Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ხორციელი მღვიძარების შესახებ, რომელიც სულიერ მღვიძარებას შობს | PEMPTOUSIA

ხორციელი მღვიძარების შესახებ, რომელიც სულიერ მღვიძარებას შობს

5 January 2015

ხორციელი მღვიძარების შესახებ, რომელიც სულიერ მღვიძარებას შობს

1. ქვეყნიერ მეფეთა წინაშე ზოგი უბრალოდ, უიარაღოდ დგას, მეორენი – კვერთხებით და ფარებით, მესამენი კი – ხმლით შეჭურვილნი. უკანასკნელებთან შედარებით პირველთა უპირატესობა დიდია და შეუდარებელია, რადგან პირველთა შორის ჩვეულებრივ მეფის ნათესავები და ერთგულები არიან. ამგვარად ხდება ქვეყნიურ მეფეებთან დაკავშირებით. ჩვენ კი, მოდით, იმას დავაკვირდეთ, თუ როგორ ვდგავართ ჩვენი ღმრთისა და მეუფის წინაშე მწუხრის, დღისა და ღამის ლოცვაზე ხელებს ისე აღუპყრობენ უფალს, როგორც უხორცონი და ყოველგვარ საზრუნავს განშორებულნი; სხვები ამ დროს ღმრთის წინაშე ფსალმუნებით დგებიან; სხვები წმიდა წერილის კითხვას შესდგომიან; სხვები ძილს ხელსაქმით განაგდებენ, სხვები მთელ ღამეს სიკვდილის ხსენებით ატარებენ, რათა ამგარად მოიპოვონ სინანული. ყველა ამათგან პირველთა და უკანასკნელთა მღვიძარება ღმრთისადმი დიდი სიყვარულითაა ნაკარნახევი; მეორენი და მესამენი, ისინი, ვინც ფსალმუნს კითხულობენ, ასევე მონაზვნობის გზაზე დგანან, ხოლო, ვინც ხელსაქმეს აღასრულებს და ამგვარად ფხიზლობს, უმცირეს გზაზე დგას. თუმცა ღმერთი მისი ზრახვისა და ძალის მიხედვით შრომას შეიწირავს და მადლს მიანიჭებს.

2. მღვიძარე თვალი წმენდს გონებას, ხოლო ჭარბი ძილი გულს ასასტიკებს და გონებას აბნელებს.

3. მღვიძარე მონაზონი სიძვის მტერია, ძილისმოყვარე კი – მისი მეგობარი.

4. მღვიძარება მრისხანებას მუსრავს და სიზმართაგან ათავისუფლებს; ის მოიტანს ცრემლს, დაამდაბლებს გულს, დაიცავს გრძნობებს, საჭმელს მოანელებინებს, შემუსრავს უკეთურ სულებს, ენას ალაგმავს და განსდევნის ოცნებას.

5. მღვიძარე მონაზონი გულის ზრახვებზე ნადირობს, მას შეუძლია, ღამის მყუდროებაში დაინახოს და შეიპყროს ისინი.

6. ღმრთისმოყვარე მონაზონი ლოცვის ზარს რომ გაიგონებს, იტყვის: ვაშა, ვაშა, დიდება ღმერთს! ხოლო უქმი და ზარმაცი ამბობს – ვაიმე, ვაიმე, როგორ მეზარება!

7. ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღმრთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი.

8. როდესაც ნაყროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს.

9. ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს.

10. მშორმელთა სიმდიდრე კალოსა და მარანში იკრიბება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გულმოდგინება – ღამის ლოცვებში და გონიერ ღვაწლში.

11. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.

12. გამოუცდელი და უმაქნისი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინეა, ხოლო, როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს ვეღარ აღწევს.

13. როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება.

Agia zoni 012 upsl

14. ძილის მტანჯველი სული ცბიერი მეგობარია, რადგან ჭამა-სმის დროს ტაბლასთან გვიზიდავს, ხოლო მარხვისა და ლოცვისას ძლიერად გვებრძვის.

15. ლოცვის დროს იგი ხელსაქმეს გაახსენებს, რომ ძილი მისი საშუალებით გააფრთხოს.

16. მონაზვნობის გზას ახლადშედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი.

17. ვიდრე ამისგან არ გავთავისუფლდებით, ძმებთან ერთად ლოცვას ნუ მივატოვებთ, რადგან ხშირად სირცხვილის გამო მაინც არ მივცემთ თავს ძილის ნებას.

18. კურდღლის მტერი ძილია, ძილის მტერი კი ამპრატვნების ეშმაკი.

19. ვაჭრობის ბოლოს ითვლის ვაჭარი მოგებას, ხოლო გულმოდგინე და მღვიძარე მონაზონი კანონის აღსრულების შემდეგ დაითვლის მისგან მიღებულ სარგებელს.

20. ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარსშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ.

21. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გამზადებულნი არიან, რომ სულიერი ღვაწლის ნაყოფი მოგვტაცონ.

22. სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს; ხშირად კი ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ესეც მეთქვა. სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღმრთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელბს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯილდო პირველისათვისა, რათა ოცნების ბოროტი და მზაკვარი სულები განიდევნონ.

წყარო: ღირსი იოანე სინელი ”კიბე ანუ კლემაქსი” სიტყვა 20 ხორციელი მღვიძარების შესახებ, რომელიც სულიერ მღვიძარებას შობს

შინაარსი
სანიშნეები