Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ანდრიას სკიტი (სერაი) | PEMPTOUSIA

წმიდა ანდრიას სკიტი (სერაი)

17 November 2014

წმიდა ანდრიას სკიტი მდებარეობს კარიესის (წმინდა მთის ადმინისტრაციული დედაქალაქი) უკიდურეს ჩრდილოეთით, ქსისტრის (ქსესტუ) სამონასტრო დაფუძვნების ტერიტორიაზე, რომლის შესახებაც პირველი ცნობები 1057 წლიდან მოიპოვება. მე–16 საუკუნის შუა წლებამდე სამონასტრო დაფუძვნება შეუსყიდია კონსტანტინოპოლის ყოფილ პატრიარქ ათანასე III პატელაროსს, რომელმაც  აღადგინა და კელიად გარდაქმნა იგი. 1661 წლამდე ის, პროტოსის და დიდი სინაქსის (დიდი კრების) უფლებამოსილებაში იყო.  მხოლოდ შემდგომ შეიძინა იგი ვატოპედის წმიდა და დიდმა სავანემ. 1768 წლამდე სერაი წმიდა ანტონის სახელზე იყო ნაკურთხი, შემდგომ წლებში კი გადაეცა კონსტანტინოპოლის  ყოფილ პატრიარქ სერაფიმე II აკარნანს, რომელმაც წმიდა მოციქული ანდრიას სახელზე აღაშენა ახალი ტაძარი. 1842 წელს  ვატოპედის სავანემ იგი მიჰყიდა რუს მონაზვნებს, ხოლო 1849 წელს რუსეთის ზეწოლის შედეგად და ვატოპედელების წინააღმდეგობის   მიუხედავად  იგი სკიტედ აღიარეს. მალევე დაიწყო სკიტის შესანიშნავი ფლიგელებისა აღდგენა და ახალი კირიაკონის (სკიტის მთავარი ტაძარი) აგება, რომელიც 1900  წლისათვის დასრულდა. კომპლექსი მოიცავდა  მრავალ ტაძარსა და ეკვდერს, სატრაპეზოსა და ბიბლიოთეკას, სადაც ინახებოდა უძვირფასესი ბერძნული და სლავური  ხელნაწერები.

მე–20 საუკუნის დასაწყისისთვის სკიტში დაახლოებით 700 მონაზონი ირიცხებოდა, რაც მთაწმიდაზე რუსეთის ინტენსიური ეკლესიური და პოლიტიკური ყოფნით აისახებოდა, მაგრამ ეს პროცესი მკვეთრად შეჩერდა 1917 წლის რევოლუციის დაწყებით. შემდგომში სკიტი უარს აცხადებს და კვლავ ბრუნდება ვატოპედის სავანის დაქვემდებარებაში. ორმოციოდე წლის წინ მომხდარი დიდი ხანძრის შედეგად განადგურდა ბიბლიოთეკა და სკიტის დიდი ნაწილი. დღესდღეობით უშველებელი ფლიგელებიდან ერთ–ერთში განთავსებულია  “ათონიადას” აკადემია.

წმიდა ანდრიას სკიტეს ნაგებობათა კომპლექსის ხედი ჩრდილო–დასავლეთის მხრიდან. მე–20 საუკუნის დასაწყისის ფოტოგრაფია.
შინაარსი
სანიშნეები