Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
აღსარებით მიღებული სარგებელი | PEMPTOUSIA

აღსარებით მიღებული სარგებელი

18 November 2014

აღსარება იმ ადამიანში, ვინც კი მას ამბობს ორ დიდ სიკეთეს იწვევს. ჯერ ერთი, რომ აღსარების თქმით მას ცოდვები მიეტევება. და მეორე ის, რომ ამით იგი მოწამეთა და მართალთა თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ის რომ აღსარება ცოდვების მიტევების საშუალებაა, ამას მთელი საღმრთო წერილი – როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა – ცხადყოფს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვიტანთ ამის დამადასტურებელ ორ-სამ მაგალითს, თუმცაღა გამოვტოვებთ სხვა უამრავს.

მეზუერეთა მთავარმა, რომლის სახელი იყო ზაქე, ჩვენი უფალი იესო ქრისტე თავის სახლში მიიღო. როგორც მაშინ ამბობდნენ, იგი მეტად ცოდვილი ადამიანი იყო. ამიტომაც, ყველას, ვინც კი ამის შემსწრე გახდა, შემდეგი რეაქცია ჰქონდა: „იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად“ (ლუკა 19, 7). ზაქემ მაშინვე აღსარება ჩააბარა უფალს და უთხრა, რომ თუკი ვინმესთვის ცილი დაუწამებია, ანდა სხვათა უფლებები მიუთვისებია, იგი ოთხმაგ წილს მიაგებდა მათ. რა სარგებელი მიიღო ამით ცოდვილმა ზაქემ? მას მიეტევა თავისი ცოდვები. „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის“ (ლუკა 19, 9).

Agios-Gerasimos-Patriarhis-Alexandreias-o-Palladas-10

მოუსმინეთ იესო ქრისტეს მეგობარს – იოვანეს, თუ რას ამბობს იგი თავის ეპისტოლეებში: „უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა“ (იოვანე I ეპ. 1, 9). მოუსმინეთ, თუ რას ეუბნება ღმერთი წინასწარმეტყველთა მახარებელს ესაიას: „განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება“ (ესაია წინასწარმეტყველი 1, 16-18).

კარგად დაფიქრდით, როგორც ცოდვების მიტევებაზე, ისე – ცოდვათა აღიარებაზე. უპირველეს ყოვლისა, უფალი შემდეგს ამბობს: „განიბანეთ“. აქ იგი არ გულისხმობს უბრალო წყალს, რადგან უბრალო წყალი არ წმენდს სულიერ ცოდვებს, არამედ მხოლოდ გარეგნულად ჰბანს სხეულს. როდესაც ღმერთი ამბობს: „განიბანეთ და შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“, სხვა წყალს გულისხმობს. იმავე წყალს, რომელსაც დავით წინასწარმეტყველი ახსენებს, როდესაც შესთხოვს უფალს, რომ იგი განბანოს: „უფროის განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე“ (ფსალმ. 50, 2). ეს წყალი გახლავთ სულიწმიდიდან გამომავალი თბილი წყალი, ღმრთაებრივი ნათლობის წყალი. არსებობს ასევე სინანულის წყალიც, რომელიც ცრემლთა დენის შედეგადაა წარმოქმნილი, როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს: „დავშუერი მე სულ-თქუმითა ჩემითა, დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი, ცრემლითა ჩემითა სარეცელი ჩემი დავალტო“ (ფსალმ. 6, 6). უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია რომ ეს ცრემლები ღმრთისმოსაობითა და გულწრფელი მღელვარებით დაიღვაროს, რაც რეალურად აღსარების  საფუძველსა და წყაროს წარმოადგენს.

როდესაც ამგვარი გულითადი მონანიება ხდება, მაშინ მოდით რომ ვისაუბროთ. „მოდით ჩემ წინაშე და გახსენით ბაგენი თქვენნი და მითხარით, თუ რა უსამართლობას განიცდით თქვენი მტრისაგან. მითხარით იმ ბოროტების შესახებ, რასაც თქვენ მიმართ სჩადიან და გპირდებით, რომ ყველაზე მეტ სიწითლესაც კი, რასაც თქვენი ცოდვები იწვევს და რაც სისხლისგანაა, მე გავათეთრებ და განვწმენდ. რადგანაც ჩემი საკუთარი ადამიანური ბუნება თოვლივითა და კრავივით თეთრია, ისევე როგორც ჩემი სამოსელი იყო თოვლივით სპეტაკი თაბორის მთაზე, როგორც ამას წმიდა მარკოზი ამბობს: „და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (მარკოზი 9, 3). განა კი გნებავთ ამაზე უფრო მეტი მიტევება ცოდვათაგან? რომ აღსარების მთქმელნი სპეტაკად აქციოს, ანუ ისეთივე უმწიკვლოდ გადააქციოს, როგორიც თავად მისი სხეულია, „რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“ (პეტრე I ეპ. 2, 22).

ახლა ვისაუბროთ იმ სხვა სიკეთეზეც, რომელსაც წმიდა აღსარება აძლევს აღმსარებლებს. და ის შემდეგში მდგომარეობს: იგი მათ მოწამეთა და წმიდანთა თანაბრად და მსგავსად აქცევს. მაშასადამე, განვიხილოთ ის სიწმინდე, ის ბრწყინვალება და ის გვირგვინი, რომლითაც ღმერთმა მოწამეები და დანარჩენი წმიდანები დააჯილდოვა. რა სახის არის ის და რა გზით მიანიჭა მან მათ ამგვარი ბრწყინვალება? მოდით ვნახოთ და განვიხილოთ, ჰგავს თუ არა იგი იმ სიწმინდესა და სამკაულს, რომლითაც უფალი აღმსარებლებს ამკობს.

მოწამეთა და ყოველთა წმიდანთა ბრწყინვალება ჩანს წმიდა გამოცხადებაში, სადაც დალოცვილი იოვანე მახარებელი ამბობს, თუ როგორ აღაღო „კრავმა“ მან შვიდთა ბეჭედთაგანი და როდესაც მიაღწია მეხუთე ბეჭედს და აღაღო იგი, იხილა მან „საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყვისათვის ღმრთისა და წამებისათვის კრავისა მის, რომელ აქუნდა“.  ეჭვს გარეშეა, რომ ისინი არიან წამებულნი და დანარჩენნი წმიდანნი, რომელთაც ჩვენი უფალი ღმერთის – იესო ქრისტეს სიყვარულისათვის მრავალგზის შესწირეს თავიანთი სიცოცხლე. რა თქმა უნდა, აღნიშნულია ისიც, თუ როგორ „ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა“ მათ და ხმამაღლა უთხრეს უფალს შემდეგი სიტყვები: „ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?“ (გამოცხადება 6, 10). თითქოსდა ამას ამბობდნენ: „სამართლიანო მსაჯულო, მოგვანიჭე ჩვენ ის სრულყოფილი გვირგვინი, რათა გვიხილონ ჩვენ მათ, რომელთაც დაღვარეს სისხლი ჩვენი, რათა ამოიოხრონ თავიანთი ურწმუნოებით დამწუხრებულებმა და მიიღონ ის ჯოჯოხეთი, რომელიც დაიმსახურეს“.

გამოცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იქ მყოფ ყოველ ადამიანს მიეცა სპეტაკი სამოსელი. საინტერესოა, თუ რა უნდა ყოფილიყო ის თეთრი სამოსელი? მიმაჩნია, რომ აქ იგულისხმება მოწამეთა პატიოსანი და წმიდა სხეულები, რადგანაც მხოლოდ სულებს ხედავდა იგი საკურთხეველსა ქუეშე. და როდესაც სულებმა ხმა-ჰყუეს და უხმეს მას, ისინი დაასაჩუქრა გაასპეტაკა რა მათი სხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ წმიდა ჰყო ისინი დასასრულის ჟამს. კვლავ მსურს იმის გაგება, თუ როგორ განასპეტაკნა მათი სხეულები? ერთ-ერთმა მღვდელმა ქვემოთ მოყვანილ მონაკვეთს შემდეგი პასუხი გასცა: „ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს, მათ სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა“ (გამოცხადება 7, 14). აქ ის ადამიანები იგულისხმებიან, ამბობს იგი, ვინც ამქვეყნიურ სამყაროში წამებულნი და მწუხარენი არიან, თითქოსდა მათ მათმა და ჩვენმა ბრძანებელმა ასე უწინასწარმეტყველა: „ამა სოფელსა შინა ჭირი გექნებათ“. მათ გარეცხეს სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს.

[გაგრძელება ექნება]

 

 

 

შინაარსი
სანიშნეები