Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ერთ მონაზონს სხეულის მკვდრეთით აღდგომის შესახებ | PEMPTOUSIA

ერთ მონაზონს სხეულის მკვდრეთით აღდგომის შესახებ

11 May 2014

ჩვენი რწმენა მთლიანად არის რწმენა აღდგომისა. იგი მკვდრეთით აღადგენს გარდაცვალებულთა სულებს, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო დიდი სასწაულია. მაშ, როგორ არ შეეძლება მას სხეულთა მკვდრეთით აღდგომაც? შენ ყოვლისშემძლე უფლის მიმართ, ზეცისა და მიწის შემოქმედის მიმართ ურყევ რწმენას აღიარებ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მოსვენებას არ გაძლევს შემდეგი კითხვა: „როგორ აღადგენს უფალი მკვდრეთით დაუძლურებულსა და დამჭკნარ სხეულებს?“. ყურადღებით იყავი, რათა იესო ქრისტეს მტრებს – სადუკეველებს არ დაემსგავსო, რომლებმაც სწრაფად ირწმუნეს უფლის, თუმცა, მკვდრეთით აღდგომა უარყვეს.

Anastasi 001

განა, სიკვდილის ჟამს ერთი და იგივე არ არის ახალგაზრდა თუ დაუძლურებული სხეული? განა, როგორც ერთი, ისე მეორე, მიწად არ იქცევა, რომლისგანაც თავდაპირველად შეიქმნენ ისინი? ამგვარად, ერთიცა და მეორეც თანაბრად აღდგებიან მკვდრეთით უკანასკნელ დღეს – სამსჯავროს დღეს, შემოქმედის სიტყვის მეშვეობით. არც მოხუცებულთა ფერხთათვის დამახასიათებელი უძლურება შეაფერხებს და არც ახალგაზრდული სისხარტე დააჩქარებს საფლავებიდან გარდაცვალებულთა წამოყენებას. უფლის სიტყვას ყოველივე ძალუძს. სწორედ ის არის სიცოცხლის მომნიჭებელი და სიკვდილის მომტანი, იგი ქმნის და ანადგურებს. „რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ“ (მარკოზი 10, 27).

გულუბრყვილოდ ამბობ, რომ არაფრით არ გინდა ღმრთის სასუფეველში შენი ახლანდელი მოხუცი და უძლური სხეულით დამკვიდრება. და არც დამკვიდრდები, ჩემო დაო, ამისი ნუ შეგეშინდება! როდესაც უღმერთო ადამიანის მკვდარი სული მკვდრეთით აღდგება და რწმენით ცოცხლდება, მისი ახალი სული ოდნავღა თუ ჰგავს თავის ძველ, მკვდარ სულს, თუმცა მისი პიროვნული თვისებები იმ შეგნებით რჩება, რომელიც მას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. ეს იმას ჰგავს, რომ ვინმემ ტანთ ძონძები გაიძროს და აბრეშუმით შეიმოსოს. მსგავსი რამ ემართებათ ასევე სხეულებსაც. „და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი“ (კორინთელთა მიმართ I ეპ. 15, 40), სულიერი სხეულები, რომლებიც არ იხრწნებიან და ხორციელი, მიწიერი სხეულები, რომლებიც იხრწნებიან. როგორიც არ უნდა იყოს მიწიერი სხეული, ახალგაზრდა თუ უძლური, ის რეალურად ზეციურ სხეულებთან შედარებით საზიზღარი იქნება. წმინდა მოწამე იპოლიტე წერს: „ჩვენ გვწამს, რომ სხეულები მკვდრეთით აღდგებიან არა იმ სახით, როგორი სახითაც ისინი ამჟამად არიან, არამედ ისინი განწმენდილნი იქნებიან და დაზიანებანი (ნაკლოვანებები) აღარ ექნებათ. ყოველ სხეულში მისივე სული დაბრუნდება“.

როგორ დაუჯერებლად განსხვავებულია რომელიმე ხის ყვავილი მისი ფესვისგან! და მიუხედავად ამისა, ხე ერთიანია და განუყოფელია როგორც თავისი ფესვისგან, ასევე ის იდენტურია და განუყოფელია თავისი ყვავილისაგან. და როგორც ყვავილი თავისი მშვენიერებით აღემატება ფესვს, ისე მკვდრეთით აღმდგარი სხეულები მშვენიერებით მკვეთრად აღემატებიან ჩვენს მიწიერ სხეულებს.

მაშ, გიხაროდეს, ასულოვ მკვდრეთით აღმდგარი უფლისა! და სიხარულით მიიღე იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი. სწორედ მისი მეშვეობით შენ შენი თავისთვის ზეციურ სხეულს მოამზადებ, რომელიც მისი სხეულის მსგავსი იქნება, უფლისა, რომელიც ძალითა და სიკეთით ამქვეყნად ყოველივეს აღემატება, რისი დანახვაც კი თვალითაა შესაძლებელი და რისი ზმანებაც კი სიზმრად შეიძლება.

 (წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, „არ კმარა მხოლოდ და მხოლოდ რწმენა….“, მისიონერული წერილები 2, გამომცემლობა „ენ პლო“, გვ. 23-24.).

შინაარსი
სანიშნეები