წმიდა უვერცხლო მკურნალნი და ნეტარი ბერი იოსებ ვატოპედელი (+ 1 ივლისი)
1 July 20141 ივლისი გახლავთ ნეტარი ბერის იოსებ ვატოპედელის მოგონების დღე, შესრულდა ხუთი წელი მისი გარდაცვალებიდან და 93 წელი – დაბადებიდან (+1921), ნეტარი ბერი მისი დაბადების დღეს მიიცვალა.
კვიპროსზე, გიოლუს მხარეში მდებარე წმიდა უვერცხლო მკურნალთა სახელობის მონასტრის ეზოში მოევლინა ქვეყნიერებას პატარა, დედას მშობიარობის ტკივილები მოსალოცად ყოფნის პერიოდში დაწყებია და დაიბადა კიდეც პატარა სოკრატე. როგორც ცნობილია ნეტარი ბერი მთელი მისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში გრძნობდა განსაკუთრებულ მფარველობას წმიდანებისაგან და იმ გაბრწყინებული საძმოს წევრებისაგან, სადაც მას მოუწია მოღვაწეობა. ახალგაზრდა, 25 წლის, ასაკში მივიდა მთაწმიდაზე და წმიდა ანას გამოქვაბულებში შეუერთდა ნეტარი ბერის იოსებ ისიქასტის საძოს, რომელთა წევრები თანამედროვე მთაწმიდელი ბერმონაზვნებისათვის ძველი ტრადიციების უბადლო გამგრძელებლები იყვნენ

წმინდა ანას გამოქვაბულებთან. ღირსი იოსებ ისიქასტის საძმოს (თანმხლები მამები) წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, მათი საძმოს წევრი იყო ბერი იოსები
კუტლუმუსის წმინდა მონასტერი (1982), სადაც ბერი იოსები მცირე ხნით ცხოვრობდა მის თანმხლებ პირველ მონაზვნებთან ერთად. მამა პაისისთან და ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან ერთად.
ახალი სკიტეს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის კელია, სადაც რაღაც პერიოდში ცხოვრობდა ნეტარი ბერი იოსებ ისიქასტი. ეს წმიდა კელია განახლდა და გაფართოვდა ბერი იოსების საძმოს მიერ, ისინი არ მარტო დაკავებულნი იყვნენ მშენებლობით, არამედ ემსახურებოდნენ საძმოს წევრებს სხვადასხვა საჭიროებისამებრ.

ბერი ანთებული იყო ისეთი სიყვარულით, რომ არ ანსხვადებდა საკუთარ თავს ნებისმიერი სირთულის მორჩილებიდან და საძმოს წევრისაგან.
რაღაც პერიოდის შემდეგ საძმო გადადის ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში, სადაც ააღორძინეს კინოვიური (საერთო საცხოვრისის მქონე სამონასტრო დაფუძვნება) წყობილება. საძმოს წევრების მართლაც და ტიტანური შრომის შედეგად აღდგა ათონური სახელმწიფოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი და ისტორიული მნიშვნელობის მონასტერი.

ბერი სულიერ ძმებთან ერთად: ეფრემ კატუნაკელი და ფილოთეოსის წმინდა მონასტრის იღუმენი (იმჟამად) ეფრემი. 1988 წელი
მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ იცის რომ, ნეტარი ბერის მიძინებიდან საათნახევრის შემდეგ მას სახეზე აღებეჭდა ღიმილი, რომელიც გახლდათ ზებუნებრივი მოვლენა და დიდი ნუგეში ყველა მორწმუნესათვის, ეს სინანულის, თავმდაბლობის და უფლის დიდი სიყვარულის ნიშანი გახლდათ.








