ეკლესია გულში იკრავს ინტერნეტს

5 May 2015

DMOPC_Athens_7_converted

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენცია

2015 წლის 7, 8, 9 მაისს, კავურიში, ათენი – საბერძნეთი, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“

უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ადამიანი გახდა მოწმე უპრეცედენტო აფეთქებისა ინფორმაციის მიწოდებისა და ურთიერთობათა დამყარების ელექტრონული საშუალებების სფეროში. მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა და მსოფლიო მართლმადიდებელმა მორწმუნეებმაც არ დააყოვნეს და ამ საშუალებების მეშვეობით დაიწყეს ღმრთის სიტყვისა და ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერების საწყისების გავრცელება.

„წმიდა მაქსიმე ბერძენი“-ს სახელობის სულიერი და კულტურული ტრადიციების გადარჩენისა და ხელშეწყობის კვლევითმა ინსტიტუტმა რომელიც დიდი ხანია რაც მოღვაწეობს ამ სფეროში და ელექტრონული ჟურნალის „პემპტუსიას www.pemptousia.gr“ მეშვეობით, გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა მართლმადიდებლურ ელექტრონულ საიტებთან, წყაროეთან – “Orthodox Christian Network” (myocn.net ამერიკის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა გაერთიანების ოფიციალური ორგანიზაცია, SCOBA) და „ბოგოსლოვი“ (bogoslov.ru, მოსკოვის საპატრიარქოს თეოლოგიური განათლების განყოფილება)  თანამშრომლობით მოაწყოს საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ყურადღება მიექცევა ციფრული მედიის დახმარებით მოძღვრების სფეროში მართლმადიდებელთა საქმიანობას, გადაიჭრება პრობლემები, რათა ზემოთხსენებულ სფეროში უფრო დინამიკური იყოს მართლმადიდებლური მყოფობა და განიხილება მართლმადიდებლური სიტყვის შემდგომი გავრცელების პერსპექტივები. კონფერენციის სამომავლო მიზანი, გარდა იმისა რომ ერთმანეთს გაიცნობენ მართლმადიდებლური ციფრული მედიის წარმომადგენელნი, არის მათი მცდელობების კოორდინაცია იმისათვის რომ განხორციელდეს გადამწყვეტი და უფლის სადიდებელი გავრცელება სახარების სიტყვისა ამ საშუალებების მომხმარებელთა შორის, გარდა ამისა, ასევე სტრუქტურირებულად და საერთო ძალისხმევის შედეგად ნებაყოფლობით განხორციელდეს მართლმადიდებლური მემკვიდრეობის ღირებულებების  თესვის წამოწყება ადამიანებში.

კონფერენცია გაიმართება 2015 წლის 7, 8 და 9 მაისს, ათენში, კავურიში, სასტუმროში – „Divani Apollon Palace“. ეს ყოველივე სამუშაოები ხორციელდება მსოფლიო პატრიარქის – ბართოლომეოსის ეგიდით. კონფერენციის მსვლელობისას როგორც მომხსენებელი სიტყვით გამოვა ამ თემის სპეციალისტი 75 მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირი 21 ქვეყნიდან, რომლებიც წარმოადგენენ ყველა მართლმადიდებლური ეკლესიის კომპეტენციას.

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში მონაწილეობას მიიღებენ:

პროტოპრესვიტერი, ვასილიოს კალიაკმანისი, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი.

პროტოპრესვიტერი, ქრისტოფერ მეტროპულოსი, მართლმადიდებლური ელექტრონული საიტის myocn.net -ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, პაველ ველიკანოვი, მოსკოვის თეოლოგიური აკადემიის პროფესორი და თეოლოგიური საიტის „bogoslov.ru“-ს მთავარი რედაქტორი,

პროტოპრესვიტერი, Jivko Panev, პარიზის წმინდა სერგის სახელობის მართლმადიდებლური და თეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი, გარდა ამისა ფრანგულენოვანი ელექტრონული საიტის orthodoxie.com-ის დირექტორი.

პროტოპრესვიტერი, Constantine Coman, ბუჰარესტის უნივერსიტეტის თეოლოგიური სკოლის პროფესორი.

უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ საიტს:  www.dmopc15.com

შინაარსი
სანიშნეები