Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (III ნაწილი) | PEMPTOUSIA

წმიდა დიმიტრის სახელობის სკიტის ბერი ევდოკიმე – უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (III ნაწილი)

11 July 2014

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ წინა წერილში დაწყებულ თემას (იხ: www.pemptousia.ge/2014/06/18/წმიდა-დიმიტრის-სახელობი-2/)

ბერმა ევდოკიმემ ნამდვილად მიაღწია წარმატებას, რადგან ყველაფერზე მაღლა უფლის ოცდაოთხსაათიან თაყვანისცემას აყენებდა. და „ყოველივეზე უფრო მეტად, როგორც აბა ისააკი გვასწავლის, მდუმარება უყვარდა“, მცირედ მოსაუბრე გახლდათ. სხვა ადამიანებთან ძალიან ფრთხილი ურთიერთობა ჰქონდა. არავის ახვევდა თავის გულისთქმებს. მშვენიერი სამყარო გააჩნდა, რომელიც მემკვიდრეობით არც დედისგან მიუღია, ვისაც თითქმის არც კი იცნობდა, და არც მამისგან, რომლის სახეზე აღბეჭდილი იყო დევნილობის ტანჯვა და გაურკვევლობა. არამედ ეს სამყარო მან სამოცდათექვსმეტწლიანი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ამ ადგილას, სადაც ის უფალმა დააფუძნა. ღრმად მრწამს, რომ იგი წყალობას მოიპოვებს და  ყოველი ჩვენთაგანის მეოხი იქნება. ბერი ევდოკიმე უფლის სინათლეს ფლობდა. იგი ყურადღებიანი მონაზონი იყო. არ გაერთიანებულა არც წინასწარმეტყველი, არც შორსმჭვრეტელი და არც სასწაულთმოქმედი ბერების გუნდში, და არც … არც …

წყარო: 1myblog.pblogs.gr/

წყარო: 1myblog.pblogs.gr/

ქრისტესთან ერთად ცხოვრების ჩრდილში თავშეფარებული თავმდაბლურად ცხოვრობდა. სწორედ ამის გამო, მას არც მიმდევრები და არც მორჩილები არ შეუძენია და არც წმიდანის იაფფასიანი სახელი მოუხვეჭია. ყოველთვის მივიწყებული ცხოვრობდა კრიოვუნოს (ცივი მთის) უკან. როდესაც მას მიუახლოვდებოდი, ასეთი შეგრძნება გეუფლებოდა: „შენ ლაპარაკობ და მე კი –  შენს მონას მესმის ყოველივე“.

ბერი ევდოკიმე ჩემთვის ყოველთვის საიდუმლოდ რჩება, რომლის შესახებ ხშირად ვსაუბრობ ჩემს მონაზვნებთან ერთად: არსებობენ ბერები, რომლებიც წმიდა ადამიანები არიან და არა თუ მორჩილი არამედ კატაც კი არა ჰყავთ. და არსებობენ ბერები, უფრო მართებულად მათ მიმსგავსებულნი, როგორც მაგალითად მე და ჰყავთ აღურიცხველი რაოდენობის მორჩილი და თაყვანისმცემელი. თუ როგორ ხდება ეს, ამის გაგება ჩემს ძალებს აღემატება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბერ ევდოკიმეს თავისი ღრმა თავმდაბლობით არც სასწაულის კლიმატი შეუქმნია და არც წინასწარმეტყველებები და წინასწარჭვრეტები არ გამოუთქვამს. არაფერი ამ „დიდებიდან“. იგი ცხოვრობდა ისე, როგორც – უფლის წმიდანნი: თავმდაბლად, უხმაუროდ, ჩუმად, უსასრულო უჩინარობაში. და სწორედ ამის გამო, დარჩა მარტო. მას არ ჰყავდა მორჩილები. არც ვინმესთან აკავშირებდა მჭიდრო ურთიერთობა. მისი მეგობრები იყვნენ მონაზონი ეგნატე და წმიდა დიმიტრის სკიტში მისული მამები და ძმები.

„ოჰ, წმიდა უჩინარობავ, რა უხვად ხუნძლავ ნაყოფით ბერ-მონაზვნურ ნარგავს!“

მისთვის დიდი ტკივილი იყო ის, რომ სკიტის გაუკაცრიელების მომსწრე გახდა. მოუშუშებელი მწუხარება, რაც მძიმე დრომ მოიტანა. დღითი დღე ხედავდა, თუ როგორ სათითაოდ იკეტებოდა კელიები და ქვის გროვებად იქცეოდა. მიიჩნევდა, რომ ყოველივე ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენი ცოდვების გამო უფალმა მიგვატოვა. მას ძალიან უყვარდა თავისი კედელი. უყვარდა თავისი კელია. ბერ ევდოკიმეს არ უყვარდა აქეთ-იქით ხეტიალი. სავარაუდოდ ეს თვისება თავისი მკაცრი სულიერი მოძღვრებისაგან ჰქონდა შეძენილი. ისინი მას ნებას არ რთავდნენ რომ ევლო, მეზობლად გასულიყო, მოესმინა და  გადმოეცა ახალი ამბები. ისინი პახუმი დიდის კანონს იცავდნენ: „ნუ გადაიტან სიტყვას მინდვრიდან მინდორში“. იშვიათად თუ ტოვებდა ათონის წმიდა მთას. როდესაც გარეთ გადიოდა, ლიტანიებს ასრულებდა, რადგან სხვაგვარად ეს „უძველესი ხატება“ როგორ უნდა გასულიყო გარეთ, მისთვის ეს მეტად უჩვეულო იყო.

კვლავ ვიმეორებ: უყვარდა თავისი კედელი, უყვარდა თავისი კელია. და როდესაც ის დაიწვა ვინმე სეირნობის მოყვარული მონაზვნების მიზეზით, ეს ძალიან განიცადა და ფსიქოლოგიურად დაიქანცა. ერთხელ მას ვეუბნები:

– წავიდეთ სკიტში?

– რა ვნახო იქ? ჩემი დამწვარი კელია?

ბერმა ევდოკიმემ იცოდა თავისი კელიის მორჩილების შესახებ და უყვარდა თავისი კუთხე. როგორც ამბობდა, მას თავისი ხერხი ჰქონდა, რათა შეევსო ღამისა და დღის ოცდაოთხი საათი.

ბერებისგან შეესწავლა მხატვრობა და კანკელის ოქროთი მოვარაყება. მას კელიაში ჰქონდა სურათი, რომელზეც მატარებელი იყო გამოსახული.

– ეს რა არის, მოძღვარო?

– ჩემი ბავშვობის წლების მოგონებაა. ეს ის მატარებელია, რომელიც პატრაში მიდის. ეღიოში ვნახე, სადაც პირველად დავსახლდით.

მისი ბაღი ყოველთვის მოვლილი იყო. ვაზსსა და ხეხილს სიკეთე ჰქონდათ. ბერები ტყიდან ეზიდებოდნენ ფოთლებს ნიადაგის გასანოყიერებლად. საცალფეხო ბილიკები კი, რომლებიც კირიაკონისაკენ – (სკიტის ცენტრალური ტაძარის) მიუყვებოდნენ, შრომისმოყვარე და გამრჯე დიასახლისის ნახელავი გეგონებოდათ. მიუხედავად ასაკისა, ბერი ევდოკიმე შრომას მაინც არ ანებებდა თავს, რათა კვლავ გამოსადეგი ყოფილიყო. მონაზვნური შრომა ეს არ არის ყოველდღიური მზრუნველობა, რომელიც მონაზვნის გონებას ფანტავს. იგი არის სულიერი და სხეულებრივი ძალების წონასწორობის საშუალება.

დიდი მწუხარებით მივაბარეთ მიწას ბერი ევდოკიმე – ათონის წმიდა მთის უკანასკნელი უმწიკვლო მთაწმიდელი (ასევე მთაწმიდელი ბავშვი იყო ბერი დიონისე ფირფირის, რომელიც შვიდი წლის ასაკში მოსულა მთაზე. შეიძლება ჯერ კიდევ არსებობენ ასეთი ბავშვები წმინდა მთაზე, თუმცა მათ არ ვიცნობ). მიუხედავად იმისა, რომ ოთხმოცდაათი წლის ასაკში წავიდა იმქვეყნად, ჩვენი მწუხარება ამან მაინც არ გააბათილა. ჭეშმარიტად, განა ამიერიდან გვეყოლება მთაწმიდელი ბავშვები? ბავშვები, რომლებიც თავიდანვე მხოლოდ და მხოლოდ ბერების მიერ იქნებიან აღზრდილნი? არა, რადგან ჯერ სხვადასხვა სკოლებში სწავლობენ და შემდეგ მოდიან ათონის მთის წმიდა სასწავლებელში. ესეც კარგია, მაგრამ მათ ყოველთვის ექნებათ ღრუბელი თვალებში. როდესაც გვყავს მთაწმიდელი ბავშვები, რომელთაც უყვართ ეს ადგილი, მათ ორივე ფეხი თავის კელიაში უდგათ. უყვართ თავიანთი სულიერი მოძღვრები -ბერები. უყვართ ასკეტური მოღვაწეობა. უყვართ მონაზვნური ცხოვრება. ზრუნავენ ამ ადგილისთვის. „და თავსაც კი დადებენ ამ სახლეულისათვის“, მთელი თავისი სიცოცხლე უფლისთვის მიუბარებიათ.

ბერი ევდოკიმეს ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს და დაე, მისი სიცოცხლე მაგალითი იყოს ყველა ჩვენთაგანისათვის. ამინ.

Biblio 01

წყარო: “ჩემთვის ნაცნობი სახეები, რომლებიც ეკლესიის თხრილებში იღწვოდნენ”, დოქიარის წმიდა მონასტრის გამომცემლობა, ათონის წმიდა მთა, 2010 წელი.

შინაარსი
სანიშნეები