Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 230

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_PLUGIN_DIR - assumed 'JWPLAYER_PLUGIN_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 239

Warning: Use of undefined constant JWPLAYER_FILES_DIR - assumed 'JWPLAYER_FILES_DIR' (this will throw an Error in a future version of PHP) in /var/www/pemptousia.ge/wp-content/plugins/jw-player-plugin-for-wordpress/framework/LongTailFramework.php on line 222
ინტერნეტი გახლვთ საუკეთესო საშუალება ქრისტიანობის საქადაგებლად | PEMPTOUSIA

ინტერნეტი გახლვთ საუკეთესო საშუალება ქრისტიანობის საქადაგებლად

11 May 2015

ციფრული მედიისა და მართლმადიდებლური მოძღვრების პირველი საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას ვატოპედის წმიდა და დიდი სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა აღნიშნა, რომ ინტერნეტი გახლვთ საუკეთესო საშუალება ქრისტიანული ქადაგებისათვის.

DMOPC_Athens_7_converted

ბოლო ორიათეული წლის განმავლობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარებამ მოიტანა მოულოდნელი რეზულტატი, რომლის წარმოდგენა შეუძლებელი გახლდათ 70-იან და 80-იან წლებშიც კი. ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, ვებ-რესურსები, სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიურობის, სამსახურის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების განუყოფელი ნაწილი გახდა. ინტერნრტმა შეძლო შორი მანძილის შემცირება. შესაბამისად მისი საშუალებით მსოფლიოს ერთი კუთხიდან მოერეში ნებისმიერი სიახლე გადაიცემა რამდენიმე წამის განმავლობაში, ჩვეენ ყველას გვაქვს ამის გამოცდილება. დღეს საუბარი, ვიზუალური კონტაქტის გამოყენებითაც კი, მიუხედავად დაშორებისა შესაძლებელია დაუბრკოლებლად. ერთადერთი საშუალება რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელი არის მისი ინტერნეტთან მიერთება. სინამდვილეში ინტერნეტის მოხმარება იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ ბავშვსა თუ მოხუცებულს შესაძლებლობა აქვს მისი გამოყენების.

სწორედ ამგვარად უფლის სიტყვა შესაძლებელია გავრცელდეს ყველგან, მთელს დედამიწაზე. სწორედ ამგვარად, ის რაც ხდება ამჟამად ათენში 500 კაციანი აუდიტორიის წინაშე, შესაძლებელია მისი ჩაწერა და ათასობით თუ მილიონობით მომხმარებელისათვის გადაცემა, ასევე მისი პირდაპირი ეთერის რეჟიმით გაშვება, როგორც ეს ხდება ჩვენი კონფერეციის მიმდინარეობის ჟამს.

მაგრამ უნდა გვახსოვდეს,  რომ უფლის სიტყვა ეს არაა ადამიანური საუბარი, ის ატარებს საღმრთო ენერგიას, რომელსაც ძალუძს ადამიანის სულიერად აღორძინება, ჭეშმარიტად შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა, და ყოველივე ეს ხორციელდება ინტერნეტის საშუალებით. ვიცით მრავალი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ტიპის ადამიანი – ათეისტები, კერპთთაყვანისმცემლები ინდოეთიდან, იაპონიიდან, ნეპალიდან მიაკვლიეს მართლმადიდებლობას ინტერნეტის დახმარებით და აღორძინდნენ, რადგანაც მიაკვლიეს ჭეშმარიტებას, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ეძებდნენ, მათ იპოვეს ქრისტე.

რამდენიმე ხნის წინ ჩვენს სავანეში მობრძანდა ჰოლივუდის მსახიობი ჯონათან ჯექსონი. მას ვკითხე თუ როგორ გახდა მართლმადიდებელი? მან მიპასუხა, რომ ამაში ძალიან დაეხმარა ინტერნეტი. თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ის ქრისტიანები რომლებიც დაშორდნენ უფალს, ინტერნეტის მეოხებით მის წიაღში დაბრუნდნენ და ამ სამყაროში იპოვეს თავიანთი თვი. არიან ადამიანები რომლებიც იყვნენ სრული კრახის ზღვარზე, მოუსმინეს რა ინტერნეტში რომელიღაც საუბარს, იპოვეს ის სულიერი ძალა, იმედი და დღეს კი აგრძელებენ სულიერ წინსვლას.

დღეს რა თქმა უნდა მართლმადიდებლური სიტყვა ყველაზე ნაკლებად არის წარმოდგენილი ინტერნეტში სხვა სიტყვებთან შედარებით. როდესაც ვიძახი სხვა სიტყვას, საუბარია მეცნიერებაზე, ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და ისეთ გამოხატულებებზე როგორიცაა მოდა, შოუ-ბიზნესი, ანდაც რომელიღაც კორუფციული რესურსი, რომლებიც სამწუხაროდ ლიდერობენ მნახველთა რაოდენობის რიცხვით.

მიმაჩნია, რომ უფლის სიტყვას ქსელში დღეს უნდა გააჩნდეს ძლიერი და მძლავრი არსებობა. დღეს ადამიანთა უმრავლესობა გახლავთ აბსოლუტურად დეზორიენტირებულნი, მუდამ იჭედებიან სხვადასხვა ჩიხში. ამ ეპოქაში მხოლოდ უფლის სიტყვას ძალუძს მათი თანაგრძნობა, ინფორმირულობა და დარწმუნება საუკუნო სიცოცხლის არსებობაში. ინტერნეტის საშუალებით გადაცემულ უფლის სიტყვას შესაძლებელია გააჩნდეს მაკურნებელი ძალის ფუნქცია.

შესაბამისი კონტექსტით ციფრული ბიბლიოთეკების შექმნა წარმოადგენს საჭირო და აუცილებელ საქმეს, რომელიც მუდმივად უნდა ფართოვდებოდეს და მრავლდებოდეს. წმიდა მამების მემკვიდრეობა და სიბრძნე გადმოცემული სხვადასხვა ტექსტების სახით გამოყენებული უნდა იქმნას ყველა თანამედროვე და ოპტიმალური საშუალებით. ციფრულ მატარებლებზე მათი გადატანა და კატეგორიზაცია შესაძლებლობას მისცემს ინტერნეტის მომხმარებელს სურვილისამებრ მოძებნოს ტექსტი თუ თემატური ინფორმაცია. გარდა ამისა სხვადასხვა ვებ-გვერდების დახმარებით ციფრული მატარებლების გამოყენებით გავრცელებულ უფლის სიტყვას შეუძლია ჩვენი თანამედროვეთათვის დიდი სარგებელის მოტანა, განსაკუთრებით სწავლული წმიდა მამებისა და ასევე XX საუკუნის სულიერად გაბრწყინებული ბერების.

ბერი ეფრემ კატუნაკელი ამბობდა: „როგორი სამწუხაროა, რომ არ იყო საშუალება ჩაგვეწერა ბერი იოსებ ისიქასტის გამონათქვამები“. გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთი საუბრების მოსმება, რომელსაც გამოცდილი, უხილავ ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანები წარმოთქვამენ. ღირსი პაისი ამბობდა: „ ყველაფერი სულიერი წაიწერეთ, რომელიც თქვენ მოისმიენეთ, და ის გამოცდილებაც მოინიშნეთ, რაც სხვისგან გაიგონეთ, რათა იქნება დრო, როდესაც ეს გამოცდილება ამოიწურება და დაისადგურებს სულიერი დეფიციტი“. მართლაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიმჩნევა დიდი წინსვლა საღმრთისმეტყველო წიგნების გამოცემაში, არა მარტო საბერძნეთში, არამედ სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში.

სამწუხაროა, რომ არიან მართლმადიდებლები, რომლებსაც ასეთ წიგნებთან არ აქვთ წვდომა ენობრივი ბარიერი გამო. ბეჭდური საშუალებები დღეს განიცდიან სერიოზულ კრიზისს, ამასთანავე ელექტრონული წიგნების გაყიდვა კი მატულობს. ამიტომ უნდა ავღნიშნოთ, რომ შესაძლებელია ამ ტენდენციის გამოყენება. ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველივე ეს არის კარგი და ღმერთისათვის მისაღები, თუ ყოველივე ხორციელდება ზედმიწევნით წესიერად.

ინტერნეტი არის თანამედროვე საშუალება რომელიც აქეზებს გლობალიზაციას. მათ ვისაც აქვთ სურვილი გაატარონ თავიაბთი იდეები გლობალური ისტორიის, გლობალური ეკონოკმიკის, გლობალური სახელმწიფოსა და გლობალური ლიდერის, მათ იციან როგორ უნდა მოიხმარონ ინტერნეტი, ისინი გამოიყენებ მას უმაღლეს დონეზე. და ჩვენ, მართლმადიდებლებმა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტი მართლმადიდებლობის გლობალური როლის გასაძლიერებლად? გამოვიყენოთ ყველა მართლმადიდებელის ერთობა საერთო მისიების განსახორციელებლად? ინტერნეტის სწორი გამოყენება დამოკიდებულია მომხმარებელზე. რა თქმა უნდა, მას არ ძალუძს  ცოცხალი ურთიერთობის შეცვლა. რა თქმა უნდა, შეუძლებელია გარკვეული სულიერების მიღწევა მხოლოდ ინტერნეტით. მართლმადიდებლობაში ცენტრალური ადგილზე ადამიანია, ყოველთვის არის პრიორიტეტი და შეუცვლელი ფასეულობა ადამიანისა, ინდივიდუალური პიროვნება.

ინტერნეტი ეს საშუალებაა, ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება და შეუძლია სარგებელის მოტანა, მაგრამ თუ მორწმუნეს უნდა ნამდვილი სულირი ცხოვრებ, აუცილებელია პირადი კონტაქტი თავის სულიერ მოძღვართან.

ასევე აუცილებლობას წარმოადგებს კომუნიკაცია სხვა სულიერ ძმებთან, რათა შეიგრძნო სიყვარული და ყვლა საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა. ასევე არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ინტერნეტის გამოყენება კარგი და სულიერი მიზნებისათვისაც კი, გვხდის მასზე დამოკიდებულად, რომელიც წარმოქმნის იზოლაციას, განცალკევებას და ხდება ადამიანის პიროვნებისათვის დამღუპველი. ასე რომ, ინტერნეტი ხანდახან ნეგატიური შედეგების მომტანია. იმის მაგივრად რომ ადამიანი მიიყვანოს ქრისტესთან , ის პირიქით აშორებს მას ღმერთს.

ქრისტე აღდგა!

შინაარსი
სანიშნეები