Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (II ნაწილი) | PEMPTOUSIA

წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (II ნაწილი)

18 June 2014

ბერი ევდოკიმე არასდროს არავის განიკითხავდა. იგი არც ერთ მონაზონზე არ გვიქმნიდა ცუდ წარმოდგენას. იმ პერიოდში, სწორედ მისი მონასტერი ხდება პირველი კინოვიური სავანე, რომელსაც ყველა ჩვენგანი ტალახს ვესროდით. თუმცა მოხუცი კი – არავის არასოდეს. იგი მხოლოდ  მოკლედ  ამბობდა:

– სირთულეები გვაქვს. უფალი დაგვეხმარება.

კარგს ყოველთვის აღნიშნავდა და როგორც აღმოსავლელი, მას პომპეზური ინტონაციით წამოთქვამდა, რათა ყურადღება გაემახვილებინა მის მნიშვნელობაზე. ცუდზე დუმდა. მასზე ყურადღებას არ ამახვილებდა, რათა შეუმჩნევლად ჩავლილიყო, თუმცა ამ დროს, მისი სახე ტკივილით აღსავსე და მწუხარე ხდებოდა. მას არ უყვარდა მონაზონთა საუბრები. ვერ ეგუებოდა ენაწყლიან მონაზონს. „კარგი არის, მაგრამ ბევრს ლაპარაკობს“. თავად იგი, როდესაც მის კელიაში მიხვიდოდი, იმის შეგრძნებას არ გიტოვებდა, რომ ძალიან აკლდა ვინმესთან საუბარი და „ახლა, როდესაც გნახე, მოდი ვისაუბროთ“. იგი არ ფლობდა მხოლოდ სიტყვას, როგორც გამოხატვის საშუალებას, არამედ მთელი თავისი ყოფითა და არსით გამოხატავდა თავის გრძნობებს. ბერი უფრო მეტს თავისი გამოხატულებით საუბრობდა, ვიდრე – თავისი სიტყვით.

Kelia 01

ერთხელ, ჩემს მონასტერში დაესწრო ღმრთისმშობლის დაუჯდომელ საგალობელს. პირველი ნაწილი ერთ-ერთმა მღვდელმა წარმოთქვა. იგი ხმათა მონაცვლეობით ლაპარაკობდა. პირველი, პირველის მახლობელი… მან ძალიან ბევრი ხმა გამოსცა, ვიდრე დაასრულებდა. დავინახე ჩემ გვერდით ბერი ევდოკიმე მოუსვენრად იდგა, იგი ვერ ეგუებდა ამ ყოველივეს. მისი მშვიდი სახე უკმაყოფილებას გამოხატავდა. შემდეგ მეორე მღვდელმა დაიწყო. ისიც ასევე მუსიკალურსიტყვიანი იყო. როდესაც მან დაასრულა, ბერი ევდოკიმე კმაყოფილი ჩანდა. ბოლოს, ერთმა მღვდელმა უბრალოდ თქვა, მას სრულიად არ შეუცვლია ხმა. მაშინ ევდოკიმემ აღნიშნა:

– ჩვენც ასე ვამბობთ. მიღებულია, რომ ასე ვთქვათ.

ბერი ევდოკიმე ყოველთვის მშვიდი იყო, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ სიტყვა „მშვიდს“, რადგან მრავალი ჩვენთაგანი ამბობს, რომ ჩვენ დაუქორწინებლებს ნერვები, აგზნებადობა, მოულოდნელი და გაუკონტროლებული  გაღიზიანებები გვახასიათებს. ბერ ევდოკიმეს არაფერი ამისმაგვარი არ ახასიათებდა. იგი აუღელვებლად და უშფოთველად აღავლენდა ღმრთისმსახურებას, მნიშვნელობა არ ჰქონდა მისთვის, თუ ვინ ემსახურებოდა ან ვინ გალობდა. მშვიდი იყო მისი საქციელი. და როგორც მსახურობდა საკურთხევლის წინაშე, ზუსტად ისევე ექცეოდა ადამიანებსაც. იგი არ იქცეოდა ამგვარად, რომ მოწიწებით აღსავსე ყოფილიყო საკურთხევლის წინაშე, შემდეგ კი თავის ძმას ცუდად მოქცეოდა. სხვას ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. ერთხელ ვკითხე, თუკი ოდესმე ყოფილა განერვიულებული. მან კი ასე მიპასუხა:

– არ მახსოვს.

როდესაც მას სკიტში ქვაბები მოპარეს, გავიგონე რომ ასე ამბობდა,:

– დალოცვილო, ნეტავ ერთი მაინც დაეტოვებინათ ჩვენთვის დღესასწაულის მოსაწყობად. განა კი ყველა ჭირდებოდათ?

აღსარების საიდუმლოს დროს ყოველთვის სერიოზული იყო, იგი ამ დროს ექიმს ჰგავდა, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე სინჯავს ავადმყოფს. საღმრთო საიდუმლოს შემდეგ ზაქარიას დუმილს ბაძავდა. ძალიან იშვიათად კი ამბობდა:

– დღევანდელი ადამიანიც ისევე იბრძვის, როგორც ძველი იბრძოდა, მაგრამ ბოროტის ზემოქმედება მის ძალებს აღემატება. თუკი უფალი თავის ხელს არ შეგვაშველებს, ყველანი ჩავიძირებით.

პატივს მიაგებდა და გული მეტად შესტკიოდა თავისი მონასტრის გამო. იგი ისე უყვარდა, როგორც თავისი მამის სახლი. მონასტრის სიტყვა ეკლესიის სიტყვა იყო და ყოველგვარი მსხვერპლის ფასად უნდა მიეღო ის. მონასტრის ყველა მონაზონი სერიოზული და ფრიად პატივცემული იყო. არც ერთ მათგანს არ განიკითხავდა. ყველა მათგანში რაიმე კარგს ნახულობდა და ქება-დიდებას ასხამდა. არავინ იყო მისთვის ცუდი.

თავის მონასტერში, სადაც ძალიან ხშირად, როგორც სამრევლო მღვდელი ისე მსახურობდა, ტკბილი სიტყვისა და მშვენიერი საქციელის მქონე იყო. მას არ მოსწონდა კითხვები, თუ რა არის ეს და რა არის ის, განსაკუთრებით კი მონაზვნების მხრიდან.

– ძმაო ჩემო, – ასე მეუბნებოდა, -ვინ განმაწესა მე, რათა ხორბალი სარეველასაგან გამოვარჩიო?

როდესაც ახალი ძმობა დამყარდა მონასტერში, თავდაპირველად მერყევი იყო. მე მეუბნებოდა:

– თუკი საქმე კარგად არ იქნება, შენს მონასტერში გადმოვალ. უფრო მეტი გამბედაობა მექნება.

– არა, მოძღვარო. ჯერ დარჩი, გაიცანი თუ როგორი ადამიანები არიან და მერე გადაწყვიტე.

თუმცა მოგვიანებით, როდესაც იხილა რომ ძმობა იზრდებოდა, რომ მონაზვნები ყავდა, იხილა ასევე მათი უფლისადმი თაყვანისცემა და მსახურება, დამშვიდდა. ყოველთვის როცა მას ვხვდებოდი, დიდი ენთუზიაზმით მიყვებოდა თუ როგორ ზრუნავდნენ მასზე ძმები, თუ რა პატივისცემას ამჟღავნებდა მის მიმართ წმიდა იღუმენი, მიყვებოდა ასევე ეკლესიის საგალობლებზე. ყოველივე ამას ბერი ევდოკიმე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულს მიაწედა:

– ძმაო ჩემო, არ გვყვავდა ადამიანი, ვინც იგალობებდა. ახლა კი ტაძარი ახალგაზრდა ხმათაგან ირყევა. განა კი ეს „საკურთხევლისას“ (ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი) სასწაული არ არის?

მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე მოვინახულე მონასტერში, სადაც მოხუცები იყვნენ. ძმებმა ჰკითხეს, მიცნო თუ არა.

– კი, დოქიარის მონასტრის იღუმენია.

სუფთა, ცოცხალი და გამჭოლი მზერა ჰქონდა. ყურადღებას ვამახვილებ, რომ სუფთა მზერა ჰქონდა. მისი სახე ბრწყინავდა. თუკი ყურადღებით ჩახედავდი თვალებში, იქ დაინახავდი სინათლეს, დაინახავდი წმიდანთა მთელ ასკეტურ გზას. ტოფმა, რომელიც ახალგაზრდებით იყო დაკავებული და რომელმაც ცნობილი წიგნები დაწერა („უმწიკვლო ახალგაზრდობა“ და „ათი მცნება“ და სხვანი), როდესაც სურდა შემოქმედის ყველაზე მშვენიერი ქმნილებანი დაეხასიათებინა, სამი რამ ჩამოთვალა: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ტბის წყნარი წყალი – მას თვალწინ არ ჰქონდა ზღვა – და პატარა ბავშვის წკრიალა თვალები. ნება მომეცით, რომ ამ ჩამონათვალს ბერი ევდოკიმესა და ყოველი წმიდანის თვალები მივუმატო, რომელიც მათ სიცოცხლის უკანასკნელი წუთების ჟამს ჰქონდათ.

                                                                                                                          [გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები