წმიდა ლუკა მკურნალი – მღვდელმსახურთა შესახებ

12 June 2014

…იმ მღვდლებს, რომლებიც ღმრთისმსახურებებს ამოკლებდნენ ან მათ ხშირად არ ასრულებდნენ, წმიდა ლუკა მკურნალი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებს ახსენებდა: „დაწყევლილი მიდიხარ, რადგან უფლის საქმეს დაუდევრად ასრულებ“. თავად იგი ყველა მსახურებას ასრულებდა, დიდი ყურადღებითა და ღმრთისმოშიშობით წირავდა, აუჩქარებლად, შემოკლების გარეშე. ურჩევდა მღველმსახურებს, რომ ყოველ დღე შეუწყვეტელი ცირკულარით შეესრულებინათ ყოველდღიური მსახურებანი და ელოცათ თავიანთი სამწყსოსათვის: „გვაქვს ისეთი ტაძრები, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში დაკეტილია, გარდა კვირა დღისა. განა, ეკლესია ყოველ დილით ღია არ უნდა იყოს, განა, ზარი არ უნდა რეკდეს და მორწმუნეებს უხმობდეს, რათა, თუნდაც ცოტა ხნით შემოვიდნენ ეკლესიაში, ვიდრე სამსახურებში წავლენ? თუკი, მორწმუნეს ეცოდინება, რომ ეკლესია ყოველ დილით ღიაა და რომ მღვდელი ცისკრის ლოცვებს, ჟამნებს და ა. შ. კითხულობს,  უფლის მადლი უძლურ ქრისტიანს გაესაუბრება და მას ტაძრისკენ მიიზიდავს, სადაც ნახავს, რომ მღვდელმსახური მასზე ლოცულობს… ვევედრები მღვდლებს, რომ ჩემი ეს თხოვნა დაიცვან. არ არის ძნელი მსახურებების კითხვა, მაშინაც კი, როდესაც მღვდელი მარტოა, მედავითნეს გარეშე.

დიდი იქნება უფლის ლოცვა-კურთხევა იმ მღვდლის მიმართ, რომელსაც ახსოვს, რომ უფალმა იგი ტაძარში სალოცავად განაწესა… თუკი, მღვდელმსახურის რწმენა და სული ნელთბილია, მაშინ ის როგორ შეძლებს რწმენის ცეცხლი დაანთოს იმ სულებში, რომლებიც ისე იღუპებიან, რომ ადამიანთა სულებში უფალს ვერ შეიცნობენ, უფალმა ხომ მას ამ ადამიანების მწყემსვა და მათზე ზრუნვა დააკისრა… იმ მღველმსახურს, რომელსაც არ გააჩნია თავისი მოვალეობის ელემენტარული ცოდნა, განა კი შეეძლება  რაიმე პრობლემის მოგვარება, როდესაც ძალიან ბევრი და უფრო სერიოზული პრობლემები იჩენს თავს…

Ag. Loukas Episkopos Symferoupoleos o Iatros 27

თქვენი, მღვდლების, ცხოვრების მიზანია, რომ უფლის ხალხი გამოკვებოთ. იქნებ, თქვენს სულიერ წოდებას ისე უყურებთ, როგორც თავის გამოკვების საშუალებას? იქნებ, თქვენს დიაკვნის ხარისსხს ისე ჭვრეტთ, როგორც ერთ უბრალო საქმეს, როგორც არსებობისათვის აუცილებელ პროფესიას? იცოდეთ, რომ ამგვარ მღვდლებს ხალხი  ძალიან იოლად ცნობს… ამ წლების განმავლობაში, ეკლესიამ მრავალ დარტყმას გაუძლო, დიდი იყო ჭრილობა და ნგრევა. ბუნებრივია, ყოველივე ეს უფალმა იმისათვის დაუშვა, რომ ჩვენ ჭეშმარიტ გზაზე დავეყენებინეთ, რადგან თავად ჩვენც დამნაშავენი ვართ. აუცილებელია, რომ მოვინანიოთ…  თუმცა, ყოველივე ეს, რაც თავს გადაგვხვდა, ჩვენთვის გაკვეთილი არ აღმოჩნდა, რადგან ვერაფერი გვასწავლა. ისევ ვაგრძელებთ იმავე შეცდომების დაშვებას, ზოგჯერ უფრო უარესი შეცდომებისაც კი, ვიდრე მანამდე. სწორედ ამის გამო, ადამიანებს იმედი უცრუვდებათ, შორდებიან ეკლესიას და ერესების ბადეში ხვდებიან, რასაც შედეგად სულის დაკარგვა მოსდევს“.

მღვდელმსახურთ მოუწოდებდა, რომ ყოველთვის უფლის სიტყვა ექადაგათ, თუნდაც მათ არ ჰქონოდათ შესაბამისი თეოლოგიური (საღმრთისმეტყველო) განათლება: „თუკი, მღვდელი უფლის მადლს (წყალობას) ითხოვს, თუკი მღვდლის გონება და გული გაჯერებულია უფლის სიტყვებით, მაშინ მისი პირი გულიდან ამეტყველდება. სულიწმიდა, რომელიც მღვდლის გულშია დავანებული, მღვდლის თავმდაბალი პირით იქადაგებს… წმიდა წერილში ქადაგების იმდენი თემაა მოცემული, რომ ადვილად შეუძლია ვინმეს მათი პოვნა, თუკი წაიკითხავს… გახსოვდეთ ძმანო, წმიდა სერაფიმ საროველი, რომელიც ყოველი კვირის განმავლობაში მთლიანად კითხულობდა ახალ აღთქმას… თუკი, არ შეგიძლია იქადაგო სიტყვით, სხვა რამით იქადაგე. კეთილსურნელება დააფრქვიე სხვა ადამიანების წინ შენი ცხოვრებით, შენი პიროვნებით, შენი ქრისტესადმი სიყვარულით, ქრისტიანული სიყვარულის, სუფთა და ღრმა რწმენის სულით. და თუკი, არ გაგაჩნია ეს კეთილსურნელება, მაშინ ვერც სიტყვის უნარით მოახერხებ გახდე მწყემსი, არამედ იქნები უბრალოდ დასაქმებული. მაგრამ რით გაიმართლებ თავს ქრისტეს  საშინელი განსჯის დროს?

მღვდლის გული ეს განსაკუთრებული გულია, რომელიც ყოველთვის უნდა ანათებდეს იესო ქრისტეს რწმენის სინათლით. მღვდელმსახურის გული უნდა იყოს ცეცხლი, რომელიც სახარების შუქით ბრწყინავს, იესო ქრისტეს ჯვრის მიმართ სიყვარულით ანათებს“

წყარო: არქიმანდრიტი ნექტარიოს ანტონოპულოსი, გამომცემლობა აკრიტა.

Σχετικά άρθρα წმიდა ლუკა ყირიმელი
წმიდა მთავარეპისკოპოსი ლუკა კეთილი სიტყვის ძალაზე Αλέξανδρος Χριστοδούλου 5 June 2015 "და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას“ (მათე 9,9,). და ვინ იყო ეს მატთეოსი (მათე), რომელიც შემდგომში დიდ მოციქულად და მახარებელად იქცა? იგი მებაჟე იყო და გადასახადებს კრეფდა. ხალხს  ბაჟის ამკრეფნი სძულდა და მათ, როგორც ცოდვილებს, ისე უცქერდა, რადგან მებ...
წმიდა მთავარეპისკოპოსი ლუკა კეთილი სიტყვის ძალაზე Αλέξανδρος Χριστοδούλου 26 July 2013 "და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას“ (მათე 9,9,).   და ვინ იყო ეს მატთეოსი (მათე), რომელიც შემდგომში დიდ მოციქულად და მახარებელად იქცა? იგი მებაჟე იყო და გადასახადებს კრეფდა. ხალხს  ბაჟის ამკრეფნი სძულდა და მათ, როგორც ცოდვილებს, ისე უცქერდა, რა...
შინაარსი
სანიშნეები