Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბიოეთიკა: მადლის ძებნა მოჭარბებულ ცოდვაში | PEMPTOUSIA

ბიოეთიკა: მადლის ძებნა მოჭარბებულ ცოდვაში

26 January 2015

ძვირფასო მკითხველო, ვაგრძელებთ წინა გამოცემაში დაყწებულ საკითხს ბიოეთიკასთან დაკავშირებით. (დასაწყისი იხილეთ: www.pemptousia.ge/2014/12/08/რთული-ბიოეთიკური-საკითხე/)

გ) რაც შეეხება ემბრიონის ჩასახვამდელი ან შობამდელი კონტროლის შესაძლებლობას,  იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად არ არსებობს ნებისმიერი დაავადების დიაგნოზის თერაპიული პერსპექტივა ემბრიონალურ ფაზაში, თუმცა მაინც, ზოგიერთ შემთხვევებში, ემბრიონის განადგურების და შესაბამისად, ორსულობის შეწყვეტის რეკომენდაციას იძლევიან ხოლმე,  ნაცვლად ამისა, უმჯობესი იქნება ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მივუთითოთ წყვილს, რომ ორსულობის პერიოდში უფრო მეტი დრო დაუთმონ ლოცვას და ნაკლები – ვნებათაღელვას, ამ გზით ისინი თავს დააღწევენ იმ შინაგან სისუსტეს, რომელიც სწორედ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც უფლისადმი იმედი იკარგება, ნუ ჩავუღრმავდებით იმ დეტალებს, რომელთაც ძირითადად იგნორირებას ვუკეთებთ და ასევე ნუ დავიწყებთ იმის ანალიზს, რაც ჩვენს ძალას აღემატება.

Bioethique2

წყარო: www.cedarville.edu

დ) როგორ ზეწოლასაც არ უნდა განვიცდიდეთ მორწმუნეების მხრიდან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვამტკიცოთ რაიმე სხვა. დაე, თავად წყვილებმა მიიღონ გადაწყვეტილება და გააკეთონ არჩევანი. ჩვენთვის კი, ეკლესიისათვის, წითელი ხაზია ემბრიონთა განადგურება, ორსულობის შეწყვეტა და მეუღლეთა ურთიერთობის ჰარმონიულობის დარღვევა. არანაირად არ შეგვიძლია იმის განადგურება, რასაც ლოცავს უფალი – სიცოცხლესა და ქორწინებას.

ე) რაც დაგვრჩა ხაზგასასმელი და რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება არის ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას,  ღმრთის წყალობისკენ სწრაფვას, სამადლობელი ლოცვის წარმოთქმასა და უფლის მიერ ბოძებული საჩუქრებისთვის მადლიერების გამოხატვას, ღმრთის ნებისმიერი წმიდა ნებისადმი ნდობას, იმის შეგრძნებას, რომ ჩვენი შვილები თავიანთი წარმომავლობით ჩვენი საკუთრებანი კი არ არიან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, – ღმრთისა, ხოლო ჩვენ კი, ამქვეყანაზე მათი მოვლინების პროცესში მონაწილეობას ვიღებთ, როგორც უფლის თანამონაწილენი და ჩვენ თავზე ვიღებთ მათი აღზრდის პასუხისმგებლობას. დაჟინებული მოთხოვნა იმისა, რომ გვყვავდეს იმდენი ბავშვი, რამდენიც ჩვენ გვინდა და როდესაც გვინდა, იმ პირობების, ვითარების თუ გარემოების გათვალისწინებით, რომელთაც ჩვენ განვსაზღვრავთ, რომ იყოს ყველაფერი ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურს და იმიტომ, რომ ჩვენ გვსურს ასე. გარდა იმისა, რომ ასეთი დამოკიდებულება  არასწორია, ასევე ის არის ცოდვა, რადგანაც ჩვენი ნებისმიერი ეგოისტური სურვილი ეწინააღმდეგება ღმრთის წმიდა ნებას.  ყოველივე ზემოთ აღნიშნული ჩვენ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც, რომ ვუთხრათ თავაზიანად, პატივისცემითა და სიყვარულით, თუმცაღა ასევე ცხადად და მტკიცედ უნდა ვიყოთ  მათთან, ვინც კი ჩვენ გვიახლოვდება და  რჩევას გვეკითხება.

ყოველივე დანარჩენი კი, ჩვენი მითითებებისა და შეგონებების შემდეგ,  თავად მათ არჩევანზე და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მორწმუნეთა მაგივრად გადაწყვეტილების მიღება არ არის ჩვენი კომპეტენცია და მოვალეობა.  ჩვენი ვალია, რომ მათ ქრისტესკენ – მათი ხატისა და მსგავსისკენ მიმავალი გზა ვუჩვენოთ, მათ ცხონების გზისკენ მივუთითოთ, მივცეთ თავიანთი თავისუფლების მთლიანი სივრცე,  გავაძლიეროთ ჩვენი ლოცვებით და რა თქმა უნდა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც თერაპიული განწყობით დაველოდოთ.

ვ) აქედან მოყოლებული ჩვენ, როგორც სინოდს, გვმართებს გადაწყვეტილება მივიღოთ შემდეგ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად ქვემოთ ჩამოთვლილი:

  • რამდენად არის დედად მიჩნეული სუროგატი დედა ეკლესიური თვალსაზრისით? როგორია სუროგატი დედის დამოკიდებულება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ მასთან გენეტიკური ნათესაობა არ აკავშირებს? შეიძლება თუ არა რომ ბავშვის მამა, გაყრის შემთხვევაში, დაქორწინდეს სუროგატ დედაზე ან მისგან რაიმე სახის ზეწოლა განიცადოს?
  • რა დამოკიდებულება აქვს ასევე კანონიერ დედას თავისი შვილის მიმართ, რომელსაც მუცლად ატარებს არა თავისი, არამედ ნასესხები კვერცხუჯრედის საშუალებით, და შესაბამისად, არც არის მასთან გენეტიკურად დაკავშირებული? და ბოლოს, ეკლესიისთვის რა განსაზღვრავს დედობას და რა მიზეზით? მშობიარობა თუ კვერცხუჯრედი? ვინც გააჩინა თუ ვინც გენეტიკურადაა მასთან დაკავშირებული თუ ვინც მისი დაბადება გადაწყვიტა?
  • შეიძლება თუ არა, რომ სუროგატი დედა ან სპერმის დონორი, თუკი მისი ვინაობა ცნობილია, გახდეს ბავშვის მეურვე, ნათლია? და თუ არა, რა მიზეზით?
  • რა ნათესაური კავშირი არსებობს ერთმანეთთან არაგენეტიკურად  დაკავშირებულ და-ძმას შორის იურიდიული უფლებით? ერთი და იმავე სუროგატი დედის შვილები, რომელთაც ერთმანეთთან არანაირი გენეტიკური ნათესაობა არ გააჩნიათ, შეიძლება თუ არა რომ დაქორწინდნენ?
  • ვაჟს, რომელიც დაიბადა ჰომოლოგიური განაყოფიერების გზით, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კანონიერი უფლებამოსილების შესაბამისად თავის პირველ ბიძაშვილ გოგონასთან, რომელიც ორმხრივი ჰეტეროლოგიური განაყოფიერებით გაჩნდა, მიჩნეულია, რომ ეს ბავშვები ბიძაშვილები არიან იურიდიული თვალსაზრისით, თუმცა გენეტიკურად ისინი არ არიან ნათესაურ კავშირში. მაგალითად, შეიძლება თუ არა, რომ ისინი ეკლესიურად დაქორწინდნენ? და თუ არა, ნათესაობის რომელ დონემდეა დაუშვებელი ამგვარი ქორწინება?
  • როგორ განისაზღვრება ან ისჯება იმ წყვილის ქმედება, როდესაც მას ხელოვნური განაყოფიერება აქვს გადაწყვეტილი, რასაც თან სდევს ჭარბი რაოდენობის ემბრიონთა წარმოქმნა, მაშინ როცა გამორიცხულია და შეუძლებელიც კია, რომ მოხდეს ამ ემბრიონთა იმპლანტაცია ქალის საშვილოსნოში, რის გამოც ხდება მათი განადგურება? ითვლება თუ არა ამგვარი ქმედება ჩარევად სამღვდელოებისათვის?
  • თუკი, როგორც ეკლესია საბოლოოდ არ დავეთანხმებით ჰეტეროლოგიურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედობას, მაშინ როგორ განისჯება ის წყვილი, რომელმაც ამგვარ მეთოდებს მიმართა და როგორ – სუროგატი დედა?   
  • ბავშვის დაბადებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ, მღვდლის ლოცვა-კურთხევა და განწმენდის ლოცვები ვის  ეკუთვნის? კანონიერ, ბიოლოგიურ თუ სუროგატ დედას,  ან იქნებ არც ერთს?  რა ხდება მაშინ, როდესაც ბავშვის კანონიერი დედა არ არის მისი გენეტიკური (ბიოლოგიური დედა)?
  • არის თუ არა სხვაობა აბორტსა და საიმპლანტაციოდ გამზადებული ემბრიონის განადგურებას შორის? პირველ შემთხვევაში, ემბრიონს აქვს ჰისტოლოგიური აგებულება და ჩამოყალიბებული ორგანოები, ასევე ნერვული სისტემა, ისე რომ მას შეუძლია რეაგირება, ხოლო მეორე შემთხვევაში კი, ემბრიონის აგებულება არის უჯრედული (მას ჯერ არა აქვს დაწყებული დიფერენციაცია და ორგანოების ჩამოყალიბება). პირდაპირი ან არაპირდაპირი თანხმობა ემბრიონთა განადგურებაზე განიხილება როგორც მკვლელობა?
  • ინათლება ბიჭუნა, რომელიც შემდგომ იქცევა გოგონად. რომელი სახელით უნდა ეზიაროს იგი საღმრთო ზიარებისას? სამღვდელოება თვლის თუ არა ჩარევად სქესის ცვლილებას ჰერმაფროდიტიზმის შემთხვევაში?
  • იქნებ ეკლესიამ ხელი უნდა შეუწყოს შვილად აყვანას და როგორ უნდა მოხდეს ეს?

ზ) შობამდელი (პრენატალური) დიაგნოზის შემთხვევები პათოლოგიური პერსპექტივით მართლაც ძალიან რთულია მათი მართვის თვალსაზრისით, თუმცა არანაირი გზით არ უნდა დავემორჩილოთ ამქვეყნიურ ლოგიკას, რომელიც „კურნავს“ ემბრიონებს და ძალადობრივად და ნაადრევად ასალმებს მათ სიცოცხლეს. ბავშვებს, რომლებიც ამგვარი პრობლემებით იბადებიან, როგორიცაა მაგალითად გონებრივი ჩამორჩენილობა, ნერვკუნთოვანი დაავადებანი და სხვ., მაგრად უნდა შემოვხვიოთ ხელები, როგორც უფლის შვილებს, ისე თითქოსდა ისინი არიან ძალიან კარგად, არიან უფრო გონიერნი და რეალურად მშვენიერნი. და მიუხედავად იმისა, რომ გვღლიან, ჩვენში მწუხარებას იწვევენ, განსხვავებული თვისებებით ხასიათდებიან, არ შეუძლიათ ბევრის იმედი მოგვცენ, ჩვენ მათ, როგორც უძვირფასესთ, სასურველთ და განსაკუთრებით საყვარელთ, ისე ვგრძნობთ. ასეთი ბავშვები არ უარყოფენ უფალს. ისინი მას ადასტურებენ. „არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ბრძენთა და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რაჲთა არცხჳნოს ძლიერთა“ (I კორინთელთა 1, 27).

ისინი იმისათვის კი არ შობილან, რომ ჩვენ მათ „დავეხმაროთ“, არამედ იმისათვის, რომ ჩვენ გაგვინათონ და გაგვაძლიერონ. ისინი გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ დავაფასოთ ჩვენი ჯანმრთელობა, როგორც საჩუქარი, ისინი ზრდიან სიყვარულს, თანაგრძნობასა და ურთიერთდახმარების სურვილს ჩვენს სამყაროში, გვეხმარებიან, რომ დავამარცხოთ ჩვენი ცრუ ყოვლისშემძლეობის ეგოიზმი და თავმდაბლად შემოვხვიოთ ხელები ჩვენი ადამიანური ბუნების საუნჯეს. ეს ბავშვები მალავენ ძალიან მდიდარ სამყაროს, ამ სამყაროსთან ახლოს კი ჩვენ, როგორც მოწაფეები, ისე ვართ მოხმობილნი. მათი ინვალიდობა მიჩნეულია, როგორც ქმნადობის წარუმატებლობა, სწორედ ამიტომაც მათზე წარმოჩნდება ღმერთი არა თუ თავმდაბლად, არამედ გამუდმებით და სიიადით. ისინი ასახავენ ჭეშმარიტი ღმრთის სახეს, და ინახავენ „სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს. რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლურნი იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს“ (I კორინთელთა 1, 18-25).

თ) თუმცა, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ძალიან უცხოდ ჟღერს თანამედროვე საზოგადოებისათვის და თავად ჩვენი მორწმუნეებისათვისაც კი, როგორც უცნაურობად, ისე აღიქმება. სიმართლე ის არის, რომ დღეს, ეკლესიას ჩვენს სამწყსოში არა მარტო ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე ცოდვებთან და ვნებებთან უხდება შებრძოლება, არამედ – ერთ ძლიერ ათეისტურ საზოგადოებრივ აღქმასთან, რომელმაც ადამიანი ფაქტიურად ეფემერულ და ბიოლოგიურ დონეს გაუთანაბრა, რომელმაც  ღმერთის საყოველთაო და მარადიული უფლებები შეცვალა ცალკეული პიროვნებების ვიწრო ეგოისტური უფლებებით, რომელიც  თავისი ბუნებიდან გამომდინარე გზებს არაბუნებრივ არჩევანზე ცვლის, რომელიც გამუდმებით ამახინჯებს და ართულებს ცხადს, რომელიც სისტემატურად ქმნის დაბნეულობას სიკეთესა და ბოროტებას შორის, რომელიც ცვლის ეთიკის გააზრებას და უგულებელყოფს სულიერის მნიშვნელობას.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ გავიაზროთ ბრძოლები და ცდუნებები ყოველთა „მაშურალთა და ტჳრთმძიმეთა“ (მათე 11, 28) ძმათა ჩვენთა, რომელიც კი მოგვიახლოვდება, ხოლო ამქვეყნიური სამყაროს აღქმის გავლენა, რომელსაც ყველა ჩვენგანი განიცდის და ასევე ადამიანური ბუნების უძლურებები კი ვეძიოთ იქ, სადაც „განმრავლდეს ცოდვაჲ“ და „გარდაემატა მადლი“ (რომაელთა 5, 20) სამყაროში და თავმდაბლად ვაღიაროთ ჩვენი რწმენა ადამიანის წმიდა დანიშნულებისამებრ, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა“. (ეფესელთა  4, 13). სწორედ ეს არის ყოველი მორწმუნის მიზანი, თუმცაღა ასევე ეკლესიის ბიოეთიკის პემპტუსია. იმისათვის რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ შემდეგ მდგომარეობას, როდესაც „თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა“. (რომაელთა 8, 21).

დიდება და პატივი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

შინაარსი
სანიშნეები