Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პორფირი კავსოკალიველი: “ვისაც ქრისტიანობა სურს, თავდაპირველად პოეტი უნდა გახდეს“ | PEMPTOUSIA

ღირსი პორფირი კავსოკალიველი: “ვისაც ქრისტიანობა სურს, თავდაპირველად პოეტი უნდა გახდეს“

26 February 2015

დღეს ვაქვეყნებთ არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორ, ბატონ ანესტი კესელოპულოსის სტატიის მეორე ნაწილს (წინა სტატია იხილეთ ბმულზე:www.pemptousia.ge/2014/06/27/სულიერი-ცხოვრების-სიხარუ/), სულიერი ცხოვრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოჩინდება მამა პორფირის სწავლებებიდან. შეგახსენებთ, რომ სტატია დაწერილია მის წმინდანთა დასში შერაცხვამდე, ამიტომაც ღირსი პორფირი მოიხსენიება როგორც „მამა“ ან „ბერი“.  

Osios Porfirios 02

მამა პორფირის მთელი ცხოვრობა მოწმობს იმ ფაქტს, რომ სულიერ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უკავია სიყვარულს, რაც მკაფიოდ წარმოჩინდება მისი სწავლებებიდანაც. ამიტომაც იგი ხაზგასმით ამბობს: „თუკი შეგიყვარდება, ომონიაზეც [ომონია – ათენის ცენტრალური მოედანი – რედ.შენიშვნა.] რომ ცხოვრობდე, არ გეცოდინება რომ ომონიაზე ცხოვრობ. ვერც ავტომანქანებს დაინახავ, ვერც ხალხს ვერ დაინახავ და ვერც ვერაფერს. შენ შენს შიგნით იმ პიროვნებასთან ერთად ხარ, ვინც გიყვარს. ცხოვრობ მისით, ხარობ მისით, შთაგონებას ღებულობ მისგან. განა ეს რეალობა არ არის? წარმოიდგინეთ, რომ ეს პიროვნება, რომელიც თქვენ გიყვართ არის იესო ქრისტე. ქრისტე შენს გონებაში, ქრისტე შენს გულში, ქრისტე მთელს შენს არსებაში, ქრისტე ყველგან“ [10]. ამას გარდა, იგი გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი ცარიელი თეორიები არ არის, არამედ მისი პირადი გამოცდილება და მსოფლაღქმა: „ამით ვარ დაკავებული. ვცდილობ, ქრისტეს შესაყვარებელი საშუალებების გამონახვას. ამგვარი სიყვარულით ვერ გაძღები. რამდენადაც იზრდება შენში ქრისტესადმი სიყვარული, თვლი, რომ იგი არასაკმარისად გიყვარს და უფრო მეტად გსურს მისი შეყვარება. და იწყებ მაღლა და მაღლა სვლას, ისე, რომ ვერც კი გაიგებ!“ [11].

მამა პორფირის სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ, რომელიც სიყვარულს ეფუძნება, ჩვენთვის გამომაფხიზლებელი და ცხოვრების მიმართულების მიმცემია. სხვა კონტექსტში იგი ხაზგასმით ამბობს, რომ სულიერი ცხოვრება „ეს არის სიყვარული, ტრფობა, ენთუზიაზმი, სიგიჟე, ყოველივე ღმრთიურის წყურვილი. ეს ყველაფერი ჩვენშია. ჩვენი სული ითხოვს ამ ყველაფრის შეძენას. თუმცა, ბევრისათვის რელიგია ბრძოლას, წვალებას და სტრესს წარმოადგენს. ამიტომაცაა, რომ ბევრ „მორწმუნეს“ უბედურად თვლიან, რადგან ხედავენ თუ როგორ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი…“ [12]. აქ მამა პორფირი იმ გვერდითი მოვლენებისა და პათოლოგიის შესახებ საუბრობს, რომელიც შესაძლოა ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისას წარმოიშვას. ამდაგვარი რამ, სამწუხაროდ, ძალზე ხშირია ე.წ. „მორწმუნე“ ადამიანებში.

გადაჭარბებული არ იქნება ითქვას, რომ  მორწმუნის შინაგან სამყაროში იესო ქრისტეს ცენტრად მოაზრება, ასევე სულიერ ცხოვრებაში უფლისადმი სიყვარულებრივი განწყობა, მამა პორფირის სწავლებებში დიდ ადგილს იკავებდა, რაც მისი ცხოვრების უდიდესი მიღწევაც იყო. მან თავად გამოსცადა თავისი ცხვორების მანძილზე ამდაგვარი ურთიერთობა უფალთან და ჩვენც საკუთარი თავის ამ „სიხშირეზე” მომართვისაკენ მოგვიწოდებს:  „განუწყვეტლივ იყურეთ ზემოთ, ქრისტესკენ, რათა მიუახლოვდეთ მას, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ქრისტესთან ერთად, იცხოვროთ ქრისტესთან ერთად, ისუნთქოთ ქრისტესთან ერთად, გტკიოდეთ ქრისტესთან ერთად, გიხაროდეთ ქრისტესთან ერთად. იესო ქრისტე ყველაფერი უნდა იყოს თქვენთვის. თქვენი სული უნდა ითხოვდეს, უნდა მოუხმობდეს თავის სასიძოს: „შენდამი, მწყურის, სიძეო ჩემო…“ ქრისტე არის სიძე, იგია მამა, იგია ყველაფერი. ამ ქვეყნად არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გიყვარდეს იესო ქრისტე. ყოველივე რაც ჩვენ გვსურს ქრისტეშია. ქრისტე ყველაფერია. იგია მთელი ჩვენი სიხარული, მთელი ჩვენი სიამე, მთელი ჩვენი სამოთხისეული ცხოვრება. ყველა სიდიადეს ფლობ მაშინ, როდესაც ქრისტეა შენში. ქრისტესადმი შეყვარებული სული მუდამ გახარებული და ბედნიერია, რამდენ ტანჯვად და მსხვერპლადაც არ უნდა უჯდებოდეს იგი“ [13].

უფლისადმი სიყვარულის აუცილებელი წინაპირობაა მოყვასის სიყვარული. ამგვარად ვხდებით ერთნი ქრისტესთან და მას ეკლესიის მამად და თავად ვაღიარებთ. „მოყვასისადმი სიყვარული უფლისადმი სიყვარულს გვიყალიბებს. ბედნიერები გავხდებით, როდესაც ყველა ადამიანს საიდუმლოდ შევიყვარებთ. მაშინ ვიგრძნობთ, რომ ყველას ვუყვარვართ. ვერავინ მიაღწევს უფალთან, ვიდრე არ გაივლის ადამიანების სიყვარულის გზას“ [14]. ეს სიყვარული ვრცელდება მათზეც, რომლებიც ჩვენ ცხოვრების არასწორი გზით მავალნი გვგონია, ვინაიდან მოყვასისადმი სიყვარული არ არის დამოკიდებული მათ ზნეობაზე. ამას გარდა, ის ფაქტი, რომ ხშირად მათზე გულდამწუხრებულნი ვცდილობთ მათ გამოსწორებას „საკუთარი თავის წარმოჩენას წარმოადგენს. სინამდვილეში კი, ჩვენ გვსურს კარგები გავხდეთ და ვინაიდან ეს არ შეგვიძლია, ამას დაჟინებით მოვითხოვთ სხვებისგან. მაშინ როცა ყველაფერი ლოცვით შეიძლება გამოსწორდეს, ჩვენ ხშირად მწუხარებაში ვვარდებით,   ვბრაზდებით და მერე განვიკითხავთ“ [15]. „მორალისტი“, რომელიც ჩვენში ცხოვრობს, როდესაც ხედავს, რომ ვინმე გზიდან უხვევს, აჯანყებას უწყობს, მაშინ, როცა თავად მას, ვინც განიკითხავს, ხშირად ჩაუდენია მსგავსი რამ. მაგრამ იგი საკუთარი თავისგან კი არ ითხოვს გამოსწორებას, არამედ სხვისგან. ეს კი ღმერთს არ სურს“ [16].

მამა პორფირის ამდაგვარი დამოკიდებულება საკითხისადმი ზნეობის ან ფსიქოლოლიგიის ნაკარნახევი კი არ არის, არამედ მისი ღრმა ეკლესიურობიდან გამომდინარეობს, რადგან ამდაგვარი რამ მართლაც ხდება ეკლესიურ ცხოვრებაში. მამა პორფირი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იესო ქრისტე ჩვენს ერთობაში და მისდამი სიყვარულში, ეკლესიაში გამოვლინდება. ჩვენთვის, ყველასთვის, მნიშვნელოვანია ეკლესიის წევრობა და მოყვასთან ერთობა, ყველას სიხარულისა და მწუხარების გაზიარება. ეკლესიაში ჩვენ ყველასათვის ვლოცულობთ, ყველას  გადარჩენისათვის შეგვტკივა გული და უბედურებაში მყოფ, ტკივილებით გატანჯულ თუ ცოდვილ ყველა ადამიანს თანავუგრძნობთ. ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ სხვების გადარჩენაც უნდა სურდეს. როდესაც ჩვენ საკუთარ თავს სხვებისგან გავმიჯნავთ, ჩვენ აღარ ვართ ქრისტიანები. და პირიქით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვხდებით მაშინ, როცა გულის სიღრმეში ქრისტეს მისტიური სხეულის წევრებად ვგრძნობთ თავს, ესე იგი მაშინ როცა ჩვენ ერთობით ვცხოვრობთ მის ეკლესიაში. ეს წარმოაჩენს უფრო მეტად ეკლესიის რეალურ მნიშვნელობას [17].

მამა პორფირი ასევე გვასწავლის, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი სიყვარულითა და შეუორგულებლად უნდა ვაკეთოთ. ყველა მეტანიას თუ გაწეულ ძალისხმევას თავისი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ისინი ყოველგვარი გამოთვლების გარეშე სრულდება, არა იმისთვის რომ მოვიგოთ რამე, თუნდაც ეს სამოთხე იყოს, არამედ ისინი ქრისტეს სიყვარულისთვის უნდა სრულდებოდეს [18]. ამგვარად სიყვარული აზრს აძლევს ყოველგვარ მოღვაწეობას, რადგან ეს არის ტანჯვის გზა, რომელიც ყველა ჭეშმარიტ მორწმუნეს პოეტად აქცევს. „ვისაც სურს ქრისტიანი იყოს, თავდაპირველად პოეტი უნდა გახდეს. აი რაშია საქმე! უნდა გეტკინოს. უნდა გიყვარდეს და გტკიოდეს. უნდა გტკიოდეს მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული სატრფოსადმი გაღვაწებს. მთელი ღამე გარბენინებს, ღამეს გაგათენებინებს, ფეხებს დაგასისხლიანებინებს, რომ სატრფოს შეხვდეს. სიყვარულის გამო მსხვერპლს გაიღებს, არაფერს არ შეუშინდება, არც მუქარას, არც სირთულეებს. სიყვარული ქრისტესადმი ეს სულ სხვა რამეა, ეს ამაღლებული გრძნობაა“. და მაშინვე უმალ განმარტავს: „და როცა ვსაუბრობთ სიყვარულზე, არ ვგულისმობთ იმ კეთილ თვისებებს, რასაც ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე შევიძენთ, არამედ ვსაუბრობთ ქრისტესადმი და მოყვასისადმი გულისმიერ სიყვარულზე“ [19].

[გაგრძელება იქნება]

10. Ο. π., σ 215.
11. Ο.π., σ. 218.
12. Ο.π., σ. 206-7.
13. Ο.π., σ. 232. Πρβλ. Μαρτυρικόν απολυτίκιον, «Η αμνάς Σου Ιησού….».
14. Ο.π., σ. 383.
15. Ο.π., σ. 394.
16. Ο.π., σ. 449-450.
17. Βλ. Ο.π., σ. 196-197.
18. Βλ. ο.π., σ. 258.
19. Ο.π., σ. 234.

შინაარსი
სანიშნეები