Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
აღსარების სისპეტაკე | PEMPTOUSIA

აღსარების სისპეტაკე

1 December 2014

ვაგრძელებთ წმიდა გერასიმე პალადას მცირე ნაშრომის პუბლიკაციას, წინა სტატია იხილეთ: www.pemptousia.ge/2014/11/18/აღსარებით-მიღებული-სარგე/.

სპეტაკი სამოსელი ნახსენებია ასევე უძღები შვილის იგავში, როდესაც უძრები შვილის მამა შემდეგ სიტყვებს ამბობს: „გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას“ (ლუკა 15, 22), თითქოსდა ამ სიტყვებით იგი შემდეგს გულისხმობს: „თქვენი სხეულებიდან გაიძრეთ ამქვეყნიური ცხოვრების დემონური შესამოსლები და შეიმოსეთ სიწმინდის სისპეტაკით“. ეს სისპეტაკე, რა თქმა უნდა, საიდუმლო კრავის – ჩვენი უფალი იესო ქრისტეს სისხლით  გამოვლინდა იმ ახალგაზრდის სახით, რომელიც უფლის საფლავზე იმყოფებოდა აღდგომის დილას, როდესაც იქ, უფლის სხეულის გამოსათხოვად მივიდნენ მარიამ მაგდალინელი და სხვა მენელსაცხებლე დედები, ანგელოზი შემოსილი იყო თეთრი სამოსით, იგი თითქოსდა მიანიშნებდა იმაზე, თუ როგორ ასპეტაკებდა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე სხეულებსა და სულებს.  სწორედაც რომ სასწაულია: როგორ გათეთრდა წითელი სისხლი? გზა ამას გვეუბნება: თავდაპირველად განიბანე, შემდეგ კი განსპეტაკდები. განბანვა მიგვანიშნებს დიდი წუხილისაგან გათავისუფლებაზე, ანუ ადამის ცოდვისგან განწმენდაზე, სწორედ ამიტომ ამბობდა წინასწარმეტყველი: „მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე“ (ფსალმუნი 50, 7). ამგვარმა განწმენდამ, რომელშიც დაფარულია სულიწმიდის ძალა, ღმრთივკურთხეულად აქცია კრავის სისხლი, განასპეტაკა ის, ანუ აქცია წმიდად და დიდების გვირგვინით შემოსა ის მკვდრეთით აღმდგარმა უფალმა იესო ქრისტემ.

Eksomologisi 02

წყარო: eikonografies.gr

სწორედ ამგვარ განწმენდაზე საუბრობდა ნეტარი პავლე: „არცა სისხლითა ვაცთა და ზუარაკთაჲთა, არამედ თჳსითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას და საუკუნოჲ გამოჴსნაჲ პოვა“ (ებრაელთა მიმართ 9, 12). ჩვენ შევიტყვეთ იმ მშვენიერების შესახებ, რომლითაც უმწიკვლო კრავმა, უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ყოვლად უბიწო სისხლის დაღვრით დააჯილდოვა დალოცვილი მოწამეები და დანარჩენი წმიდანები.

ახლა კი მსურს იმის გარკვევა, მსგავსია თუ არა ეს მშვენიერება იმ მშვენიერებისა, რომელთაც აღმსარებლები იძენენ. და თამამად ვაცხადებ, რომ დიახ! ნეტარი იოანე იქვე წარმოგვიდგენს, თუ როგორ გამოისყიდეს ბოროტეულთა თავიანთი ცოდვები იესო ქრისტეს მიერ და მასზე (იესო ქრისტეზე), როგორც კრავზე ისე ქადაგებს, ანუ იესოს კრავად წარმოგვიდგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ უფალმა იესო ქრისტემ, როგორც კრავმა, ზუსტად იმავე გზით რა გზითაც განასპეტაკა მოწამეები, განასპეტაკა ცოდვილებიც (ანუ ბოროტეულნი). „აი, ამბობს, ღვთის კრავი, რომელმაც სამყაროს ცოდვები თავის თავზე იტვირთა“. თავად ღმერთი  შემდეგ სიტყვებს ეუბნება ეზეკიელს: „თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება; არც ერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს“ (ეზეკიელ წინასწარმეტყველი 18, 21-22). ის, ვინც ზურგს აქცევს თავის უსამართლობას, ამბობს, იცოცხლებს. და როგორ იცოცხლებს? მასში თავად სიცოცხლე დაივანებს, რაც იგივე ღმერთია, როგორც ამას თავადვე ამბობს: „მე ვარ სიცოცხლე და ჭეშმარიტება“. რა როგორი ცხოვრება ექნება მას, ვინც უფალ იესო ქრისტესთან ერთად იცოცხლებს? იგი ზეციურ მამას შეიცნობს, როგორც ამას თავად იესო ქრისტე ამბობს: „და ესე არს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ (იოვანე 17, 3).

ოჰ, სამგზის ნეტარო ადამიანო, შენ, ვინც ჭეშმარიტი სინანულით ამბობ აღსარებას. ოჰ, როგორ იქცევი შენ უფლის ძის სამკვიდრებლად და ზეციური მამის მცნობელი! აქედანვე გაუწყებ შენ კარგ ამბავს, რომ როდესაც შეაბიჯებ საუკუნოვან სიცოცხლეში, შენ ყოვლად ნათელ მამას იხილავ და მას შეიცნობ.  გესმით, ჩემო პატიოსანო ძმებო, თუ რა ხდება მონანიეთა თავს. გააცნობიერეთ მმართველებო, გააცნობიერეთ მღვდელმთავარნო და მღვდლებო ის სიკეთე, ანუ ის სამკაული და სიმდიდრე, რომელსაც ჩვენი ზეციური მამა აძლევს სინანულში მყოფთ, და მერე, უკვე თქვენ თავადაც გაათანაბრებთ მათ მოწამეებთან.

ესაია წინასწარმეტყველი შემდეგს წერს: „რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული. მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მიდიოდა თავისი გულის გზით. მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ“ (ესაია წინასწარმეტყველი 57, 15, 17, 18). ამბობს, რომ ცოდვის გამო იგი მცირედ დასაჯა. მაგრამ იხილა რა მისი გულის თავმდაბალი გზები, ის, რაც სინანულის და აღსარების ჟამს დგება ხოლმე, მას ჭეშმარიტი ნუგეში უბოძა. ეს სწორედ ის გზებია, რომელთაც დავით წინასწარმეტყველიც ახსენებდა თავის ღმრთივკურთხეულ ფსალმუნებში: „ალაგნი ჩემნი და ნაწილნი ჩემნი შენ გამოიკულიენ და ყოველნი გზანი ჩემნი წინაჲსწარ იხილენ; რამეთუ არა არს ზაკუვაჲ ენასა ჩემსა“ (ფსალმუნი 138, 3-4). თითქოსდა ამას ამბობდა: „ამ აღსარებაში, რომელსაც ჩემი პირით გეუბნები, არაფერია ტყუილი“. ოდნავ ქვევით კი წინასწარმეტყველი ამას დასძენს: „განმცადე მე, ღმერთო, და ცან გული ჩემი; განმიკითხე და გულისხმა-ყვენ ალაგნი ჩემნი“ (ფსალმუნი 138, 23). როგორ ნუგეშინისცემას ითხოვს იგი უფლისგან? ითხოვს სულიწმიდას, რომელიც წმიდა სახარებაში ჭეშმარიტ ნუგეშინისმცემელად იწოდება: „და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინისმცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ხელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს“ (იოვანე 14, 16-17).

ჩემო ძმებო, ვფიქრობ, სამი დიდი რამ არის, რასაც ჩვენი უფალი ღმერთი იესო ქრისტე ყველა იმათთაგანის სადიდებლად ასრულებს, ვინც კი მასთან სინანულითა და აღსარებით მიდის.  პირველი არის ნათლობა. მიუხედავად იმისა, რომ იესოს არ ჰქონდა ნათლობის საჭიროება, რადგან „არ ჰქონდა ჩადენილი ცოდვა და არც ეშმაკის მიერ ყოფილა მოტყუებული“, იგი მაინც მოინათლა. მას არანაირი საჭიროება არ ჰქონდა ლოცვის, თუმცა ილოცა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის ჟამს და ასევე ზეთისხილის მთაზე. როდესაც ლაზარე გაცოცხლდა, იესომ ზეცას მიაპყრო თვალები და თქვა: „მადლობ, მამაო, რათა ისმინე ჩემი“, ხოლო ზეთისხილის მთაზე, როდესაც მუხლმოყრილი ლოცულობდა, ამას ამბობდა: „მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!“ (ლუკა 22, 41-42).

იესო ქრისტეს არც აღსარების საჭიროება ჰქონდა, რადგან იგი სრულიად უბიწო ქმნილება იყო, მიუხედავად ამისა, მან აღსარების მაგალითი მოგვცა. როგორც ადამიანს მას პატარა ტკივილი გააჩნდა, რასაც უმხელს და ეუბნება ყოვლისშემძლე უფალს.  წინასწარმეტყველ იერემიასთან, სადაც წარმოგვიდგენს კიდეც თავის თავს, როგორც კრავს, შემდეგ სიტყვებს ამბობს: „უბიწო კრავივით მივყავდი დასაკლავად, მე კი არ ვიცოდი, რას მიპირებდნენ: მოვსპოთ ხე, ვიდრე ნედლიაო, ამოვძირკვოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ აღარ იხსენიებოდესო მისი სახელი. ცაბაოთ, უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია“ (იერემია წინასწარმეტყველი 11, 19-20). ამბობს, რომ საფარველი ახადა თავის გულს და გაამხილა თავისი ტკივილი. ეს უსამართლონი მექაჩებიან, როგორც თავმდაბალსა და უბიწო კრავს, რათა მომკლან. შენ გეუბნები ჩემს დიდ სიმართლეს, რათა განსაჯო ისინი.  „მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე შჯაჲ ჩემი თესლისაგან არაწმიდისა, კაცისა ცრუისა და მზაკუვარისაგან მიხსენ მე. რამეთუ შენ, ღმერთი, ძალ ჩემდა ხარ; რად განმიშორებ მე, და რად მწუხარე ვალ მე ჭირითა მტერისაჲთა“ (ფსალმუნი 42, 1-2).

[გაგრძელება ექნება]

შინაარსი
სანიშნეები