Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მოწყალება სიკვდილს ანადგურებს! | PEMPTOUSIA

მოწყალება სიკვდილს ანადგურებს!

4 September 2014

მოწყალების ძალა იმდენად დიდია, რომ იგი პიროვნებას არა მხოლოდ ცოდვებისგან ათავისუფლებს, არამედ თავად სიკვდილსაც კი აცამტვერებს. და მე თქვენ გეტყვით, თუ რა გზით.

როგორ დაამარცხა სიკვდილი მან, ვინც მოწყალება გამოიჩინა? ნუ აღელდები, საყვარელო. მაგრამ გახსოვდეს, რომ მოწყალების ძალამ სიკვდილის ტირანია გააუქმა.

ცხოვრობდა ერთი ასეთი ქალი, რომელსაც ტაბითა ერქვა და რომელიც „გამოითარგმანების ქურციკ“ (საქმე 9, 36-43). მისი ყოველდღიურ საქმიანობა მოწყალება და ქველმოქმედება გახლდათ, ამის საშუალებით ის საკუთარი თავისთვის სულიერი სიმდიდრეს აგროვებდა. იგი ქვრივებს აცმევდა და დანარჩენ ქონებასაც მათ ურიგებდა. მაგრამ, მოხდა ისე რომ ტაბითა ავად გახდა და გარდაიცვალა.

Ag. Neofytos Egkleistos (toihografia 1183), Iero Egkleistras, Moni Ag. Neofytou, Pafos Kypros

თუმცა, ჩემო ძვირფასებო, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ქალები, ვისაც კი ტაბითა ეხმარებოდა და ვინც კი მის მიერ იყვნენ შემოსილნი, გაწეული სიკეთისთვის სიკეთით შესაფერის დროს მიუგებენ. საღმრთო წერილში ვკითხულობთ, რომ ისინი მიუახლოვდნენ პეტრე მოციქულს, „ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა“ (საქმე, 9, 39). ქვრივი ქალები თავიანთ მარჩენალს ითხოვდნენ და ისე მოსთქვამდნენ, რომ მოციქულს ისინი მეტად შეებრალა.

და ამის შემდეგ, რა მოიმოქმედა ნეტარმა პეტრემ? „ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა. ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი“ (საქმე, 9, 40-41).

იხილე მოციქულის ძალა ან უფრო სწორად, უფლის ძალა, რომელიც მასში მოქმედებდა? ნახე ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე თუ როგორი ჯილდო მიიღო ტაბითამ თავისი სიკეთის საზღაურად? რას მეტყვი, განა კი ამ ქალმა ისეთი დიდი რა მისცა ქვრივებს, როგორი დიდი ძღვენიც მათ აჩუქეს? ტაბითა მათ სამოსითა და საკვებით უზრუნველყოფდა, ხოლო ქვრივმა ქალებმა კი იგი კვლავ დაუბრუნეს სიცოცხლეს და დაეხმარნენ, რომ მას სიკვდილისგან დაეხსნა თავი. თუმცა კი, ქვრივმა ქალებმა კი არა, ტაბითა ჩვენმა კაცთმოყვარე უფალმა იხსნა იმ წყალობათა გამო, რომელსაც იგი სხვებს სთავაზობდა.

იხილეთ, ჩემო ძვირფასებო, წამლის ძალა? დაე, ასეთი წამალი ყველა ჩვენთაგანმა მოვამზადოთ ჩვენ-ჩვენი თავისთვის, რადგან, თუკი ის ასეთი ძლიერია, მაშ არ ყოფილა ძალიან ძვირი, არამედ ძალიან იაფიც კი. და მაშინაც კი არ შევჩერდეთ, ეს წამალი დიდ ხარჯსაც რომ მოითხოვდეს ჩვენგან. ქველმოქმედების სიდიდე ხომ ფულის რაოდენობით არ განისაზღვრება, არამედ – იმ ადამიანთა გულმოდგინებით, ვინც კი მოწყალებას გასცემს. სწორედ ამის გამო, ისიც კი, ვინც თუნდაც ერთი ჭიქა ცივი წყალი გასცა, მოწონებულ იქნება. დაე, ვისწავლოთ, რომ ყოველთა უფალი ყველასგან კარგ განწყობას მოითხოვს. ხშირად ისეც ხდება, რომ ესა თუ ის პიროვნება ძალიან დიდ მოწყალებას გაიღებს ხოლმე, თუმცა კი მას ბევრი არაფერი აბადია. და ეს მაშინ ხდება, როცა ჩანაფიქრია ძლიერი. და ამის საპირისპიროდ, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ვინმე, ვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, მისი ხასიათის წვრილმანობის გამო ისე გამოჩნდეს, თითქოსდა, მას იმათზე უფრო ნაკლები ჰქონდეს, რომელთაც სინამდვილეში მართლაც არა აქვთ ბევრი.

მაშ, მოდით ყველას ვისაც კი ამის საჭიროება აქვს უხვად გავუნაწილოთ ის სიკეთე, რაც ჩვენ უფალმა გვიბოძა. და ყველაფერი, რაც კი ჩვენ ღმერთმა მოგვცა, დაე კვლავ მას მივუძღვნათ, რათა ეს სიკეთე უფრო გაზრდილი სახით ისევ ჩვენ გადმოგვეცეს. ჩვენი უფლის გულმოწყალება ხომ იმდენად დიდია, რომ თუკი იგი მიიღებს იმას, რასაც ჩვენ გავცემთ, ნუ იფიქრებ, რომ იგივეს დაგვიბრუნებს, არამედ გვპირდება, რომ არნახული სიუხვით მოგვეზღვება. ერთი კია, თუკი ჩვენი საკუთრების გაცხადებას მოვინდომებთ, ის ღარიბებს უნდა გავუნაწილოთ, თითქოსდა, რასაც გავცემთ უფლის ხელში ვათავსებდეთ იმის იმედით, რომ ყოველივე, რაც კი ჩვენი უფლის ხელში აღმოჩნდება, მხოლოდ იმავე სახით კი არ დაგვიბრუნდება, არამედ მას უფალი ასმაგად მოგვიზღავს და ამით მთელ თავის სიკეთეს გაამჟღავნებს.

და ეს ყოველივე კვლავ რატომ მრავლდება? თუკი მოვინდომებთ, რომ უფლის მიერ ჩვენთვის ბოძებულიდან რაიმე გავცეთ, ღმრთის ხელი უკან მხოლოდ ამ სიკეთეს როდი დაგვიბრუნებს, არამედ მასთან ერთად ზეციურ სამეფოს გვიბოძებს, გვაღიარებს, გვირგვინით შეგვამკობს და განუსაზღვრელ წყალობას მოგვანიჭებს.

განა კი რაიმე მძიმესა და რთულს ითხოვს ჩვენგან? ყოველივე იმის მეშვეობით, რაც კი ზედმეტი მოგვრჩება, სურს, რომ საჭირონი გაგვხადოს. ხოლო მათ კი, ვინც უმიზნოდ და უშედეგოდ განძთსაცავში სხედან, სთხოვს ისევე გაანაწილონ თავიანთი ქონება, როგორც ეს თითოეული ჩვენთაგანისთვისაა მართებული, რათა აქედანვე მიეცეს იმის საშუალება, რომ სადღესასწაულო გვირგვინებით შეგვამკოს. იმიტომ ჩქარობს, ზრუნავს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღირსნი გავხდეთ დანაპირების შესრულების ხილვისა.

გევედრებით, ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავებს ესოდენ დიდ სიკეთეს… გვმართებს ღარიბთა საკვებისთვის გავცეთ ის, რაც უმიზნოდ გვაქვს გადანახული. ამ გზით არასოდეს აღმოვჩნდებით ჩვენი მიზნის მიღმა, არც იმ მარცხის შეგვეშინდება, რაც დედამიწაზე ხდება ხოლმე. რადგანაც ნათქვამია: „განაბნია და მისცა გლახაკთა“. მოისმინე ასევე გაგრძელება: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“ (ფსალმუნი 111, 9).

ო, რა მშვენიერია განბნევა! მცირე დრო დაჰყო დედამიწაზე, ხოლო მისი სიყვარული კი მუდმივი რჩება საუკუნეების მანძილზე. ამ ყოველივეთი რა ბედნიერი იქნებოდა ადამიანი?

ამიტომაც, გთხოვთ, მოდით უფლის სიყვარული მოწყალების საშუალებით მოვიპოვოთ, რათა ჩვენს შესახებაც შეიძლებოდეს ამ ყოველივეს თქმა, ანუ, რომ განაბნიეს და მისცეს გლახაკთა, თუმცა მათი სიყვარული დარჩა უკუნითი უკუნისამდე. რომ არ გვეფიქრა, რომ რაც განაბნია დაიკარგა, როდესაც თქვა განაბნია და გასცაო, ამის გამო მაშინვე დაამატა: „და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“. მათი სიმართლე, ვინც კი მოწყალებას გასცემს, უკვდავად რჩება, მარადიულად გრძელდება და არასდროს მთავრდება. ამინ!

წმიდა იოანე ოქროპირი, დაბადების შესახებ, ΝΕ΄ ΕΠΕ 4,394-404 

შინაარსი
სანიშნეები