Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ათანასე დიდი, მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ბუმბერაზი (წმიდა ნაწილების აღმოყვანება) | PEMPTOUSIA

წმიდა ათანასე დიდი, მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ბუმბერაზი (წმიდა ნაწილების აღმოყვანება)

15 May 2014

წმიდა ათანასე ქრისტეშობიდან 295 წელს დაიბადა. იგი კონსტანტინე დიდის მეფობის წლებში ცხოვრობდა. ჯერ კიდევ როგორც დიაკონი ათანასე ესწრებოდა პირველ მსოფლიო კრებას, რომელიც ქრისტეშობიდან 325 წელს შედგა მცირე აზიის ქალაქ ნიკეაში, სადაც სიბრძნით აღსავსე სიტყვებითა და წმიდა წერილის მაგალითებით საჯაროდ ამხილა ერეტიკოსი არიოზი. როდესაც გარდაიცვალა ალექსანდრიის ეპისკოპოსი ალექსანდრე, ათანასე დიდმა მისი ადგილი დაიკავა და  უფლის შიშით აღსავსემ დაიწყო  თავისი საეპისკოპოსოს მწყემსვა.

Agios Athanasios Megas 031

რადგან კონსტანტინე დიდის ვაჟი – კონსტანტი არიოზის მიმდევარი იყო, მან, ერეტიკოსთა გაქეზებით, წმიდანის დევნა დაიწყო.

გარდა ამისა, წმიდანს ცილს სწამებდნენ ასევე სხვადასხვა დანაშაულში, რის გამოც, მას ნება არ დართეს, რომ თავის საეპისკოპოსო ადგილს დაჰბრუნებოდა. ერთ-ერთი ასეთი ცილისწამება იყო შემდეგი: არიანელებმა რომელიღაც გარდაცვლილის ხელი აიღეს, გაახმეს, ყუთში მოათავსეს და ასე წარმოადგინეს კრებაზე. ისინი ამბობდნენ, რომ „ეს ხელი არსენიოსისა იყო, რომელიც ათანასემ ჯადოქრობით მოკლა“.

უფლის ნებითა და შემწეობით, არსენიოსი  სწორედ იმ დღეებში ჩავიდა ტიროში. იგი იმალებოდა, რადგან შიშობდა ვაითუ ათანასე დიდი გამოააშკარავებდა ამ ცილისწამებას. წმიდა ათანასემ შეიტყო მისი ჩამოსვლის შესახებ და შეხვდა კიდეც მას. როდესაც დადგა ათანასეს კრებაზე წარდგენის დღე, სადაც უნდა განესაჯათ იგი, წმიდანმა სხვა ტანისამოსით შემოსილი არსენიოსიც წაიყვანა თან. ათანასემ, რომელსაც ბრალს სდებდნენ არსენიოსის მკვლელობაში, ჰკითხა იქ დამსწრეთ, იცნობდნენ თუ არა ისინი არსენიოსს?

– დიახ, ჩვენ ვიცნობთ მას,- უპასუხეს ბრალმდებლებმა. მაშინ წმიდანმა კრებას წარუდგინა არსენიოსი და ჰკითხა მათ: -ეს არის არსენიოსი?

– დიახ, ეს არის,- უპასუხეს მათ სუნთქვაშეკრულებმა.

მაშინ წმიდანმა მათ უჩვენა არსენიოსის ხელები და უთხრა:

– აი, მისი მარჯვენა ხელი და აი, მისი მარცხენა ხელი, რომლებიც ყოველ ჩვენთაგანს ადამიდან და ევადან დაწყებული დაბადებიდანვე  დაგვყვება. და მოდით, ნურავინ მოვითხოვთ არსენიოსისაგან მესამე ხელს!

არიანელები ძალიან შერცხვნენ, თუმცა განრისხებულნი გავიდნენ კრებიდან და დაიწყეს ხალხის გაქეზება ათანასე დიდის წინააღმდეგ, რაც გამოუვიდათ კიდეც. წმიდანი გადარჩენის მიზნით, იძულებული იყო თავი დამშრალი ჭის სიბნელესა და უწყლო ადგილისათვის შეეფარებინა, სადაც იგი ექვსი წლის განმავლობაში იმალებოდა. სწორედ ეს იყო მისი წამების დასაწყისი. შემდგომი კი თითქმის ორმოცდაორი წელიწადი მან დევნასა და გადასახლებებში გაატარა. ბოლოს და ბოლოს, ქრისტეშობიდან 373 წელს, წმიდა ათანასემ მიაღწია უფლის ტახტს და ღრმად მოხუცებულმა დაასრულა სიცოცხლე ღმრთის მადლობელმა და მადიდებელმა.

მისი ხსენების დღეა 18 იანვარი, ხოლო მისი წმინდა ნაწილების აღმობრძანების დღე კი – 2 მაისი.

წყარო: „მართლმადიდებელი სკა“, თესალონიკი. 

შინაარსი
სანიშნეები