Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი გალაქტიონ სიმონოპეტრელის გარდაცვალება | PEMPTOUSIA

ბერი გალაქტიონ სიმონოპეტრელის გარდაცვალება

10 November 2014

30 ოქტომბრის საღამოს, როდესაც თესალონიკში გამართული კონფერენცია – ბიზანტიური მუსიკის ახალი ხაზი – დასასრულს მიუახლოვდა და დადგა ვახშმის დრო, ჩვენამდე მოაღწია ცნობამ, რომ „გარდაიცვალა ბაბუა გაკაქტიონი…“.  დარბაზი გავსებული იყო მთაწმიდელებითა და მათი მეგობრებით. ნებისმიერი ადამიანი იოლად მიხვდებოდა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ყველა იქ მყოფი ადამიანი დაბალ ხმაზე სწორედ ამ მოვლენის შესახებ საუბრობდა. მათ სახეზე გამოსახული სერიოზულობა მაშინვე შეიცვალა რაღაცნაირი ერთგვარი ღიმილით, იტყოდი რომ, თითქოსდა ყოველი ჩვენთაგანი ცდილობდა ბერი გალაქტიონის ღიმილისათვის მიებაძა, „ბაბუის“ ღიმილისათვის, ასე ვუხმობდით მას ყველა, ვინც კი მას ახლოს ვიცნობდით და მასთან ერთად არა ერთი ხანი გვქონდა გატარებული.

Galaktion Simonopetritis 01

ბერი გალაქტიონი ტრიკალის დენდროხორიდან იყო, მას ჰყავდა მეუღლე და ხუთი შვილი, რომელთაგან ორი მონაზონი გახდა: მონაზონი (ღერონდისა) ნიკოდიმი, ქალკიდიკის ორმილიას ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების სახელობის წმიდა კინოვიის იღუმენიაა და მამა ათანასე სიმონოპეტრელი, უფალი იესო ქრისტეს დიდი ეკლესიის მღვდელმონაზონი და ჰიმნოგრაფი. თავად ბერი გალაქტიონი მონაზვნად სიმონოპეტრას მონასტერში მონასტრის მაშინდელმა იღუმენმა ბერმა ემილიანემ აღკვეცა, იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად იქნა ხელდასხმული. შემდგომ ამისა, იგი იყო იღუმენი კონსტამონიტის წმიდა მონასტრისა, თუმცა მოგვიანებით, მან უარი თქვა ამ თანამდებობაზე და ისევ სიმონოპერტას მონასტერს დაუბრუნდა, სადაც გარდაცვალებამდე, ანუ გუშინდელ დღემდე, სინანულით ცხოვრობდა.

გარდაცვალების ჟამი მეტად მნიშვნელოვანი და დიდია ყოველი სულისთვის, რადგან ეს არის  ამქვეყნიური ცხოვრებიდან გასვლისა და ყოველივეს შემოქმედთან შეხვედრის დრო. ჩვენ კი „მგლოვიარენი“ გარდაცვლილების გამო დაობლებულნი, ამ წუთებს  ადამიანური მწუხარებით ვხვდებით. თუმცა, გამუდმებით მდუმარებაში მოტირალი ჩვენი გულები მათი (ანუ გადაცვალებულების) არსებობით ივსება, აცოცხლებს სახეებსა და მოგონებებს, რომლებსაც სამუდამოდ შიგნიდან დაუღარავთ ჩვენი გული და დაუხაზავთ მთელი ჩვენი ცხოვრების გზა.

ერთხელ, მრავალი წლის წინ, რომელიღაც მორჩილის მონაზვნად აღკვეცის შემდეგ გამართულ ტრაპეზზე საუბრისას ბერმა ემილიანემ სახელის დასახელების გარეშე თქვა ასეთი რამ, და აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს ის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც იგი ვინმეს ქებით მოიხსენიებდა:  „ეს ადამიანი ყველა ჩვენთაგანის ღიმილია. როდესაც მას ტაძარში ვერ ვხედავთ, ყველა მას ვეძებთ და ვკითხულობთ, თუ როდის მოვა. იგი ყველაზე საყვარელი და ყველაზე საჭირო ადამიანია ჩვენს მონასტერში…“.  ყველას, ვინც კი ამ დროს იქ ვიყავით, გაგვეღიმა და მივხვდით, თუ ვინ ყავდა მას მხედველობაში. არ არსებობს სიმონოპეტრას მონასტრის ისეთი სტუმარი-მომლოცველი, ვისაც კი არ ჰქონდეს გაგებული, თუ როგორ კითხულობს მოხუცი გალაქტიონი დასაწყის ლოცვებსა და ექვსს ფსალმუნს, თუ როგორ გალობს მისთვის დამახასიათებელი ტკბილი ხმით კურთხევანის ტროპარებსა და „ღირს არს“ ან უფალი მობრძანდება ვნების კვირაში. ღრმად მოხუცებული, თუ როგორ მოდის პირველი დილით ადრიანად  ღმრთისმსახურებებზე დასასწრებად და როგორ მიდის უკანასკნელი, როგორ ამკობს ტაძარს თავისი კეთილშობილური და ამავე დროს ტკბილი ყოფნით.

კალათებს, რომლებსაც იგი თავად წნავდა და ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც თავის კურთხევას ისე გასცემდა, ახლაც დიდი მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული ჩვენ-ჩვენი სახლების კუთხეებში მის ლოცვასთან ერთად.

საუკუნოდ იყოს ხსენება ბერი გალაქტიონ სიმონოპეტრელის!

მისი ლოცვა-კურთხევა გვქონოდეს.

ცათა სასუფეველი ბაბუავ!

შინაარსი
სანიშნეები