Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი დანიელ კატუნაკელი (1846/8 -1929 წლის სექტემბერი): გადასვენება მთაწმიდაზე | PEMPTOUSIA

ბერი დანიელ კატუნაკელი (1846/8 -1929 წლის სექტემბერი): გადასვენება მთაწმიდაზე

3 October 2014

ბერი დანიელი დაიბადა სმირნაში, იმავე წელს, რომელ წელსაც წმიდა ნექტარიოსი (1846) მოვლინებია ქვეყანას. ერისკაცობაში მისი სახელი იყო დიმიტრიოს დიმიტრიადისი. იგი ღმრთისმოსავი და მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე უმცროსი ვაჟი ყოფილა და ასევე – სმირნის სახელგანთქმული ევანგელური სკოლის წარჩინებული მოსწავლე. მას გააჩნდა მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუოკებელი სწრაფვა, ძალიან პატარა ასაკში (19 წლისას) მიუტოვებია ოჯახი და თავდაპირველად საკუთარი სურვილისამებრ, შემდეგ კი უკვე მისი სულიერი მოძღვრის – წმიდასაფლაველი ბერის, რჩევებისამებრ მოუნახულებია სხვადასხვა მონასტერი პელოპონესოსსა და კუნძულებზე (იდრა, ტინოსი, პაროსი, იკარია), სადაც მან გაიცნო მნიშვნელოვანი და თავიანთი სიწმინდით სახელგანთქმული ბერები.

geron-daniil-katounakiotis-portraito3

ბრძენი და განსაკუთრებული მთაწმიდელი ბერი

გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა კუნძულ პაროსზე სულიერ მოძღვართან – არსენიოსთან შეხვედრა, პაროსის წმიდა არსენიოსთან, რომელმაც ახალგაზრდა დიმიტრიოსს თხოვნაზე, რომ დარჩენილიყო და ეღვაწა მასთან ახლოს, ურჩია გამგზავრებულიყო ათონის წმიდა მთაზე მაშინ სახელგანთქმულ და აყვავებულ წმიდა პანტელეიმონის კინოვიაში (საერთო საცხოვრისის ცხოვრების წესის მიმდევარი სამონასტრო დაფუძვნება). რა თქმა უნდა, არსენიოსმა წინასწარ იცოდა, რომ იგი გარდაიცვლებოდა ათონის მთის ძირში. დიმიტრიოსი დაემორჩილა წმიდა არსენიოსს და ცხოვრება დაიწყო წმიდა პანტელეიმონის წმიდა მონასტერში, სადაც მონაზვნად აღიკვეცა 1866 წელს, მოიპოვა რა დიდი სიყვარული და პატივისცემა მონასტრის ბერძენი იღუმენისა და ასევე სხვა მონაზვნებისა, რომელთა უმრავლესობას ბერძენი მონაზვნები წარმოადგენდნენ, თუმცაღა იყვნენ ასევე რუსი მონაზვნებიც, რომლებიც მაშინ მონასტრის მონაზონთა უმცირესობას შეადგენდნენ.

უთანხმოებებს, რომლებიც მაშინ მონასტერში რუსი მონაზვნების მცდელობებმა წარმოშვა, რადგან მათ სურდათ ეკონტოლებინათ მონასტრის მმართველობა (1874-1875), შედეგად მოჰყვა მონაზონი დანიელის მკაცრი გამოცდა. დანიელი ამ პერიოდისათვის მონასტრის მდივანი გახლდათ, შესაბამისად მან კარგად იცოდა რუსების მისწრაფებანი და გეგმები, რომელთა თავიდან აცილებაც მან, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა. ამ პერიოდში გაწეული ღვაწლისათვის ჯილდოს ნაცვლად, იგი დაისაჯა და ორი თვით განდევნილ იქნა მსოფლიო საპატრიარქოდან. მსოფლიო პატრიარქის ბრძანებით, ბერი დანიელი ერთ ბერძენ და ორ რუს მონაზონთან ერთად კონსტანტინეპოლში გაგზავნეს, იმისათვის რომ იქ დავის ორივე მხარეს გამოეთქვა თავისი საჩივარი. საპატრიარქომ კი მაშინ, გაითვალისწინა რა იმ დროის საჭიროებანი, მხარი რუსებს დაუჭირა.

Agios Arsenios En paro

პაროსის წმიდა არსენიოსი იყო სწორედ ის მოძღვარი, რომელმაც ბერი დანიელი ასკეტური მოღვაწეობისათვის მთაწმიდის პანტელეიმონის წმიდა მონასტერში წარგზავნა, რა თქმა უნდა, მან წინასწარ იცოდა, რომ იგი ათონის მთის ძირში გარდაიცვლებოდა.

იმისათვის რომ ჩაეხშოთ ბერძენი საძმოს წევრების მღელვარება, ათონის წმიდა მთაზე ორი ბერძენი მონაზონი  თესალონიკის მაშინდელი მიტროპოლიტის – იოაკიმეს თანხლებით გაგზავნეს, ეს უკანასკნელი მოგვიანებით მსოფლიო პატრიარქი – იოაკიმ მე-3 გახდა, და ბრძანეს, რომ ისინი მეტეორაზე განედევნათ. მიტროპოლიტი კარგად აცნობიერებდა ამგვარი წინააღმდეგობის გაწევის უსამართლობას და როგორც ამას თავად ბერი დანიელი გადმოგვცემს თავის ცნობილ ისტორიულ ნარკვევში, რომელიც მან ბერძენ და რუს მონაზვნებს შორის წარმოქმნილ უთანხმოებებზე დაწერა, მას ასეთი რამ უთქვამს,: „მე ეკლესიის ამ ქმედებას უსამართლოდ მივიჩნევ, …განურჩევლად სიმკაცრისა, რაშიც ძალიან ვადანაშაულებ პატრიარქს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი სულიერი მოძღვარია, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს სცილდება და …განსაჯეთ!“. სხვა წყაროს თანახმად, მიტროპოლიტს შემდეგი სიტყვები უთქვამს დანიელისთვის: „ეკლესიას, შვილო ჩემო, მართებდა შენთვის ზეთისხილის რტოს გვირგვინი დაედგა და არა გადასახლებაში გაეგზავნე“.

ამ მონაზვნებისადმი კეთილგანწყობილმა მიტროპოლიტმა მეტეორაზე წასვლის ნაცვლად მათ შესთავაზა, რომ თავიანთ სამყოფლად ან თესალონიკში არსებული ვლატადონის მონასტერი ან კიდევ წმიდა ანასტასიას სახელობის სამეფო მონასტერი აერჩიათ. ბერმა დანიელმა წმიდა ანასტასიას მონასტერი აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ მან მცირე დრო დაჰყო იქ, სულიერი სარგებელი მოუტანა მონასტრის ძმებს, განსაკუთრებით კი მარხვასა და მსახურებებში მკაცრი მთაწმიდური ტიპიკონის დამყარების საქმეში, რის გამოც, ყველას სიყვარული დაიმსახურა.  რადგანაც უკვე მიღწეული იყო პანტელეიმონის წმიდა მონასტრის გარუსება და ასევე საპატრიარქო ბეჭდით დადასტურებული იყო რუსი იღუმენის – მაკარიოსის არჩევა, გაბათილებულ იქნა ბერი დანიელის დევნაც. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მას შეეძლო კვლავ ათონის წმიდა მთაზე დაბრუნება, თუმცაღა არა – თავის მონასტერში.

ათონის წმიდა მთაზე დაბრუნებულმა დანიელმა დაახლოებით ხუთი წელიწადი დაჰყო ვატოპედის წმინდა და დიდ სავანეში. სწორედ აქ მოხდა მისი სასწაულებრივი განკურნება, ბერ დანიელს ხშირად აწუხებდა თირკმლის საშინელი ჭვალი. სწორედ იმ დღეს, როდესაც მონასტერში წმიდა სარტყლის დღესასწაულს აღნიშნავდნენ (31 აგვისტოს), უეცრად განიკურნა და მისი განკურნება საბოლოო აღმოჩნდა. ვატოპედში მისი ხუთწლიანი ცხოვრების განმავლობაში, მან თავის თავზე აიღო ზრუნვა არქონდარიკიზე (მონასტერში არსებული სასტუმრო მომლოცველთათვის), რომელიც კინოვიური წესისამებრ მოაწყო, სადაც თვით პატერიკული ტექსტების გაცნობაც კი ხდებოდა, რომლებსაც დანიელი თავად კითხულობდა. ვატოპედის სავანიდან იგი თავის მშობლიურ მხარეში – სმირნაში გაგზავნეს იქ არსებული სავანის მეტოქის საქმეების მოსაგვარებლად.  ბერმა დანიელმა  სმირნაში ცხრა თვე დაჰყო და იმდენად პატივცემულ იქნა სმირნის მაშინდელი მიტროპოლიტის – მელეტიოსის მიერ, რომ მას მიტროპოლიტმა სმირნაში დარჩენა და მის დამხმარე ეპისკოპოსად ხელდასხმა შესთავაზა.

monivatopaidiouapopsiapotonarsana-e1323546342516

ვატოპედის წმიდა და დიდი სავანე

ისიქასტი კატუნაკიში: „ისიქასტი არის მსგავსი ანგელოსისა დედამიწაზე“

მაგრამ ბერმა დანიელმა ამ წინადადებაზე უარი განაცხადა და მთაწმიდაზე დაბრუნდა, სადაც აისრულა თავისი სურვილი – ნამდვილ სიმშვიდესა და განმარტოებაზე, 1881 წელს აღმართა კატუნაკიში, ათონის მთის უდაბნოში,  საშინელი კარულიას თავზე, თავისი ასკეტური ბუდე, ისეთივე მიუვალი და მკაცრი, როგორც ამ ადგილის კლდეებია, თუმცაღა ეს ადილი ასკეტური ბრძოლებისა და ლოცვა-კურთხევის შედეგად წმიდაა, რომელიც აი, ახლა უკვე ას ოცი წელიწადია (1881-2003), ხოლო მისი მიძინებიდან კი სამოცდათოთხმეტი წელია (1929-2003), რაც ცოცხლად იცავს წმიდანურ მყოფობას ასკეტურ ბრძოლებში და სული წმიდის მადლით გაცისკროვნებულ კატუნაკელ ასკეტს.

Hsyxasterio-Danielaion-Katounakia-Agion-Oros

1881 წელს ბერმა დანიელმა კატუნაკიში დააარსა თავისი კალივა, რომელიც იქცა დღევანდელი დანიელიანთა საძმოს მიმდევრების დასაყუდებელის საფუძველად. ფოტოზე გამოსახულია დასაყუდებელის ხედი.

უკვე იმ დროიდან მოყოლებული იგი მეტად თავშეკავებულად და ღარიბულად ცხოვრობდა თავის კალივაში, როგორც მოგვიანებით გაირკვა იმ მიზეზით, რომ გამვლელ-გამომვლელ მომლოცველებს გამასპინძლებოდა, თვალყურს ადევნებდა მთაწმიდელ მამათა ცნობიერებას, როგორც მართლმადიდებლობის კანონსა და აზრს, როგორც უსაფრთხო კრიტერიუმს შეცდომათა შესაცნობად, რომელთა მეშვეობითაც „მაცთური სატანა“, როგორც თვითონ ამბობდა, უკვე ღვაწლმოსილ მონაზვნებსაც კი აცდუნებდა. მან მიაღწია იმას, რომ გამხდარიყო ათონის წმიდა მთის ცნობიერების გამომხატველი,  მართლმადიდებლური რწმენისა და ცხოვრების ქომაგი. მისი აზრი გახლდათ როგორც გარანტი მართლმადიდებლობისა, ერიდან ხშირად უგზავნიდენ საყოყმანო კითხვებსა და წერილებს რწმენაში გასანმტკიცებლად. ბერი დანიელის უამრავი ტრაქტატი და კვლევა, ასევე ასეულობით წერილი ეწინააღმდეგება გონივრულად და ნათლად, ყოველთვის უხვი და მდიდარი პატერიკული განმარტებანით, სერიოზული სულიერი და თეოლოგიური საკითხებით, მონაზვნური ცხოვრებისა და მართლმადიდებლური ტრადიციების მტრებს, შეცდომაში შეყვანილ ფანტაზიორებს, უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების ახალი მოდის საერო თეოლოგებს.

[გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები