წმიდა იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი
26 November 2014მართლმადიდებელი ეკლესია 13/26 ნოემბერს აღნიშნავს წმიდა იოანე ოქროპირის, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს.
პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქროპირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანისცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.