Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ხატება ადამიანისა, ვისაც უფლის იმედი აქვს | PEMPTOUSIA

ხატება ადამიანისა, ვისაც უფლის იმედი აქვს

7 May 2015

რა მშვენიერი, სასიამოვნო და რაოდენ მადლმოსილია ხატება იმ ადამიანისა, ვისაც ღმრთის იმედი აქვს და სწამს, რომ უფალი მას იხსნის. იმედი აქვს მისი, რომელიც მწყალობელი, მხსნელი, კეთილი და კაცთმოყვარეა.

ჭეშმარიტად ნეტარია ადამიანი, რომელსაც უფლის იმედი აქვს! ღმერთი ყოველთვის მისი შემწეა, ხოლო მას კი არ ეშინია, რაც არ უნდა ცუდი რამ შეემთხვას სხვა ადამიანებისაგან, იმედი აქვს ღმრთისა და სიკეთეს იქმნს! მისი ყოველი იმედი ღმერთთან აახლოებს და მასვე აბარებს მთელი თავისი გულით აღსარებას. უფალი მისი სიამაყეა, მისი ღმერთია, რომელსაც დღე და ღამე უხმობს. მისი მშვენიერი პირი უფალს სადიდებელ საგალობლებს აღუვლენს, თაფლზე და სანთელზე უფრო ტკბილი მისი ბაგეები თითქოსდა იმისთვის იხსნებიან, რომ ღმერთს უგალობონ, ხოლო მისი მადლმოსილი ენა კი ღმრთის სადიდებლად მოძრაობს.

Agios Nektarios 10

მისი გული მზად არის, რომ უფალს შეჰვედროს, მისი გონება მომზადებულია იმისათვის, რომ ღმერთამდე ამაღლდეს, მისი სული კი ღმრთისკენ მიისწრაფვის და „უფლის მარჯვენა შეეწევა მას“. „უფლისა მიერ იქოს სული მისი“. ითხოვს და მიეცემა ღმრთისაგან ის, რასაც მისი გული ეძებს. ითხოვს და პოულობს მას, რაც თავდავიწყებით სწადია. ირეკდეს და გაიხსნება კიდეც მისთვის გადარჩენის კარიბჭე.

ის ადამიანი, ვისაც უფლისადმი იმედი გააჩნია, მშვიდ წყალში განისვენებს. ღმერთი ხომ მას უხვად ანიჭებს თავის წყალობას. უფლის მარჯვენით იგი თავის სვლას მართავს და ყოვლისშემძლის თითი მის მიერ გასავლელ გზებზე მიუთითებს.

მას, ვისაც უფლის იმედი აქვს, არ შეიძლება, რომ მიზანს ასცდეს. მისი იმედი არასდროს კვდება. ღმერთია მისი მოლოდინი, მისი გულის სრულყოფილი სურვილი. მთელი დღის განმავლობაში სწორედ მის გამო ოხრავს მისი გული: „უფალო ღმერთო ჩემო, ნუ დააყოვნებ, მოდი და სწრაფად ჩამოაშორე ჩემს სულს ყოველგვარი საჭიროება, გაათავისუფლე ტყვეობიდან ჩემი სული! უფალო, მთელი ჩემი გულით შენ გადიდებ. შენ გეკუთვნის ყოველი სიტყვა, რაც კი ჩემი პირიდან გაიჟღერებს“.

იმ ადამიანს, ვისაც უფლის იმედი აქვს, ყველაზე აღმატებულს, თავის მხსნელს ლოცავს და აღმერთებს „მის წმიდა სახელს“. იმედი აქვს და თავისი გულის სიღრმეებიდან ღმრთისადმი ღაღადებს: „უფალო, როდის გავხდები ღირსი და თვალნი ჩემნი იხილავენ შენს ბრწყინვალებას?“

მას, ვისაც უფლისადმი იმედი გააჩნია, უხმობს უზენაესს იმისათვის, რომ მის ტაძარში შევიდეს, რათა იხილოს და იხაროს მისი სასწაულებით. ხოლო ყოვლისმპყრობელი კი გაიგონებს მისი ლოცვის ხმას.

იმ ადამიანს, ვისაც ღმრთისადმი იმედი აქვს, ტკბება სრულყოფილი სიმშვიდით. სიწყნარე იპყრობს მის გულს, ხოლო მის სულში მეფობს სრული უშფოთველობა. მას ხომ შემწედ უფალი ჰყავს, მაშ რისი უნდა ეშინოდეს? რამ უნდა დააუძლუროს? თუნდაც, მის წინააღმდეგ ომი გააჩაღონ, მაინც არ ეშინია, რადგან უფლის იმედი აქვს. თუნდაც, მაცდურმა ადამიანებმა დევნა დაუწყონ, მაინც არაფრის ეშინია, რადგან იცის, რომ ყოველივე უფლის ნების შესაბამისად ხდება. არა აქვს არც თავისი მშვილდის, არც თავისი კაპარჭის იმედი, მისი ხსნა არც მის ხმალზეა დამოკიდებული, არამედ – ყოვლისმპყრობელზე, მის უფალზე, რომელსაც შეუძლია მისი გამოხსნა იმათი ხელიდან, ვინც კი მას ებრძვის, ცოდვილის მახიდან და ქარიშხლისაგან. უფლის ძალაში მას ეჭვი არ ეპარება – „ხელთა ზედა აღიპყრან და უფალმა იხსნას იგი“.

იმ ადამიანს, რომელსაც ღმრთის იმედი გააჩნია, მშვიდად მიაბიჯებს თავისი ცხოვრების ბრძოლაში და თავის გზას ამქვეყნიურ საზრუნავზე წუხილის გარეშე განლევს. იგი განუწყვეტლივ სიკეთის ქმნაშია, მის სათნო და სრულყოფილ საქმეებს უფალი ლოცავს. დალოცვილი თესავს და თავისი გარჯის შედეგად ნაყოფსაც უხვად მოიმკის. უფლის იმედი აქვს და იმ ცდუნებებს არ ნებდება, რაც გარს აკრავს. ცხოვრებისეული განსაცდელის ჟამს კი არ ნებდება, არამედ იმედი აქვს იმისა, რომ იქ სადაც თითქოსდა მართლაც შეუძლებელია გამოსავლის პოვნა, ღმერთი მაინც უჩვენებს გზას. რწმენის საშუალებით სამართლიანობას იმედით ელოდება.

იმ ადამიანს, რომელსაც უფლის იმედი აქვს, არ გააჩნია ფულის ანდა თავისი ძლიერების იმედი, არამედ თავს იმით ინუგეშებს, რომ უფალი გაუწევს მას დახმარებას.

მას, ვისაც ღმრთისადმი იმედი გააჩნია, უფლის მიმართ რწმენით და სიყვარულითაა სავსე, იგი საკუთარი სინდისის მეშვეობით ცხოვრობს, შვილის გულწრფელობით წარდგება თავისი ზეციური მამის წინაშე და მას უხმობს, რათა მისი მეფობა დამყარდეს მიწაზე და ისევე როგორც ზეცაში, დედამიწაზეც აღსრულდეს მისი ნება.

იმ ადამიანს, რომელსაც ღმრთის იმედი აქვს, თავის თავს მთლიანად ღმერთს უძღვნის, ხოლო თავის გულს კი კეთილსა და უკვდავ ღმერთამდე ამაღლებს. უფალს უმაღლეს სიკეთესა და ცათა სასუფეველში უკვდავებას თხოვს, ყოვლისმპყრობელი კი მის თხოვნას შეისმენს.

ნეტარია ის ადამიანი, ვისაც უფლის იმედი აქვს!

(წმიდა ნექტარიოსი, „Το γνώθι σαυτόν“, გამომც. ათონი, გვ.101-104).

შინაარსი
სანიშნეები