Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი დანიელ კატუნაკილი (1846- 8/9/1929): მადლიიანი წინამძღვარი | PEMPTOUSIA

ბერი დანიელ კატუნაკილი (1846- 8/9/1929): მადლიიანი წინამძღვარი

6 October 2014

მისი თანამედროვე მონასტრული ტრაქტატები – რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ მას შემდეგ დაიწერა, რაც წმიდა ნექტარიოსმა მოითხოვა კუნძულ ეგინის წმიდა სამების სახელობის მონასტრის დედათა ერთობის დაარსება,- მისი მრავალწლიანი ასკეტური გამოცდილებისა და ფილოკალიური (ფილოკალია – სიტყვასიტყვით „სიკეთის მოყვარეობა“ ერთგვარი წიგნია, რომელიც მოიცავს რჩეულ პატრისტიკულ სწავლებას) ტექსტებისადმი მისი დიდი სიყვარულის შედეგია, წარმოაჩენენ ბერ-მონაზვნობას, როგორც ჭეშმარიტ სამოციქულო ცხოვრებას და მოკლედ ასახავენ მონასტრული ცხოვრების ძირითად თავისებურებებსა და ძირეულ საწყისებს. მისი გაცნობის შემდეგ, გეუფლება განცდა, რომ მათ დღესაც კი, როდესაც ბერ-მონაზვნობა და განსაკუთრებით კი, დედათა მონაზვნობა, რომელიც  იმედის მომცემ აყვავებას განიცდის, რაც  მჟღავნდება მარჯვე საკითხებში, შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ახალ და ძველ მონასტრულ გაერთიანებებს ცხოვრების ორგანიზებასა და სულიერ წინსვლაში.

Geronda daniil 01

მაშინ უკვე ცხოვრობდა თავის უბრალო კალივაში, გავლენას ახდენდა მთაწმიდელი მამების ცნობიერებაზე, როგორც მართლმადიდებლობის კანონისა და ცოდნის, როგორც ათონის წმიდა მთის ცნობიერების გამომხატველი, მართლმადიდებლური რწმენისა და ცხოვრების ქომაგი, რომლის აზრს, როგორც მართლმადიდებლობის გარანტს, კითხვებითა და წერილებით მოითხოვდნენ მისგან ერში მყოფი მართლმადიდებელი მორწმუნეები.

ბერი დანიელ კატუნაკელი ღმერთმა უხვად დააჯილდოვა სულიერი ცხოვრებისა და სულთა განრჩევის, ჭეშმარიტებისა და შეცდომის ერთმანეთისაგან განსხვავების პედაგოგიური ნიჭით. იგი თავიდანვე გამორჩეული მონაზონი იყო. აღსანიშნავია, რომ ღვაწლმოსილი ბერები და სულიერი მოძღვრები, როგორიც იყო მაგალითად ბერი ფილოთეოს ზერვაკოსი, მისგან ითხოვდნენ რჩევებსა და სულიერი ღვაწლის ვარჯიშებისთვის მითითებებს. ეს ჩანს, როგორც ბერი ფილოთეოსის წერილებიდან, რომლებიც დასაყუდებელის არქივში ინახება, ასევე – ბერი დანიელის მის მიმართ მიწერილი წერილიდანაც, რომელიც  1913 წლის იანვარში გაუგზავნია მას ფილოთეოს ზერვაკოსისთვის.

ბერ დანიელთან ურთიერთობა ჰქონია ასევე კუნძულ პატმოსის ცნობილ ბერს – ამფილოქე მაკრისს. შემორჩენილია ბერი დანიელის მიერ ბერ ამფილოქესადმი მიწერილი წერილი, რომელსაც შემდეგი წარწერა აქვს: „ჩემს საპატიო მეგობარს – პატმოსის ღირსი ქრისტოდულოსის სახელობის წმიდა მონასტერში მოღვაწე მონაზონ ამფილოქეს“. რა თქმა უნდა, ბერი ამფილოქე პირადად იცნობდა ბერ დანიელს, როგორც ეს მის ყოვლისმომცველ და თანმიმდევრულ ბიოგრაფიაშია აღნიშნული: „მან შემოიარა ყველა მონასტერი და სკიტი, გაიცნო ისეთი წმიდა მამები, როგორიცაა ბერი დანიელ კატუნაკელი და სხვები, რომელთაგანაც უდიდესი სარგებელი მიიღო“.

დიდ მთაწმინდელ ბერზე – დანიელ კატუნაკელზე წარმოთქმული ეს თითქოსდა უმნიშვნელო და მეტად მწირი სიტყვები ავსებენ და ამდიდრებენ იმ ადამიანთა შედარებით უფრო ვრცელ ცნობებს, რომლებიც მამა დანიელს პირადად იცნობდნენ და მასთან ერთად ცხოვრობდნენ. დიდი სკიათოსელი მწერალი ალექსანდრე  მორაიტიდისი, პაპადიამანდისის შემდეგ თანამედროვე ბერძნული მწერლობის მეორე წმიდანი, ბერი დანიელის სულიერი შვილი გახლდათ. მორაიტიდისზე მოძღვრის პიროვნებამ და სწავლებებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ 1929 წლის 16 სექტემბერს, იგი ანდრონიკოსის სახელით მონაზვნად აღიკვეცა სკიათოსის სამი იერარქის სახელობის წმიდა ტაძარში. რამდენიმე ხნით ადრე კი, მონაზვნად აღკვეცილა მისი მეუღლე – ვასილიკი, რომლის მონაზვნური სახელი ათანასია გახლდათ. ათანასია მონაზვნურად ცხოვრობდა კუნძულ ტინოსის კეხროვუნის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის წმიდა მონასტერში, რომლის იღუმენია თავისი სიწმინდით სახელგანთქმული მონაზონი – თეოდოსია გახლდათ. ეს უკანასკნელი ასევე ბერი დანიელის სულიერი შვილი იყო.

ჩვენამდე მოღწეულია ბერი დანიელის სიტყვა, მიძღვნილი „დაუვიწყარი მონაზონი ათანასიას პატიოსანი ნეშტის დასაფლავებისადმი“, რომელიც წაუკითხავთ ტინოსის კეხროვუნის წმინდა მონასტერში. ამ სიტყვის მეშვეობით ნათელი ეფინება საინტერესო ცნობებს იმ სულიერი კავშირების შესახებ, რაც ერთმანეთთან ბერ დანიელსა და ქორწინებაში მყოფ ორივე მეუღლეს აკავშირებდა, ასევე მჟღავნდება ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც შეუსრულებია ვასილიკის ალექსანდრეს სწორი და შეურყეველი სულიერი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. მაშასადამე, სკიათოსელი დიდი შემოქმედისთვის – ალექსანდრე მორაიტიდისა და მისი მეუღლისათვის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდა ბერ დანიელთან ურთიერთობა, იმისათვის რომ მათ ეცხოვრათ ერში არა როგორც უბრალოდ ერის მონაზვნებს, არამედ ქცეულიყვნენ ნამდვილ მონაზვნებად და ღირსნი გამხდარიყვნენ იმისა, რომ ანდრონიკოსისა და ათანასიას სახელით ეტარებინათ ანგელოზის სქემა. რა თქმა უნდა, ორივე მონაწილეობას იღებდა წმიდა ნექტარიოსისა და ბერი დანიელის ურთიერთობის განმტკიცებისა და ურთიერთპატივისცემის გამყარების საქმეში.

მორაიტიდის მეუღლე, რა თქმა უნდა, მიეკუთვნოდა იმ მანდილოსანთა წრეს, რომლებიც წმიდა ნექტარიოსის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც იგი რიზარიაში საეკლესიო სკოლას მეთაურობდა. არსებობს თავად მორაიტიდისის მეტად შთამბეჭდავი ცნობები იმ შთაბეჭდილების შესახებ, რაც მასში ბერთან პირველ გაცნობას გამოუწვევია, მოგონებები კატუნაკიში მის კელიასთან გამართულ ღამეულ საუბრებზე, მთაწმინდელებს შორის ამ გამორჩეული ბერისადმი საერთო პატივისცემასა და აღიარებაზე. ყველა ეს ცნობა თავმოყრილია მორაიტიდისის ცნობილ ნაშრომში: „ჩრდილოეთის ქარის ტალღებით“

ბრძენი და გამორჩეული მთაწმიდელი ბერი

ალექსანდრე მორაიტიდისი ბერი დანიელის შესახებ: 

Isous Xristos 01

დანიელიანების საძმოს ნამუშევარი

იგი ამგვარად აღწერს ბერ დანიელთან პირველ შეხვედრას: „იქ, პირველად ვნახე ბერი დანიელი, მისი წარდგენის საჭიროება არ იდგა… როგორც კი ბერმა დანიელმა გაიგო ჩემი სახელი, გულწრფელი სიხარული გამოამჟღავნა, თითქოსდა უცქერდა თავის ძველ მოწაფეს, და არ იცოდა, თუ რა ეთქვა, ანდა, როგორ მომპყრობოდა, რათა ეს შეხვედრა რაც შეიძლება შინაურული ყოფილიყო. სმირნელი, ნაკითხი, დიდი ასკეტი, თავისი წმიდანური მკრთალად ნათელმოფენილი გარეგნობით, ჭაღარაშერეული წვერით, ღია ქერა თმითა და მოციმციმე თვალებით, სწავლული და მეტად გულღია ადამიანი.

Aleksandros Moraitidis Monaxos Andronikos

სკიათოსელი მწერალი ალექსანდრე მორაიტიდისი ბერი დანიელის სულიერი შვილი იყო. იგი თავის ნაწარმოებში – „ჩრდილოეთის ქარის ტალღებით“ მეტად შთამბეჭდავ ინფორმაციას გვაწვდის მასზე. (ფოტოზე გამოსახულია მორაიტიდისი, რომელმაც მონაზვნური სქემა ანდრონიკოსის სახელით მიიღო).

თავდაპირველად იგი დიდ მონასტერში იყო დამკვიდრებული, თუმცა ჩვენი გაცნობიდან მცირეოდენი წლის შემდეგ,  კატუნაკიში გადავიდა, სადაც უფრო მეტი სიმშვიდე სუფევდა. იქ, მართლაც წარმოიშობა ასკეტური ცხოვრების უტკბილესი თაფლი, რომლის სიტკბოების შეგრძნება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომელთაც ის იგემეს… სწორედ იქ, პირველად დავაფასე ბერი დანიელის მადლი, გამორჩეულობა, ასევე მისი – თავმდაბლობა. ასევე ავღნიშნავ, რომ მიეკუთვნოდა იმ განათლებულ წმიდა მამათა რიგს და და ასევე იმ წმიდა მღვიძარე მამათა რიგს, რომელთა ნაშრომები ალეგორიულად იზიდავდნენ დაინტერესებულთ, როგორებიცაა მაგ. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი და წმიდა სვიმეონ ახალიღმრთისმეტყველი. როგორც ამას მაშინვე მივხვდი,ძალიან კარგი მოსაუბრე, უსაზღვროდ ბეჯითი და გამორჩეული ბერი დანიელი, ათონის მთაზე, სადაც კი დაიდებდა ბინას,  უმალვე ყველგან ძმათა სიყვარულსა და კეთილგანწყობას იმსახურებდა, სულიერ მოთხოვნილებათა ნააზრევი საკმაოდ ღრმა გახლდათ“.

Geornde Filotheos Servakos kai Amfiloxos Makris

ისეთი ღვაწლმოსილი ბერები და სულიერი მოძღვრები, როგორებიც იყვნენ ბერი ამფილოქე მაკრისი და ბერი ფილოთეოს ზერვაკოსი, თავიანთ სულიერ საქმეში ბერი დანიელისგან ითხოვდნენ რჩევებსა და მითითებებს მარჯვნივ: ბერი ამფილოქე მაკრისი; მარცხნივ: ბერი ფილოთეოზ ზერვაკოსი.

 [გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები