Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ერთი დიდი მარხვის ისტორია | PEMPTOUSIA

ერთი დიდი მარხვის ისტორია

9 March 2015

ქრისტეს მიერ სალოსები იშვიათი უშიშარობით გამოირჩევიან. ნეტარი ნიკოლოზი ფსკოვის ქუჩებში დარბოდა, თავს იგიჟიანებდა, ხალხს მათი დაფარული ცოდვების გამო ამხელდა და წინასწარმეტყველებდა, თუ რა ელოდათ მათ მომავალში. როდესაც ივანე მეოთხე მრისხანე ფსკოვში ჩავიდა, მთელ ქალაქს საშინელი მეფისადმი შიშის თავზარი დაეცა. ქალაქის მცხოვრებლებმა მის შესახვედრად ყოველი სახლის წინ პური და მარილი დადეს, თუმცა თავად, მეტად შეშინებულები, არ გამოჩენილან. როდესაც ქალაქის მმართველმა ივანე მრისხანეს ლანგარზე დადებული პური და მარილი შესთავაზა, მეფემ შორს მოისროლა ლანგარი, რის შედეგადაც პური და მარილი მიწაზე აღმოჩნდა. მაშინ მრისხანე მეფის წინ ღირსი ნიკოლოზი გამოჩნდა: გრძელი ქიტონი ემოსა, რომლის შუაშიც თოკი ჰქონდა გამობმული და ჯოხით ხელში ბავშვივით დაიწყო მის გარშემო სირბილი. შემდეგ კი დაუყვირა: „ივანუშკა, ივანუშკა, მიირთვი პური და მარილი და ნუ ჭამ ადამიანის სისხლს“.

Agios Nikolaos Velimirovih 01

ჯარისკაცები წმიდანს დასაჭერად დაედევნენ, თუმცა ნიკოლოზი დაუსხლტა მათ და დაიმალა. მეფემ მოითხოვა შეეტყო ნეტარ ნიკოლაოზზე – თუ ვინ იყო იგი და რა იყო – და წმიდანს მის ღარიბულ ქოხში ეწვია. მაშინ დიდი მარხვის პირველი კვირა იდგა. როგორც კი ნიკოლოზმა შეიტყო, რომ მეფე მის მოსანახულებლად მოდიოდა, იზრუნა და ერთი ნაჭერი უმი ხორცი იშოვნა. როდესაც ივანე მრისხანემ მასთან მიაღწია, წმიდანმა მეტანია აღასრულა, მას ხორცი შესთავაზა და ასე უთხრა: „ჭამე, ივანუშკა, ჭამე!“. განრისხებულმა მეფემ მას მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ და მარხვის დროს არ ვჭამ ხორცს, რადგან ვმარხულობ!“. ღმრთის კაცმა მას სიტყვა მაშინვე გააწყვეტინა: „უფრო უარესს ჩადიხარ: ადამიანთა სისხლითა და ხორცით იკვებები, გავიწყდება არა მხოლოდ მარხვა, არამედ თავად უფალი ღმერთი!“. ეს გაკვეთილი ივანე მრისხანეს გულში ღრმად ჩაებეჭდა, დარცხვენილმა მაშინვე დატოვა ფსკოვი, სადაც თავიდან მოსახლეობის განადგურების მიზნით იყო ჩასული.

ნაყვეტი წმიდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩის ნარკვევთა პროლოგიდან,  რომელიც გამომცემლობა „ათოსის“ მიერ არის გავრცელებული
შინაარსი
სანიშნეები