როგორ ხდება შინაგანად ჩვენში ქრისტეს აღდგომა? (I ნაწილი)

25 April 2014

ძმანო და მამანო, აი უკვე დადგა აღდგომის დღესასწაული, სიხარულის მომნიჭებელი დღე, რომელიც ჩვენ დიდ ტკბობასა და სიხარულს გვაძლევს, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, რომელიც ყოველ წელიწადს მეორდება, თუმცა კი, იგი ყოველდღიურად და მუდმივად სრულდება იმ ადამიანთა სულებში, ვინც კი მის საიდუმლოს იცნობს, რომელიც ჩვენს გულებს სიხარულითა და ენით გამოუთქმელი ნეტარებით აღავსებს. ამავდროულად, აღგომის ბრწყინვალე დღესასწაულით სრულდება წმიდა მარხვის დაქანცულობა, ან უფრო უკეთესად რომ ვთქვა, მას მიეცა საზღაური და ამავე დროს, ნუგეში სცა ჩვენს სულებს. სწორედ ამის გამო, აკი თავისთან უხმო ყველა მორწმუნეს განსვენებისა და ევქარისტიისათვის, მან (მარხვამ), როგორც ხედავთ, გაიარა.

მაშ, მოდით, ყველამ ერთად მადლობა ვუთხრათ უფალს, რადგან იგი მარხვის ზღვის გადაცურვაში დაგვეხმარა და თავისი აღდგომის სიხარულით აღსავსე ნავსადგურში შეგვიძღვა.

Worshippers hold candles as they take part in the Christian Orthodox Holy Fire ceremony at the Church of the Holy Sepulchre in Jerusalem's Old city

მადლობა ვუთხრათ უფალს ასევე იმათმა, ვინც კი მარხვის გზაზე გატაცებითა და სურვილით, გულმოდგინებით სავსე განზრახვითა და სათნოებათა მოსაპოვებლად წამოწყებული ბრძოლებით ვიმოგზაურეთ, ვინც კი დაუფიქრებლობითა და სულიერი სნეულებების მიზეზით ამ გზაზე სულმოკლეობა გამოვიჩინეთ.

რადგან იგი სწორედ ის არის, რომელიც გულმოდგინე მებრძოლებს გვირგვინებით ამკობს და მათ თავიანთი საქმეების შესაფერის საზღაურს ანიჭებს, თუმცაღა, სულით უფრო სუსტ ადამიანებს სინანულის უფლებას უტოვებს, რადგანაც უფალი გულმოწყალე და კაცთმოყვარეა, ღმერთი გაცილებით დიდ მნიშვნელობას  ჩვენი სულების განწყობასა და ჩვენს სწრაფვას ანიჭებს და არა ჩვენს ფიზიკურ ძალას, რომლის საშუალებითაც სათნოებაში ვიღწვით და გულითადი სურვილის მეშვეობით უფრო და უფრო დიდ საქმეებს ვეჭიდებით, ხოლო ჩვენი სხეულის სნეულებების მიზეზით უფრო მცირე საქმეებთან გვიხდება შეჭიდება. ჩვენი ჩანაფიქრის შესაბამისად, უფალი თითოეულ ჩვენთაგანს სული წმიდის ჯილდოსა და მადლს გვინაწილებს, ან წინ წამოსწევს გამოჩენილსა და დიდებულ მებრძოლებს, ანდა უფრო დაბალ საფეხურზე მიუჩენს მათ ადგილს, რადგან კვლავ სჭირდებათ შეუპოვარი კათარზისი.

მაშ, მოდით ვნახოთ, თუკი დამეთანხმებით, და ყურადღებით განვიხილოთ, თუ რა არის ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს აღდგომის საიდუმლო, რომელიც ჩვენთვის, ვისაც კი ეს გვინდა, ყოველთვის საიდუმლოდ სრულდება, ვნახოთ, თუ როგორ იმარხება ქრისტე ჩვენში, როგორც სამარხში, თუ როგორ აღდგება იგი, როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩვენთან ერთად, რადგან ის  ჩვენს სულებს ერწყმის. რისი თქმაც ახლა მაქვს განზრახული, შემდეგში მდგომარეობს:

ჩვენი უფალი იესო ქრისტე ჯვარს ეცვა და ჯვარზე გააკრა სამყაროს ცოდვამ, მან გამოსცადა სიკვდილი და ჯოჯოხეთის წიაღში ჩავიდა. თუმცა, როდესაც ის ჯოჯოხეთიდან დაბრუნდა, კვლავ თავის უმწიკვლო სხეულს შეუერთდა, რომელსაც ღმრთაებრიობა არ დაეკარგა და მაშინვე აღსდგა მკვდრეთით. ამის შემდეგ, იესო ქრისტე ზეცაში დიდებითა და ძლიერებით ავიდა, ასეა ახლაც, როდესაც ჩვენ გავდივართ ცოდვის სამყაროდან და შევდივართ, უფლის ვნებების მიბაძვით, თავმდაბლობისა და სინანულის სამარეში, იგი თავად ჩამოდის ზეციდან და ჩვენს სხეულში ისე შემოდის, როგორც საფლავში, და როდესაც უფალი ჩვენს სულებთან ერთიანდება, მათ, ვინც  ყოველგვარი კამათის გარეშე მკვდრებად იყვნენ მიჩნეულნი, კვლავ აღადგენს. და ზუსტად მაშინ სთხოვს მას, ვინც კი ამ გზით ქრისტესთან ერთად აღსდგა, რომ დაინახოს მისი საიდუმლო აღდგომის დიდება.

მაშ, ქრისტეს აღდგომა ჩვენი საკუთარი აღდგომაა, მათი აღდგომაა, ვინც კი ცოდვებით ვართ დაცემულნი. რადგან ის, ვინც არასდროს დაცემულა ცოდვით, როგორც ეს დაწერილია, ვისაც თავისი დიდებიდან მცირეოდენიც კი არ მოჰკლებია, ის, ვინც ყოველთვის ყველა სულიერზე უფრო მეტადაა განდიდებული და ამავდროულად, ვინც ყოველგვარი საწყისისა და ძალაუფლების დასაბამია, განა კი შესაძლებელია რომ ოდესმე აღდგეს ან განდიდდეს? იესო ქრისტეს აღდგომა და დიდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი საკუთარი დიდებაა, რომელიც ჩვენში იესო ქრისტეს აღდგომით მიიღწევა და მის დასანახავად ამგვარად მჟღავნდება ჩვენთვის. რადგან ის ერთხელ უკვე დასახლდა ჩვენს ბუნებაში, მანამ სანამ ის ჩვენში იქნება განხორციელებული, ყოველივე ეს მის მიერ იარსებებს. სულის აღდგომა ეს ცხოვრებასთან შერწყმაა. ეს იმიტომ, რომ ზუსტად ისევე, როგორც მკვდარ სხეულს არ ძალუძს სიცოცხლე სულის გარეშე და ითვლება, რომ სულთან კავშირის გარეშე იგი მკვდარია, ასევე სულსაც არ ძალუძს თავისთავად სიცოცხლე, თუკი ის არ უკავშირდება ღმერთს, რეალურად მარადიულ სიცოცხლეს. რატომაა, რომ უფალთან გაერთიანებამდე, რომელიც ღმრთაებრივი საიდუმლოებების შეცნობით მიიღწევა, სულიერი ჭეშმარიტებების ჭვრეტა და ღმრთაებრივი მადლის შეგრძნება მკვდარია, თუმცაღა ის აზრითია და თავისი ბუნების შესაბამისად – უკვდავი.

რატომაა, რომ ცოდნაც კი უძლურია ჭვრეტის გარეშე, ხოლო ჭვრეტა კი უძლურია გრძნობის გარეშე. და ის, რასაც ახლა ვამბობ, შემდეგში მდგომარეობს: აუცილებელია, რომ ჭვრეტა დომინირებდეს, რადგან მასში არსებობს ცოდნაც და გრძნობაც (აქ სულიერება მაქვს მხედველობაში, რადგან ხორციელებაში გრძნობას ჭვრეტის გარეშეც შეუძლია არსებობა).

ზუსტად რას ვგულისხმობ? როდესაც ბრმა ქვას მიარტყავს ფეხს, იგი ამას გრძობს, თუმცაღა მკვდარი ვერაფერს გრძნობს. ზუსტად ასევეა სულიერებაში, თუკი გონება ვერ შეიცნობს იმ საგანთა არსს, რომლებიც აღემატებიან ყოველგვარ აზრს, მაშინ ის ვერც ღმრთაებრივი მადლის საიდუმლო ძალას შეიგრძნობს.

                                                                                             [გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები