Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
აღსარების საიდუმლოს სიდიადე | PEMPTOUSIA

აღსარების საიდუმლოს სიდიადე

5 December 2014

ვაგრძელებთ წმიდა გერასიმე პალადას მცირე ნაშრომის პუბლიკაციას, წინა სტატია იხილეთ: www.pemptousia.ge/2014/12/01/აღსარების-სისპეტაკე/.

სხვა საკითხი შეეხება იმას, თუ რას ამბობს უფალი ადამიანზე, რომელიც აღსარებას აბარებს: რომ ასეთი ადამიანი ღმრთის ბაგის მსგავსია. ეს აღნიშნულია იერემია წინასწარმეტყველთან, სადაც უფალი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „თუ შეინანებ, მოგაბრუნებ, რომ დადგე ჩემ წინაშე; თუ ძვირფასიანს გამოარჩევ უფასურისგან, ჩემს ბაგესავით იქნები“ (იერემია წინასწარმეტყველი 15, 19). რომელ ადამიანს გულისხმობს აქ სულიწმიდა, რომლის შესახებაც იგი წინასწარმეტყველთან საუბრობს? რა თქმა უნდა, უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია ვიფიქროთ, რომ იგი ნათესავს გულისხმობს და არა – უცხოს. და რა არის თითოეული ადამიანისათვის ყველაზე უფრო ახლობელი? ეს არის მისი სული. რა თქმა უნდა, ეჭვს გარეშეა, რომ სული ძვირფასია თითოეული ჩვენთაგანისთვის, რადგან ის არის უხილავი ღმრთის ხატი. როდესაც არისტოტელე სულის შესახებ საუბრობდა, იგი მას, როგორც „სიკეთისა და ძვირფასის მაუწყებელს“, ისე მოიხსენიებდა.

Eksomologisi 03

მაშ, რას აუწყებს უფალი ყოველ ადამიანს? „ის, ვინც ძვირფასს, ანუ თავის სულს, რომელიც უფრო ძვირფასია, ვიდრე ერთად აღებული მთელი ქვეყანა, გამოარჩევს უფასურისგან, ანუ ეშმაკეულისა და ცოდვისგან, იქნება ჩემი ბაგის მსგავსი“. საინტერესოა, თუ რატომ არ ამბობს უფალი – ასეთი ადამიანი  ჩემი მსგავსი იქნებაო და ნაცვლად ამისა ამბობს, რომ ის ჩემი ბაგის მსგავსი იქნებაო? იმიტომ რომ სწორედ ბაგე წარმოთქვამს სიტყვებს და ჭრის ცოდვებს, თითქოსდა უფალი შემდეგს გვეუბნება: „თუ ადამიანს სურს თავისი სულის გათავისუფლება, მაშინ მან მწვავე სიტყვები უნდა წარმოთქვას, აღსარება უნდა ჩააბაროს. და სწორედ მაშინ დავაფასებ მე მის ბაგეს და მას ჩემი ბაგის მსგავს მნიშვნელობას მივანიჭებ. ჩემი ბაგე კი სწორედ ის არის, რომელმაც  გაკიცხა და დაამარცხა ეშმაკი, როდესაც მას ეს სიტყვები უთხრა: „წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა“ (მათე 4, 10-11). სწორედ ამგვარად მივანიჭებ მადლს აღსარების წარმომთქმელ ბაგესაც, რათა მან განდევნოს დემონები, რომლებიც არა თუ მის უკან, არამედ მის ფერხთა ქვეშ აღმოჩნდებიან. „აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა“ (ლუკა, 10, 19).  ბაგემან ჩემმან მისცა სიტყვის აღმოთქმის ძალა ყრუ-მუნჯს, როდესაც მან (ბაგემან ჩემმან) ეს თქვა: „ეფფათა“, რაც ნიშნავს: „განეხუენით!“. „და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად“ (მარკოზ 7, 34-35).  სწორედ ამგვარ პატივს მივაგებ და გავაძლიერებ აღსარების მთქმელის ბაგესაც, რათა შემდგომი სიცოცხლის მანძილზე მისი გონება იყოს მადლმოსილი და არა ყრუ უფლის სიტყვებისადმი, ხოლო მისი ენა კი – ოქროსი, იმისათვის რომ ადიდოს უფალი.

მესამე საკითხი შეეხება იმას, თუ როგორ მოვიდა უფალი ამქვეყნად იმ ცოდვილი ადამიანების გამოსახსნელად, რომლებიც თავიანთი საქციელის გამო სინანულს განიცდიან, თუ როგორ განკაცდა იგი და როგორ დაითმინა სიკვდილი. ესაია წინასწარმეტყველი 53-ე თავში შემდეგს გვეუბნება: „მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ“ (ესაია წინასწარმეტყველი 53, 5). ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ხორცისათვის ღმრთის ძე, როგორც სამარიტელი ისე გამოჩნდა, რომელმაც ნახა კაცი ვინმე, რომელიც იერუსალიმში მოდიოდა იერიქოდან, მას ავაზაკნი დასხმოდნენ თავს, სამარიტელი მის გამო ძლიერ შეწუხდა „და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ“ (ლუკა 10, 34).

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო დიდი და აღფრთოვანების ღირსი, ვიდრე ეს სამი რამ, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, რომ აღსარების სიდიადის გამო თავად იესო ქრისტემაც კი თქვა აღსარება, რომ მან აღმსარებლის ბაგე თავისი საკუთარი ბაგის დარად დააფასა და რომ ქრისტე მხოლოდ ცოდვილი ადამიანებისათვის მოვიდა ამქვეყნად? რამდენად უფრო დიდი პატივი შეიძლება ჰქონდეთ მოწამეებს აღმსარებლებთან შედარებით? მოწამეებს არ ექნებათ აღმსარებლებზე უფრო დიდი პატივი და მნიშვნელობა. იმასაც ვიტყოდი, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სინანულში იმყოფებიან, უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებათ, ვიდრე – მოწამეებს. რადგან მე არ შემხვედრია, რომ წმიდა სახარებაში საუბარი იყოს იმ სიხარულზე, რომელიც სასუფეველში მოწამეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მათთვის კი, ვინც სინანულს განიცდის და აღიარებს თავის შეცდომებს „ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ (ლუკა 15, 7).

უძღები შვილის იგავს ჩვენ თავად უფალი იესო ქრისტე მოგვითხრობს. ადგა და მოვიდა შვილი მამასთან და უთხრა მას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა“ (ლუკა, 15, 21). ნახეთ, თუ რაოდენი სიხარულით მიიღო კეთილმა მამამ თავისი ძე და როგორი პატივი მიაგო მას? მას გახადა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და სუფთა და ლამაზი სამოსით შემოსა. ხელსა მისსა ბეჭედი გაუკეთა და ფერხნი მისნი ხამლნით შეჰმოსა. დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, დასხდნენ ტრაპეზად  და იხარებდნენ. „ვიხარებდეთ“, თქვა მამამ, „რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“ (ლუკა 15, 24), თავისი სინანულითა და აღსარებით.

დანარჩენი თქვენთვის მომინდვია, დაფიქრდით და თავად განსაჯეთ, არიან თუ არა სინანულში მყოფი აღმსარებელნი მოწამეებთან შედარებით უფრო მეტი პატივით დაჯილდოებულნი? მაგრამ, მოდით ასე ვთქვათ, რომ აღმსარებელნი მოწამეებთან  არიან გათანაბრებულნი. საკუთარი ხორცის გმობას, რაც მოწამეებისთვისაა დამახასიათებელი, სინანულში მყოფი აღმსარებლებიც მისდევენ.  როგორც მოწამეები, ასევე სინანულში მყოფნი, ერთსა და იმავე მტერს ეწინააღმდეგებიან, ერთსა და იმავე ბრძოლას ახორციელებენ ეშმაკთან, ამქვეყნიურ სიცოცხლესა და საკუთარ ხორცთან, რადგანაც უგულებელყოფენ ყოველ ხორციელ ვნებასა და საკუთარ სხეულს კლავენ, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული ამბობს გალატელთა მიმართ თავის ეპისტოლეში: „ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით“ (გალატელთა მიმართ 5, 24), როგორც ყოვლად ნეტარი წამებულები, რომლებიც მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს, არ წუხდნენ თავიანთ სხეულებთან განშორებაზე.

აღსანიშნავია, რომ პავლე მოციქულის მიხედვით, სინანულში მყოფ ადამიანებს, როგორც საკუთარი სხეულის ვნებებთან განშორებულებს, უამრავი მწუხარება აქვთ. მახარებელი ასეთ მწუხარებას ღმრთის მიერ მწუხარებას უწოდებს, რომელსაც აღმსარებელთათვის სრულყოფილი სინანული მოაქვს. იგი ამგვარად წერს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში: „რამეთუ ღმრთისა მიერი იგი მწუხარებაჲ სინანულსა ცხორებისასა შეუნანებელსა შეიქმს, ხოლო სოფლისა ამის მწუხარებაჲ სიკუდილსა შეიქმს“ (II კორინთელთა მიმართ 7, 10). ალბათ, ეამაყებათ ნეტარ მოციქულებს, რომ ისინი ქრისტეს დროს მოევლინენ ქვეყანას, უფალთან ერთად ისხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ და მისი სიყვარულის გამო დაღვარეს თავიანთი წმიდა სისხლი. დაე, იხარონ ცოდვილთა და მეზუერეთა, რომლებიც ქრისტესთან და მოციქულებთან ერთად იყვნენ, ფარისეველები კი მათ შემდეგი სიტყვებით გმობდნენ: „რაჲსათვის მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?“. ხოლო იესომ კი მიუგო და ჰრქუა მათ: „არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ“ (ლუკა, 5, 30-32). და ახლა, როდის სხდებიან ცოდვილნი იესოსთან და ჭამენ და სვამენ მასთან ერთად? როდესაც წმიდა აღსარებას, როგორც მაგიდას, ისე წამოაჩენს სასულიერო პირი, რომელსაც მოწვეული ჰყავს ღმერთკაცი იესო მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან ერთად, რომლებიც ცოდვილებთან ერთად შეექცევიან. ხოლო ცოდვილნი თავიანთი სინანულის ცრემლებს ისე ჭამენ, როგორც სეფისკვერს, მსგავსად წინასწარმეტყველის სიტყვებისა: „იქმნნეს ცრემლნი ჩემნი პურად ჩემდა დღე და ღამე, რამეთუ მეტყვიედ მე მარადღე: სადა არს ღმერთი იგი შენი?“ (ფსალმუნი 41, 3).

(წმიდა გერასიმე პალადა, „აპანდა“ (თხზულებათა სრული კრებული), ტომი I, ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის გამოცემა, გვ. 144-154).

შინაარსი
სანიშნეები