Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
სათნოებებით სავსე გული- მღვდელმონაზონი სერაფიმე დიმოპულოსი (ნაწილი II) | PEMPTOUSIA

სათნოებებით სავსე გული- მღვდელმონაზონი სერაფიმე დიმოპულოსი (ნაწილი II)

11 February 2015

მამა სერაფიმეს კბილები აღარ ჰქონდა და საჭმლის დაღეჭვა უჭირდა. იგი ჩაის ან ყავას სვამდა და ჩვეულებისამებრ პურის ერთ ნაჭერს ტაჰინის თანხლებით მიირთმევდა. იგი თავის სულიერ შვილებს ტაჰინის* ხშირად მირთმევას ურჩევდა. [შენიშვნა: ტაჰინი – იგივე სეზამის პასტა, გავრცელებული საკვებია შუა აზიაში. იგი დაფქული სეზამის მარცვლებისაგან მზადდება. დიდ მარხვაში მისგან ტკბილ ფუნთუშებს ამზადებენ ან პურზე წასმულს მიირთმევენ. სეზამის მარცვალი ბევრ ვიტამინსა და პროტეინებს შეიცავს და ძლიერ სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ტაჰინის მასისგან მზადდება მრავალი აღმოსავლური საჭმელი თუ ტკბილეული, მათ შორის ყველაზე ცნობილია მისგან დამზადებული ჰალვა]. მამა სერაფიმე ბურღულეულს, ბოსტნეულსა და ხილს ყიდულობდა ხოლმე. იშვიათად, საკვებს კომბოსტოს, ბარდისა და ბურღულეულისაგან მოამზადებდა, ისიც არა გემოვნებისთვის, არამედ სირბილისათვის, რათა მათი დაღეჭვა შეძლებოდა. ზოგჯერ მისთვის კარგად მომზადებული საკვები მოჰქონდათ, ის კი ძაღლებს აჭმევდა. ზოგს ხილი მოჰქონდა მასთან, მაგრამ მამა სერაფიმე მას კელიის გარეთ აწყობდა და ხილი ხელუხლებელი ლპებოდა. ამის გამო ხალხმა შეწყვიტა მასთან საკვების მიტანა. ხალხს ეუბნებოდა: „ძალიან გთხოვთ, ჩემთან ნურაფერი ნუ მოგაქვთ, საკუთარ თავს მე თავად მივხედავ“. ძალიან ხშირად რამდენიმე დღე უშიმშილია. ერთხელ მამა სერაფიმეს სეფისკვერი მიუტანეს და ძალზე გახარებია: „დიდება უფალს, რამდენიმე დღეა არაფერი მიჭამიაო“.

Monaxos 02

წყარო: gerontesmas.com

ღვინოს არასდროს სვამდა. ერთხელ ალბანეთის მთავარეპისკოპოსს მისთვის ორი ბოთლი განსაკუთრებული ღვინო გაუგზავნია, მაგრამ მამა სერაფიმეს ისინი გადაუყრია. ძალიან თავშეკავებული იყო წყლის სმაშიც. მას ჰქონდა ერთი პატარა მაცივარი, რომელიც არ მუშაობდა. მასზე ბუნებრივი გაზის პატარა ბალონი და თევზის კონსერვის ორი ქილა ედგა. რათქმაუნდა, ძალიან ცოტა ადამიანს უნახავს მისი სახლი შიგნიდან. ერთხელ, მამა სერაფიმემ ასეთი განსაცდელი გაიარა: მის სახლთან ახლოს ღამის გასართობი ცენტრი გაიხსნა. იქ დილამდე უამრავი მანქანა და ხალხი იყრიდა თავს, იყო დიდი ხმაური და ხმამაღალი მუსიკა. ამის გამო მამა სერაფიმე საღამოობით ვერც ლოცულობდა და ვერც ისვენებდა. იძულებული იყო, ერთ ოთახში ჩაკეტილიყო. ერთი-ორი საათით თუ ჩასთვლემდა ერთ ვიწრო ფიცარზე. ამბობდა: „არ შემიძლია ასეთ პირობებში ძილი, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. მალე დაიხურებიან“. მართლაც, სულ ცოტა ხანში ამ გასართობმა ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა.

მამა სერაფიმეს მრევლი არ ჰყავდა. ის იმ სოფლებში წირავდა, სადაც მღვდელი არ ჰყავდათ და სადაც მიტროპოლიტი გააგზავნიდა. მანქანა არ ჰყავდა და საკმაოდ დიდ მანძილებზე ფეხით დადიოდა. შუაღამით გაუდგებოდა გზას და გამთენიისას სოფლის ეკლესიას მიაღწევდა. წვიმაში, თოვლსა და სიცივეში ხშირად უვლია ტალახში ამოსვრილს, დასველებულსა და გაყინულს. ერთხელ, თავის სულიერ შვილს გაანდო, ერთ შაბათ ღამეს, თუ როგორ გაუყვა გზას ფეხით თავისი კელიიდან ოლიმპოს კრანიისკენ. ღამით მცირეოდენი ხნით ტყეში შეუსვენია და კვირა დილით წირვა ჩაუტარებია. იქიდან კი ლარისაში ფეხით დაბრუნებულა. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს იგი 69-70 წლისა იქნებოდა და ცალი გზის მანძილი, რომელიც მან გაიარა, 70 კმ-ს შეადგენდა. იგივე მანძილი უნდა გაევლო მას უკანა გზაზეც.

ერთხელ, ღამით ავტომანქანის მძღოლს ვერ შეუნიშნავს გზაზე მიმავალი მამა სერაფიმე და დაჯახებია, მაგრამ უფალმა იგი დაიფარა და არაფერი დაუშავდა.

გზად ისე მიდიოდა, რომ ხალხს არ აკვირდებოდა. ქალებს, რომლებიც მასთან აღსარებაზე მიდიოდნენ, საუბრისას სახეზეც კი არ უყურებდა, მამაკაცების სულებს კი მზერით განჭვრეტდა.

ერთხელ მას სულიერი შვილი ესტუმრა. ამ დროს მამა სერაფიმეს ფეხები იოდიანი წყლით სავსე ვედროში ჩაელაგებინა, რადგან ბევრი სიარულისგან ჭრილობებით ჰქონდა სავსე. მისი ფეხები სპორტსმენის ფეხებს ჰგავდა თურმე.

იგი არა მარტო არასდროს საუბრობდა საკუთარ ავადმყოფობაზე, არამედ წამლების მიღებასაც ერიდებოდა.

მამა სერაფიმე მწვავე ნაწლავური გაუვალობით იტანჯებოდა, რომელსაც თან მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, პირღებინება ახლავს. იგი მხოლოდ ამ დროს ღებულობდა მედიკამენტებს.

ერთხელ იგი თავისი კელიის შესასვლელში მჯდარა. ზამთარი იყო და ყინავდა. მამა სერაფიმეს სახლში გათბობა არ ჰქონდა, ის კი ავად იყო, გრიპი ჰქონდა და ძალაგამოცლილი იყო. თავისი სტუმრისგან აღსარება მიიღო და ყოველგვარ დახამრებაზე უარი თქვა.

ერთხელ მის სულიერ შვილს სახლის ეზოში უპოვია მიწაზე მწოლარე და ტკივილებისგან მოკუნტული. მისთვის საავადმყოფოში გადაყვანა შეუთავაზებია, მაგრამ მას უარი უთქვამს. მეორე დღეს მასთან მისულმა მისმა სულიერმა შვილმა ნახა, რომ კვლავ აწუხებდა ტკივილი, მაგრამ მამა სერაფიმეს ამ ჯერზეც უარი განუცხადებია სამედიცინო დახმარებაზე.

ერთხელ ისე გამხდარა ავად, რომ ერთი თვე საწოლში იწვა, არც ჭამა შეეძლო და არც ლაპარაკი. მის სულიერ შვილებს და მის მონათლულ ალბანელებს მისი საავადმყოფოში წაყვანა ნდომებიათ, რაზეც უარი განუცხადებია. მამა სერაფიმე მათ მიანიშნებდა თურმე, რომ ელოცათ მისთვის. მის მიერ მონათლული უცხოლები ტირილით გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულს და მადლიერებას თავიანთი მფარველის მიმართ, რომელიც მათ ოჯახებს არჩენდა.

მამა სერაფიმე გახშირებული დიდი სიცხეების გამო წუხდა: „ზამთარში სიცივის დროს კიდევ ერთ გადასაფარებელს წაიფარებ და გათბები! ზაფხულის პაპანაქებას კი სად გაექცევი?“

თავის ქოხში არც საპირფარეშო ჰქონდა და არც ტელეფონი. ხანდახან ჩაიკეტებოდა ხოლმე თვის კელიაში და არავის უღებდა კარს. მკაცრი მარხვითა და ლოცვით ცდილობდა უფლის შეცნობასა და მასთან მიახლოებას. უფალი მას ბავშვობიდანვე შეჰყვარებოდა და მას შემდეგ მისდევდა მას. იგი გამუდმებით ლოცულობდა. „ლოცვა ჩემში გამათბობელივით მუდმივად მუშაობს“-ო, ამბობდა იგი.

მისი ტანსაცმელი ძველი და ჭუჭყიანი იყო, მაგრამ ცუდი სუნი არასდროს ასდიოდა. მხოლოდ ერთი კარგი შესამოსელი ჰქონდა. ერთ საღამოს თაგვებისგან გამოხრული  ნაქსოვი ჯემპრი ცმია.

მამა სერაფიმე ძალიან ცოტას ლაპარაკობდა და განადიდებდა მდუმარების სათნოებას. ვარჯიშობდა მდუმარებაში, რომელიც, მისივე თქმით, ლოცვაზე აღმატებულად მიაჩნდა.

მამა სერაფიმე ძალიან ნელა და მკაფიოდ საუბრობდა. იგი მარტივად და გასაგებად მეტყველებდა, მაგრამ მდიდარი წარმოსახვით და მადლიანი გამოთქმებით. იუმორი უყვარდა და გვეუბნებოდა, რომ მომღიმარნი ვყოფილიყავით! ლაპარაკობდა ცოტას, მაგრამ იმავდროულად ბევრ რამეს გვეუბნებოდა. მისი საუბრით ტკბებოდი და არ გწყინდებოდა მისი მოსმენა. ტკბილად მოუბარი იყო და კეთილშობილი. უშფოთველი და თავმდაბალი ყველა მასთან მისულ ადამიანს ამშვიდებდა და აწყნარებდა. მასთან მისულს მხიარული განწყობა გეუფლებოდა.

[გაგრძელება იქნება]

შინაარსი
სანიშნეები