Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
როგორ ხდება შინაგანად ჩვენში ქრისტეს აღდგომა? (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

როგორ ხდება შინაგანად ჩვენში ქრისტეს აღდგომა? (II ნაწილი)

28 April 2014

მაშასადამე ის ადამიანი, ვინც სულიერებაში მტკიცდება, სინამდვილეში რასაც შეიგრძნობს ის გონებაზე, სიტყვასა და ცნებაზე უფრო აღმატებულია, თუმცა, ვიდრე იგი ამას გააცნობიერებს, ემსგავსება ბრმა ადამიანს, რომელიც გრძნობს თუ რამდენი სიკეთე და ბოროტება არსებობს, თუმცა ვერ ხედავს იმას, რაც მის წინაა და რაც კი ხდება მისთვის სიცოცხლისა თუ სიკვდილის მიზეზით. რადგან იგი საერთოდ ვერ  აცნობიერებს, თუ რატომ სდევს მას ამდენი კარგი თუ ცუდი და ეს იმიტომ ხდება, რომ მას მხედველობითი ძალა და შეგრძნება არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, იგი მრავალჯერ აღმართავს თავის ჯოხს იმისათვის რომ მტერი განდევნოს, თუმცა მის მაგივრად ჯოხს მეგობარს ურტყამს, მაშინ როცა მტერი მის წინაშე დგას და მას დასცინის.

წყარო: სოციალური ქსელის გვერდი „ΙΧΘΥΣ“

წყარო: სოციალური ქსელის გვერდი „ΙΧΘΥΣ“

ადამიანთა უმრავლესობას სწამს იესო ქრისტეს აღდგომა, თუმცა ძალიან მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მას თვალნათლივ ხედავს. ბუნებრივია, მათ, ვისაც ეს არ უნახავთ, არც იესო ქრისტეს, როგორც წმინდანისა და უფლის, თაყვანისცემა შეუძლიათ.

„და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (I კორინთელთა მიმართ 12, 3).

მაშ ახლა როგორღა მოგვიწოდებს სული წმიდა – თითქოსდა ვიხილეთ ის, რაც არ გვიხილავს – რომ წარმოვთქვათ „ვიხილეთ ქრისტეს აღდგომა“, ქრისტე ხომ მხოლოდ ერთხელ აღდგა ათასი წლის წინათ და რა თქმა უნდა, არც არავის უხილავს იგი აღდგომის ჟამს? იქნებ, წმიდა წერილს სურს, რომ ვიცრუოთ? რა თქმა უნდა, არა, პირიქით, ის მოგვიწოდებს რომ სიმართლე ვთქვათ, რადგან იესო ქრისტეს აღდგომა ყოველი ადამიანის სულში განცალკევებით ხდება და რასაკვირველია, არა ერთხელ, არამედ გავბედავ და ვიტყვი, რომ ყოვლისმპყრობელი უფალი იესო ქრისტე გამუდმებით აღდგება ჩვენში. რადგან სული წმიდის ნათელის მომფენი მადლი ჩვენ გვიმჟღავნებს ყოვლისმპყრობელი იესო ქრისტეს აღდგომას, როგორც დილის სინათლის ღვრას და უფრო უკეთესად რომ ვთქვათ, გვაძლევს ნიჭს იმისას, რომ ვიხილოთ თვით მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე.  სწორედ ამის გამო ვამბობთ: „ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩუენ“ რაც ფაქტიურად მიანიშნებს უფლის მეორედ მოსვლაზე, დასასრულს კი დავსძენთ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა „უფლისათა“.

მაშ, ვისაც  სულიერად სრულად გამოეცხადება მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, ის გაცხადდება მათთვის და მისი ხილვა უკვე სულიერი თვალით ექნება შესაძლებელი. მაშასადამე, როდესაც ქრისტე დაივანებს ჩვენში სული წმიდის მადლის მეშვეობით, ჩვენ მკვდრეთით აღგვადგენს, სიცოცხლეს მოგვანჭებს და ღირს გაგვხდის იმისას, რომ უფალი ჩვენ ჩვენს თავში ცოცხლად ვიხილოთ, ვიხილოთ ის, ვინც უკვდავია და არა მხოლოდ ეს, უფალი ამასთან ერთად, გვანიჭებს მადლს, რათა გავაცნობიეროთ რომ ჩვენც იესო ქრისტესთან ერთად აღვდგებით და მასთან ერთად  ვიდიდებით, როგორც ეს წმიდა წერილშია აღნიშნული.

ყოველივე ეს არის ქრისტიანთა ღმრთაებრივი საიდუმლო, ეს არის ჩვენი რწმენის დაფარული ძალა, რომელსაც ურწმუნონი ან ორჭოფნი, ან უფრო კარგად რომ ვთქვა, მცირედმორწმუნენი ვერ ხედავენ და დაბეჯითებით შემიძლია აღვნიშნო, რომ ვერც ვერასდროს შეძლებენ მის დანახვას.

ურწმუნონი, ორჭოფნი და მცირედმორწმუნენი თავიანთი საქმეებით ვერ ამტკიცებენ თავიანთ რწმენას. ხოლო საქმეების გარეშე კი თავად დემონებსაც კი სწამთ ღმერთის და აღიარებენ რომ იესო ქრისტე ყოვლისმპყრობელი უფალია. „რადგან გხედავთ შენ“, ეუბნებიან მას, „ძეს ღმრთისას“, და სხვაგან: „ადამიანები მაღალი ღმერთის მონები არიან“. თუმცა, არც ეშმაკებისთვის და არც ადამიანებისათვის ამ აღიარებას სარგებელი არ მოუტანია. ამგვარ რწმენას ხომ არანაირი სარგებელი არ მოჰყვება, რადგანაც თანახმად ღმრთაებრივი მოციქულისა, იგი მკვდარია: „გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს“ (იაკობი 2, 20), ზუსტად ისევე, როგორც საქმენი სარწმუნოების გარეშე. და რატომ არის მკვდარი? რადგან მასში არ არის ღმერთი, რომელიც ყოველივეს სიცოცხლეს ანიჭებს. ნება მიეცით, რომ თავისი მყოფობით აღადგინოს ის, რაც მკვდარია თქვენში, სიცოცხლე მოგანიჭოთ და ღირსი გაგხადოთ იმისა, რომ თვალნათლივ და სრულად დაინახოთ ის, ვინც აღდგა თქვენში და აღგადგინათ თქვენც. სწორედ ამის გამოა, რომ რწმენა შეიძლება იყოს მკვდარი და ისინიც მკვდრები არიან, ვისაც კეთილი საქმეების კეთების გარეშე აქვთ რწმენა. რადგან ღმრთისადმი რწმენა ყოველთვის ცოცხლობს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ვინც კი სიკეთის კეთებისა და მისი ჩახუტების სურვილითაა გულანთებული. ასეთი რწმენა მრავალ ადამიანს წარუძღვა წინ სიკვდილიდან სიცოცხლეში, რადგან მათ ჯერ ღმრთის მცნებები შეასრულეს, შემდეგ კი მათთვის გაცხადდა იესო ქრისტე და ღმერთი. და თუკი, დარჩნენ მისი მცნებების ერთგულნი და სიკვდილამდე იცავდნენ მათ, მაშინ ისინიც მათთგან დაცვას მოელიან. აღსანიშნავია გამოვყოთ ისინი მათთან მიმარებაში, რომლებიც აშკარად საკუთარი რწმენის იმედად დადგნენ, რამდენადაც  როგორც პირობითად მობრუნდნენ უკან როგორც მომართულნი ისარნი და წინამძღვარნი საკუთარი საქმეებისა, მაშინვე მათმა რწმენამ განიცადა დაღუპვა და სამწუხაროდ მოიკვეთეს თავიანთი თავი ჭეშმარიტი სიმდიდრისაგან, რომელიც არის ქრისტე ღმერთი.

გევედრებით, ჩვენც რომ ასეთი რამ არ დაგვემართოს, რაც კი ძალა და ღონე შეგვწევს, დავიცვათ უფლის მცნებები, რათა წარსული და მომავალი სიკეთით დავტკბეთ, რა თქმა უნდა, აქ, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ იესო ქრისტეს სახეს, რომელსაც, ნეტავ კი, თითოეულმა ჩვენთაგანმა მივაღწიოთ ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს შემწეობით, რომელსაც ეკუთვნის ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

(„ჯვარი და აღდგომა“, გამომცემლობა „აკრიტასი“, გვ. 152-158)

შინაარსი
სანიშნეები