Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი დანიელ კატუნაკელის სულიერი გამოსხივება (1846 – 1929 სექტემბერი) | PEMPTOUSIA

ბერი დანიელ კატუნაკელის სულიერი გამოსხივება (1846 – 1929 სექტემბერი)

22 October 2014

მორაიტიდისი შემდეგს წერს კატუნაკში არსებულ ბერი დანიელის უდაბნოზე, იმეორებს რა და შესაბამისად, ავსებს წმიდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სიტყვებს, რომელიც ასევე იხსენებდა იმ ტკბილსა და საზეიმო წუთებს, რომლებიც პონტოს უდაბნოში ბასილი დიდთან და სხვა ძმებთან ერთად ჰქონდა გატარებული: „ვის შეუძლია დამიბრუნოს ის გარდასული დღენი? ვის ძალუძს მომცეს ფსალმუნთა ის გალობა, ის ღამისთევანი და ლოცვის მეშვეობით მიღწეული უფალთან  სიახლოვე,  ცხოვრების ის არამატერიალური წესი, რომლითაც მაშინ ჩვენ კატუნაკიში ვცხოვრობდით? ვინ გამოსახავს კითხვის დროს ღმრთიური სიტყვების გამოსაცნობად ჩვენ მიერ გაწეულ მაშინდელ შრომისმოყვარეობას, განსაკუთრებით კი სიმეონის, ახალი თმრთისმეტყველისას? ვის შეუძლია აღწეროს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა და ჩვენი ხელნაკეთობანი? განა შეუძლია ვინმეს დაივიწყოს  მაშინდელი ჩვენი ცვრიანი საშრობი, სადაც განა მსხვილი მესაკუთრე ან მეტად მდიდარი მეპატრონე იჯდა ხოლმე ღამით,  არამედ დაღლილ-დაქანცული  ბერი? … მე აღარ მაქვს იმედი იმისა, რომ კიდევ გნახავ, ო, მარტოხელავ, ო, საყვარელო, ო, სასურველო, ო, უდაბურო კატუნაკი!…“

Agoioi Atonnikoi Pateres ergo danileon

ბერი დანიელი ფლობდა ხატწერის ხელოვნებას, რაც მემკვიდრეობით გადაეცა მის საძმოს, რომელიც დღესაც კი ამ საქმითაა დაკავებული. ღირსი მთაწმიდელი მამების ხატი (რუსული წარმომავლობის ტექნიკით შესრულებული ნიმუში, მე-18 საუკუნე), რომელთა ხსოვნას ზეიმობს დანიელიანების საძმოს დასაყუდებელის კათოლიკონი

ბერი დანიელის ეს საუბრები სრულიადაც არ ჰგავდა უმნიშვნელო და უსაფუძვლო თემების ირგვლივ სიტყვამრავალ და უმიზნო ფუჭად მეტყველებას, რომელიც ფლანგავს ჩვენი ხსნისათვის ესოდენ ძვირფას დროს და ხშირად ერწყმის სხვა პირთა გაკრიტიკებასა და ეგოისტურ განცხადებებს. არამედ, ის მიზნად ისახავდა მოსაუბრეთათვის სულიერი სარგებლის მოტანას, განწყობის სტიმულირებას მონანიებისაკენ, თავმდაბლობასა და უფლისაკენ მობრუნებაზე. ძალიან ამაღელვებელია მორაიტიდისის უკანასკნელი ცნობა, რომელიც შემდეგს გვაუწყებს: „როდესაც მივედი კარულიაში – კატუნაკიში, მეგონა რომ მივაღწიე ღმერთამდე. თუმცა, ბერ დანიელთან საუბრის შემდეგ კი ასე ვთქვი: „ახლა ვხედავ, თუ რა შორს ვარ ღმერთისგან“.

პარალელური ცხოვრებანი, წერილების მეშვეობით ორი წმიდანის ურთიერთობის შესახებ

Agios Nektarios Pendapoleos 01

ბერ დანიელს მიმოწერა ჰქონდა წმიდა ნექტარიოსთან, ჩვენამდე მოღწეულია მისი წერილები, რომლებიც დანიელიანთა საძმოს დასაყუდებელში ინახება. წმიდა ნექტარიოს პენდაპოლელი (დანიელიანთა საძმოს ნამუშევარი)

ჩვენი საუკუნის ორ დიდ მოღვაწეს – წმიდა ნექტარიოსსა და ბერ დანიელს შორის პარალელის გავლების შემდეგ, აღმოჩნდა რომ მრავალი მსგავსება არსებობს მათ სიცოცხლესა და საქმიანობაში, რა თქმა უნდა, იმ ჯილდოთა განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობასთან ერთად, რომლითაც უფლის მადლმა თითოეული მათგანი შეამკო: ორივე მათგანი ერთსა და იმავე წელს – 1846-ში დაიბადა. ორივე მათგანის სამშობლო აღმოსავლეთის დალოცვილი ადგილები იყო, წმიდა ნექტარიოსი გახლდათ თრაკიის სილივრიიდან, ხოლო ბერი დანიელი კი – მცირე აზიის ისტორიული ქალაქიდან – სახელგანთქმული სმირნიდან. ორივე მათგანი მრავალშვილიან ოჯახებში იზრდებოდა. ორივე იღებს კარგ განათლებას და ცხოვრების ბოლომდე არც ერთი მათგანი არ წყვეტს კვლევას. წმინდა ნექტარიოსი ამთავრებს ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ სკოლას, ხოლო ბერი დანიელი კი – სმირნის სახელგანთქმულ სახარებისეულ სკოლას.

Geronda Daniil 03

მონაზვნობისა და ასკეტური ცხოვრებისაკენ გეზის შეცვლა

წმიდა ნექტარიოსი ოცდაათი წლის ასაკში აღიკვეცა მონაზვნად (1876 წელს) ქიოსის ახალ მონასტერში. ბერი დანიელი კი დაახლოებით ოცი წლის ასაკში – ათონის წმიდა მთის პანტელეიმონის წმიდა მონასტერში (1866 წელს). დევნას, მწუხარებასა და ძნელბედობას მათთვის სიმამაცე მოჰქონდა, იმ დიდი მოკრძალებისა და სიყვარულის გამო, რაც მათ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიმართ გააჩნდათ. წმიდა ნექტარიოსს ათონის წმიდა მთისადმი დიდი სიყვარული გააჩნდა. ეს მის მიერ ბერი დანიელისათვის გაგზავნილ წერილშიც ჩანს, რომლის მეშვეობით მას აუწყებს თავის ჩანაფიქრს, რომ სურს იყიდოს კელია ათონის მთაზე, რათა მისი სულიერი შვილები, რომლებსაც მონაზვნობა სწადიათ, თავდაპირველად იქ დასახლდნენ, ხოლო შემდეგ კი, როდესაც გათავისუფლდება მონასტერზე ზრუნვისაგან – ეგინაზე. თავად მასაც სურს „სულიერი მოსვენების მიზნით“ ათონის მთაზე  გამგზავრება და იქ რაღაც დროის განმავლობაში დარჩენა. ეს ყოველივე წმიდანს 1913 წელს დაუწერია. თხუთმეტი წლით ადრე კი, 1898 წელს, მას პირველად და უკანასკნელად მოუნახულებია ათონის წმიდა მთა.

Alilografia Ag Nektariou Geronda Daniil

წმიდა ნექტარიოსის ბერი დანიელისადმი მიწერილი წერილის ფრაგმენტი.

პირველად წერილს ბერი დანიელი წერს 1903 წლის მარტში და მას კრძალთვითა და პატივისცემით უძღვნის პენდაპოლიის მიტროპოლიტს. წერილის დაწერის მისი გადაწყვეტილება გაუმყარებია ალექსანდრე მორაიტიდისს, როგორც ერთის, ისე მეორის ნაცნობს, რომელსაც დაურწმუნებია ბერი დანიელი, რომ მას განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამომჟღავნება მართებდა პენდაპოლიის მიტროპოლიტის მიმართ. წმიდა ნექტარიოსმა მის წერილს მაშინვე, იმავე თვეში, 1903 წლის მარტში, უპასუხა მეტად შთამბეჭდავი წერილით, მართლაც, რომ მეტად სულიერი და ფილოსოფიური ტექსტით, რომელშიც წმიდანი ავითარებს შემდეგ პოზიციას, რომ განსაცდელებისა  და სირთულეების მიზეზი უფლის სიყვარულშია და ისინი საშუალებას იძლევიან, რომ ადამიანმა უფრო უსაფრთხოდ მიაღწიოს სულიერ სრულყოფილებას. მცირე დროის განმავლობაში მათი წერილობითი ურთიერთობა წყდება.

მიმოწერას პირველი ისევ ბერი დანიელი განაახლებს. 1907 წლის დეკემბერში წმიდა ნექტარიოსს წერს წერილს და სთხოვს მას, რომ გამოუგზავნოს თავისი წიგნები, ულოცავს წმიდა სემინარიის, ანუ კუნძულ ეგინაზე წმიდა სამების სახელობის დედათა მონასტრის დაარსებას.  ბერი დანიელის ეს წერილი ჩვენამდე არ მოღწეულა. მისი შინაარსი ჩვენთვის ცნობილი ხდება წმიდა ნექტარიოსის მეორე წერილის საშუალებით, რომელსაც იგი 1908 წლის იანვარში უგზავნის ბერ დანიელს. ამ წერილში წმიდა ნექტარიოსი სთხოვს ბერს, რომ სულიერად დაეხმაროს წმიდა სამების სახელობის მონასტრის დედებს და დაწეროს შესაბამისი სულიერი ნაშრომი. და მართლაც, მოთხოვნისამებრ, იმავე წელს, 1908 წლის ივლისში, ბერი დანიელი იღუმენია ქსენისა და მონასტრის დებს უგზავნის სიტყვას. როგორც კი წმინდა ნექტარიოსი იღებს ბერი დანიელის ასკეტიკური შინაარსის ტრაქტატს (სამეცნიერო ნაშრომს), მას სამადლობელ წერილს უგზავნის. არც ეს წერილია ჩვენამდე სრული სახით მოღწეული.

 

 

შინაარსი
სანიშნეები