერთი წლით ადრე,  1817 წელს, იოანე მღვდლის ქალიშვილ ეკატერინეზე დაქორწინდა. იმავე წლის 13 მაისს, იგი დიაკვნად იქნა ხელდასხმული და ირკუტსკის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში იქნა განწესებული. 1821 წლის 28 მაისს, წმიდანი პრესვიტერად იქნა გამორჩეული. ცოტა ხნის შემდეგ, 1823 წელს, იგი თავის ოჯახთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა. მან ალასკაზე, კუნძულ უნალასკას მიაღწია და იქ დაიწყო თავისის მისიონერული მოღვაწეობა. საკმაოდ მოკლე დროის განმავლობაში, იოანემ  ალეუტთა ენა შეისწავლა და მალე ლიტურგიკული ტექსტები და საღმრთო წერილიდან ნაწყვეტები თარგმნა. შემდგომ ამისა, მან შეადგინა ადგილობრივთა ენის პირველი გრამატიკა და გააგრძელა თავისი მისიონერულ-მწერლური მოღვაწეობა.  უნალასკაზე, მისი მოღვაწეობიდან ათი წლის შემდეგ, თითქმის არც ერთი აბორიგენი არ დარჩენილა წარმართი. მისიონერმა თავისი მოღვაწეობა უფრო ვრცელ ტერიტორიებზეც განაგრძო. ამასობაში თითქმის თხუთმეტმა წელმაც განვლო.

Afios Inokentios tis Alaskas 01

1838 წელს, წმიდანი ოჯახთან ერთად მოსკოვში დაბრუნდა და კრემლში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში იქნა განწესებული. თუმცა, 1838 წლის 25 ნოემბერს, მისი დღესასწაულის დღეს, იმპერატორი ეკატერინე გარდაიცვალა. წმიდანი მოსკოვის მიტროპოლიტის ფილარეტის რჩევით, 1840 წლის 27 ნოემბერს, მონაზვნად აღიკვეცა და მას ინოკენტი ეწოდა ირკუტსკის წმიდა ინოკენტის  (26 ნოემბერი) პატივსაცემად. მისი მონაზვნად აღკვეცა მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტის ხელით განხორციელდა. 1840 წლის 13 დეკემბერს, იგი კამჩატკის, კურილის და ალეუტის კუნძულების  ეპისკოპოსად დაადგინესს, ამავდროულად მას მიენიჭა ასევე კანონიერი უფლება ყველა შორეულ მისიონერულ ადგილებზე. მისი რეზიდენცია ქალაქ სიტკაში მდებარეობდა.

სწორედ აქ არის მისი უზარმაზარი ღვაწლი. წმიდანმა დააარსა სასულიერო სკოლა. წარმოუდგენლად რთულ გარემოში უხდებოდა მას მუშაობა,  კვეთდა გაყინულ მიწებსა და გამუდმებით საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. სამი წლის განმავლობაში, მან თავის ერთ-ერთ თანამზრახველთან ერთად, მარხილებით, ზოგჯერ კი ფეხითაც მოიარა კამჩატკის ყინულით დაფარული ტერიტორიების 5 ათასზე მეტი კილომეტრი. სკოლების დაარსება მის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. სწორედ ამის შესახებ წერდა იგი, 1845 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს: „ვცდილობდი მესწავლებინა ღმრთის ყველა შვილისთვის. თუკი, ალეუტელებს მე უყვარვარ, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ვასწავლე“.

იმავე პერიოდში, დაახლოებით 1850 წლისათვის, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმიდა ინოკენტის საეპისკოპოსო ფართოვდება და იგი მოიცავს მთელი იაკუტიის ფარგლებს. საეპისკოპოსოს რეზიდენცია კი ქალაქ სიტკადან ციმბირის ქალაქ იაკუტსკში გადადის. გარდა ამისა, მას ენიჭება მთავარეპისკოპოსის ხარისხი და მის კომპეტენციაში 200.000 მეტი სული შედის. სწორედ ამ დროს, ახალი მისიონერული ბრძოლები იწყება. 1857 წელს, წმიდა ინოკენტი მონაწილეობას იღებს პეტერბურგში გამართულ ეპისკოპოსთა საერთო კრებაში, სადაც მას სამისიონერო საქმისთვის დამხმარედ  კიდევ ორი ეპისკოპოსი გამოუყვეს .

უკვე 70 წლის ასაკში მყოფ წმიდა ინოკენტის, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, განსაკუთრებით კი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, სურს რომ გადადგეს თანამდებობიდან და რომელიმე მონასტერში განმარტოვდეს. თუმცა, უფალმა, რომელიც ზრუნავს სამყაროს ისტორიაზე, ყველაფერი სხვაგვარად ინება. 1868 წლის 25 მაისს, წმიდა ინოკენტი მოსკოვის მიტროპოლიტად იქნა კურთხეული.

თავისი ახალი წოდების დროსაც წმიდანი მეტად თავდაუზოგავად იღწვოდა. იგი სრულიად დაბრმავდა, მან მეფისგან ვერ მიიღო თანამდებობის დატოვების ნებართვა, მიუხედავად ამისა, იგი მაინც ენერგიულად აგრძელებდა საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობას, საღმრთო ლიტურგიასა და სხვა ღმრთისმსახურებების დროს ზეპირად წირავდა. 1879 წლის 31 მარტს, შაბათ დღეს მიაბარა მან თავისი წმიდა სული უფალს. იგი 58 წლის განმავლობაში მღვდელმსახურობდა ღმრთის სიტყვას. დაკრძალულია წმიდა სერგის წმიდა სამების ლავრაში.

შინაარსი
სანიშნეები