Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
საკითხები სულიერი ბრძოლის შესახებ | PEMPTOUSIA

საკითხები სულიერი ბრძოლის შესახებ

9 September 2014

როგორ შეიძლება მორწმუნე განთავისუფლდეს ძველი, დაცემული ადამიანისაგან?

ყველანი ვგრძნობთ, რომ საკუთარ თავში ძველი ადამიანის ნიშნებს ვატარებთ. ამის მთავარი მაჩვენებელი გადამეტებული ეგოიზმია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ავადმყოფური ეგოცენტრული „სიყვარული“ საკუთარი თავისა. ეგოიზმი ჩვენ საშუალებას არ გვაძლევს, რომ ჭეშმარიტად და უანგაროდ გვიყვარდეს უფალი და ადამიანი. ეგოიზმიდან ვნებები იბადება და ვინაიდან მათში ვართ ჩაფლულნი, არ ძალგვიძს ადამიანებსა და საგნებს ვნებების გარეშე დავუკავშირდეთ. ჩვენი ურთიერთობები ვნებებითა და ეგოიზმითაა სავსე და ხელს გვიშლის გავიხაროთ ჭეშმარიტი სიხარულით, ჩვენი მოყვასითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთით. ამას კი საბოლოოდ მარტოობისკენ, სიცარიელისკენ, გამოუვალი მდგომარეობისაკენ მივყავართ.

Monaxos 100

როცა ჩვენ ვამბობთ „ძველ ადამიანს“, ვგულისხმობთ ეგოცენტრიზმით დაავადებულ ადამიანს. ამ სენით მეტ-ნაკლებად ყველანი ვიტანჯებით.

როგორ გავთავისუფლდეთ ამ მძიმე სულიერი სენისგან, რომელიც მთელს ჩვენს არსებას წამლავს?

მხოლოდ ამ სენისგან „თავისუფალ“ ადამიანს შეუძლია გახდეს ჩვენი მკურნალი. მხოლოდ ახალ ადამიანს შეუძლია შეგვაძლებინოს გადავლახოთ ეს სენი ძველი ადამიანისა და ახალ ადამიანად შევიმოსოთ.

ყველამ ვიცით, რომ ახალი ადამიანი არის ღმერთკაცი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც წმინდა წერილის თანახმად „ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“.

იესო ქრისტე ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო შემოდის ჩვენში, რათა ჩვენც მას შევუერთდეთ და ამგვარად გადმოგვცეს თავისი ახალი სიცოცხლე.

წმიდა ნათლობით, მირონცხებით, წმიდა ზიარებით ხდება ჩვენი შეერთება უფლის სხეულთან და ჩვენი გაცოცხლება ქრისტეს მიერ.

ყველა ქრისტიანი, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრებაში, მის სხეულში შედის, რაც არის ეკლესია, სულიწმიდის მადლით ახალი ცხოვრების თესლს იღებს. ოღონდ ადამიანმა უნდა იბრძოლოს, რათა უფრო და უფრო განიწმინდოს ვნებებისაგან და საკუთარი თავი სათნოებებით შეიმკოს.

მარტივად რომ ვთქვათ, რამდენადაც თავისუფლდება ადამიანი ეგოიზმისგან, იმდენად ივსება იგი ღმრთიური სიყვარულითა და მადლით. რამდენადაც შეიზღუდება ძველი ადამიანი, იმდენად უფრო იზრდება ახალი. ძველი ადამიანიდან ახალ ადამიანად გარდაქმნის ეტაპი არ არის ადვილი, ვინაიდან ვნებებს ღრმა ფესვები აქვთ გადგმული ჩვენში და მათი ამოძირკვა მარტივი არ არის.

ვნებებისაგან განსაწმენდად მუდმივი და მრავალწლიანი ბრძოლაა საჭირო. ეს არის სინანულის ბრძოლა. ყოველდღე უნდა ვინანიებდეთ ძველ შეცოდებებს, ძველ ცოდვილ ბუნებას, ჩვენს ვნებებს, ეგოცენტრიზმს, უძლურებას, რომ არ ძალგვიძს სრულყოფილად გვიყვარდეს მამა ღმერთი და მოყვასი ჩვენი. ასევე ჩვენ ყოველდღე ვართ ვალდებულნი ვიბრძოლოთ სიყვარულის, თავმდაბლობის, სუფთა აღსარების, თავშეკავების, სამართლიანობის, უბოროტობისა და ლოცვის მოსაპოვებლად.

და აი, ამგვარად, ჩვენში ნელ-ნელა ახალი ადამიანი იშვება, რომელიც სულიერად ახლად იბადება და რომელიც უფლის მადლით ჯილდოვდება.

ისევე, როგორც ყველა მშობიარობის თანმხლებია ტკივილი, ასევე სულიერ შობასაც სინანულის ტკივილები ახლავს. როდესაც ჩვენ ჯვარს ვაცვამთ ძველ ადამიანს, გვტკივა, მაგრამ სწორედ მაშინ აღსდგება ჩვენში ახალი ადამიანი. ჩვენ ქრისტესთან ერთად ვეცმით ჯვარს, რათა მასთან ერთად აღვსდგეთ.

მოთმინებით აღჭურვილნი ყოველდღიური სინანულით შევძლებთ გავთავისუფლდეთ ძველი, დაცემული ადამიანისაგან და გარდავიქმნათ ახალ ადამიანად. ამგვარი მოვლენა ჩვენი წმიდანების ცხოვრებაში ხდება, რომლებიც თავიანთი საოცარი ცხოვრებით ჩვენთვის გზის მაჩვენებელნი არიან.

რა არის სიკვდილის ხსოვნა და რა არის მისი აზრი?

სიკვდილის შიში გვეხმარება დავძლიოთ ძველი ადამიანი, რადგანაც მას შემოაქვს სიმდაბლე ჩვენს სულში. როდესაც სიკვდილს ვივიწყებთ, გვეუფლება ფსევდოშეგრძნება, რომ მუდმივად ვიცხოვრებთ დედამიწაზე, რაც ჩვენში ზრდის პატივმოყვარეობას, გემოთმოყვარებას, ხორცთმოყვარეობას, სხვა ადამიანების ჩაგვრის სურვილს. სიკვდილის შიში ამქვეყნიური ცხოვრების საზღვრებს შეგვაგრძნობინებს და ჩვენი ქმედებების, სიტყვების, მარადისობასა და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრების მნიშვნელობის შესახებ დაგვაფიქრებს.

Kara monaxous 100

ეს გვეხმარება ამ ცხოვრებას სერიოზულობით შევხედოთ, მარადისობის პრიზმაში დავინახოთ იგი და არ გაფლანგოთ უძღები შვილივით დაუფიქრებლად და უგულისხმოდ ისე, რომ არ დავფიქრდეთ ჩვენი საქციელის შედეგებზე.

ამიტომაც თქვა ძველმა ბერძენმა ბრძენმა სოკრატემ, რომ „ისინი, ვინც ჭეშმარიტად ფილოსოფოსნი არიან, სიკვდილისათვის იწრთვნიან თავს და სიკვდილს ადამიანთა შორის ყველაზე ნაკლებად ისინი უფრთხიან სწორედ“.

წმიდა იოანე ოქროპირი გვირჩევს, ხშირად ვიაროთ სასაფლაოზე, რათა ადამიანური ამაოებების შესახებ დავფიქრდეთ ხოლმე.

ყველამ ვიცით, რომ სასაფლაოდან დაბრუნების შემდეგ ვხდებით უფრო მდაბალნი, უფრო მეტად მგრძნობიარენი, უფრო ნაკლებად მიჯაჭვულნი მატერიალურზე, უფრო მეტად გახსნილნი უფლისა და ადამიანის წინაშე.

Kimitirio 102pg

სიკვდილის შიში, რომლის შესახებაც წმიდა იოანე კიბისაღმწერელსა და სხვა წმიდა მამებს ბევრი დაუწერიათ, არ წარმოადგენს რაიმე ავადმყოფურ, მელანქოლიურ და ნევროზულ მდგომარეობას. ასეთი რამ არც არის სასარგებლო სულისათვის, რადგან სასოწარკვეთილება მოაქვს, რომელიც სულიერი მოძღვრის დახმარებით უნდა დაიძლიოს.

უფლისმიერი ხსოვნა სიკვდილისა კი არის მადლისმიერი და სულიერი მდგომარეობა, რომელსაც სულში სიმდაბლე, მშვიდობა და სიხარული შემოაქვს. იგი უფლის საჩუქარია და უფლისაგან უნდა ვითხოვოთ.

როგორ მიიღწევა უფლის ხსოვნა?

რამდენადაც ადამიანი დაძლევს ეგოცენტრულ ცხოვრებას და რაც უფრო მეტად შეიყვარებს უფალს, იმდენად უფრო მეტად ფიქრობს უფალზე.

ადამიანი ფიქრობს იმაზე, რაც მას ადარდებს და უყვარს. ეს ამგვარად თქვა კიდეც უფალმა: „რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“. (მათე 6: 21)

უფლის სიტყვის კითხვით წმინდა წერილსა და ეკლესიის მამათა ნაშრომებში, ისეთ ადამიანებთან მეგობრობა, რომლებსაც ღმერთი უყვართ, გულითადი ლოცვით, ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე რეგულარულად დასწრებით და ხშირი და ღირსეული ზიარებით ჩვენში უფლისადმი სიყვარული და, მაშასადამე, უფლის ხსოვნა მატულობს.

წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი ასეთ რჩევას გვაძლევს: „მოიგონებდეთ უფალს იმაზე ხშირად ვიდრე სუნთქავთ.“ მაშასადამე, უფრო ხშირად ვიფიქროთ და ვახსენოთ უფლის სახელი, ვიდრე ჩვენ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ.

ცხოვრების ყველაზე ძნელ მომენტებშიც კი, უფლის ხშირ ხსენებას ღრმა სულიერი სიმშვიდე და სიხარული მოაქვს.

შინაარსი
სანიშნეები