Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ბერი ეფრემ კატუნაკელი, ერთი განწმენდილი სახე († 27/2/1998) | PEMPTOUSIA

ბერი ეფრემ კატუნაკელი, ერთი განწმენდილი სახე († 27/2/1998)

3 April 2015

ბერ იოსებ ისიქასტთან მისი მოწაფეობის შესახებ

იმ დროს, ბერი იოსები წმიდა ვასილიოში ცხოვრობდა, კატუნაკის ზევით მდებარე ყველაზე მაღალ ასკეტურ ადგილზე, რომელიც სიმაღლით კერასიას პარალელური იყო. ამ ასკეტური ტერიტორიების მთავარი მონასტერი არის დიდი ლავრა. სწორედ აქ, ამ უკაცრიელ ადგილებში, მდუმარებაში ცხოვრობდა ჩვენი ბერი იოსები. იქ  გაიცნო მან მარად სახსოვარი ბერი ეფრემი.

Geronda Efraimkatoynakiotis Ger iosifvatoraidino 01 sml

ბერი ეფრემი იოსებს თავის მოძღვარ ბერ ნიკიფორესთან ერთად სტუმრობდა ხოლმე, ამ უკანასკნელს განსაკუთრებული პატივისცემა გააჩნდა ბერი იოსების მიმართ. ჩვენ როგორც თავად ბერმა ეფრემმა გვიამბო, ბერი იოსების კითხვებმა  ნიკიფორეს მიმართ, რაც სავარადოდ ბერი იოსებისა და ბერი ეფრემის პირველი შეხვედრის ჟამს უნდა მომხდარიყო, მასში აღელვება და აღტაცება გამოიწვია. კალივის სხვადასხვა საქმიანობებისას იგი არ ინტერესდებოდა თავის მორჩილთა ხელსაქმეებითა თუ შესაძლებლობებით.

ბერმა იოსებმა ნიკიფორეს შემდეგი კითხვა დაუსვა: „მამა ნიკიფორე, ეფრემი ასრულებს მორჩილებას?“. მათი პირველი შეხვედრის დროს დასმულ ამ კითხვაზე მამა ეფრემმა ჩვენ შემდეგი გვიამბო: „ამ კითხვამ მე შემძრა. ვიგრძენი, რომ ამ ბერის წიაღში არსებობდა სიცოცხლე და მადლი, რადგან ამგვარი კითხვა მანამდე არავისგან არ მქონდა გაგონილი. საბედნიეროდ, მამა ნიკიფორე მე ხელს არ მიშლიდა, რომ ხშირად მომენახულებინა იგი და მისგან პატერიკული ტრადიცია შემესწავლა“.

მისმა ყველა კითხვამ, რომელიც მისი გამოუცდელობით იყო გამოწვეული, ახლა შედეგად შესაბამისი პასუხები და კვლევები მოგვცა. ყოველივე ეს კი სწორედ ბერი იოსების გაცნობითა და მასთან ურთიერთობით განხორციელდა. ძალიან მალე შესწავლილ იქნა სასულიერო კანონის არსი და უხილავი ბრძოლის მეთოდურად განხორციელებული ჭიდილი, რაც მის ცხოვრებისეულ ამოცანად და მისი ენთუზიაზმისა და ღმრთისმოსაობის ჯილდოდ იქცა.

ბერმა ეფრემმა ჩვენ იმის შესახებ მოგვითხრო, რომ მას განზრახული ჰქონდა თავისი სულიერი მოძღვრისგან წამოსვლა, რადგანაც მასში ვერაფერი სულიერი ვერ იპოვნა. მაგრამ ბერმა იოსებმა მას ჭკუა დაარიგა და ურჩია, რომ კი არ წასულიყო თავისი მოძღვრისგან, არამედ მასთან მორჩილებით დარჩენილიყო და მისთვის სულიერი დახმარება გაეწია. „იგი ჩემს წიაღში იყურებოდა და ჩემში ყველაფერს ჭვრეტდა. დაწვრილებით განმიმარტავდა, თუ რა შეიძლებოდა შემმთხვევოდა ჩემი ცხოვრების დასასრულამდე. ახლა, როდესაც ამ ყოველივეს ვიხსენებ, ვხვდები, თუ რას ნიშნავს ღმრთისკაცი, რას ნიშნავს წმიდანი“?!

ერთ დღეს, ღმრთისმსახურების შემდეგ, ბერმა იოსებმა ბერი ეფრემი თავისთან ახლოს იხმო და მას ასეთი რამ უთხრა: „ვიცი შენს გულისთქმათა და მთელი შენი მდგომარეობის შესახებ. ნუ გეშინია. არ დაგტოვებ მარტო“. დაიწყო ახსნა და მას განუმარტა, როგორც საქმით, ისე თეორიით, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რომელიც ფხიზლად ყოფნის ღვაწლს მოაქვს და რომელიც იწვევს ინტროვერტიზმს, ანუ საკუთარ შინაგან სამყაროზე კონცენტრაციის უნარს.

„ღმრთაებრივი მადლი, რომელიც უკვე არსებითია შენი სულისთვის კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მისთვის დამახასიათებელია და გახდება შენთვის „ყოვლად ყოველსა შინა“. გადაულახავი სირთულეების ჟამს იგი სახეებად და ფორმებად გარდაიქმნება და შენ დაგეხმარება. აღელვების დროს, დაგამშვიდებს, გონებას გაგიხსნის, რათა გაიგო საღმრთო განგების საიდუმლო, რომელსაც შეხვდები“.

იოსებმა ეფრემს განუსაზღვრა ერთგვარი კანონი, როგორც პირველი წესი: „დაიწყებ ამგვარად ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ ერთი საათის განმავლობაში. თუმცა, ამას შენს სულიერ მოძღვარს (ანუ ბერს, გერონდას ბერძ.) ეტყვი, რათა შენს საკუთარ ნება-სურვილად არ ჩაითვალოს“. ბერი ეფრემის სულიერმა მოძღვარმა, რამდენადაც იგი მეტად უბრალო ადამიანი იყო, ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ეს და არც ხელი შეუშლია მისთვის.

ერთხელ, როდესაც ბერი ეფრემი კვლავ წავიდა ღმრთაებრივი მსახურების აღსასრულებლად, მას ბერმა იოსებმა ჰკითხა, ასრულებდა თუ არა იგი ამ წესს. ხოლო ეფრემმა კი მიუგო: „მოძღვარო, ამ ლოცვის შედეგად ჩემს თვალთაგან ცრემლები მდინარესავით მოედინება, ხოლო შინაგანად თითქოს ვდუღვარ (მღელვარებას განვიცდი). ცეცხლი გიზგიზებს ჩემს გულში ქრისტესათვის“. მას შემდეგ, მან ბერი იოსების თანადგომით დაიწყო ნიპტიკური ანუ მღვიძარების ღვაწლის საიდუმლოებებში განდობა. სწორედ ამგვარ ღვაწლს მოჰყვება შედეგად გულის განწმენდა და ღმრთიური სინათლე. ამგვარად წარმოჩინდა ათონელი მნათობი ჩვენ გასამხნევებლად „საუკნეების დასასრულს“.

როგორც სამღვდლო ხარისხის მქონეს – მამა ეფრემს, მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა იმისა, რომ უფრო ხშირად მოენახულებინა ჩვენი ბერი იოსები. იგი კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ ადიოდა მასთან საღმრთო მსახურების აღსასრულებლად. კატუნაკიდან წმიდა ვასილიოსკენ მისასვლელად საკმაოდ დიდი აღმართის გავლა იყო საჭირო. თუმცა, ამ გარემოებას მამა ეფრემის ახალგაზრდული ასაკი და მისი სულიერი ენთუზიაზმი სჭარბობდა. რა თქმა უნდა, ჩვენი ძველი მამების მონათხრობები მას აღაგზნებდა შრომისმოყვარეობისა და  მონდომების ყოვლისმომცველი ენერგიის მიმართ.

საკმაოდ ხშირად, თავის „მასწავლებელთან“ ახლოს ყოფნის სურვილით, სწორედ ასე ეძახდა იგი ბერ იოსებს, ძალიან ადრე მიდიოდა მასთან, სკამზე იჯდა და უცდიდა, თუ როდის გაუღებდნენ კარს. ბერი იოსების ტიპიკონი მკაცრი და ხელშეუხებელი იყო. მას სიზუსტით იცავდნენ და იგი აკმაყოფილებდა ახალგაზრდა დამწყებ მღვდელ-მონაზონს თავისი გულმოდგინების დასაწყის ეტაპზე, რადგანაც მას უკვე შეეცნო შრომისმოყვარეობის ფასი, რომელშიც ჯვრის აღმართვის საზღაურია.

ბერი იოსების განრიგს, მოკლედ რომ ვთქვათ, ერთგვარი თანმიმდევრობა ჰქონდა. საღამოს მსახურების აღსრულება სკვნილით. შემდგომ, საკვების მიღება და დასვენება. გამოფხიზლება, მცირე თავშეყრა და ერთი ფინჯანი ყავა. ამის შემდეგ, თითოეული მათგანი განმარტოვდებოდა და იწყებოდა ღამის თევა სკვნილით ვიდრე შუაღამე დადგებოდა. შემდგომ ამისა, იწყებოდა საღმრთო წირვა, სიწყნარითა და სიმშვიდით, რაც მოითხოვდა საკუთარ შინაგან სამყაროზე კონცენტრაციას.

მამა ეფრემი ყოველთვის აღელვებითა და აღმაფრენით ცდილობდა, რომ „სულითა და სიმშვიდით“ თაყვანისცემის ამ საიდუმლოს სიღრმე, რასაც ღმრთაებრივი მსახურება სრულყოფდა, ჩვენ გადმოგვდებოდა, რომ ჩვენთვის ეუწყებინა, რადგან თითქმის ყოველთვის „სჭირდა“ ეს ყოველივე ჩვენს წმიდა ბერს.

რამდენადაც წმიდა ვასილიოს მიდამოებში ცხოვრება გაუსაძლისი იყო, ისინი  საცხოვრებლად უფრო დაბლობ ადგილებში გადავიდნენ, კერძოდ კი – „პატარა წმიდა ანაში“ და თან თავიანთი მცირერიცხოვანი ნივთებიც წაიღეს. […]„პატარა წმიდა ანაში მამა ეფრემი ბერ იოსებთან თითქმის ორი თვის განმავლობაში დარჩა. მისგან ეცნობოდა ისიქასტური ცხოვრებისა და ასევე სასულიერო ცხოვრების საიდუმლოებებს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ამ პერიოდში, რაც მან ბერთან ახლოს გაატარა, მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, რადგან მან ბერის კურთხევის შედეგად მოახერხა ღმრთაებრივი მადლის შეცნობა და შეგრძნება. როგორ აანთო ჩვენში მწველი სურვილი და გააღვივა ლტოლვა იმისა, რომ ჩვენც ღირსნი გავმხდარიყავით იმ წყალობისა, რადგანაც ყოველთვის იგივე მიზნებისაკენ სწრაფვას ვცდილობდით, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ თანამეუდაბნოეთა მტკიცებულება იყო ეგზომ სარწმუნო და ნათელი.

ბერი ეფრემი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ემორჩილებოდა თავისი მასწავლებლის წინადადებებს წმიდა მამათა თანახმად გადმოცემულ „პრაქტიკულ“ ცხოვრებაში. სწორედ მას მოსდევს „თეორია“, ღმრთაებრივ მადლთან თანამონაწილეობით ადამიანის მონდომების უმაღლესი შედეგი, რომელშიც, როგორც ჯილდო, მას ეძლევა წმიდანობა. პემპტუსია ანუ ქვაკუთხედი, როგორც ღმრთივკურთხეული პრაქტიკის, ასევე ჩვენი უფლის მაგალითის, არის  სრული შეგნებით მორჩილება და დაჯერება, რაც გახლდათ კიდეც ახალი მოღვაწის ყველა მისწრაფების  ძირითადი მიზანი.

სწორედ ამ მთავარი საშუალებებით – მორჩილებითა და დაჯერებით მიაღწია მან იესო ქრისტეს მადლს წმიდანად კურთხევის დღესასწაულში. „მორჩილება სიცოცხლე, დაუმორჩილებლობა სიკვდილი“, მუდმივად იმეორებდა იგი ამ სიტყვებს. […]

ეს დიდი საიდუმლო ძალიან ადრე აითვისა ახალგაზრდა მოღვაწემ, მონაზონმა და მღვდელმა ეფრემმა და იგი მიიღო, როგორც მუდმივი მოვალეობა. მიუხედავად ამისა, იგი არ უგულებელყოფდა თავის სხვა დანარჩენ მოვალეობებს, რომლებიც ბერ ნიკიფორეს წინაშე გააჩნდა. ფლობდა რა სრულყოფილ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ კანონის შეუსრულებლობასა და უგულებელყოფას, ზედმიწევნითი კეთილსინდისიერებით ასრულებდა მას, ძალიან ხშირად ამისათვის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება და მოწამეობრივი ღვაწლიც კი უხდებოდა, რაც დამახასიათებელი იყო მისი ცხოვრებისთვის. დაკვირვებულ ადამიანებში მხოლოდ მისი ყოფნაც კი მღვიძარებასა და სიფხიზლეს იწვევდა. ჩემი სულმდაბლობის ჟამს, იგი ყოველთვის სიყვარულს ამჟღავნებდა, რაც წარმოადგენდა ყურადღებისა და გამბედაობის საბაბს  ჩემი ახალგაზრდული გამოუცდელობით გამოწვეული სხვადასხვა გულგატეხილობის დროს. […]

და მართლაც, ყოვლადღირსმა ბერმა შეიცნო ღმრთის სიტყვის (ლოგოსის) განკაცების არსი და ის დეტალი, რასაც ჩვენი მამები მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში განიცდიდნენ, იგი ფსალმუნის სიტყვების თანახმად არ ანებებდა „ძილსა თუალთა თჳსთა და ჰრულსა წამთა თჳსთა“ (ფსალმუნი 131, 4) მანამ სანამ რეალურად არ განიცდიდა ღმრთაებრივ შეგრძნებებსა და მადლის სიკეთეს, რის არსებობასაც მის ცხოვრებაში პირადად ჩვენც ვადასტურებთ. თუმცაღა, ყველაზე მეტად ჩვენ გაოცებულნი ვართ მისი მოწამეობრივი შრომისმოყვარეობის სიმკაცრით. […]

პირველი გაკვეთილები წმიდა ვასილიოს ისიქასტირიონში (დასაყუდებელი) დაიწყო, როდესაც მღვდლის სამორიგეო კვირა თავის თავზე აიღო ბერ იოსებთან ტაძარში. მას შემდეგ, რაც ჩვენი ბერი პატარა წმინდა ანაში გადავიდა, სადაც მან მამა ეფრემთან ორი თვე დაჰყო, სისტემატურად დაიწყო სულიერ ნაყოფთა გამოღება. როდესაც მას სულიერი წარმატების ელემენტებზე ვეკითხებოდით, რათა მათ შესახებ ჩვენც შეგვეცნო, ამას გვეუბნებოდა: „ორი თვე, რომელიც ბერ იოსებთან დავყავი, საკმარისი იყო იმისათვის, რომ მეპოვნა მადლი, რომელსაც ჩვენ წმიდა მამები აღგვიწერენ. ფრთხილი ცხოვრება აუცილებელი გზაა ამისათვის და განსაკუთრებით კი, სურვილის განადგურება, თუმცა უმთავრესია წრფელი ლოცვა. როგორც კი ვისწავლე სულიერი მოძღვრისაგან, თუ როგორ უნდა მომეხდინა ჩემი გონების კონცენტრირება, მარტოდმარტო ვლოცულობდი ჩემს კელიაში. უეცრად ვიგრძენი, რომ თითქოს ჩემ წინ რაღაც სივრცე გაიხსნა და სამი სახება გამოჩნდა. იმხელა სიყვარულმა დაისადგურა ჩემს სულში, რომ თვითნებურად ვემთხვიე შუაში მდგომს. ჩემმა გრძნობამ დამარწმუნა, რომ ჩემ წინ იესო ქრისტე იყო ორ ანგელოზთან ერთად. თუმცა, არ შემიძლია იმის აღწერა, თუ რა მოხდა ან რას ვგრძნობდი. გამოსავალი ჩემ დაეჭვებაზე, რა თქმა უნდა, ბერმა (ღერონდამ) მომცა, რომელთანაც წავედი, როგორც კი გაიარა ამ ღმრთაებრივმა ხილვამ. მასწავლებელთან გავეშურე, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე იყო, რათა გამეგო ამ საიდუმლოს მნიშვნელობა, რომელიც პირველად შემემთხვა“. როდესაც ჩვენ ამ ამბავს მოგვითხრობდა, თითქოს ხელახლა განიცდიდა მას და ჩვენ გვარწმუნებდა იმაში, რომ „სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა“ (ფსალმუნი, 144, 14).

და განაგრძო თხრობა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუმრობის ჟამი მეტად შეუსაბამო იყო, ღერონდამ მიმიღო, სიხარულით ჩამიკრა გულში და მითხრა: -ეს, შვილოვ ჩემო, სწორედ ის მადლია, რაც მე გასწავლე და რისი ცოდნაც ასე გწადდა. ეს პირველი საფეხურია, ჭეშმარიტი პირველი ნაბიჯი. ამის შემდეგ მოხდება ის, რასაც აღვწერდით ჩვენ და ჩვენი წმიდა მამები, რასაც კითხულობდი და მე მეკითხებოდი. ძალიან ბევრი ეძებდა ამას ისტორიის წიაღსა და ცხოვრებაში, თუმცა ან ძალიან გვიან იპოვნეს ის ან კი დიდი ძალისხმევის შემდეგ, ხოლო შენ კი ასე სწრაფად და ასე სუფთად იპოვნე ის. ახლა, სხვა შეგრძნება, სხვა  სამყარო და სულიერი საკვები, ლოცვის სხვა საფეხური, რომელიც ალბათ არის ქორწინებისათვის დამახასიათებელი შეგრძნება მათთვის, ვინც ის მიიღეს და ვინც დიდებით შევა მის მიერ აღიარებულთა სივრცეში“.

საუბრის სწორედ ამ ნაწილში მოგვიწოდა, რომ ვყოფილიყავით ყურადღებიანნი და რომ დაჟინებულად გველოცა.

ამ ამბის შემდეგ, ბერი ეფრემი განუყოფელი გახდა ბერ იოსებთან და ხშირად ამგვარად ევედრებოდა მას: „არა, მხოლოდ თქვენ, ღერონდა, ინებეთ გამასპინძლება“. ჩვენს ნეტარ ბერ იოსებს ამგვარი ჩვევა ჰქონდა, როდესაც იგი გრძნობდა ღმრთური კურთხევის გადმოდინების ჟამს, თავის მოწაფეებს თავზე ეხებოდა და ასე ლოცულობდა.

ერთხელ, მარადიული ხსოვნის ღირსმა მამამ გვიამბო, რომ ერთ დღეს, როდესაც იგი ბერ იოსებთან მივიდა, იგი ექსტაზის მდგომარეობაში, ლოცვისას ნახა. მან ღერონდას თავი დაუჭირა და თავის მკერდზე მიიდო. ის ლოცულობდა, თითქოსდა გონებით ჭვრეტაში იმყოფებოდა. როდესაც გონზე მოვიდა, დიდი სიხარულით უთხრა მას:

„შენ, შვილოვ ჩემო, არა მარტო სისუფთავე და სულიერი პატიოსნება გაგაჩნია, არამედ გაქვს უმწიკვლობა, ღმრთიური მადლის ადგილი და საბრძანებელი. ეს ყოველივე, რაც იხილე და რასაც გემო გაუსინჯე, სწორედ ის ინფორმაციაა, რომლითაც ყოველთვის დაკავებული იყავი. ახლა კი დადგა დრო, რომ ჩვენ მიერ გაღებული ძღვენისთვის მივიღოთ ღმრთაებრივი ჯილდო. ახლა არის ჟამი მოქმედებისა, რაც არის გონებითი ჭვრეტის საფარი“.

მას შემდეგ, ახალგაზრდა მოღვაწე უფრო მეტი ენთუზიაზმით ზიდავდა  შრომისმოყვარეობის ტევად ჯვარს, განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებდა მორჩილებას, სულიერი წინსვლის წეშმარიტ საფუძველს. ყოვლადღირსი ბერი ეფრემის საქმენი და სიტყვები, მთელი მისი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, რომ ყოველი მისი მიზანი იყო მორჩილება და ღმრთივმოსაობა.

ერთ დღეს, მან ასეთი რამ გვითხრა: „რადგან უბრალო ცნობისმოყვარეობის შედეგად გავიცანი ბერი იოსები, მან კი გამიმხილა, თუ ვინ ვიყავი მე, ვერ წარმომედგინა, რომ მას დავუკავშირდებოდი, რომ მის საკუთარ სამოთხეს გავაგრძელებდი და მეც შევიგრძნობდი იმას, რასაც ჩვენ წმიდა მამებთან ვკითხულობთ. უნდა ვაღიარო, რომ არც ერთი ადამიანი არ მყვარებია ისე და არც ერთი ადამიანის არ მშინებია ისე, როგორც ბერის, რომელიც მაშინაც, როდესაც ცხოვრობდა და მაშინაც, როდესაც წავიდა ამ წუთისოფლიდან მთელი ჩემი ცხოვრების სათაყვანებელი ადამიანი იყო და ასეთად დარჩა კიდეც. იგი ჩემი საშველი რგოლი გახდა, მხოლოდ მისმა ხსოვნამ გამომიყვანა შეცდომებიდან და ხელი შეუწყო მთელი ჩემი ცხოვრების მდინარებას“.

ერთხელ ბერ ეფრემს თურმე შეცდომა დაუშვია და ღმრთისმსახურებაზე დათქმულ დროზე უფრო გვიან მისულა. ბერ იოსებს იგი გაუკიცხავს და თავისი კელიიდან გაუგდია. სამი დღის განმავლობაში მას თავისთან მიახლოების ნებას არ აძლევდა, თუნდ ცრემლებით ეთხოვა მისთვის პატიება. როდესაც ბერმა იოსებმა კვლავ მიიღო ეფრემი, იგი მიხვდა, რომ ეს პრაქტიკული გამოცდილების ერთგვარი გამოცდა იყო, იმისათვის რომ ხაზი გაესვა სიზუსტის მნიშვნელობისათვის, რომელსაც ითხოვს სულიერი წინსვლა, რათა ის პრაქტიკიდან თეორიაში იქნეს მიმართული.

კანონის ზუსტი დაცვა, როგორც ეს ბერი იოსებისგან ჰქონდა ნასწავლი, ბერი ეფრემის მუდმივი ძალისხმევისა და შრომის საგანი იყო. ცდილობდა მიებაძა ბერი იოსებისათვის ღამისთევასა და ლოცვებში, რამდენადაც მას ამის საშუალებას თავისი ტიპიკონი აძლევდა კატუნაკიში. ღამის განმავლობაში ღამისთევას ცდილობდა, რამდენადაც შესწევდა ამის ძალა. ზაფხულის თვეებში, მწუხრის ლოცვის შემდეგ, თავიანთი კალივის ერთ ბოლოში განმარტოვდებოდა ერთ პატარა სკამზე და თითქმის შუაღამემდე ლოცულობდა. დროს ცაზე ვარსკვლავთა განსაზღვრულ სიმაღლემდე გამოჩენით ითვლიდა.

გარდა ამისა, ბერი ეფრემი ჩაფლული იყო წმიდა წერილისა და წმიდა მამათა ტექსტებში, განსაკუთრებით აინტერესებდა ასკეტ და ფილოკალიელ მამათა ტექსტები, რომლებიც შეეხებოდა ესოსტრეფიას (იგივე ინტროვერტიზმს, ანუ საკუთარ შინაგან სამყაროზე კონცენტრაციის უნარს) და ღმრთაებრივი მადლის საიდუმლოებებს.

მისი ღმრთისმოსაობა განსაკუთრებით კარგად ჩანდა საღმრთო ლიტურგიის დროს. ღრმა სიბერემდე იგი ყოველ დღე აღავლენდა ღმრთაებრივ მსახურებას მანამდე, სანამ ამის შესაძლებლობა გააჩნდა. გამუდმებით ფიქრობდა ხვალინდელ ღმრთისმსახურებაზე და ლოცულობდა იმისათვის, რომ ჰქონოდა მადლის შეგრძნება. სწორედ აქ მჟღავნდებოდა მთელი მისი შინაგანი სამყარო, რომელიც ღმრთაებრიობით იყო გასხივოსნებული. როგორც ღმრთის მსახური იგი მეტად ამაღლებული იყო და იხსენიებდა ყველას, ვისაც კი იცნობდა. მას ახსოვდა ყველა ის ადამიანი, რომელიც დროთა განმავლობაში მისგან ითხოვდა სულიერ შემწეობას. თუმცა, განსაკუთრებულად გარდაცვლილებზე ზრუნავდა, რადგანაც ისინი ამქვეყნიდან წასულები  და შეიძლება დავიწყებულნიც კი იყვნენ. ძალიან ხშირად, როგორც ჩვენ გვეუბნებოდა, მას გააჩნდა იმ ადამიანთა მდგომარეობაზე ინფორმაცია, რომელთაც მოიხსენიებდა. იმ დროს კი, როდესაც  ავიწყდებოდა ზოგიერთთა მოხსენიება, გრძნობდა რომ ისინი მის მიმართ უკმაყოფილებას იჩენდნენ. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყოველთვის ითხოვდა, რომ ყოფილიყო კოლიო პანაშვიდისთვის.

თუ როგორ ეგალობა საღმრთო მსახურების აღვლენის დროს, მან ეს ბერ იოსებისაგან ისწავლა. იმდენად დიდ სიხარულს განიცდიდა ჩვენი ნეტარი ბერი ლიტურგიებიდან, რომ ჩვენს ერთ-ერთ ნეტარ ძმას ასეთი რამ ათქმევინა: „არ მჯერა, რომ ათონის წმიდა მთაზე უფრო უკეთესი საღმრთო მსახურება  აღესრულება“.

მთელი მისი სამღვდლო მოღვაწეობის განმავლობაში ატარებდა გარდაცვალებულთა მოსახსენებელ ორმოცდღიან პანაშვიდს. თუმცა, დიდ სიფრთხილეს იჩენდა შესაწირავებთან, არასდროს იღებდა ფულს ამისათვის, თუკი არ იყო დარწმუნებული, რომ ის შეიწირებოდა. ამას გარდა, არასდროს იღებდა ძღვენს, თუკი ძღვენის შემომწირველთათვის ლოცვის საშუალება არ ჰქონდა. თანხის უდიდეს ნაწილს ყოველთვის საიდუმლოდ უნაწილებდა ღარიბებს.

ეს ყოველივე ბუნებრივია მათთვის, ვინც კი გემო გაუსინჯა ღმრთაებრივ ძღვენს, მათ არ აღელვებთ და არ აინტერესებთ ეს წარმავალი სამყარო. ბერი ეფრემისთვის დამახასიათებელი იყო ამქვეყნიური სამყაროს კუთვნილი ნივთებისა და განსაკუთრებით კი, ფულის მიმართ, თავშეკავება. მან ბერი იოსებისაგან ისწავლა რწმენის ძალა და ენერგია, ის, რასაც წმიდა მამები უწოდებენ „თეორიის რწმენას“ და სწორედ მისი დახმარებით იყო უზრუნველად, მას ხომ ყოველივე ღმრთის მადლით დაეკისრა, რასაც ყოველთვის შეიგრძნობდა კიდეც.

(ბერი იოსებ ვატოპედელი, „მადლმოსილი მორჩილი. ბერი ეფრემ კატუნაკელი“, ვატოპედური სამოძღვრო 12, გვ. 41-57, ნაწყვეტები).

შინაარსი
სანიშნეები