Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ღირსი პაისი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა | PEMPTOUSIA

ღირსი პაისი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

22 April 2015

ერთხელ, ჩვენი სოფლის შემოგარენში პარტიზანები მოვიდნენ. გარეთ სიცივეში… დამშეულები… ისინი შემეცოდნენ. ავიღე ერთი პური და მათკენ გავეშურე, რომ მიმეცა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ისინი მთებში ჩემს ძმას დასდევდნენ, ჩემი მოვალეობა მაინც მოვიხადე.

– და როგორ შეგხვდნენ ისინი, ღერონდა*?

– ცოტაც და უსიამოვნება შემემთხვეოდა. არ სჯეროდათ, რომ მათთან საჭმლის მისატანად მივედი.

 * * *

…ერთხელ, სხვა დროს, ჩვენი სოფელი პარტიზანებმა დაიკავეს. ყველანი ერთ სახლში შეგვყარეს, ერთმანეთთან მჭიდროდ სარდელებივით ჩაგვაწყვეს. ქვებზე ვიწექით, ფეხები კი ერთი მეორის თავებზე გვეწყო… რადგან  საკმარისი სივრცე არ გვქონდა. მეორე დღეს, „სასამართლო“ მოგვიწყვეს. ჩემთვის ცუდის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ამის მიზეზი ვერ იპოვნეს. ყვირილი, საშინელი … ბოლოს ერთი ჩემი თანასოფლელი, რომელმაც ეს სასამართლო მოაწყო, მომიბრუნდა და უხეშად მითხრა:

Community Support

– რატომ არის შენი ძმა ზერბასთან ერთად?

– მითხარი ერთი, ჩემი ძმა ჩემზე უფროსია თუ უმცროსი?- ვკითხე.

– უფროსი,- მიპასუხა.

– ეე! რადგან ის ჩემზე უფროსია, როგორ ფიქრობ, მე ჩამაბარებს ანგარიშს იმაზე, თუ რას აკეთებს?

ვეღარაფერი მითხრა, მხოლოდ ბრძანება გასცა, რომ ჩემი თავი ერთ ოთახში მარტოდმარტო გამოეკეტათ. ეშმაკი მათ რაღას არ აკეთებინებდა. რადგანაც ამ ჩემმა თანასოფლელმა იცოდა, რომ ეკლესიური ვიყავი, საღამოს ოთახში, სადაც ვიყავი გამომწყვდეული, ორი პარტიზანი ქალი გამომიგზავნა, ორივე თითქმის შიშველი იყო… ? ანაზდად,

– „ჩემო ღმრთისმშობელო დამეხმარე“,- შევყვირე და მაშინვე ვიგრძენი უფლის შემწეობა.

– ღერონდა, ანუ რა მოხდა?

– მათ გულგრილად დავუწყე ცქერა. თითქოსდა საერთოდაც არ იყვნენ შიშვლები… უბიწოებით. როგორც მაგალითად, უმზერდა ადამი ევას დაცემამდე სამოთხეში. გულგრილად, ბუნებრივად… ხორციელი ეშმაკობის გარეშე.

– და მერე, რა მოხდა?

– ე! შემდეგ მათ გულითადი ლაპარაკი დავუწყე… „გოგოებო, თქვენ ასეთ რამეებს, რომ სჩადიხართ, განა არა გრცხვენიათ?“.

ბოლოს შერცხვათ… ჩაიცვეს ტანსაცმელი და ტირილით გავიდნენ ოთახიდან!! უფლის მადლი შემეწია!!

(მთხრობელის შენიშვნა: მაშინ ღერონდა დაახლოებით ოცი წლის იქნებოდა).

  * * *

… პარტიზანებმა ჩვენს სოფელში ზოგიერთ ოჯახს დიდი ზიანი მიაყენეს. შემდეგ კი, როცა უკვე ჯარი შემოვიდა, ზოგიერთმა მათზე შურისძიება გადაწყვიტა.

წავიდნენ და მემარცხენეთა სახლები დაიკავეს, ბოროტი განზრახვანი ჰქონდათ. მათ შუაში ჩავუდექი: „თქვენ რა, მოსეს კანონის შესაბამისად მოქმედებთ? თვალი თვალის წილ? განა ჩვენ ქრისტიანები არა ვართ?“. ცოტაც და მეც რაღაცას დამმართებდნენ!! იცი, მათ დიდი ტკივილი ჰქონდათ გადატანილი! ზოგიერთმა ცოლი, შვილი, ძმა დაკარგა… დიდი გაჭირვება ჰქონდათ მაშინ ადამიანებს.

  * * *

ერთხელ, მამა პაისმა შემატყობინა, რომ მის კელიაში ჩავსულიყავი. გახარებული წავედი. მიხაროდა, რომ მას ვნახავდი. კარგ ხასიათზე დამხვდა, გამიმასპინძლდა და ბევრი იხუმრა. ამის შემდეგ კი ისეთი რამ მითხრა, რამაც გამაკვირვა.

– აიღე ეს წერილი და მონასტერში წაიღე, სუროტიში,- და წერილი გადმომცა, … – დამელოდე, რომ საფოსტო მარკა მოვიტანო!

გამეცინა! ხუმრობად ჩავთვალე! რადგან წერილი პირადად მე უნდა წამეღო, რისთვის იყო საჭირო საფოსტო მარკა? მოძღვარსაც გაეცინა და ხუმრობა განაგრძო. მოიტანა საფოსტო მარკა და ხმაურიანად დააკრა ზედ წერილს, მერე კი განაგრძო სხვადასხვა ჭკვიანური შენიშვნების თქმა, რომლებმაც სიცილით მომკლეს.

 სიცილსა და ხუმრობას რომ მოვრჩით, მოძღვარი დასერიოზულდა და მითხრა:

– სერიოზულად დავაკარი წერილს საფოსტო მარკა,- გაოცებულმა შევხედე, მან კი განაგრძო:

– დიახ, სერიოზულად … რათა უსამართლოდ არ მოვექცე?

– ვის არ მოექცე უსამართლოდ, მოძღვარო?

– სახელმწიფოს! წესისამებრ წერილი ფოსტით უნდა გამეგზავნა, უნდა გადამეხადა, ხოლო სახელმწიფოს კი იქიდან გადასახადი მიეღო. ახლა კი, საფოსტო მარკის გარეშე სახელმწიფოს სწორედ ამ გადასახადს მოვპარავდი!

– მაგრამ ღერონდა… სხვები ათასებს იპარავენ ? და თქვენ ერთი საფოსტო მარკის გამო ღელავთ?

– არა აქვს მნიშვნელობა… რადგანაც სხვა ქურდია, განა მეც ქურდი უნდა გავხდე? … ან თუ სხვა მკვლელია, მეც მოვკლა? ასე არაფერი გამოვა.

– მაგრამ ღერონდა, აქ ყველა იმაზე ფიქრობს, რომ როგორმე სახელმწიფოს რაიმე მოპაროს, ფულს, რომელსაც გადასახადებით აგროვებენ… მოდიან მდიდრები, თითქოსდა რაიმე ქარხნის გახსნა ან სხვა რაიმე საქმის გაკეთება სურთ, იღებენ „სუბსიდიას“ სახელმწიფოსაგან, ანუ იმ ფულს, რასაც აგროვებენ გადასახადებით, შემდეგ კი სხვადასხვა საშუალებით იწყებენ მის „ჭამას“.

მერე გამოაქვთ ეს ფული საზღვარგარეთის ბანკებიდან, ყიდულობენ ბინებს ჟენევაში, პარიზში… ყოველივე ამას სჩადიან მდიდრები, პოლიტიკოსები… ყველა იმას ცდილობს, რაიმე სარგებელი ნახოს… რატომ უნდა გადავიხადოთ გადასახადები? იმიტომ რომ მათ მოიპარონ?

– ისინი, ვინც კი ყოველივე ამას ჩადიან, ყველაზე უარესი ბერძნები არიან. ამიტომაც ვლოცულობ, რომ „სხვა ქარმა დაჰბეროს“. ყველა ამგვარი წაიღოს, პოლიტიკოსიცა და სხვაც და სხვები შეუდგნენ საქმეს… უფრო პატიოსანნი. კარგი, აიშენოს პოლიტიკოსმაც ვილა, ნუ იდარდებ ამის გამო… დაე აიშენოს! .. მაგრამ დაინტერესდეს ასევე ქვეყნის, სამშობლოს ბედით… რაღაც საერთო სიკეთისთვისაც გააკეთოს…

დღევანდელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ… მათ სრულიადაც  არ ადარდებთ საერთო სიკეთე, სამშობლო, სახელმწიფო!

ვახ, ვახ, ვახ, სირცხვილო!

ძველად ნამუსი არსებობდა. თუ ვინმე რაიმე სარგებელს იღებდა, ცდილობდა რომ რაღაც გაეკეთებინა! მე ამირჩიეს, ამბობდნენ, მენდნენ!  ზოგიერთი, რა თქმა უნდა, საკუთარი ჯიბიდანაც კი იღებდა ფულს, რომ რაიმე კარგი გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის, თავისი სამშობლოსთვის… სახელმწიფოსთვის. სამშობლო დიდ დედას ჰგავს. თავის ფრთებს აფარებს ყველას, რათა მათ საშუალება მიეცეთ, რომ იშრომონ, მშვიდად იცხოვრონ, თაყვანი სცენ თავიანთ უფალს! გიფიქრია იმაზე, რომ აქ ისევ თურქები იყვნენ? მიდიოდე დილით ყანაში სამუშაოდ და არ იცოდე, დაბრუნდები თუ არა უკან ცოცხალი! მუშაობდე, ისინი კი მოდიოდნენ და ძალით გართმევდნენ შენს ნაჯაფარს… ან ცოლს ან შვილს. ყოველივე ეს კი ჩვენ ბერძნებმა გამოვიარეთ.

ახლა კი არსებობს საბერძნეთის სახელმწიფო, რომელიც თითოეულს თავისი ფრთების ქვეშ იცავს და თითოეული თავს დაცულად გრძნობს.

სწორედ ამ სახელმწიფოს ებრძვის ყველა!! მისი განადგურებისაკენ მიისწრაფვიან!!… თითოეული თავისებურად… ვიღაც არ იხდის გადასახადებს… სხვა არ ასრულებს კარგად თავის სამუშაოს, თავის მოვალეობას, რომ არ იმუშაოს კარგად სახელმწიფო მექანიზმმა, უკან წავიდეს ვაჭრობა, ეკონომიკა, ყველაფერი! სურთ გაანადგურონ საბერძნეთის სახელმწიფო! ისინი მასონები არიან, ვიზეც შენ თქვი და ასევე სხვა მრავალი.

თუკი ჩვენც არ დავიცავთ ამ სახელმწიფოს, მაშ ვინღა დაიცავს მას?

– კარგი ღერონდა… ჩვენ უნდა გადავიხადოთ გადასახადები, რომ მერე სხვებმა „ჭამონ“?

– ჩვენ სწორად მოვიქცეთ. ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ… ამის შემდეგ კი უკვე სხვას დაეკისრება პასუხისმგებლობა.

*გერონდა (ბერძ.) – ბერი, старец, 1) სასულიერო პირებისადმი მიმართვის ზრდილობიანი ფორმა; 2) გამოცდილი, ჩვეულებრივ ასაკოვანი მონაზონი; 3) სხვა მონაზვნის ან მონაზვნური საძმოს უფროსი, ღვაწლმოსილი  მოძღვარი.

წყარო: ათანასიოს რაკოვალისი „მამა პაისმა მითხრა…“, გამომცემლობა „მელისა“, თესალონიკი, 1998.

შინაარსი
სანიშნეები