Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მღვდელმონაზონი მაკარი მთაწმიდელი (1812 – 1913 წლის 10 ნოემბერი) | PEMPTOUSIA

მღვდელმონაზონი მაკარი მთაწმიდელი (1812 – 1913 წლის 10 ნოემბერი)

12 November 2014

მღვდელმონაზონი მაკარი კულიანოსი, კალიმნოსელი განდეგილი, ათწლეულების მანძილზე ათონის წმიდა მთის მონაზონი იყო. 1899 წელს ეს მშვიდი ღმრთის კაცი და ბიბლიური მმარხველი 87 წლის ასაკში თავის მშობლიურ კუნძულს დაუბრუნდა. რატომ მიატოვა ამ მხცოვანმა მთაწმიდელმა ღმრთისმშობლის ბაღი? ამ კითხვაზე პასუხს  მისი მოკლე ბიოგრაფია გვაძლევს, სადაც შემდეგს ვკითხულობთ: „მან ათონის მთის სულიერი სიდიადე მიატოვა იმის გამო, რომ დაემორჩილა  ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხუთი წლის განმავლობაში განმეორებულ მინიშნებას“.  მაშასადამე, მას ღმრთისმშობელმა არაერთგზის აუწყა, რომ მიეტოვებინა მისი ბაღი – ათონის წმიდა მთა. დემონის ხაფანგში გაბმის შიშით იგი ხუთი წლის განმავლობაში მხურვალედ ლოცულობდა, ხოლო თუკი ეს მინიშნება მართლაც ღმრთის ნება იქნებოდა, მაშინ მას ერში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი. ბოლოს კი მიხვდა, რომ ღმრთისმშობელი მას ნამდვილად არწმუნებდა ერში დაბრუნების საჭიროებას.

Ieromonaxos-Makarios-Agioritis-011

ნეტარი ბერი მაკარი, დიდი კალიმნოსელი მეუდაბნოე

1899 წელს ბერმა მონაზვნად აღკვეცა მონაზონი მაკარია († 1952). მას თან ზდევდა ათი ღმრთისმოსავი ახალგაზრდა ქალი, რომელთაც წმინდა ეკატერინეს მონასტერი დააარსეს. დააფუძნა ასევე წმიდა სოფიას სამონასტრო დობა. ამგვარად, იგი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა კალიმნოსზე იმისათვის გააგზავნა, რომ მას იქ მისი მონაზვნობა გაემყარებინა.

იმავე ეპოქაში კიდევ ერთი მთაწმიდელი ბერი ჩადის კუნძულ კალიმნოსზე – მღვდელმონაზონი კირილე, რომელიც წარმოშობით მეზობელი კუნძულიდან კოსიდან იყო და მრავალი წლის განმავლობაში ასკეტურად ცხოვრობდა ათონის წმიდა მთაზე. იგი ხელგაშლილი, მოწყალე და მოსიყვარულე სულიერი მოძღვარი იყო. კირილე სულიერ მოძღვრად იქნა გამწესებული კალიმნოსის არგოსის ევანგელისტრიას სახელობის მონასტერში, რომლის პირველი წინამძღვარი უაღრესად სათნო მონაზონი მაგდალინა გახლდათ, რომელიც 1952 წელს 105 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ჩვენ გავიცანით მისი ყოვლად სათნო მემკვიდრე, რომელიც დიდი მღელვარებით საუბრობდა თავის სულიერ დედაზე (გერონდისაზე) და მიუხედავად იმისა, რომ მაგდალინას გარდაცვალებიდან 50 წელმა განვლო, მას ისე მოიხსენიებდა, თითქოსდა გუშინ გარდაცვლილიყო.

Ieromonaxos-Makarios-Agioritis-02

წმიდა ათანასე ათონელის წმიდა წყაროსთან, (ფოტ. 1890).

ნეტარ ბერ მაკარის წმიდანის შესაფერისი აღსასრული ჰქონდა. „უფალმა იხმო  გამოცდილი და ღმრთივმოსილი ბერი იმისათვის რომ დაეჯილდოვებინა ის დედამიწაზე მის მიერ ჩადენილი ღვაწლისათვის. კმაყოფილმა იმ თავმდაბალი შენატანისთვის, რაც მან კალიმნოსის დედათა მონაზვნობისათვის გააკეთა, მღელვარებით გაიმეორა სვიმეონ ღმრთისმიმრქმელის სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი…” და 1913 წლის 10 ნოემბერს მიაბარა სული თვისი უფალს“.

შინაარსი
სანიშნეები