ტკბილი მოგონებანი წმიდა გერასიმე პალადას დღესასწაულიდან

28 May 2014

ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში მთელი ბიზანტიური სიდიადით განხორციელდა ალექსანდრიის პატრიარქის წმიდა გერასიმე პალადას (1630-1714 წწ.) ხსენების საზეიმო დღესასწაული. ღონისძიებას უძღვებოდა პაპი და პატრიარქი წმიდისა ქალაქისა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე მეორე, მისი ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, ათონის წმიდა მთის სულიერი მოძღვარსა და მეთაურს, წარმოადგენდა მილეტის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი გახლდათ პელის ეპისკოპოსი ფილუმენი, კვიპროსის ეკლესიას წარმოადგენდა ლიდრას ეპისკოპოსი და მახერას მონასტრის წინამძღოლი ეპიფანე. ალექსანდრიის პატრიარქის გარემოცვაში იყვნენ კართაგენის მიტროპოლიტი ალექსი და ცენტრალური აფრიკის მიტროპოლიტი ნიკიფორე. დღესასწაულში მონაწილეობას იღებდა ასევე როდოსტოლის მეტად პატივსაცემი ეპისკოპოსი ქრისოსტომოს ლავრიოტისი.

Patriarxis Aleksandria Theodoros sto Agio Oros 06

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათონის წმიდა მთის წმიდა მონასტების შემდეგი იღუმენები: ხილანდარის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მეთოდე, დიონისეს წმიდა მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი პეტრე, პანტოკრატორის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი გაბრიელი, სიმონოპეტრას წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ელისე, ქსენოფონტეს წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ალექსი, ზოგრაფის წმიდა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ამბროსი, ღირსი გრიგოლის წმიდა მონასტრის წინამძღარი არქიმანდრიტი ქრისტოფორე. ალექსანდრიის პატრიარქის გარემოცვაში ასევე იყვნენ ალექსანდრიის წმიდა საბა განწმენდილის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტი და კვიპროსზე ალექსანდრიის პატრიარქის ეგზარქოსი ათინოდორე პაპაევრივიადისი.

ათონის წმიდა მთის წმიდა კინოტს დღესასწაულზე წარმოადგენდა ბერი ნიკოდიმოს წმიდაპავლელი. აღსანიშნავია, რომ თავიანთი წარმომადგენელი წმიდა მთის თითქმის ყველა მონასტერმა წარმოგზავნა. კარიესიდან მობრძანდნენ პროტატონის კარის ეკლესიის მსახურნი მამა იოაკიმ ვრახნიოტისი და მამა დავით კარეოტისი.

მსახურებას ხელმძღვანელობდა მღვდელმონაზონი ეგნატე რიღანასი და მამა პალადი, წმიდა პანტელეიმონის სახელობის სკიტის  კანონარხი.

მგალობელთა გუნდებს წინამძღოლობდნენ მამები დანიელი და სტეფანე დანიილეონის ძმობიდან, მამა დამასკინოს ახალსკიტელი, მღვდელმონაზონი ანტიპა კარეოტისი, მამა იოსები ვიღლადან, მამა სპირიდონ მცირეწმიდაანელი და გიორგი კონსტანტინუ.

დაე,  წმიდა გერასიმე პალადას მფარველობა და უფლის წყალობა არ მოგვკლებოდეს მრავალი წლის განმავლობაში ყველა ჩვენთაგანს.

შინაარსი
სანიშნეები