Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი საბა განწმენდილი – ერთი დიდი ასკეტი | PEMPTOUSIA

ღირსი საბა განწმენდილი – ერთი დიდი ასკეტი

22 December 2014

ეს წმიდანი იუსტინიანე დიდის ეპოქაში ცხოვრობდა, დაახლოებით 527 წელს. წარმოშობით კაბადოკიიდან იყო, იმ ადგილიდან, რომელსაც მუტალასკი ეწოდებოდა. მისი მშობლები მეტად ღმრთისმოსავი ადამიანები – იოანე და სოფია გახლდნენ. წმიდა საბა სიცოცხლის დასაწყისიდანვე სამონაზნო ცხოვრებისკენ ისწრაფვოდა. წავიდა კიდეც ერთ მონასტერში, რომელსაც ფლავიანესი ეწოდებოდა. ნეტარი ახალგაზრდობიდანვე თავშეკავებული ყოფილა, იმდენად რომ, ერთხელ, ბაღში ვაშლი დაუნახავს და მისი შეჭმის სურვილი გასჩენია, მაგრამ ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ ხელში აუღია და ასე უთქვამს: „შესახედავად ის ნაყოფიც მშვენიერი იყო, საჭმელად კი – კარგი, რომელმაც ჩემში სიკვდილი გამოიწვია“.

Agios Savvas o Hgiasmenos 02

ამის შემდეგ, ვაშლი მიწაზე დაუნარცხებია და ფეხებით გაუსრესია. აქედან მოყოლებული, მას საკუთარი თავისთვის აღთქმა დაუდვია, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს შეჭამდა ვაშლს. ერთხელ, წმიდა საბა ანთებულ ფურნეში შესულა, თუმცა იქიდან უვნებელი გამოსულა, ისე რომ, ცეცხლი მის სამოსსაც კი არ მიჰკარებია. დაახლოებით თექვსმეტი წლის ასაკში წმიდანი დიდ ევთიმიოსთან წასულა, სწორედ ამ უკანასკნელმა იცოდა რა მისი უმწიკვლო ბუნება, გააგზავნა იგი  წმიდა თეოქტისტეს კინოვიაში. იქ ცხოვრებისას ღმრთაებრივ საბას დიდი სარგებელი მიუღია იქ მყოფი ყველა ძმისაგან, რადგან ის თითოეულ მათგანს ჰბაძავდა სათნოებასა და ღმრთისმოსაობაში. სწორედ ამ თვისების გამო, უწოდა მას დიდმა ევთიმიოსმა – პედარიოღერონდა, რაც სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება: „ბავშვი ბერი“.

მას შემდეგ, რაც რამოდენიმე ხანი გავიდა, როდესაც ევთიმიოსი დიდი მარხვის პერიოდში განმარტოებისათვის მიემგზავრებოდა ხოლმე  წმიდა საბა თავისთან მიჰყავდა. წმიდანის ფიზიკურ ზრდასთან ერთად იზრდებოდა მისი სათნოებაც. სწორედ ამგვარად მან სასწაულებრივი გზით მიიღო ღმრთისაგან მადლი, ამიტომაც აღასრულებდაა სამგზის ნეტარი მრავალ სასწაულს. მისი ლოცვით ყველაზე უფრო ცხელ ადგილებშიც კი წყალი წარმოდინდებოდა. წმინდა საბა ასევე მრავალი მონაზვნის მასწავლებელი და წინამძღვარი გახდა.  გარდა ამისა, წმიდანი, როგორც ელჩი, ორგზის იყო წარგზავნილი კონსტანტინოპოლში იმ დროს მმართველი იმპერატორების წინაშე, თავდაპირველად – ანასტასი პირველთან, რომელიც დაახლოებით 491 წლისათვის მეფობდა, მოგვიანებით კი – იუსტინიანესთან, რაც გადაუდებელი შემთხვევების დროს იერუსალიმის იმ დროინდელი პატრიარქების ნებით იყო განხორციელებული. სულიერ სიმაღლეს დაახლოებით ქრისტეს ასაკში ყოფნისას მიაღწია და ოთხმოცდათოთხმეტი წლისამ კი მიაბარა სული უფალს.

(წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი, წმიდანთა ცხოვრების ავტორი, მე-2 ტომი, გვ. 243-244).

შინაარსი
სანიშნეები