თავისკვეთა პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
11 September 2014ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კვეთა, განგებულება იქმნა საღმრთო, რათამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსლუაჲ მაცხოვრისა, გოდებდინ აწ იროდიადა უსჯულოსა მისთჳს მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევა საუკუნო, არამედ საწუთო ესე ამაო.
წმიდაო მამაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის. ამინ!