Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
წმიდა ტრიფონი, მევენახეთა მფარველი | PEMPTOUSIA

წმიდა ტრიფონი, მევენახეთა მფარველი

4 March 2015

იმ წმიდანთა რიგში, რომელთა ხსენებასაც დღეს ჩვენი ეკლესია აღასრულებს, ერთ-ერთია წმიდა ტრიფონი, რომელიც მევენახეთა მფარველია. ხატებზე წმიდანი წარმოდგენილია ახალგაზრდა ხუჭუჭთმიანი ყმაწვილის სახით და მას ხელში ვენახის მაკრატელი უჭირავს. წმიდა ტრიფონი მევენახეობასთანაა დაკავშირებული, რადგან იგი წარმოშობით სწორედ იმ მხარეს უკავშირდება, რომელიც იმ ეპოქაში ყველაზე ვრცელი ვენახებით იყო სახელგანთქმული.

Agios Tryfon 02

წმიდა ტრიფონი, წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძარი, კვიპროსის წმიდა მთავარეპისკოპოსის – კიპრიანეს შემოწირულობა, www.diakonima.gr

წმიდა ტრიფონი მესამე საუკუნის შუა ხანებში ფრიგიის ლამფსაკოში ცხოვრობდა. წარმოშობით იგი მეტად ღარიბი ოჯახიდან იყო და ბატებს მწყემსავდა. თავიდანვე მეტად მორწმუნე, სათნო და თავმდაბალი ყოფილა, ასევე სწავლობდა წმიდა წერილს, რაზეც სვინაქსარის შემდგენელი მიუთითებს. ღმერთმა მას ავადმყოფთა განკურნებისა და დემონების განდევნის ნიჭი მისცა. მოთხრობილია ერთ სასწაულ შემთხვევაზე, თუ როგორ განკურნა მან იმპერატორის ქალიშვილი, რომელსაც დემონები სტანჯავდნენ. როდესაც ტახტზე დეკიოსი ავიდა, მან ქრისტიანების დევნის ბრძანება გასცა. ტრიფონიც დაასმინეს, როგორც ქრისტიანი და ბითვინიის ნიკეაში ეპარქიის მმართველ აკილინოსთან გააგზავნეს. საზარელი წამების მიუხედავად, წმიდანმა წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა. წმინდა ტრიფონი ლოცულობდა და ღმერთს მისი დამსჯელების პატიებას ევედრებოდა. როდესაც იხილეს, რომ მას იესო ქრისტეს უარყოფას ვერ აიძულებდნენ, გადაწყვიტეს მისთვის თავი მოეკვეთათ. მაგრამ წმიდანმა უფალს თავისი სული მანამდე მიაბარა, ვიდრე მას თავს მოჰკვეთდნენ.

Fytema-ampelion-sti-Megisti-Moni-Vatopediou.

ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის მონაზვნების მიერ ვაზის ჩაყრა. პემპტუსიას ფოტოგალერეა

თუმცა, საინტერესოა, თუ როგორ დაუკავშირდა წმიდა ტრიფონი ვენახს? როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობაში ხალხი სასოფლო სამუშაოებს და დღესასწაულებს წმიდანთა ხსენების დღეებთან აკავშირებდა. სწორედ ამ თვეში (ანუ თებერვალში), ჩვენ ვიწყებთ ვაზის გასხვლას. მევენახეობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომლის შედეგად ვაზს ახალი ძალა ეძლევა. გასხვლის დროს, მევენახე ვაზს ზედა ტოტებს აჭრის. სხვლის პროცესი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და სწორედ მასზეა დამოკიდებული ვენახის ნაყოფიერება, ანუ ყურძნის ხარისხი.

პირველ თებერვალს, წმინდანის პატივსაცემად, ვაზს არ სხლავენ. გადმოცემის თანახმად, ის, ვინც ამ წესს არ დაემორჩილება, დაისჯება. გარდა ამისა, ამ დღეს ვაზს ნაკურთხ წყალს ასხამენ, რათა მან კარგი ნაყოფი მოგვცეს და დაცული იყოს ცუდი ამინდის შედეგებისაგან (სეტყვის, წვიმებისა და ძლიერი ქარისაგან), დაავადებებისა და მღრღნელებისაგან. წმიდა ტრიფონს განსაკუთრებულ პატივს ღუმენისაში მიაგებენ, თითქოსდა ის ტრადიციები, რომლებიც აქ აღმოსავლეთ რომილიიდან ლტოლვილებმა ჩამოიტანეს, კვლავ ცოცხალი რჩება. აი ამგვარად, სრულდება საღმრთო მსახურება და აიაზმა წმიდა ტრიფონის სახელობის სამლოცველოში, აღმოსავლეთ რომილიელების დასახლების ყველაზე მაღალ წერტილში – ღუმენისაში: მორწმუნეები თაყვანს სცემენ წმიდანის ხატს, რომელიც ვაზის ფოთლებითა და ყურძნითაა შემკული. შემდგომ ამისა კი, სრულდება ეგრედ წოდებული ყურბანი. საქმე გვაქვს ერთ ჩვეულებასთან, რომლის თანახმადაც, საღმრთო მსახურების შემდეგ, მომლოცველებს ურიგდებათ მოხარშული ხბოს ხორცი, რომელიც ღუმენისას მოსახლეობის შემოწირულობებითაა ნაყიდი. ისმევა ასევე ღვინო, რასაც თან ზდევს ტრადიციული ცეკვები. წმიდა ტრიფონის დღესასწაულთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღინიშნება, თუმცაღა მათ შორის ყველაზე ცნობილი  სწორედ ყურბანი გახლავთ.

შინაარსი
სანიშნეები