Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
მარხვის მნიშვნელობა (მათეს სახარება, 6, 14-21) | PEMPTOUSIA

მარხვის მნიშვნელობა (მათეს სახარება, 6, 14-21)

23 February 2015

დიდი და წმიდა მარხვის მოსამზადებელი პერიოდის ანუ სამი შვიდეულის დასრულებას, ეკლესია უკანასკნელი კვირა დღის სახარებისეული შეცნობით, გააზრებით (მათე 6, 14-21) ასრულებს, რაც  მარხვისა და თავშეკავების ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ უბრალო და პრაქტიკული რჩევებისაგან შედგება. მაშ ასე, რეალურად, ამ სახარებისეული საკითხავის დროს ვხედავთ, რომ უფალი თავის მსმენელებს, და მათთან ერთად ასევე ყოველი საუკუნის მორწმუნეებს მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი მარხვის განმავლობაში.

უპირველეს ყოვლისა, სიზუსტისათვის ხაზგასმულია, განმეორებულია მიტევების მთავარი მნიშვნელობა. თუკი, ადამიანს სურს წინასწარ მოემზადოს, რათა მას მიეტეოს მისი ცოდვები, კარგი იქნება იმის გაცნობიერება, რომ უპირველესად, თავად უნდა აპატიოს სხვა ადამიანს შეცდომები, ის უსამართლო ქმედებანი, რაც სხვებს მის წინაშე ჩაუდენიათ. თუკი, ვერ შეძლებს სხვების პატიებას, მაშინ ნუ ექნება იმედი, რომ უფალი შეისმენს მის ლოცვებს და შეუნდობს დანაშაულებს. ქრისტემ მრავალგზის განუმარტა თავის მოწაფეებს, რომ განკითხვა ღმრთის წინაშე ერთ-ერთ ძალიან მძიმე ცოდვადაა მიჩნეული. ამის კვალდაკვალ, ყოველ ქრისტიანულ გადმოცემაში ასევე ყურადღება გამახვილებულია, რომ სწორედ ესაა ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობის ბირთვი. მართლაც, ამბა მარკოზი ამბობდა, რომ საგნების ჭეშმარიტი შეცნობა იმ განსაცდელების მოთმინებაშია, რომელნიც ჩვენ თავს გვატყდება და იმაში, რომ სხვები ჩვენი საკუთარი უბედურების გამო არ დავადანაშაულოთ.

Uranos 110 300x210

ყურადღება გამახვილებულია ასევე მათ გარეგნულ მხარეზე, ვინც იწყებს მარხვის შენახვას. რადგან ღმრთისმოსავი ადამიანების რიცხვში სრულიად შესაძლებელია აღმოცენდეს ქედმაღლობა, ამპარტავნება და თავმომწონეობა. ქრისტე ყურადღებას გვიმახვილებს, რომ მათ, ვინც მარხულობენ, არ უნდა აჩვენონ თავი მწუხარედ და დაღლილად, რათა ამის გამო, სხვათა ყურადღება არ მიიქციონ. ბრძოლა ადამიანისა, რომელიც თავშეკავებაზეა დამოკიდებული, მხოლოდ ამ ადამიანსა და მის  ღმერთთან  კავშირს შეეხება. და ამ მცდელობაში უცაბედად არ უნდა შეაღწიოს, მაგალითად, თვალთმაქცობამ და სიამაყემ. მორწმუნე სხვათა აღტაცებასა და ქებას კი არ უნდა ეძებდეს, არამედ – ღმერთთან ნამდვილ და რეალურ გაერთიანებას.

ასევე გვმართებს, ყოველთვის – თუმცა კი ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით – გვქონდეს მთელი ჩვენი არსებობა ზეცისკენ მიმართული. ჩვენი ზეციური სამშობლოსაკენ მიმართების საუკეთესო საშუალებას კი, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს საკუთარ თავებზე ფიქრისა და ყოველდღიური საზრუნავის შეწყვეტა და ამის მაგივრად, განსაცდელში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებზე ზრუნვა წარმოადგენს. სწორედ ამ გზით შეძლებთ მოიპოვოთ „ზეციური საუნჯე“, მარადიულ საგანძურთა შორის, რომელიც დაცული იქნება ყოველგვარი ამქვეყნიური საფრთხისგან, რაც კი ემუქრება ჩვენ მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოგროვილ ქონებას. ღმრთის მიმართ საუკეთესო საქმეებით მოვიპოვებთ მის სამეფოში შესვლის უფლებას, ხოლო ცალმხრივი ზრუნვა კი მხოლოდ ამქვეყნიურ საკითხებზე ფუჭია, რადგან დრო, რომელიც ყოველივეს იმორჩილებს, და ცხოვრების პირობები, ამქვეყნიურ ღირებულებებს დროებითად და ხრწნადად აქცევენ.

და ბოლოს, ეკლესია ჩვენ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს მანამ, სანამ „სათნოებათა საფეხურთან“ აღმოვჩნდებოდეთ. მარხვის წინამდებარე  კვირა დღის საღამოს ლოცვაზე იკრიბებიან მორწმუნენი, რათა ერთმანეთისგან ითხოვონ შენდობა, შეწყალება და თავადაც შეუნდონ. რათა, როგორც შეეძლებათ, ისე გაისუფთაონ გულები მანამ, სანამ შეეცდებიან სხეულების გაწმენდას.

მოდით ვიზრუნოთ, რათა ყოველი ეს რჩევა და შენაძენი გამოვიყენოთ. დაე, ისინი სერიოზულად მივიღოთ  მხედველობაში,  მათ შევუთავსოთ ჩვენი ცხოვრება, არ მივცეთ ნება ჩვენს ვნებებსა და ამქვეყნიურ საზრუნავს, რომ ორიენტაცია დაგვაკარგინონ, იმისათვის, რომ შევძლოთ ჯვრისა და ჩვენი უფლის აღდგომის გზა სინანულით განვაგრძოთ.

შინაარსი
სანიშნეები