Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ცხოველთა ადგილი ქრისტიანულ ტრადიციაში | PEMPTOUSIA

ცხოველთა ადგილი ქრისტიანულ ტრადიციაში

28 January 2015

Genisi tou Xristou 01

იესო ქრისტეს განკაცებით ახალი აღთქმის დასაწყისს თან სდევს ცხოველებით გარშემორტყმული წმიდა სურათი. მოგვების აქლემები, მწყემსთა ცხვრები, ხარი და ჯორი სრულ ჰარმოანიასა და სიმშვიდეში იმყოფებიან მისი უწმიდესობის – ღმრთაებრივი ჩვილის წინაშე. ცხოველები თავიანთი ამონასუნთქი ჰაერით ათბობენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა ახალშობილ მეფეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წმიდა სამების სამი სახიდან ერთ-ერთის – სულიწმიდის გამოცხადება ორჯერ ხორციელდება (პირველად, იესო ქრისტეს ნათლობისას, ხოლო მეორედ კი, მაცხოვრის ფერისცვალებისას) ფრინველის, ანუ მტრედის სახით, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამგვარი გაიგივება არ შეიძლება შეურაცხმყოფელად ჩაითვალოს. ყოველივე აქედან ჩანს ისიც, რომ შემოქმედი ღმერთი წარმოუდგენელი სიყვარულითა და თავმდაბლობით ეპყრობა, როგორც პირუტყვებსა და ფრინველებს, ისე – თავის ყოველ ქმნილებას. მაშინ როდესაც თავად ღმერთი ამგვარად იმდაბლებს თავს და ასეთ სიყვარულს ამჟღავნებს ცხოველების მიმართ, რაოდენ თავმდაბლად და სიყვარულით უნდა მოეპყროს მათ ადამიანი?

წმიდანები და ცხოველები

წმიდანთა სხვადასხვა სვინაქსარი გავსებულია ცხოველების გამოსახულებებითა და მათ შესახებ არსებული ისტორიებით. წმიდა მოდესტოსმა, რომელიც წმიდა მამასთან ერთად მიჩნეულია ცხოველთა მფარველად, სპეციალური ლოცვაც კი დაწერა ცხოველებისათვის – „ლოცვა პირუტყვთათვის“. წმიდა მამას, რომელიც გარეულ ცხოველთა რძით იკვებებოდა, ყოველდღიურად ჯგუფ-ჯგუფად სტუმრობდნენ  გარეული ცხოველები და მას დიდი სიყვარულითა და უშუალობით სთავაზობდნენ თავიანთ რძეს. თანამედროვე ბერები ურყევად ადასტურებენ იმას, რომ ღმრთის ადამიანი, ანუ ისეთი ადამიანი, ვინც შორს არის ცოდვისგან და უფალთანაა ზიარებული, ცხოველებთან სრულ ჰარმოანიასა და სიყვარულში იმყოფება.

Agios Serafim tou Sarof 01

ცხოველები ასევე ეშმაკის ძალას ემორჩილებიან

გველმა, რომელიც ეშმაკით იყო შეპყრობილი, ცოდვისკენ უბიძგა პირველქმნილ ადამიანებს, და მათთან ერთად კი – მთელ სამყაროს. შედეგად კი, ადამიანებს ჩამოერთვათ საღმრთო მადლი, რასაც მოჰყვა ის, რომ მათ პირუტყვნი მტრულად ეკიდებიან. ცხოველებს  ადამიანი იმის გამო აღიზიანებს, რომ მან ცოდვის შედეგად დაარღვია თავისი ერთიანობა ღმერთთან, რაც გახდა ასევე ადამიანისა და ცხოველების კავშირის დარღვევის მიზეზი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ყოველი ქმნილება და მათ შორის, ცხოველებიც, დასაბამს მათში არსებული გამაერთიანებელი მიზეზის შედეგად იღებენ, რაც არის კიდეც მათი შექმნის მიზეზი. როგორც ამას წმინდა მაქსიმე გვაუწყებს: „ყოველ ქმნილებაში სხვადასხვანაირი ფორმით არსებობს მიზეზი, რომელმაც ისინი შექმნა და გააერთიანა, თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთმანეთთან“.

ცხოველები ქრებიან…

ღმრთის ზრუნვა ცხოველებზე არ შემწყდარა მათი შექმნის დღიდან. უფალს, როგორც მათთვის ცხოვრების მიმნიჭებელს, აქვს ცხოველების შენახვისა და ასევე მათი სრული განადგურების ძალა „ხოლო გარე-თუ-მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან“ (ფსალმუნი 103, 29).

ძველ აღთქმაში ვხედავთ, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი ცხოველებზე წარღვნის დროს, როდესაც იგი შემდეგ ბრძანებას აძლევს ნოეს: „წმიდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი …“ (დაბადება, 7. 8-9).

ღმრთის სიტყვის განკაცების შემდეგ, გაიხსნა გზა განღმრთობისაკენ. მიუხედავად ამისა, დღევანდელ ეპოქაში, იმის მაგივრად რომ ადამიანი ამისათვის ზრუნავდეს, იგი აგრძელებს გარემოს თავაშვებულსა და უხეშ (წინდაუხედავ) გამოყენებას, რის შედეგადაც ზიანი ადგება ბუნებას და გარემოსათვის ძალიან საშიში ცვლილებები წარმოიქმნება. დღეს, ძუძუმწოვრების სახეობის ნახევარი და ქვეწარმავალთა, თევზთა და ფრინველთა ერთი მესამედი გადაშენების პირას იმყოფება. გარდა ამისა, „World Conservation Monitoring Centre“-ის მონაცემების მიხედვით, 1600 სახეობიდან 484 ცხოველური და 654 მცენარეული სახეობა უკვე გადაშენებულია. ცოდვის გამო, ადამიანი საკმაოდ დაშორდა თავის დანიშნულებას. მატერიალურ საკითხებსა და მათ დასამორჩილებლად და დასაპყრობად გაჩაღებულ ბრძოლაზე სრულიად დაქვემდებარებული ადამიანი ი. ვლახოსის თანახმად გადაიქცა „მხეცადამიანად, რომელიც ყველაფერზე ღრინავს. იგი აავადებს მთელ სამყაროს და თავად საკუთარ თავსაც კი ანადგურებს. თავის საკუთარ ხორცს შთანთქავს“.

ღმერთთან ადამიანის  კავშირის დარღვევა, მისი სატანური განდგომა ყველა პირუტყვის, ყველა ქვეწარმავლის, ყველა მხეცისა და ყველა ხორციელის მიმართ არის უკან – განადგურებისა და გაუჩინარებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. „პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო… მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი“ (იერემია 12. 4,11). ძველ აღთქმაში მრავალი მითითება არსებობს იმ ფაქტებისა, სადაც საუბარია ცხოველთა თუ ფრინველთა სახეობათა განადგურებასა და ისეთ კატასტროფულ ეკოლოგიურ მოვლენეზე, როგორიცაა გვალვა, მიწისძვრა თუ ხანძარი, რაც შედეგად ადამიანთა ცოდვით დაცემას მოჰყვა „მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში. უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არც ერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა“ (იერემია 12. 7,12).

რა თქმა უნდა, გაბედული საქციელი იქნებოდა, ვინმეს რომ ეთქვა, რომ დღეს, ადამიანთა ბოროტება და ცოდვა იმდენად გაიზარდა, რომ  შეიძლება ძველ აღთქმაში აღწერილ სიტუაციებში დავბრუნდეთ. თუმცა, ადამიანს სამყაროს დასაბამიდან აქვს დაკისრებული მოვალეობა, ღმრთის მცნების შესაბამისად – „აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად“ (დაბადება 2. 15). დღეს, სწორედ ეს მოვალეობაა მიჩნეული უდიდეს მოვალეობად მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. დღეს, ბუნების განადგურება, რომლის საშუალებითაც ხდება სამყაროს შემოქმედის სიდიადის გამჟღავნება, შეურაცხყოფაა თავად „შემოქმედისა“. ბუნებისგან შორს მყოფ ადამიანს თითქოს სული ეხუთება. იგი გარშემორტყმულია ტექნიკური, სინთეტიკური და ანთროპოგენური ნივთებით, რომლებიც დასაბამს ღმრთის შემოქმედებითი სიტყვიდან არ იღებენ, ამიტომაც ადამიანი კარგავს თავის სიმშვიდესა და როგორც ბიოლოგიურ, ისე სულიერ წონასწორობას.

და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, დღეს, ადამიანი ვერ გრძნობს ვერც იმას, რომ თავად ღმერთზეა დამოკიდებული და ვერც იმას, რომ ღმრთის სიყვარულის ყველაზე დიდი მტკიცებულებაა სამყაროს შექმნა. სწორედ ამის გამო, ქრისტიანები ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ მტკიცე პოზიცია გარემოს დაცვასა და განსაკუთრებით კი, ცხოველთა დაცვის საქმეში. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება სწორი პოზიცია სხვა და სხვა რელიგიური გავლენისა და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. როგორც წმიდა სილუანე წერს: „ზოგიერთნი მიჯაჭვულნი არიან ცხოველებს, თუმცა ამით ისინი შეურაცხყოფენ შემოქმედს, რადგან მხოლოდ ადამიანია მოწოდებული იმისათვის, რომ  უფალთან ერთად მარადიულად იცხოვროს, იმეფოს ღმერთთან ერთად და უყვარდეს მხოლოდ და მხოლოდ უფალი. ადამიანი არ უნდა იყოს გატაცებული ცხოველებით, არამედ იგი გულით უნდა თანაუგრძნობდეს სამყაროს ყოველ ქმნილებას“  სხვაგვარად კი ადამიანი თავს საფრთხეში იგდებს, რომ თაყვანსა სცემდეს და „ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა“ (რომაელთა 1, 25).

შინაარსი
სანიშნეები