კარიბჭის და საკურთხევლისას ღმრთისმშობელი
14 April 2015ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმით და ლიტანიობით აღინიშნება ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის “კარიბჭის” – “პორტაიტისას” ხსენების დღე ივერონის წმიდა და დიდ მონასტერში.
ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს დიდი ზეიმითა და ლიტანიობით დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “საკურთხევლისა” – “ვიმატარისა” ვატოპედის წმიდა და დიდ სავანეში.
ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ! ამინ!