მოციქული იაკობი, ხორციელიად ძმა უფლისა
5 November 2014მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს/5 ნოემბერს დღესასწაულობს წმიდა იაკობ მოციქულის, უფალი იესო ქრისტეს ხორციელი ძმის ხსენების დღეს.
ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღუდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
მამისა მხოლოდ შობილმან ღმერთმან სიტყვამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთისმეტყველო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერულისალიმელთა განგაჩინა შენ, და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს გცემთ შენ იაკობ.