გიწვევთ კონფერეციაზე

27 April 2015

                                               მოწვევა

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაიმართება 2015 წლის 7, 8, 9 მაისს, კავურიში, ათენი – საბერძნეთი, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“.

პემპტუსიას“ საყვარელო მეგობრებო,

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

„წმიდა მაქსიმე ბერძენი“-ს სახელობის სულიერი და კულტურული ტრადიციების გადარჩენისა და ხელშეწყობის კვლევითმა ინსტიტუტმა რომელიც დიდი ხანია რაც მოღვაწეობს ამ სფეროში და ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა მართლმადიდებლურ ელექტრონულ საიტებთან, წყაროეთან – “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება)  თანამშრომლობით მოაწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ყურადღება მიექცევა ციფრული მედიის დახმარებით მოძღვრების სფეროში მართლმადიდებელთა საქმიანობას, გადაიჭრება პრობლემები, რათა ზემოთხსენებულ სფეროში უფრო დინამიკური იყოს მართლმადიდებლური მყოფობა და განიხილება მართლმადიდებლური სიტყვის შემდგომი გავრცელების პერსპექტივები. კონფერენციის სამომავლო მიზანი, გარდა იმისა რომ ერთმანეთს გაიცნობენ მართლმადიდებლური ციფრული მედიის წარმომადგენელნი, არის მათი მცდელობების კოორდინაცია იმისათვის რომ განხორციელდეს გადამწყვეტი და უფლის სადიდებელი გავრცელება სახარების სიტყვისა ამ საშუალებების მომხმარებელთა შორის, გარდა ამისა, ასევე სტრუქტურირებულად და საერთო ძალისხმევის შედეგად ნებაყოფლობით განხორციელდეს მართლმადიდებლური მემკვიდრეობის ღირებულებების  თესვის წამოწყება ადამიანებში.

კონფერენცია გაიმართება 2015 წლის 7, 8 და 9 მაისს, ათენში, კავურიში, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“. ეს ყოველივე სამუშაოები ხორციელდება მსოფლიო პატრიარქის – ბართოლომეოსის ეგიდით. კონფერენციის მსვლელობისას როგორც მომხსენებელი სიტყვით გამოვა ამ თემის სპეციალისტი 75 მართლმადიდებელი  სასულიერო და საერო პირი 21 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის კომპეტენციას.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში მონაწილეობას მიიღებენ:

პროტოპრესვიტერი, ვასილიოს კალიაკმანისი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.

პროტოპრესვიტერი, ქრისტოფერ მეტროპულოსი, მართლმადიდებლური ელექტრონული საიტის myocn.net -ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, პაველ ველიკანოვი, მოსკოვის თეოლოგიური აკადემიის პროფესორი და თეოლოგიური საიტის „bogoslov.ru“-ს მთავარი რედაქტორი,

პროტოპრესვიტერი, Jivko Panev, პარიზის წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლური და თეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, გარდა ამისა ფრანგულენოვანი ელექტრონული საიტის orthodoxie.com-ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, Constantine Coman, ბუჰარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის პროფესორი.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ საიტს:  www.dmopc15.com

ჩვენთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და პატივს წარმოადგენს ის, რომ გიწვევთ ესოდენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. თქვენ, რომლებიც ახლოდან ადევნებთ თვალყურს „პემპტუსიას“ „მოგზაურობას“, განსაკუთრებული ადგილი გექნებათ იმ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ.  გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ თქვენთვის, ვინც სისტემატურად ხართ დაკავებული ადამიანთა ხსნისთვის აუცილებელი სიტყვის ციფრული გავრცელებით, ამ კონფერენციაზე დასწრება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

                                                                            გელოდებით,

                                                              ნიკოლაოს თ. გურაროსი

             ელექტრონულ ჟურნალ „პემპტუსიას“ დირექტორი და

   წმინდა მაქსიმე ბერძნის სახელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე

შინაარსი
სანიშნეები