Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მონაზვნური ცხოვრება – გზა სრულყოფისაკენ II ნაწილი | PEMPTOUSIA

მონაზვნური ცხოვრება – გზა სრულყოფისაკენ II ნაწილი

24 December 2014

ბერმონაზვნური ცხოვრება სრულყოფილების მაჩვენებელია. ამ სრულყოფაში, რომელიც ეკლესიის ყველა წევრს: მორწმუნეთ, საერო პირებსა და მონაზვნებს ღმრთის მსგავსად სრულყოფილებისკენ მოუწოდებს, მთელი ეკლესიაა ჩართული. „არავინ არ ხართ სრულყოფილი, მხოლოდ მამაი ჩვენი, რომელიც არის ცათა შინა~. მაგრამ, რამდენადაც მონაზვნური ცხოვრება ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების რადიკალურობას, იმდენად საერო იფარგლება მისი ჩვეულებრიობით. ისე რომ, ერთი მხრივ საერო ქრისტიანთა მორალის ჩვეულებრიობა და მეორე მხრივ ბერმონაზონთა მორალის რადიკალურობა იძლევა დიალექტიკურ განსხვავებულობას (დიფერენციაციას), რომლის საბოლოო სახე დიალექტიკური დაპირისპირებაა.

Efsevios Ksiropotaminos 42

წმ. მაქსიმე აღმსარებელი მონაზვნური ცხოვრებისა და საერო ცხოვრების შედარებისას აღნიშნავს რომ, ერში მყოფთა მიღწევები მონაზვნისთვის არის წარუმატებლობა, როგორც მონაზონთა მიღწევები წარუმატებლობაა საერო პირთათვის. „საეროთა წარმატებები მონაზვნებისთვის გვამებია, ხოლო ამ უკანასკნელთა წარმატებები – გვამები პირველთათვის”.

ეს დაპირისპირება ხდება სრულყოფილ მონაზონსა და საერო ქრისტიანს შორის. მაგრამ ბუნებრივია, რომ ეკლესიის ჩვეულებრივ მდგომარეობაში ერთსა და იმავე საგნებს განსხვავებული ფუნქციები ჰქონდეთ. რაღა თქმა უნდა, ეს განსხვავება არ უნდა იყოს უკიდურესი. მაგალითად: არ შეიძლება, რომ სიმდიდრე და დიდება ერთნაირად დამღუპველად აღვიქვათ საეროთათვის და მონაზვნებისთვის. მონაზვნებისთვის ეს უკანასკნელი ყველა შემთხვევაში არის უარყოფითი, რადგან ეწინააღმდეგება მათ მიერ არჩეული ცხოვრების წესს. ხოლო, საერო ქრისტიანისთვის მათ შეიძლება დადებითი ფუნქციაც კი ქონდეთ, თუმცა დიდი რისკის ფაქტორის გათვალისწინებით. ოჯახისა და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების არსებობა განაპირობებს აუცილებლობებს, რომლებიც ამართლებენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სავალდებულოს ხდიან კაპიტალის შექმნასა თუ თანამდებობის მიღებას. ის, რასაც საერო საზოგადოებაში შეიძლება შემაკავშირებელი ფუნქცია ჰქონდეს, სამონასტროში დამანგრევლად მოქმედებს. საბოლოო შემაკავშირებელი ფაქტორი კი თვით იესო ქრისტეა.

ქრისტიანული ცხოვრება არ ეყრდნობა მხოლოდ ადამიანის მცდელობას, იგი უპირველეს ყოვლისა ღმრთის მადლზეა დაფუძნებული. ყველა სახისა თუ ხარისხის ასკეზა ერთი მიზნისკენ არის მიმართული: მოამზადოს ადამიანი, რათა მან თავისი ნება შეათანხმოს ღმრთისას და ამ გზით მიიღოს ღმრთიური მადლი. ეს კოორდინირება კი ლოცვით აღწევს სრულყოფილებას. „ჭეშმარიტი ლოცვა სულიწმიდის ძალით მიგვიძღვის ღმრთისკენ“. ეს უკანასკნელი ადამიანს მიუძღვის ღმრთის საწყისისკენ და მას როგორც რეალურ პირს შემოქმედის ხატად აჩენს.

ქრისტიანული ცხოვრების მადლი მხოლოდ მისი გარეგნული შესრულება არ არის. ის არ არის განპირობებული მხოლოდ ასკეზით, მარხვით, მღვიძარებით თუ თვითგვემით. უკანასკნელთა თვითმიზნად გახდომის შემთხვევაში ისინი დამაბრკოლებელ ხასიათს იღებენ. რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ გარეგნული მხარით, იგი მათ შინაგან არსშიც აღწევს არა იმიტომ, რომ გარეგნულად ცხოვრების უარყოფას წარმოადგენს, არამედ სულს მოაკვდინებს, ეგოიზმს აძლიერებს და საკუთარი თავის გამართლებას უწყობს ხელს.

Gamos 100

ქრისტიანული ცხოვრება უარყოფა კი არ არის, არამედ პოზიციაა, სიკვდილი კი არ არის – სიცოცხლეა, მაგრამ, ამასთანავე, არ არის მხოლოდ პოზიცია და სიცოცხლე, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიცია და ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლეა. იგი ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიციაა, რადგან სცილდება უარის თქმის ყველა შესაძლებლობას. არის ერთადერთი ჭეშმარიტი სიცოცხლე, ვინაიდან უკან იტოვებს სიკვდილს. უარყოფითი ფორმა, რომელსაც ქრისტიანული ცხოვრება თავის გარეგნულ მხარეში წარმოგვიჩენს, არის მისი განთავსება ადამიანის ყველა უარყოფის მიღმა იმიტომ, რომ არ არსებობს არც ერთი ადამიანური პოზიცია, რომელიც უარყოფაში არ გადაიზრდება, ასევე არ არსებობს არც ერთი მიწიერი ყოფის ფორმა, რომელიც სიკვდილით არ სრულდება. ამიტომ ეკლესია წარმოქმნის თავის პოზიციას და წარმოგვიჩენს თავის სიცოცხლეს ყოველი ადამიანის უარყოფის მიღებისა და ყველა ფორმის მიწიური სიკვდილის მტკიცებულებაში.

ქრისტიანული ცხოვრების სიძლიერე, აღდგომის მოლოდინშია. ასკეზის მიზანი კი – აღდგომის თანაზიარობაში. ბერმონაზვნური ცხოვრება, როგორც ანგელოზებრივი და ზეციური, ისტორიის მანძილზე წარმოჩინდება, როგორც მარადიული ცხოვრების წინა სახე და არის სიკვდილის შემმუსვრელი. არ ისახავს ადამიანური ელემენტის უარყოფას, არამედ უხრწნელობისა და უკვდავების ინვესტიციაა.

ბერმონაზვნები „იცავენ ადგილს“. ირჩევენ თვით შეზღუდვას, სადაც ქრისტეს მიერ მონიჭებულ სულიერ თავისუფლებას გამოკვეთენ. სიკვდილზე ფიქრობენ, რათა მეტი სიძლიერით განიცადონ „ახალი ცხოვრების“ მოახლოება. ეჩვევიან ადგილს, სადაც ქრება ადამიანი დროში, მას განიცდიან როგორც საკუთარ სხეულს და გარდაქმნიან ეკლესიად და ორიენტირდებიან ღმრთის სასუფეველზე.

მონაზვნის სრულყოფილებისკენ სვლა სტადიების მიხედვით ხდება და სამ თანამიმდევრულ უარყოფაზეა დამოკიდებული. პირველი უარყოფა ხდება ამა სოფლის სრული უარყოფით. ეს უკანასკნელი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამა სოფლის საგნებით, არამედ მოიცავს ადამიანებსაც, მშობლებსაც. მეორე განდგომა, გამოიხატება პირადი სურვილების უარყოფით. მესამე კი – ამპარტავნებიდან გათავისუფლებას, რომელიც იდენტიფიცირდება ამა სოფლის ძალაუფლებიდან გათავისუფლებაზე.

ამ თანამიმდევრულ განდგომებს, არა უარყოფითი, არამედ დადებითი მნიშვნელობა აქვს. ისინი, ადამიანის სრულ გახსნასა და მისი, როგორც პიროვნების, „ღმრთის ხატად და მსგავსად“ სრულყოფას ემსახურებიან. ადამიანი, როდესაც თავისუფლდება ამსოფლიური ზრუნვიდან და თავისი თავიდან, უსასრულოდ ფართოვდება. გარდაიქმნება ჭეშმარიტ პიროვნებად, რომელიც ქრისტეს მოცემული მაგალითით მთელ კაცობრიობას „შეუნდობს“. რამდენადაც, ყოველი ქრისტიანი ვალდებულია უყვარდეს ყოველი ადამიანი, თავისი მტრებიც კი. სწორედ მაშინ მასში ისადგურებს თვით ღმერთი და ეს ადამიანი იძენს ძე ღმრთისას მთელი არსებით.

სწორედ აქაა ადამიანის პიროვნების სიდიადე, რომლის სრულყოფილებისათვის უკიდურესად ძნელი ბრძოლაა საჭირო.

მონაზვნური ცხოვრება არის მუდმივი სულიერი აღმასვლის გზა. ვინაიდან „სოფელი“ ჰორიზონტალურად ვითარდება და მორწმუნენი ვალდებულებებისა და ამა სოფლის საცდურების წინაშე ცდილობენ თავი შეინარჩუნონ საეკლესიო წესწყობილებების ფარგლებში, მონაზვნობა კი მიემართება სრულიად განსხვავებული მიმართულებით, ვერტიკალურად ზემოთ, იგი გვერდს უვლის კონვენციურს და ითხოვს ყველაზე მაღალს. მოქმედებს აღმაფრენის თუ ამა სოფლიდან გამოსვლის, ცათა სასუფევლის მოპოვების მიზნით, რაც გახლავთ ეკლესიის მიზანიც.

Agios Savvas o dia Xriston Salos 18

სულიერი კიბის თავში „ქრისტესთვის სალოსნი (სულელნი)“ იმყოფებიან. მოციქული პავლე თავის თავსა და სხვა მოციქულებს ქრისტესთვის სალოსთ უწოდებს, რომლებიც ქრისტეს სიყვარულისთვის გიჟად ხატავენ თავიანთ თავს და ამ გზით ამა სოფლის ამაოებას დასცინიან. ქრისტე ამბობს, დიდების სიყვარული ღმრთის რწმენის დამაბრკოლებელია. მხოლოდ ამპარტავნების მოცილების შემთხვევაშია შესაძლებელი დაამარცხო ეს სოფელი და ქრისტეს შეუერთდე.

ქრისტიანი მონაზონთა ცხოვრებაში ხედავს მისაბაძ მაგალითს, სადაც ამ უკანასკნელთ სერიოზულად მიიღეს ქრისტიანული რწმენა და იკისრეს ვალდებულება რომელსაც ქრისტე აკისრებს ყველა ქრისტიანს. ყველას სხვადასხვა ტალანტი ჰქონდა და შეძლებისამებრ შეეცადა ასულიყო თავის სულიერ ხარისხში. ყველამ იშრომა შეძლებისდაგვარად. მათი მოქმედება არ არის ყოველთვის გასამეორებელი საეროთათვის, მაგრამ არის მიმართულების მიმცემი სრულყოფილების მხრივ. არის ყველასათვის საერთო და ბოლოვდება ღმერთთან სისრულეში.

მთაწმიდის მონაზვნობა თავისი ასკეზითა და ლოცვით ინახავს ღია ჰორიზონტებს ადამიანის სრულყოფილებისა და მისი ჭეშმარიტი აღიარებისა. ათონის მოქალაქეობა, როგორც სრული მოდელი ქრისტიანული საზოგადოებისა, ამდიდრებს მორწმუნეთა ცხოვრებას და აძლიერებს მათ სულიერ ბრძოლებს. მის არსებობას აქვს არსებითი მნიშვნელობა არა მარტო ეკლესიისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. თანამედროვე პოსტმოდერნულ საზოგადოებას, რომელიც განიცდის რღვევასა და დაბნეულობას, შეუძლია წმიდა მთაზე პოვოს სული და ძალა რომლებიც მიუძღვიან ერთობისაკენ და ადამიანის ცხოვრების აზრის შეძენისაკენ.

გეორგიოს ი. მანძარიდისი
თესალონიკის უნივერსიტეტის
თეოლოგიური სკოლის პროფესორი

შინაარსი
სანიშნეები