Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (I ნაწილი) | PEMPTOUSIA

წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (I ნაწილი)

24 May 2014

….ათონის წმიდა მთის გაცნობის პირველსავე წლებში გავიცანი ეს წმიდა ადამიანი, სრულიად გაცნობიერებული მაქვს, როდესაც ვამბობ წმიდას. იქნებ, სწორედ ის იყო პირველი ჭეშმარიტი მთაწმიდელი, რომელიც შემხვდა: უბოროტო, გულწრფელი, უანგარო, მიუკერძოებელი, პირდაპირი და ძალიან უბრალო. იგი წარმოშობით მარმარილოს ზღვის ფაშალიმანიდან იყო. მისი მშობლები კონსტანტინე და ანასტასია ბიციუები იყვნენ. ევდოკიმე 1914 წელს დაიბადა. ათონის წმიდა მთაზე თოთხმეტი წლის ასაკში მოვიდა, რადგან მისი ახლობლები სამუდამოდ საცხოვრებლად მეზობელ სოფელში – ურანოპოლისში გადასულან. თუმცაღა ყველა სამონასტრო ტიპიკონი ერთხმად კრძალავს მონასტრებში უწვერულთა ცხოვრებას, ჩანს რომ ყოველთვის ხდებოდა გამონაკლისები, თვით ათონის წმიდა მთაზეც კი, სადაც არასდროს დაუდგამთ ფეხი მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს. მსგავსი დარღვევები ძირითადად ხდებოდა ისეთ კელიებში, სადაც ნათესავები იმყოფებოდნენ.

I.Skiti Ag. Dimitriou 110

ვატოპედის სკიტის, წმიდა პანტელეიმონის სახელობის კელიაში, ბერ ევდოკიმეს ნათესავი ყოლია. პატარა ლევტერის – ეს ევდოკიმეს ნათლობის სახელი იყო – ყური მოუკრავს, რომ ამ კელიაში აკეთებდნენ უგემრიელეს ლახათ-ლუკუმს, კარგ „ცირიხტას“, როგორც მას აღმოსავლეთელები უხმობდნენ. პატარა ლევტერი ამდგარა და წამოსულა თავისი სოფლიდან, ურანოპოლისიდან ათონის მთაზე, რომელიც ძალიან შორს სავალ გზაზე მდებარეობდა, რადგან მაშინ გადასაადგილებელი საშუალებები არ იყო განვითარებული, მოგზაურობებს ძირითადად სანიჩბე გემებით ახორციელებდნენ. და ასე აღმოჩნდა სკიტში ლახათ-ლუკუმის საჭმელად. თუმცაღა განა ეს ტკბილეული ისეთი გემრიელი აღმოჩნდა, რომ დაატყვევა პატარა ლევტერი და მას გადააწყვეტინა მონაზვნების კელიაში სამუდამოდ დარჩენილიყო? აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი სიჭაბუკის დასაწყისში მოხდა, იმ წლებში, როდესაც ეშმაკი სამყაროს ცდუნებებს გვიმჟღავნებს ხოლმე.

მწამს, რომ კარგი ლახათ-ლუკუმი ერთგვარი სატყუარა იყო, განმარტოებასთან თანხვედრის ერთგვარი წერტილი იყო. სინამდვილეში, პატარა ლევტერის უკვე თავის თავში ჰქონდა ჩაბეჭდილი, რომ თავი მიეცა ქრისტესათვის. მან მთელი თავისი სიცოცხლე – დაწყებული სიჭაბუკის წლებიდან ვიდრე მიაბარებდა სხეულს დედამიწას – მიუძღვნა ქრისტეს. ლევტერიმ სკიტის მკაცრი ცხოვრების წესი არჩია სოფლის უდარდელობას. იმ წლებში, წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტში აკრძალული იყო ცხოველების, როგორც გადაადგილების საშუალების გამოყენება. ფეხით ადი-ჩადიოდნენ მონასტერში სურსათის მარაგით – როგორც მთაწმიდაზე უწოდებენ „კუმბანიებით“ დატვირთული მხრებით – რაც ჩვეულებრივ ახალგაზრდა მონაზვნების მოვალეობას წარმოადგენდა.

1980 წლის ივლისში დოქიარის მონასტერში თორმეტი მონაზონი მოვთავსდით. ნება მიბოძეთ ყოველივე ისე ვთქვა, როგორც ეს სინამდვილეში გამოვიარე. ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არავის გვქონდა სქემა შემოსილი. მაშინ ძმებს, რომლებიც გარედან (წმიდა მთის გარედან, რედ.) მოდიოდნენ უკვე ჰქონდათ რაიმე სახის სქემა. ზოგიერთი მათგანი მეტად ცოცხალი ენერგიის მქონე იყო, ზოგი – ასე, ზოგი – ისე. ჩვენ არ გვქონდა სქემა და ამიტომ ჩვენთვის რთული იყო ბერებთან მიახლოება. ევრიტანიის მთებიდან (მდებარეობს ცენტრალურ საბერძნეთში) დაწყებული, ღრმა ფესვებით პატმოსის კუნძულზე, ცოტა დაბნეულობა გამოვიწვიეთ. ორი რამ: სიღატაკე, ცხოველური და ეჭვიანი პატივისმცემლები, სრულიად ვერ თავსდებოდა თავშეკავებული მთაწმინდელის ფარგლებში. პირველს სქემის ეშინოდა. მეორე კი წინააღმდეგობის გარეშე თავს არიდებდა.

და სწორედ ამ მდგომარეობაში ვიყავით, მასთან ურთიერთობისას, ბერი ევდოკიმე კი ყოველივე ამის მაღლა იდგა. იგი ყოველთვის სადღესასწაულო სიხარულით გვხვდებოდა თავის კელიაში, მთელი თავისი გულით, სრულიად არ ორჭოფობდა იმის გამო, რომ ვიყავით ახალი, უცხო მხარიდან მოსული „ღმრთისმოსავი“ მონაზვნები, რომლებიც იმისათვის მოვედით აქ, რომ გამოგვესწორებინა ათონის მთის „ნაკლოვანებები“. ასევე სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ ახალბედები ვიყავით, რომლის დაძლევა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში მას დიდი ღვაწლი გააჩნდა ათონზე, გატარებულ წლებთან ერთად, ჩვენ ალერსიანად გვხვდებოდა თავის მორჩილთან, მაშინ მონაზონ გერმანოზთან ერთად, შემდეგ კი – ეგნატესთან, რომელსაც დიდი სქემა ემოსა. მხიარული ღიმილით, მშვიდი და კეთილი სახის გამომეტყველებით გვეგებებოდა და მორცხვი ბავშვივით მიგვიძღვოდა წინ, თან ამას გვეუბნებოდა:

– ვნახოთ, კიდევ როდის მოგვცემს უფალი ერთმანეთის ნახვის შესაძლებლობას.

სრულიად არ გვაგრძნობინებდა იმას, რომ იგი ძველი მთაწმიდელი და ყოვლისმცოდნე ბერი იყო, ჩვენ კი – ბავშვები. ყოველთვის თავმდაბლობით, პატივისცემით და სიყვარულით, გულწრფელი სიყვარულით გვეგებებოდა. ამ ადამიანში არანაირი პრეტენზია არ არსებობდა. მისი ღიმილი მართალი იყო და არა მოჩვენებითი, სიხარულით სავსე გულის ნაჟური. იგი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც პირში სხვას გეუბნება, ხოლო ზურგსუკან კი – სხვას ლაპარაკობს შენზე. ყოველთვის, როცა მის სენაკში მივდიოდით, სუფრას გვიწყობდა. ხშირად გველოდებოდა, რომ ერთად გვეჭამა. მის საკვებს შეადგენდა კონსერვის კალამარი, ახალი ხახვი და კამა.

ზოგჯერ ტელეფონითაც ვესაუბრებოდი, თუმცაღა ამ მოწყობილობასთან კარგად არა მაქვს საქმე.

– როგორ ხარ, მამაო ევდოკიმე?

– მე უკან ვიხევ, რათა ჩემმა ძმამ გაიმარჯვოს!

ეს სიტყვები გულში უნდა შევინახოთ: „მე უკან ვიხევ, რათა ჩემმა ძმამ გაიმარჯვოს“! სინამდვილეში ბერი ევდოკიმე და მონაზონი ეგნატე არ იყვნენ, როგორც ბერი და მისი მორჩილი, რადგან ეგნატე სხვა კელიიდან იყო. როდესაც მისი კელიის ბერები გარდაიცვალენ, იგი ბერი ევდოკიმეს კელიაში გადავიდა, რათა მარტო არ ყოფილიყო. სხვა ჩვეულებები და წესები ჰქონდა ბერ ევდოკიმეს და სხვა – მონაზონ ეგნატეს. თანაცხოვრება, თუნდაც ოჯახში და თუნდაც მონასტერში, ეს ჭეშმარიტი მოწამეობაა.

პირველი რამ, რაც უნდა დავძლიოთ, ჩვენი საკუთარი თავისებურებებია, რომელსაც ჩვენ მონასტრულ ენაზე „იდიორითმიებს“ ვუწოდებთ. აუცილებელია თავი დავიმდაბლოთ, ყოველ წამს მიწა ვჭამოთ იმისათვის, რომ თუნდაც მხეცებთან ერთად შევძლოთ ცხოვრება, შევეგუოთ სხვებს და მშვიდობიანად ვიცხოვროთ მათთან ერთად, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩემი ცხოვრების მანძილზე სწორედ ეს მოწამეობრიობა და სხვადასხვა მხარისა და სხვადასხვა აღზრდის ადამიანთა თანაცხოვრების თანამედროვე საიდუმლო მრავალჯერ მინახავს და ჩემს თავზეც ბევრჯელ გამომიცდია. ბერ ევდოკიმეს უძნელდებოდა ურთიერთობა მონაზონ ეგნატესთან, თუმცაღა ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, რადგან შემდეგ ანდაზას იმეორებდნენ: „მე უკან ვიხევ, რათა ჩემმა ძმამ გაიმარჯვოს“! და ამას ბერი ევდოკიმე არა ოხვრით ამბობდა, არამედ – ყოველთვის სახეზე ტკბილი ღიმილი დასთამაშებდა.

[გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები